planetanews Posted September 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/reuters_new.jpg ბენ ბერკოვიცი ჰააგა – ორშაბათს რუსეთი და საქართველო სასამართლოში გამოჩნდნენ – გაეროს უმაღლესმა სასამართლო ინსტანციამ უნდა გადაწყვიტოს, მოისმენს თუ არა ის საქართველოს ბრალდებებს, რომელთა თანახმადაც რუსეთმა მის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებები შელახა. პროცესი ბოლო ნაბიჯია იმ საქმეში, რომელიც 2008 წლის აგვისტოთი თარიღდება. მაშინ საქართველომ საერთაშორისო სასამართლოში საჩივარი შეიტანა და აცხადებდა, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე დაარღვია საერთაშორისო კონვენცია ყველა სახის რასობრივი დისკრიმინაციის გამორიცხვის შესახებ. თავის საჩივარში, საქართველო აცხადებდა, რომ სეპარატისტულ რეგიონებში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში 18 წლის განმავლობაში რუსეთმა კონვენციის სხვადასხვა მუხლი დაარღვია. საჩივარი შეტანილი იქნა მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას სამხრეთ ოსეთის გამო ხანმოკლე ომი ჰქონდა, თუმცა საქართველო უარყოფს, რომ საჩივარი უშუალოდ უკავშირდება კონფლიქტს. მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საქმეთა ხელმძღვანელმა, რომელიც ჰააგაში, მშვიდობის პალატაში რუსეთს წარმოადგენდა, ორშაბათს, შესავალ სიტყვაში განაცხადა, რომ საჩივარი ეხება მხოლოდ ომს და არა კონვენციას. „ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ განცხადება შემოტანილ იქნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა საქართველოს სამხედრო ავანტიურის მარცხი“ – განაცხადა კირილ გევორქიანმა. „აპლიკანტი ქვეყნის კიდევ ერთი მიზანი ის იყო, რომ საკუთარი თავი წარმოეჩინა თავისსავე მიერ დაწყებული კონფლიქტის მსხვერპლად“. რუსულმა ჯარმა 2008 წლის აგვისტოში გაანადგურა საქართველოს მთვარობის შეიარაღებული ძალების შეტევა სამხრეთ ოსეთზე და დიდი ზარალი მიაყენა ქართულ არმიას. მას შემდეგ მოსკოვმა ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, თუმცა მის მაგალითს თითქმის არც ერთ სხვა ქვეყანას არ მიუბაძავს. 2008 წლის ოქტომბერში სასამართლომ გამოაქვეყნა წინასწარი განჩინება და მოსკოვსა და თბილისს დაავალა თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის რასობრივი დისკრიმინაციული ქმედების ჩადენისა ან მხარდაჭერისგან სადავო რეგიონებსა და საქართველოს მახლობელ ტერიტორიებზე. 2009 წლის დეკემბერში, რუსეთმა სასამართლოში შეიტანა საპროტესო განცხადება, რამაც გამოიწვია მიმდინარე კვირის მოსმენები. მოსკოვი ამტკიცებს, რომ სასამართლოს არა აქვს უფლება მოისმინოს საქმე, რადგან ორ ქვეყანას შორის არ არსებობდა არავითარი კონფლიქტი საჩივრის შევსებამდე, რასაც კონვენცია ღიად მოითხოვს. „იმ თარიღისთვის, როდესაც აპლიკაცია შეივსო, საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობდა არავითარი დავა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ეთნიკურად ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციის გამო“ – განუცხადა სასამართლოს რომან კოლოდკინმა, რუსეთის ელჩმა ნიდერლანდებში. „ეს არის საქმე, რომელშიც რაოდენობა ვერ გადადის ხარისხში. დოკუმენტი, რომელიც საქართველომ წარადგინა არ უკავშირდება არც რასობრივ დისკრიმინაციას და არც რუსეთს, როგორც პასუხისმგებელ მხარეს“. საქართველოს იურიდიული გუნდის წარმომადგენელები, როგორც მოსალოდნელია რუსეთის განცხადებაზე რეაგირებას სასამართლოს გარეთ ორშაბათს საღამოს მოახდენენ მანამდე, სანამ სამშაბათს 16 მოსამართლეს საქმეს ოფიციალურად წარუდგნენ. რუსეთის მთავრობას არც მეტი არც ნაკლები 23 აგენტი, ადვოკატი ყავს მთელი მსოფლიოდან, რომელიც მათ სასარგებლოდ გამოდის მაშინ, როდესაც საქართველოს სულ 14 ადამიანი წარმოადგენს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts