Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - წყალდიდობა და მეწყერი აჭარაში


Recommended Posts

ქობულეთში გუშინდელი წყალდიდობის შემდეგ დამეწყრილია სოფლები - მუხაისტატე, ლეღვა, წყავროკა. სახლები არ არის დანგრეული, მაგრამ გზებია დაზიანებული.

 

ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან ანთაძემ მიაწოდა.

 

მეწყერი გუშინ ქობულეთი–ოზურგეთის გზის ორ მონაკვეთზე ჩამოწვა, თუმცა საავტომობილო მიმოსვლა გუშინვე აღდგა. სპეციალური ტექნიკა მთელი აჭარის მასშტაბითაა მობილიზებული.

 

მდინარე აჭყვას ადიდება, მჟავანაძის თქმით, ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების სამსახური, ქობულეთის გამგებლის განცხადებით, გუშინდელი ღამის შემდეგ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. სახლების ნაწილი წყლისგან უკვე გაწმენდილია.

 

,,წყალი თანდათან იკლებს. ახლა საავადმყოფოდან წყლის ამოქაჩვაზე ვმუშაობთ. ქობულეთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ჯერ კიდევ დიდია წყალი, ალბათ, ცოტა ხანში დაიკლებს და გადავალთ სამუშაოდ’’, – განაცხადა გუშინ, გვიან ღამით, ანთაძემ.

 

წყალდიდობის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები ქობულეთში და მის მიმდებარე სოფლებში.

 

ქობულეთის გამგებელმა გურამ მჟავანაძემ განაცახადა, რომ ზარალის დათვლა ჯერ ვერ ხერხდება, რადგან წყალი ჯერ კიდევ დგას დასახლებებში.

 

,,თუ ვინმეს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა, აუცილებლად დავეხმარებით’’- აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე.

 

ამავე თემაზე:

 

 

ქობულეთში წყალდიდობაა

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...