planetanews Posted September 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 http://b.pix.ge/y/17ifi.jpgდღეს სტარტს აიღებს უეფას ევროპის ლიგის 2010/2011 წლების გათამაშება. ”ლივერპული” პირველ მატჩს ”ენფილდზე” ბუქარესტის “სტიაუასთან” გამართავს. როი ჰოჯსონს გადასაწყვეტი აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი. როგორც მოგეხსენებათ, ამ კვირას პრემიერლიგაში ”წითლების” მეტოქე ”მანჩესტერ იუნაიტედი” იქნება. ჰოჯსონმა უნდა გადაწყვიტოს, ”სტიაუას” წინააღმდეგ დაასვენოს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები, თუ მთლიანი ძალით ათამაშოს გუნდი. სეზონის სტარტია და გუნდის დაღლილობაზე არ უნდა ვსაუბრობდეთ, თუმცა ”ლივერპულს” არ აქვს რეზერვი, რომელსაც შეუძლია ძირითადი ფეხბურთელების სრულფასოვანი ჩანაცვლება, რის გამოც გუნდი უცვლელი ძალით ასპარეზობს. ”ლივერპული” და ”სტიაუა” ერთმანეთს უეფას თასის 2003/2004 წლების გათამაშებაში შეხვდნენ. ენფილდზე ”წითლებმა” 1-0 დაამარცხეს მეტოქე, ბუქარესტში კი შეხვედრა ფრედ ანგარიშით 1-1 დასრულდა. საერთოდ, ”ლივერპული” რუმინულ გუნდებს 11-ჯერ შეხვედრილა. აქედან, 8 მატჩში მოიპოვა გამარჯვება, 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო ერთ მატჩში დამარცხდა. ”სტიაუას” ინგლისურ გუნდებთან 12-ჯერ უთამაშია, საიდანაც მოიგო -4, წააგო – 5 და ფრედ ითამაშა 3 მატჩი. როი ჰოჯსონი და ”სტიაუას” მწვრთნელი - ილიე დუმიტრეჩკუ ერთმანეთს აშშ-ს 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე შეხვდნენ. ჰოჯსონი შვეიცარიის ნაკრებს ედგა სათავეში, დუმიტრეჩკუ კი, როგორც ფეხბურთელი რუმინეთის ღირსებას იცავდა. მაშინ შეხვედრა შვეიცარიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4-1 დასრულდა. იმედია, ჰოჯსონი დღევანდელ შეხვედრაშიც მოიპოვებს გამარჯვებას. აქვე შეგახსენებთ, დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით, 23:05 -ზე დაიწყება. მატჩს 40 წლის ცეზარ მუნის ფერნანდესის ხელმძღვანელობით, ესპანელი მსაჯთა ბრიგადა განსჯის. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts