Jump to content
Planeta.Ge

დაერხა ქართულ ინტერნეტ სამყაროს

Recommended Posts

თბილისი. 15 სექტემბერი. ~ინტერპრესნიუსი~ - პორნოგრაფიული მასალის უკანონოდ დამზადება, გასაღება თუ შენახვა, შესაძლოა იურიდიული პირის ლიკვიდაციის საფუძველი გახდეს.

შესაბამისი ცვლილება “სისხლის სამართლის კოდექსში” შედის.

კანონპროექტით, პორნოგრაფიასთან დაკავშირეებით სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა ფიზიკური პირების მსგავსად, იურიდიული პირებისთვისაც წესდება.

კერძოდ, იურიდიული პირებიც დაისჯებიან პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირებისთვის, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობასა ანდა მისი შენახვისთვის გაყიდვის ან გავრცელების მიზნით.

ასევე, იურიდიულ პირებსაც ეკრძალებათ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა,შეთავაზება, გავცელება, გადაცემა, რეკლმირება ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომა.

შესაბამისად, კერძო ოფისში თანამშრომლის კომპიუტერში გასავრცელებლად აღმოჩენილმა პორნოგრაფიულმა მასალამ, შესაძლოა თავად ფირმის პასუხისმგებლობა განაპირობოს.

აღნიშნული ქმედებებისთვის იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

--

რაც არის გაბოლდებული, ეგაა საგანგაშო... ანუ რა გამოდის, ფორუმზე რომ ვიღაცამ პორნოს ლინკი დააგდოს რომელიმე თემაში... მთლიანად ფორუმს ერხევა? ან დავუშვათ საინფორმაციო საიტებზე, ვიღაცამ დადო კომენტარებში პორნო და ნი გაგეპარა რამოდენიმე საათი...ეგრევე გაჟარიმებენ?

ეეე ოპოზიცია ამოიღე ხმა თქვენი არაფრის მაქნისი ......

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღადაობ??????????? რა არ მოგწონს ვერ გავიგე, ვაფშე პორნოსაიტები უნდა დაიბლოკოს

ორი წიხლით და ორი ხელით მივესალმები ამ კანონს,

მართლაი გითხრათ არ მეგონა,

ჩემი აპლოდისმენტები :)

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შესაბამისად, კერძო ოფისში თანამშრომლის კომპიუტერში გასავრცელებლად აღმოჩენილმა პორნოგრაფიულმა მასალამ, შესაძლოა თავად ფირმის პასუხისმგებლობა განაპირობოს.

მემგონი ეგ იმას ეხება რომ ადამიანი სამსახურში პორნოგრაფიით არ უნდა ერთობოდეს და არა ფორუმზე პროვოკატორის მიერ დადებულ ლინკს (თუ რათქმაუნდა ფორუმის ოფისში ამიტ არ ერთობით) აისე ეს კანონი აქამდე რომ არ ყოფილა მიკვირს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც არის გაბოლდებული, ეგაა საგანგაშო... ანუ რა გამოდის, ფორუმზე რომ ვიღაცამ პორნოს ლინკი დააგდოს რომელიმე თემაში... მთლიანად ფორუმს ერხევა? ან დავუშვათ საინფორმაციო საიტებზე, ვიღაცამ დადო კომენტარებში პორნო და ნი გაგეპარა რამოდენიმე საათი...ეგრევე გაჟარიმებენ?

ეეე ოპოზიცია ამოიღე ხმა თქვენი არაფრის მაქნისი ......

არაა ეს საგანგაშო, არამედ სუსტი კანონონია.

რაც ეხება პორნოს და საერთოდ ინტერენტზე ყველაფრის უფლებას, ამაზე გეი ფორუმთან მქონდა დავა.

ფორუმია ეს თუ სხვა სახის მედია ვალდებულია გააკონტროლოს ის მასალა რაც იდება მის პორტალზე.

მე მაქვს ჩეხეთში ფირების კატალოგი სადაც მიწერია ის, რომ პორნოგრაფიული საიტების რეგისტრაცია აკრძალულია.

ვაკონტროლებ საიტს ისე არ დავარეგისტრირებ.

შესაძლებელია რომ ყველა პორნო საიტი დაიბლოკოს ქვეყნის მასშტაბით?

ან მ მომხარება რომ მხოლოდ საფასურის გადახდის შემდეგ იყოს შესაძლებელი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შესაძლებელია რომ ყველა პორნო საიტი დაიბლოკოს ქვეყნის მასშტაბით?

ან მ მომხარება რომ მხოლოდ საფასურის გადახდის შემდეგ იყოს შესაძლებელი?

პორნო საიტების დაბლოკვა ქვეყნის მაშტაბით არაა პრობლემა, მაგრამ კანონში ნათქვამია ბავშთა პორნოგრაფიაზე.

პრინციპში სავსებით მისაღებია პორნონოს დაბლოკვა და არ არღვევს ეს ქვეყნის დემოკრატიულ პრინციპებს. ამ მხვრივ საქართველოს პრეტენზიას ვერავინ ვერ წაუყენებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრინციპში სავსებით მისაღებია პორნონოს დაბლოკვა

babuagiorgi

რომელიმე ქვეყანაში არის დაბლოკილი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პორნო საიტების დაბლოკვა ქვეყნის მაშტაბით არაა პრობლემა, მაგრამ კანონში ნათქვამია ბავშთა პორნოგრაფიაზე.

პრინციპში სავსებით მისაღებია პორნონოს დაბლოკვა და არ არღვევს ეს ქვეყნის დემოკრატიულ პრინციპებს. ამ მხვრივ საქართველოს პრეტენზიას ვერავინ ვერ წაუყენებს.

აი, ეგ იქნება ნამდვილად კარგი კანონი, გეთანხმები, სუსტი კანონია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაქვს სადღაც შენახული სურათი სადაც ფორუმ ჯე-ზე გავრცელდა ინფორმაცია სტადიონზე ბომბის მოთავსების თაობაზე. მაშინ სტადიონზე მიტინგი იყო და სადღაც 60 000 ადამიანი ესწრებოდა. ასეთი ინფორმაციის გავრცელებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკუთვნის გამავრცელებელს. ამ შემტხვევაში ფორუმის ადმინისტრაციას.

ასეთი რამ რომ ევროპაში გაევრცელებინა ვინმეს, დამიჯერეთ არ აცდებოდა პასუხისმგებლობას.

ფორუმი და საერთოდ ელექტრონული გამოცემა, იგივე მედია საშუალებაა როგორც ყოველი სხვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

რომელიმე ქვეყანაში არის დაბლოკილი?

თუ ევროპაზე მეკითხები ვერ გეტყვი. თუ არ ვცდები ზოგიერთ ქვეყანაში ბორდელებიც აკრძალულია.

უბრალოდ რაც პორნოს და საერთოდ ამ ე.წ. ბიზნეს ეხება ეს ქვეყნის შიდა პრობლემაა და არავინ არ ერევა.

მე მაქვს ინფორმაცია რომ საქართველოში არის მცირეწლოვანთა პროსტიტუცია. ამ შემთხვევასი კი თუ სახელმწიფო ვერ აკონტროლებს ბორდელებს, ესეც გასაუქმებელია, ან გააკონტროლონ.

საქართველოდან ტრეფიკინგი. ქალების თურქეთში გაყიდვა. რამდენი ჩაჰყავთ ვითომ სამუშაოდ და მერე გაყიდიან იქ.

საქართველოში ამ მხვრივ ისეთი ქაოსია, რომ საერთოდ ამ ტიპის ბიზნესის მწარმობლების ადგილი ციხეშია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კანონიერათ პორნოგრაფიულ მასალებს "ცრუსთავი-2" ავრცელებს. დღეს ერთ რუს ფირმის უფროსისგან გავიგე, რომ საქართველო 2-ა ადგილზე გავიდაო ძვირფასი ავტომანქანების დეტალების გამოშვებაშიო..

ამიხსენით ეს მართალია თუ პორნოგრაფიაა (შიშველი ტყუილი)? :givi:

ამას პოლიტიკური პორნოგრაფია ჰქვია. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამას პოლიტიკური პორნოგრაფია ჰქვია. :givi:

კანონი არა კრძალავს პოლიტიკური პორნოგრაფიის გავრცელებას (მაგალითად, საქართველოს ხელისუფლების მიერ მოწვეულ და წინასწარ მითითებულ მარშრუტით დასავლეთელი ჟურნალისტების მოგზაურობას და დანახულის გავრცელებას)?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...