newstudio Posted September 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2010 საქართველოს ხელისუფლებამ აღარ უნდა გამოიყენოს ისეთი მეთოდები, რომლითაც დევნილები ბოლო პერიოდში თბილისის რამდენიმე ობიექტიდან გამოასახლეს – ამის შესახებ გაერო-ს სახლში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დევნილთა უფლებების საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ვოლტერ კელინიმ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შეშფოთებულია იმ ფორმით, რა ფორმითაც მოხდა ბოლო თვეების რამდენიმე შენობიდან დევნილების გამოსახლება."რა თქმა უნდა, თუ ადამიანს აქვს ქონება, იმის უფლებაც აქვს, რომ ეს ქონება გამოიყენოს, მაგრამ დევნილების გამოსახლებისას სხვა მეთოდები უნდა იყოს გამოყენებული. ისინი იმსახურებენ უფრო ღირსეულ მოპყრობას. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მათთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართების შეთავაზება", - აღნიშნა ვოლტერ კელინიმ. მისივე ინფორმაციით, კერძო საკუთრებაში არსებული რამდენიმე შენობიდან დევნილების გამოსახლება მომავალშიც იგეგმება, თუმცა კელინისთვის უცნობია, სად შეიძლება დევნილები ჩაასახლონ. გაერო-ს წარმომადგენელმა, ასევე, ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ დევნილების ჩასახლების პროცესზე. მისი თქმით, ამ ეტაპზე დევნილებისთვის პრიორიტეტულია, მათ ქონდეთ თავშესაფარი. კელინმა აღნიშნა, რომ დაათვალიერა სამეგრელოსა და გორში დევნილების დასახლებები. მისი შეფასებით, დევნილების საცხოვრებელი პირობები საკმაოდ დამაკმაყოფილებელია, თუმცა პრობლემად რჩება მათთვის საარსებო წყარო."ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას, თუ გვინდა, რომ მათ მართლაც ნორმალური პირობები შეუმქნათ", - განაცხადა ვოლტერ კელინმა. http://new.interpressnews.ge/ge/politika/144739-volter-kelini-khelisuflebam-aghar-unda-gamoiyenos-isethi-methodebi-romlithac-devnilebi-ramdenime-obieqtidan-gamoasakhles.html და ბოლო ფრაზა,,, : მიმართ სახელმწიფო სტრატეგია და ამ სტრატეგიის სამოქმედო გეგმა, თუმცა ამ მიმართულებით გარკვეული პროლემები კვლავაც არსებობს. პ.ს. მოკლედ ტრადიციულად ქაღალდების ფეიალით დააბოლეს როგორც ჩანს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted September 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2010 newstudio შეშფოთებულია იმ ფორმით, რა ფორმითაც მოხდა ბოლო თვეების რამდენიმე შენობიდან დევნილების გამოსახლება. რომ აღშფოთებულიყო სჯობდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted September 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2010 კარგია, რომ იქამდისაც მივიდა ტს ამბავი. ეს ხელისუფლება ნაკლებად იკეკლუცებს დასავლეთელ ორგანიზაციების წინ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2010 mtidanრომ აღშფოთებულიყო სჯობდა.არადა არ არის სასაცილო, აი ეს წაიკითხე)))) ტაოპრივატ ბანკში შაუხნის ქალი შემოვიდა, მოსთქვამდა და სწყევლიდა სააკაშვილს.3თვის წინ მიშამ ტელევიზორი მაჩუქა, კურიერშიც მაჩვენეს , მიშა მარტოხელა ქალს დაეხმარაო. ამ ტელევიზორის გამო სოციალურ დახმარებაზე უარი მითხრეს. 2 დღის წინ კი ბანკიდან დამირეკეს, ტელევიზორი განვადებითაა გატანილი, გადახდა გიწევთო. პრეზიდენტმა ერთი თვის გადაიხადა,დანარჩენი შენი დასაფარიაო. რად მინდოდა ასეთი ტელევიზორი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 19, 2010 newstudioტაოპრივატ ბანკში შაუხნის ქალი შემოვიდა, მოსთქვამდა და სწყევლიდა სააკაშვილს.3თვის წინ მიშამ ტელევიზორი მაჩუქა, კურიერშიც მაჩვენეს , მიშა მარტოხელა ქალს დაეხმარაო. ამ ტელევიზორის გამო სოციალურ დახმარებაზე უარი მითხრეს. 2 დღის წინ კი ბანკიდან დამირეკეს, ტელევიზორი განვადებითაა გატანილი, გადახდა გიწევთო. პრეზიდენტმა ერთი თვის გადაიხადა,დანარჩენი შენი დასაფარიაო. რად მინდოდა ასეთი ტელევიზორი? და შენ მართლა გჯერა ეს? ავალაპარაკეთ გაეროცდა NATO -ც: NATO რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას რეზოლუციის სახით ოფიციალურად დაადასტურებს NATO რეზოლუციაზე მუშაობს, სადაც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია ოფიციალურად იქნება დადასტურებული. ამის შესახებ ცნობილი საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის დავით ბაქრაძისა და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის თავჯდომარის, ჯონ თანერის შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. http://epn.ge/?p=24528 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted September 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 19, 2010 (edited) Saturnდა NATO -ც: NATO რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას რეზოლუციის სახით ოფიციალურად დაადასტურებს NATO რეზოლუციაზე მუშაობს, სადაც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია ოფიციალურად იქნება დადასტურებული. ამის შესახებ ცნობილი საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის დავით ბაქრაძისა და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის თავჯდომარის, ჯონ თანერის შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.ეს რაღაც,მაპზე უფრო მაგარი რომ გვქონდა,იმაზე მაგარი ჩანს..თუ მე მომეჩვენა ესე შორიდან.. :givi: Edited September 19, 2010 by გიორგი68 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted September 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 19, 2010 SaturnNATO რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას რეზოლუციის სახით ოფიციალურად დაადასტურებს NATO რეზოლუციაზე მუშაობს, სადაც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია ოფიციალურად იქნება დადასტურებული. ამის შესახებ ცნობილი საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის დავით ბაქრაძისა და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის თავჯდომარის, ჯონ თანერის შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.აქამდე არ იყო ხო დადასტურებული? ეგონათ რომ რუსული ჯარი დასასვენებლად იყო ჩასული სოხუმსა და ცხინვალში, ხო? და ახლა ბაქრაძემ მიაწოდა უტყუარი მტკიცებულებები რომ საქართველოს ტერიტორიები ნამდვილად ოკუპირებულია. მოკლედ მაგარი ცირკი იქნებოდა, ჩვენს ქვეყანაში რომ ხდებოდეს ეს ყველაფერი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
proletari Posted September 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 19, 2010 Saturn აქამდე არ იყო ხო დადასტურებული? ეგონათ რომ რუსული ჯარი დასასვენებლად იყო ჩასული სოხუმსა და ცხინვალში, ხო? და ახლა ბაქრაძემ მიაწოდა უტყუარი მტკიცებულებები რომ საქართველოს ტერიტორიები ნამდვილად ოკუპირებულია. მოკლედ მაგარი ცირკი იქნებოდა, ჩვენს ქვეყანაში რომ ხდებოდეს ეს ყველაფერი. და ეს ყველაფერი ბაქრაძემ მოყვა რუსთავი -2 ს ეთერში? მაშინ წყალი არ გაუვა მაგ ამბავს. ბოლშევიკური კარდუსტანის პარლამენტის თავმჯდომარისგან ჯერ ერთი სიცრუეც არ გამიგია, მითუმეტეს ისეთი საპატივცემულო ტელეარხიდან როგორიც არის რუსთავი-2 და 3 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 27, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 27, 2010 Saturnდა შენ მართლა გჯერა ეს?ეს მჯერა: კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, კურორტ "ახტალის" სანატორიუმებიდან იძულებით გამოსახლებული დევნილები აპირებენ, სოხუმისდე-ფაქტო ხელისუფლებას აფხაზეთში დაბრუნების თხოვნით მიმართონ. "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ კახეთის პოლიციას ჩვენს იძულებით გამოსახლებაზე თანხმობა ისე მისცა, რომ დევნილების თხოვნა არ გაუთვალისწინებია. 16 ივლისის შემდეგ უსახლ-კაროდ ვართ დარჩენილები. ორი თვეა, ზოგი ნათესავს აფარებს თავს, ზოგი - ნაცნობს. მოვითხოვთ, რომ საცხოვრებელი ისევ ქალაქ გურჯაანში მოგვცენ, თუნდაც გარეუბანში, რათა არ მოვწყდეთ იმ ადგილებს, სადაც მუშაობით ლუკმა-პურის ფულს ვშოულობთ. ვის აღარ მივწერეთ წერილი - საქართველოს პრეზიდენტს, სამინისტროს, ოპოზიციას, სახალხო დამცველს, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. ვაპირებთ, რომ აფხაზეთში დაბრუნების თხოვნით სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლებას მივმართოთ", - აღნიშნეს დევნილებმა “კახეთის საინფორმაციო ცენტრთან" საუბრისას. ცენტრის ინფორმაციით, კურორტ "ახტალის" კორპუსებში მცხოვრები დევნილები 16 ივლისს, 08:00 საათზე გამოასახლეს. გამოსახლებაში მონაწილეობას კახეთის თითქმის ყველა რაიონის პოლიცია იღებდა. გამოსახლებას კახეთის პოლიციის უფროსი დავით ქოქიაშვილი ხელმძღვანელობდა. პოლიციის თანამშრომლებმა დევნილების ლეიბები, კარადები და სხვა საგნები პირდაპირ სართულებიდან გადმოყარეს. ამასთან, მისივე მტკიცებით, გამოსახლებაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მაღალჩინოსნებიც მონაწილეობდნენ. http://www.presa.ge/new/?m=news&NID=511 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.