Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველოში რუსულ ენას ინგლისურით ცვლიან


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/reuters_new.jpg

 

მეტ რობინსონი, ნინო ივანიშვილი

 

ნათელა ჭოხონელიძის კაბინეტს ალექსანდრე პუშკინის პორტრეტი ამშვენებს, მტვრიან თაროებზე რუსული ლიტერატურის კორიფეების გაცვეთილი გამოცმეები აწყვია. ეს ყველაფერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის აბსოლუტურად სხვა ეპოქას მოგაგონებს.

 

„ოდესღაც 50 თანამშრომელი გვყავდა, დღეს მხოლოდ ხუთი დარჩა, რადგან ძალიან ცოტა სტუდენტები გვყავს“, – ამბობს 70 წლის ლექტორი, რუსისტიკის ინსტიტუტის საპატიო პროფესორი.

 

„რუსული ენა ქრება“, – ხუმრობს ის მოწყენილი, „ისევე როგორც მე!“

 

ჭოხონელიძე დამარცხებულთა მხარეს აღმოჩნდა ენობრივი ძვრების გამო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, რომლის პრო–დასავლურ მთავრობასაც სურს, რომ 21–ე საუკუნის საქართველოში მეორე ენა იყოს არა რუსული, არამედ ინგლისური.

 

ოთხშაბათს, ასობით ინგლისურენოვანმა პირმა ქართულ სკოლებში სწავლება დაიწყო ამბიციური პროგრამის ფარგლებში, რომლის შედეგადაც ყველა ბავშვმა 5–დან 16 წლამდე უნდა ისწავლოს ინგლისური. ინგლისური ენა ქვეყანაში სავალდებულო საგანი გახდა, რუსული – ფაკულტატიური.   

 

ერთი მხრივ, ეს გონივრული ნაბიჯია თუკი გლობალიზაციას და მსოფლიოში ინგლისური ენის დომინირებას გავითვალისწინებთ, მით უფრო, რომ საქართველოს ეკონომიკა ძლიერადაა დამოკიდებული ინვესტიციებზე, და ქვეყანა აქტიურად ცდილობს პარტნიორული კავშირების განვითარებას თურქეთთან და ევროკავშირთან.  

 

მეორე მხრივ ეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკას პასუხობს, რომელსაც ამ 4.5 მილიონიანი კაკასიური ქვეყნის რუსული ორბიტისთვის მოშორება სურს, განსაკუთრებით ომის შემდეგ, რომელმაც ორი წლის წინ დაანგრია ისედაც მყიფე ურთიერთობები მეზობლებს შორის.     

 

„ჩვენ თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, თავისუფალი და დამოუკიდებელი ხალხით. ეს მისი არჩევანია, რომელ ენას ისწავლის“, – უთხრა Reuters–ს (ინგლისურად) განათლების მინისტრმა, ეთნიკურად რუსმა დიმიტრი შაშკინმა. 

 

წლის ბოლომდე, მთავრობა სკოლებში ათასობით ინგლისურენოვანი პირის მოზიდვას გეგმავს. მათი ხელფასი თვეში 500 ლარი (272 დოლარი) იქნება – თითო სკოლაზე  დაახლოებით ერთი ასეთი ინგლისურენოვანი პირი მოდის.

 

ინგლისური „ბევრ კარს გიხსნით“, – მიაჩნია შაშკინს. „საქართველოს არ აქვს არც ნავთობი და არც გაზი, სამაგიეროდ გვყავს ადამიანები, ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალი“.

 

პოლიტიკური შედეგები

 

ამგვარად საქართველო, პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსული ენის უკანდახევის პროცესის წინა ხაზზე აღმოჩნდა. ენა – გავლენის ინსტრუმენტია, ამ სფეროში კი რუსეთს კონკურენციას უწევს დასავლეთი და ჩინეთი, რომლებსაც საინვესტიციო შესაძლებლობები და კასპიის აუზის და შუა აზიის ნავთობის და გაზის მარაგები აინტერესებთ.

 

იმავდროულად, ოპონენტებს ეჭვი ეპარებათ რუსულის მესამე ადგილზე გადაწევის გონივრულობაში, რადგან ეს ენა დღემდე მთავარ საურთიერთო ენად რჩება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის.       

 

ბევრი თვალსაზრისით ეს თაობების პრობლემაა. სტუდენტები, რომლებიც ახლა იწყებენ სწავლას, მას შემდეგ დაიბადნენ, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაინგრა. მათზე ძლიერ გავლენას ახდენს დასავლური პოპ–კულტურა და ინტერნეტი.

 

იმავდროულად, იმის დავიწყებაც არ ღირს, თუ რა შედეგები აქვს რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭებას 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რომელმაც საბჭოთა ეპოქის ძველი გვარდია დაამხო და ხელისუფლებაში სააკაშვილი და მისი ინგლისურად მოსაუბრე გუნდი მოიყვანა. 

 

ნატოსკენ მისწრაფებით, მან რუსეთის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა საბოლოოდ პოლიტიკური კავშირები გაწყდა 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც რუსეთმა მოიგერია  ამერიკელების გაწრთვნილი ქართული არმიის თავდასხმა პრორუსულ სსეპარატისტულს რეგიონზე, სამხრეთ ოსეთზე.

 

სავაჭრო ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის დღეს მინიმალურ დონეზეა. სავიზო მოთხოვნები და მოუხერხებელი სატრანსპორტო მარშრუტები მეგობრებს და ნათესავებს შორის კონტაქტს ხელს უშლის.

 

„თუკი უფრო ფართო კონტექსტში განვიხილავთ… ამ ყველაფრის უკან შესამჩნევი გახდება პოლიტიკური სარჩული“, – მიაჩნია ქართული ჟურნალის „ლიბერალის“ რედაქტორს, შორენა შავერდაშვილს. „ინგლისურის სწავლა საჭიროა“ – მიაჩნია მას, „მაგრამ რატომ უნდა შეიცვალოს ერთი [ენა] მეორეთი? ეს ჩვენი რეგიონია და აქ მეზობლებთან ურთიერთობის ენა – რუსულია“.  

 

ჭოხონელიძე თავის მხრივ ეპოქების ცვლილებაზე და იმ თაობის წასვლაზე წუხს, რომლებიც პუშკინზე, ტოლსტოიზე, დოსტოევსკიზე გაიზარდა. „ვშიშობ, რომ სულ რამდენიმე წელიწადში, როდესაც ეს ბაბუები და ბებიები აღარ იქნებიან, ის ყველას დაავიწყდება“.

 

თუმცა, 20 წლის სტუდენტის, მათემატიკოს ნუგზარ ბარბაქაძის თქმით, არსებობს ძალიან მარტივი გამოსავალი. „მე შემიძლია რუსული წიგნები ქართულად წავიკითხო“, – ამბობს იგი.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...