planetanews Posted September 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2010 http://assets.liverpoolfc.tv/uploads/untitled1_4c7a74cde6822708321037.jpg თქვენს ყურადღებას მივაპყრობ რაულ მეირელეშის პირველ ინტერვიუს კლუბის ოფიციალურ საიტთან… რაულ მეირელეშმა დღეს კლუბის ოფიციალურს საიტს გაუზიარა ის გრძნობები, რაც ეწვია ”ლივერპულის” მოთამაშის რანგში ყოფნის შემდეგ… პორტუგალიელი ნახევარცმველის დებიუტი ”ბირმინგემ სიტისთან” საკვირაო დაპირისპირებაში შედგა, მას ასევე შანსი აქ დღეს ევროპის ლიგაზე ”სტიაუას” წინააღმდეგ თამაშისა. მეირელეშს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი ჩემპიონთა ლიგაზე, როდესაც ის თამაშობდა ”პორტოში”, მაგრამ ერთ საღამოს იმედები გაუცრუვდა, როდესაც 2007 წლის ნოემბერს ”ენფილდს” ესტუმრა, ამ ღამემ ფეხბურთელისთვის წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ”პორტოში თამაშის დროს, ჩვენ ”ენფილდზე” 4-1 დავმარცხდით, მე მახსოვს ”ლივერპულის” ქომაგთა მხარდაჭერა ეს შესანიშნავი იყო. პორტუგალიაში ყველა თვლის, რომ ”ლივერპულს” საუკეთესო ფანები ყავს ინგლისში.”” მე ასევე მითამაშია ”მანჩესტერის და ჩელსის” წინააღმდეგ, მაგრამ ”მერსისაიდელების” ფანები საუკეთესონი არიან და მე ბედნიერი ვარ, რომ მიწევს ”ენფილდზე” ლივერპულის მოთამაშედ ყოფნა.” ”ბირმინგემთან მე თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ბოლოს გავღიზიანდი, რადგაც ჩვენ ვერ მოვიგეთ.” ” მე ძალიან მინდა მონაწილეობის მიღება ჯერარდთან და ტორესთან ერთად, ჩემთვის სტივი საუკეთესო ნახევარმცველია მსოფლიოში, ფერნანდო კი – ფანტასტიკური თავდამსხმელია.” ” მეირელეშის ”ლივერპულში გადმოსვლა ნიშნავს, რომ იგი კარიერაში პირველად ითამაშებს გუნდში, რომელიც არ არის პორტუგალიული. რაული აღიარებს, რომ მსთვის ძალიან ძნელი იყო მშობლიური ქალაქის დატოვება, მაგრამ ”წითლების შემოთავაზებაზე უარის თქმაც ძალიან გაუჭირდა და იგი დარწმუნებულია, რომ მის ოჯახს არ გაუჭირდება ახალ გარემოში ადაპტაცია.”როდესაც გავიგე, რომ ჰოჯსონს სურს ჩემი შეძენა, მე მხოლოდ ”დიახ” ვთქვი, რადგან ”ლივერპული დიდი კლუბია და მე აქ სიამოვნებით ვითამაშებდი.” – განაცხადა მეირელეშმა. ” პორტოს დატოვება ძალიან რთული იყო, ეს ხომ ჩემი გუნდი იყო.” ” როგორც ჯერარდი და კარაგერი მეც მთელი ცხოვრება ჩემს ქვეყანაში ვთამაშობდი, მაგრამ ახლა ჩემთვის დადგა ახალი დრო, მე ბედნიერი და აღელვებული ვარ.” ”ფეხბურთელები მეხმარებიან, რომ მწვრთნელის გავიგო, რადგან ინგლისური კარგად არ ვიცი. ლუკასი, მაქსი, პაჩეკო და აურელიო ძალიან მეხმარებნიან, რადგან ისინი პორტუგალიურად ადვილად ლაპარაკობენ.” ”მე მომწონს ქალაქი. მე მოვძებნე სახლი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ეს ქალაქი ჩემს მშობლიურ პორტუს მაგონებს, ხალხი აქ ნამდვილი მუსიკაა, რაც მე მომწონს, ასევე მომწონს ”ბითლზი”. მე ვფიქრობ, რომ ამ ქალაქში ბედნიერი ვიქნები.”” ჩემი ცოლი ძალიან ბედნიერი. ჩემი ქალიშვილი პორტუში ინგლისურ სკოლაში სწავლობდა, ამიტომ მას ენა კარგად ესმის და ვფიქრობ, რომ ამ ამის შესახებ არანაირი პრობლემა არ გაუჩნდება.” ენფილდზე ჩამოსვლისას მეირელეშს 4 ნომერი ერგო, თუმცა ნაკრებში 16-ი, პორტუში კი 3 ნომერს ატარებდა.რაული თავის გადაწყვეტილებას ასე ხსნის: ” მე ვიცოდი, რომ გუნდში ადრე 4 ნომერს სამი ჰიუპია ატარებდა, რომელიც გულშემატკივრებში ძალიან დიდი სიმპათიით სარგებლობდა, როგორც ერთი უდიდესი ფეხბურთელი, ამიტომ მე ამ ნომრით აუცილებლად კარგად უნდა ვითამაშო.” მე მინდა მოვიგო ტრაფეი, პორტოში ბევრი მოვიგე, ახლა კი ”ლივერპულთან” ერთად მსურს წარმატების მიღწევა შანსი კი ბევრი გვაქვს.” View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts