Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველო რუსეთის ორბიტიდან გამოსასვლელად ინგლისურის საყოველთაო გაკვეთილების აწესებს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/telegraph.jpg

 

ენდრიუ ოსბორნი

 

საქართველომ სკოლებში სავალდებულო ინგლისური შემოიღო, რადგან მისი პრო-დასავლური მთავრობა ცდილობს  ქვეყანა მეზობელი რუსეთის გეოპოლიტიკური ორბიტიდან გამოიყვანოს.

 

„,მომავალ ოთხ წელიწადში ყველა მოსწავლე ინგლისურენოვანი გახდება“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. „ ეს იმას ნიშნავს, რომ მშობლიური ენის, ქართულის შემდეგ, ინგლისური ის ენა იქნება, რომელიც მათ ყველაზე უკეთ იციან. არაფერი ამდაგვარი არ გაკეთებულა არც ერთ პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში“.

 

ქართული ტელევიზიებიც გადასცემენ უფრო მეტ ინგლისურენოვან ფილმს სუბტიტრებით, რათა ასაკოვან ადამიანები მიეჩვიონ სალაპარაკო ინგლისურის მოსმენას, დასძინა მან.

 

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველო, რომელსაც 2008 წელს რუსეთთან ხანმოკლე და წარუმატებელი ომი ჰქონდა, ძალინაა მოწადინებული, გაიწმინდოს რუსული კულტურული და ლინგვისტური მემკვიდრეობისგან.

 

რუსული მეორე ენა იყო საქართველოში და მასზე ბევრი ლაპარაკობდა, როგორც მეფის რუსეთის ეპოქაში, ასევე საბჭოთა კავშირის დროს. ბევრი 40-ს გადაცილებული ქართველი დღესაც ლაპარაკობს რუსულად.

 

მაგრამ სააკაშვილს, რომელიც თავისუფლად ლაპარაკობს, როგორც ინგლისურად, ასევე რუსულად , გადაწყვეტილი აქვს თავისი პატარა ქვეყანა, რომელშიც 4.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, დასავლეთისკენ წაიყვანოს და იმედი აქვს, რომ ერთ დღეს ის შეიძლება ნატოში და ევროკავშირში მიიღონ.

 

მას ხანდახან თავად სდებენ ბრალს ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილებაში, მაგრამ მას სჯერა, რომ რუსეთის ავტორიტარული სისტემა ყოფილ საბჭოთა კავშირზე თავის დამღუპველ გავლენას ახდენს.  ის არც იმ თავის სურვილს არ მალავს, რომლის თანახმადაც მას უნდა ქართველმა ახალგაზრდებმა უფრო დასავლური ღირებულებები აღიარონ, ვიდრე რუსული.

 

იმის წახალისება, რომ  თავის მეორე ენად ინგლისური აირჩიონ და არა რუსული, მათ სწორი მიმართულებით წაიყვანს.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...