Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) რა უხარია დანიელ აგერს…


Recommended Posts

http://assets1.liverpoolfc.tv/uploads/assets/agger263.jpgლივერპულის მე–5 ნომერმა, დანიელ აგერმა, საინტერესო ინტერვიუ მისცა liverpoolfc.tv-ს…– ” გუნდი დაკომპლექტებულია ახალი ფეხბურთელებით. ვხვდები, რომ ჩვენი გულშემატკივარი, ახლა უფრო იმედიანად გვიცქერს.

 

რაც შემეხება მე, ყველანაირად ვცდილობ, ისე გავაკეთო ყველაფერი, რასაც ჩვენი მწვრთნელი გვეტყვის. არასდროს დამიმალავს, მე ბედნიერი ვარ ამ კლუბში ყოფნით. ახლა ევროპის ლიგაში ვერთვებით დიდი იმედებით. ისეთი გუნდი,  როგორიც ჩვენია, არ იმსახურებს ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩენას.

 

ფაქტია, ბოლო 4 წელია, არაფერი მოგვიგია, რაც არც თუ ისე კარგ ამბად მესახება. მაგრამ ერთი რამ ცხადია როგორც ჩვენთვის, ისე ლივერპულის გულშემატკივრისთვის – ჩვენ გვიყვარს, ეს გუნდი.

 

გუნდის პროგრესი ყველას ერთნაირად გვახარებს. ვიმედოვნებ, რომ არ შეფერხდება ჩვენი ნაკრების განვითარება.

 

რაც შეეხება პრემიერლიგას, ის მსოფლიოში უძლიერესი ტურნირია.  გასულ წელს არ გაგვიმართლა, თუმცა გვსურდა რაიმე ღირებულის შექმნა. იგივე ამბიცია გვამოძრავებს წელსაც – გვსურს ეს ტურნირი დავიპყროთ.

 

რაც შეეხება ჩვენს მომდევნო მატჩს სტიაუასთან, ვიტყვი, რომ ეს ერთი ჩვეულებრივი ინგლისური კლუბია, რომელიც ვარსკვლავებით ნამდვილად არაა დაკომპლექტებული.”

 

წყარო: liverpoolfc.tv

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...