planetanews Posted September 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 "პუტინისა და მედვედევის დაპირისპირება არ არის იმ დონის, რომ ჩვენთვის რამე სასარგებლო შედეგის მოტანა შეეძლოს. რუსეთში ძალაუფლება დარჩება მათ ხელში, ვისაც აქამდე ჰქონდა. სწორედ ამიტომ არის, რომ რუსეთს ჩვენ იმპერიას ვუწოდებთ. შეიძლება პუტინის შვილი ვერ გახდეს რუსეთის პრეზიდენტი, მაგრამ ძალაუფლებას ისევ პუტინის კლანის ერთ ერთი წარმომადგენელი მიიღებს," - აცხადებს ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი "ახალ 7 დღესთან" საუბრისას. გაზიარება[ლევან ნასრაშვილი.18:24 14-09-2010]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TJDXgeH2CGI/AAAAAAAAECg/Zf9fseIH5pU/s200/30502_118135674878355_100000457680515_191325_5651189_n.jpgპუტინსა და მედვედევს შორის ღია დაპირისპირებაზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის, წინააღმდეგ რუსულ წამყვან ტელეკომპანიებში სკანდალური ფილმები გადაიცა. ბოლო დღეების განმავლობაში რუსული მედია ამ თემას აქტიურად აშუქებს. რუსი ექსპერტები ფიქრობენ, რომ ლუჟკოვის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიის მთავარი ინიციატორი დიმიტრი მედვედევია. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ პუტინსა და ლუჟკოვს საერთო ბიზნესინტერესები აქვთ, მაშინ ნათელი ხდება, რომ მედვედევი პუტინის კადრს უპირისპირდება.ამ საკითხთან დაკავშირებით ირაკლი სესიაშვილი აცხადებს: "არანორმალურია ის ფაქტი, რომ უკვე ძალიან დიდი ხნის განმავლობაშია ლუჟკოვი მოსკოვის მერი. გარდა ამისა, რუსეთში ყველამ იცის, რომ იგი მილიარდერია - უმდიდრეს ადამიანთა პირველ ათეულში შედის. ბოლოს და ბოლოს, ლუჟკოვსაც უნდა ჰქონდეს ნამუსი და დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს. მგონი, როგორც რუსულ საზოგადოებას, ასევე პოლიტიკურ ელიტას, ლუჟკოვი ყელში ამოუვიდა. აქედან გამომდინარე, გარკვეული ინტრიგების მოგონება მედვედევ-ლუჟკოვის დაპირისპირებაზე ალოგიკურია. ლუჟკოვს არ გაუჭირდებოდა ქრთამის შეტანა როგორც მედვედევთან, ასევე პუტინთან იმ დოზით, რა დოზითაც მათი სურვილების დაკმაყოფილებას შეძლებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერს საზღვარი აქვს.სწორედ ამიტომ, მოსკოვის საზოგადოებას ამზადებენ იმ სიტუაციისთვის, როცა ლუჟკოვი მოსკოვის მერი აღარ იქნება. როგორც ჩანს, ლუჟკოვსაც უჭირს თანამდებობის დატოვება, რადგან მასთან ერთად წასვლა მოუწევთ მოსკოვის მმართველი კლანის სხვა წარმომადგენლებსაც - ახალი მერი მათ აუცილებლად გაათავისუფლებს დაკავებული თანამდებობებიდან. ამ კლანის წევრების შიშებიდან გამომდინარე, ლუჟკოვიც იძულებულია, თანამდებობას ჩაეჭიდოს. ცნობილია, რომ ლუჟკოვსა და პუტინს საერთო ბიზნესინტერესები აქვთ, ისინი პარტნიორებად მოიაზრებიან. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, მედვედევი ღიად უპირისპირდება პუტინის კადრს...- მაშინ, როცა არჩევნები ახლოვდება, მედვედევს აწყობს, რომ დედაქალაქის სათავეში მისი კაცი იყოს.ანუ მედვედევმა უკვე დაიწყო ბრძოლა პრეზიდენტობისთვის?- იმ შემთხვევაში, თუ მედვედევსა და პუტინს რეალური კონკურენტი არ ეყოლებათ, არჩევნებისთვის დემოკრატიული ელფერის მისაცემად შეიძლება ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ასევე შეიძლება შეთანხმდნენ იმაზე, რომ ის გახდეს პრეზიდენტი, რომელიც რუსული საზოგადოებისგან უფრო მეტი მხარდაჭერის მიღებას შეძლებს, მაგრამ თუ დაინახავენ, რომ არჩევნებში სხვა რეალური კანდიდატიც იქნება, მაშინ პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი მათგანი მიიღებს მონაწილეობას. ქართველ საზოგადოებაში იდეოლოგიური მოთხოვნაა, რომ რუსეთში რაღაც ცუდი ხდებოდეს - ან იწვებოდეს, ან ლუჟკოვი და მედვედევი ჩხუბობდნენ, ან მედვედევი და პუტინი იყვნენ დაპირისპირებულნი. ჩვენ ეს მოთხოვნა გვაქვს, რადგან გვგონია, რომ ისინი თუ ცუდად იქნებიან, ჩვენ კარგად ვიქნებით, ამიტომ არის, რომ სულ რაღაც ცუდს ვეძებთ, ამ ყველაფერს სჯობს, რომ ჩვენს თავებში და ჩვენს ქვეყანაში ვეძებოთ პრობლემები. მედვედევ-პუტინის დაპირისპირებას გამორიცხავთ?- ვფიქრობ, მათი დაპირისპირება არ არის იმ დონის, რომ ჩვენთვის რამე შედეგის მოტანა შეეძლოს. რუსეთში ძალაუფლება დარჩება მათ ხელში, ვისაც აქამდე ჰქონდა. სწორედ ამიტომ არის, რომ რუსეთს ჩვენ იმპერიას ვუწოდებთ. შეიძლება პუტინის შვილი ვერ გახდეს რუსეთის პრეზიდენტი, მაგრამ ძალაუფლებას ისევ პუტინის კლანის ერთ-ერთი წარმომადგენელი მიიღებს."ახალი 7 დღე"<div style="text-align: justify;"> Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts