planetanews Posted September 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის გოგა ხაჩიძის ინიციატივით, “2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ბორჯომის რაიონში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდში ნახანძრალ ფართობებზე არსებული მდგომარეობის შემფასებელი” კომისია შეიქმნა, რომლის პირველი სამუშაო შეხვედრა ბორჯომში გაიმართა. კომისიის წევრებმა ხანძრის 2 წლის შემდგომი მდგომარეობა ადგილზე შეისწავლეს, წაღვერსა და დაბაში ის ფართობები დაათვალიერეს, სადაც ყველაზე ძლიერი დაზიანება აღინიშნებოდა. ასევე, სპეციალისტებმა ანალიზების ჩასატარებლად ნიადაგის ნიმუშებიც აიღეს. კომისია, რომელიც მეცნიერების, გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგება, ერთი თვის ვადაში არსებული სიტუაციისა და მდგომარეობის შეფასების შესახებ დასკვნას წარმოადგენს. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts