planetanews Posted September 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2010 http://www.darryljon.dsl.pipex.com/trabhome5.jpg”ლივერპულის” ახალი თავკაცი, როი ჰოჯსონი საკადრო პრობლემების მოგვარებას ცდილობს.”The Sun-ის” ცნობით, მან 23 წლის ჰოლანდიელ რაიან ბაბელს ულტიმატუმი წაუყენა – იანვრამდე ამ უკანასკნელმა სათამაშო ფორმის გაუმჯობესება უნდა შესძლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სხვა გუნდში მოუწევს გადასვლა. ჰოჯსონი ამბობს:”რაიანმა ”ენფილდზე” გატარებული 3 წლის განმავლობაში ვერ შესძლო ”ლივერპულისთვის” სარგებლის მოტანა. არადა, თავის დროზე იგი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლებოდა და მისი შეძენა არაერთ კლუბს სურდა. ამ დავაში ”მერსისაიდელებმა” კონკურენტებს აჯობეს და ჰოლანდიელი ნახევარმცველი 14 მილიონ ფუნტად შეიძინეს. სიმართლე ითქვას, ბაბელს მასზე გაცებული ავანსის ჯერ მცირე ნაწილიც არ გაუსტუმრებია. თუ მომავალშიც ასე გაგრძელდა, რაიანს ”ლივერპულის” დატოვება მოუწევს”.ამასთან, თავკაცმა აღნიშნა, რომ აგვისტოში ბაბელთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო წინადადება მიიღო, მაგრამ ჰოლანდიელის გაყიდვისგან თავი შეიკავა, რითიც მას კიდევ ერთი შანსი მისცა. იმავე ”სანი” წერს, რომ ინგლისელი სპეციალისტი ბაბელის ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე გამოყენებას აპირებს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბოლო პერიოდში ესპანელ ფორვარდ ფერნანდო ტორესს ხშირად უწევს ლაზარეთში ყოფნა, ჰოლანდიელს საკუთარი ქმედებითუნარიანობის დასამტკიცებლად იანვრამდე არაერთი შანსი მიეცემა. thesun.co.uk View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts