Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საპორტო ქალაქს, ბათუმს ხიბლი აღორძინებს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif

 

დინა სპრიცერი

 

(ფრაგმენტი)

 

კრიალა შავ ზღვასა და  ქართული საპორტო ქალაქის, ბათუმის გარშემო მდებარე, ბურუსით მოცულ კავკასიის მთებს  განათებული კოშკი დასცქერის. მისი ღამის განათება, რომელიც ჰორიზონტს ემიჯნება, იმ  ახალ ნაგებობას გამოკვეთს, რომელიც ძველი ქალაქის მე-19 საუკუნის ფასადებთან კონტრასტში მოდის და სინათლის რბილ სხივში ახვევს ბულვარსაც, სადაც შეყვარებულები დასეირნობენ და ოჯახების კისკისი ისმის. დიდებული შენობა, რომელიც ყველაზე მაღალია სანაპიროზე, მეჩეთს, ბიბლიოთეკას ან მუზეუმს მოგაგონებთ.

 

მაგრამ, როდესაც ამ ზაფხულს მარმარილოთი მოპირკეთებულ ვესტიბიულში შევაბიჯე, აღმოვაჩინე,რომ ნაგებობა ბევრად უფრო მოულოდნელი კულტურული საგანძური იყო: 203 ნომრიანი სასტუმრო შერატონი,რომელიც ამ ზაფხულს გაიხსნა, $80 მილიონი დაჯდა და ბათუმის პირველ საერთაშორისო ბრენდის მქონე ოტელად იქცა. ალექსანდრე დიდის მიერ, ეგვიპტეში ალექსანდრიის შუქურის მსგავსად ნაგები,  ის იმის მანიშნებლად იქცა, თუ რას  ესწრაფვის ბათუმი.

 

თურქეთის საზღვარიდან 12 მილით დაშორებული,  ოდესღაც გაცრეცილი საკურორტო  ცხოველ რეკონსტრუქცია განიცდის. სულ ახლახანს, ოთხი წლის წინ, წყალი და ელექტროენერგია ქალაქს სპორადულად მიეწოდებოდა, მოქმედი საკანალიზაციო სისტემა არ არსებობდა და ქალაქის ისტორიულ ნაგებობს, ჩამორეცხილი საღებავი ამახინჯებდა. გადაწყდა არა მხოლოდ ეს პრობლემები, არამედ ქალაქმა აღადგინა ძველი ქალაქის ათობით ნაგებობა და დაასრულა  ოთხმილიანი მოდური სანაპირო ბულვარის გაფართოებაც. ამ პროექტზე  ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის მთავრობის მიერ  გამოყოფილი $103.9 მილიონიანი ინვესტიციის ნაწილი დაიხარჯა. გაიხსნა უამრავი მაღალი კლასის რესტორანი, ღამის კლუბი და   მონტე-კარლოს კაზინოებით ინსპირერებული სამი კაზინო. ბათუმის აეროპორტი ივნისში ამოქმედდა, სრულდება რეისები ბათუმსა და საქართველოს დედაქალაქს, თბილისს შორის, დაგეგმილია რეგიონის სხვა ქალაქების მომსახურებაც.

 

მუშავდება ახალი პროექტები: კიდევ უფრო მეტი სასტუმრო (მათ შორისაა, რედისონი, რომელიც 2012 წელს უნდა დასრულდეს, ხოლო კემპინსკი – 2015-ში) ამოქმედება, ისტორიული უბნების აღდგენა და ეკო-ტურიზმის განვითარება. აქ იმ გეგმაზეც კი ფიქრობენ, რომლის თანახმადაც კერძო ინვესტორები თურქეთამდე გადაჭიმული ქვიანი სანაპიროსთვის ოქროს ქვიშას შემოიტანენ.

 

მაინც რა არის დღეს მთავარი სანახაობა ბათუმში? ამწე კრანები.

 

„ჩვენ თითქოს დროს ვეწევით“ – ამბობს თეიმურაზ დიასამიძე, აჭარის რეგიონი ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე. ბათუმი სწორედ აჭარის დედაქალაქია. „ჩვენ ბედმა გაგვიღიმა და არ შეგვხებია კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მაგრამ დასვნებელები ჯერ კიდევ გვაკლია“ – იხსენებს  ის საქართველოს 1991 და 2008 წლების კონფლიქტებს, რომლებიც სეპარატისტული რეგიონების გამო მოხდა. ამ რეგიონების დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ რჩება სადავო საკითხად.

 

1890 წლის ნავთობის ბუმის შემდეგ, როდესაც ისეთმა სამრეწველო მაგნატებმა, როგორებიც იყვნენ ბარონი ალფონს დე როტშილდი და შვედი ძმები, ნობელები, ბათუმი კეთილდღეობის სივრცედ აქციეს, ქალაქს, რომელშიც 120,000 მაცხოვრებელია, ასეთი საქმიანი მაჯისცემა არასდროს ჰქონია.  რუსეთის იმპერიის მმართველობის ქვეშ, წარმატებული პორტი მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ნავთობსადენის სამშობლო იყო. მერე კი კომუნისტური დაცემის წლების ჯერი  დადგა, ხოლო 2003 წელს საქართველოში დემოკრატიული ვარდების რევოლუცია მოხდა, რასაც თან მოყვა საყოველთაო ეკონომიკური რეფორმები და უცხოური კაპიტალის შემოდინება. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციის თანახმად, 2004-2009 წლებში ტურიზმში ჩადებული კერძო ინვესტიციები მთლიანად $311 მილიონს გაუტოლდა.

 

აღმავლობის მაჩვენებელია  20 რესტორანი და 10 ღამის კლუბი, რომლებიც ბათუმში ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიხსნა და  ღამის ცხოვრება ააღორძინა. მათ  სათავეში ის ახალგაზრდა ქართველები უდგანან, რომლებმაც უცხოეთში იცხოვრეს.  30 წლის ქეთი ბოჭოროშვილი, თბილისის ღამის კლუბის „ბამბის რიგის“ პარტნიორი, აქ ახალი ღამის კლუბების  მფლობელთა ტიპური წარმომადგენელია.

 

„გასულ ზაფხულს დასასვენებლად ჩამოვედი ბათუმში და ვნახე, რომ მშენებლობები და დიდებული პროექტები იგეგმება, საერთაშორისო სასტუმროები, ახალი გზები“ – ამბობს ბოჭორიშვილი, მეწარმე, რომელმაც კონეკტიკუტში, ლუისვილის საშუალო სკოლაში ერთი წელი გაატრა, ხოლო მენეჯმენტს იტალიურ უნივერსიტეტში დაეუფლა. მე გავიფიქრე: „ვოუ, ბათუმი მშვენდება. და ვიფიქრე, რომ ჩვენ აქ უნდა ვიყოთ“.

 

ბამბის რიგის ბათუმური წარმომადგენლობა  აგვისტოში გაიხსნა, ქათქათა, Miami-meets-St.-Tropez დეკორით, ხოლო მენიუ  შეიცავს როგორც ქართულ, ასევე კონტინენტურ კერძებსა და აგრეთვე სუშის.

 

ბათუმი, რომელიც ჯერ კიდევ ძალიანაა დამოკიდებული ქართველ ზღვის მოყვარულებზე, ჯერ ისეთი ქვეყნების დამსვნებელების მოზიდვას ცდილობს, როგორიცაა სომხეთი და აზერბაიჯანი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით,  პორტს გასულ წელს 554,150 დამსვენებელი ეწვია, დაახლოებით ორჯერ მეტი, ვიდრე 2006 წელს და ამჯერად სტუმართა უმეტსობა აჭარის ახლო-მახლო რეგიონებიდან იყო. მაგრამ ბოჭორიშვილს და კიდევ სხვას თვალი დასავლელ დამსვენებლზე უჭირავთ.

 

აქამდე კლუბი იმ კარგად დავარცხნილი, მოდური ქართველების მეშვეობითაც კარგად მუშაობს, ვისაც მარკ ჯაკობსი მოსწონს და ვისაც შეუძლია თავისი საყვარელი მუსიკალური  ფლეილისტი რუსულ, ქართულ და ფრანგულ ენებზე ჩამოარაკრაკოს.

 

კლუბის გახსნა იმ ტალღას მოყვა, რომელმაც ახალი ბულვარი მოიცვა. ეს ბულვარი ყველაზე ხალხმრავალი ფეხით სასიარულო სივრცეა ბათუმში და მისი გახსნა ივლისში  ფრანგი D.J.-ს მაია კ-ს კონცერტით აღინიშნა. ამ კონცერტს 40,000 მაყურებელი დაესწრო. მას ამშვენებს კუბისტური სკულპტურები,  მხატვრული განათება და ავანგარდული კონსტრუქციები, რომელთა ავტორიც  ესპანელი დიზაინერი ალბერტო დომინგოა (CMD Domingo and Lazaro Engineers).

 

კაფეებით გადაჭედილ ძველ ბულვარზე უზარმაზარი ეშმაკის ბორბალია აღმართული, რომელიც აქ 2007 წელს დააყენეს,  ხოლო მოცეკვავე შადრევანი მის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. შადრევნის ფერადი ჭავლი ტექნოსა და კან-კანის ჰანგებზე დახტის და საღამოობით, როგორც ჩანს, მთელს ბათუმს იზიდავს. აქ უკრაინელი მილიონერს უბრალო იტალიელი ტურისტის გვერდით შეხვდებით.

 

მაგნოლიებისა და კიპარისების მწკრივს დიდ, თეთრი სვეტებით მორთულ კაფესკენ, „სანაპიროსკენ“ მივყავართ.  ლამაზად მორთული მაგიდები გადაჭედილია ქართული დელიკატესებით, მათ შორისაა ოვალური აჭარული ხაჭაპური, გახეხილი ყველითა და  კარაქიანი  კვერცხით შეკმაზული. მიუხედავად ფუფუნების ეპოქის გარიჟრაჟისა, ვახშამი ბათუმში იაფია -   საუზმე ორი კაცისთვის სანაპიროზე 20 ლარი ღირს, დაახლოებით 11 დოლარი.

 

მაგრამ ბათუმს უნდა, რომ მისი მიმზიდველობა მხოლოდ  პლაჟით არ შემოიფარგლოს. აქ მსოფლიოში სიდიდით მეორე ბოტანიკური ბაღებია. ისინი ქალაქის ჩრდილოეთით, 5.5 მილის სიმაღლის მთაზე მდებარეობს და მასში მცენარეთა 5,000 სახეობაა თავმოყრილი, მათ შორის 100 სხვადასხვა სახის ვარდი მთელი მსოფლიოდან. თქვენ შეგიძლიათ მოწყვიტოთ მანდარინი ციტრუსების ჭალაში და მიირთვათ ისინი სანამ იმ წყალსაცავებს  გადაივლით, რომელიც ბაღის $2.17 მილიონიანი რეკონსტრუქციის პროცესში აშენდა.  ტურისტულ კომპანიებს აქ დამთვალიერებლები იმისთვის მოყავთ, რომ  ნაციონალუ პარკში „მტირალა“, რომელიც ბოტანიკურ ბაღს ემიჯნება, ჩანჩქერები და მინდვრის ყვავილები დაათვალიერებინონ.

 

„ამ ცვლილებების წყალობით ჩვენ უკვე გვყავს ტურისტები ისრაელიდან, კანადიდან და შვეიცარიიდან“ – ამბობს ეკა გოგიბერიძე, 4 წლის წინათ გახსნილი სასტუმროს, ‘რჩეული ვილას“, ლეგენტური, მოდური შენობის  მენეჯერი.  „ისინი არ მიდიან პლაჟზე, მათ ბუნება და ძველი ბათუმი აინტერესებთ“.

 

რაც შეეხება ძველ ბათუმს,  პორტიდან გამომავალი ქუჩების ქსელი ჯერ კიდევ შენდება. ივნისში ქალაქის სხვადასხვა ნაწილი გადაითხარა და მტვრის ბუღით დაიფარა. (აჭარის მთავრობის ცნობით, გზის მშენებლობა ამ თვეში დასრულდება, ხოლო ძველი ბათუმის აღდგენა – 2011 წლის ბოლოსთვის).

 

ბევრი ასაკოვანი ბათუმელი ბუზღუნებს ბათუმის ახალი სიკაშკაშის გამო, მაგრამ ახალგაზრდა ბათუმელებს ეს იმედისმომცემად მიაჩნიათ. „ჩვენ გვჭირდება ინვესტიციები და ტურისტები, რათა ქალაქს სიცოცხლე შთავბეროთ“ – ამბობს 30 წლის ხათუნა გოგიშვილი, რომელიც ახლახანს დაბრუნდა ბათუმში საბერძნეთში სწავლის შემდეგ. „ბათუმი არ არის მხოლოდ ისტორიის ნაწილი, რომელიც უცვლელად უნდა შევინახოთ“.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...