Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) “რატომ მიყვარს იუნაიტედის დამარცხება”


Recommended Posts

http://a.pix.ge/c/cgi87.jpg

 

 

ფერნანდო ტორესმა განაცხადა, რომ კვირას ის აპირებს მანჩესტერის დამარცხებას, რათა კვლავ გაახაროს გულშემატკივარი.

26 წლის ფეხბურთელი 2009 წელს მანჩესტერის დამარცხებას (1-4) თვლის საუკეთესოდ, თავის მერსისაიდულ კარიერაში. მან იცის რომ, თუ კვლავ მოიპოვებს 3 ქულას ოლდ ტრაფორდზე, დიდ სიხარულს მოუტანს ფანებს.

 

“ლივერპულს დიდებული ფანები ყავს, ისინი გვერდში გვიდგანან როდესაც კარგად ვთამაშობთ, როდესაც არ ვთამაშობთ კარგად, მაშინაც გვერდში გვიდგანან.” – განაცხადა ტორესმა.

 

“მე ჩემს ძაღლს მთელ ქალაქში ვასეირნებხოლმე, როდესაც სერიოზული მოწინააღმდეგე გველის, მაგალითად როგორიც მანჩესტერია, ფანები ყოველთვის მოდიან, მამხნევებენ და წარმატებას გვისურვებენხოლმე.”

 

“ნათელია თუ რამდენს ნიშნავს მანჩესტერთან მატჩი მათთვის. ჩვენ მრავალი წელია კონკურენტები ვართ. მანჩესტერის დამარცხება ყველაფერს ნიშნავს, ჩვენი გულშემატკივრისთვის.”

 

“ჩვენ ორი ყველაზე წარმატებული კლუბი ვართ ინგლისში, მაგრამ ჩვენი ფანებისთვის სასიამოვნო ნამდვილად არაა, როდესაც ხედავენ მანჩესტერის ამდენ წარმატებას ბოლო წლების განმავლობაში.”

 

ტორესმა ბოლო ორი ვიზიტის დროს ოლდ ტრაფორდზე, მოახერხა გოლების გატანა, 4-1-ის ჩათვლით და ეს საკმაოდ დიდი შედეგია პრემიერ ლიგაში.

 

“ძნელად თუ ვინმე, როდესმე დაამარცხებს მანჩესტერს, ოლდ ტრაფორდზე და 4-1-ით დამარცხება ამ გუნდის თავისივე მოედანზე, ჩვენ ნამდვილად წარმოუდგენელი შევძელით.”-განაცხადა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა.

 

“ჩვენ თავიდან 1-0-ს ვაგებდით, და ეს გამარჯვება უფრო ამაღელვებელი გამოდგა.”

 

“ამ მატჩში ჩემი გატანილი გოლით ანგარიში გავათანაბრე და ვფიქრობ ეს დღე იყო საუკეთესო, ჩემს მერსისაიდულ კარიერაში.”

 

“ჩვენ შესანიშნავი შემადგენლობა და შესანიშნავი მწვრთნელი გვყავს, ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ წელს შევძლებთ ტიტულის მოპოვებას და ასევე მანჩესტერის დამარცხებას.”

 

ტორესმა ასევე უეინ რუნიზეც გააკეთა კომენტარი:

 

“მათ რამდენიმე შესანიშნავი ფეხბურთელი ყავთ, მაგრამ უეინ რუნი მათი გამორჩეული ფეხბურთელია. მე მართლა მომწონს, ის დიდებული ფეხბურთელია და ასევე სასაცილო ბიჭი. თამაშის შემდეგ ჩვენ ჩვეულებრივ ვსაუბრობთხოლმე.”

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...