planetanews Posted September 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 წინასწარი მონაცემებით,რომელსაც საქსატატი 14 სექტემბერს აქვეყნებს, 2010 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 197 მილიონი აშშ დოლარია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 11%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ინვესტიციების კლება 2008 წლიდან დაიწყო. ამ წლის შემაჯამებელი მონაცემებით, 1 მილიარდ 564 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა საქართველოში, როცა 2007 წლის მონაცემებით, შემოსული ინვესტიციების რაოდენობა 2 მილიარდს აჭარბებდა. 2009 წელს საქართველოში შემოსულმა ინვესტიციებმა სულ 759,1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2006 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა 2005 წელს არსებული 450 მილიონი აშშ დოლარიდან 1.14 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. 200520062007200820092010450 მილიონი აშშ დოლარი1 მილიარდ 14 მილიონი აშშ დოლარი2 მილიარდ 14 ათასი აშშ დოლარი 1 მილიარდ 564 მილიონ აშშ დოლარი759 მილიონ 1 ათასი აშშ დოლარი 1კვარტალი 76 მილიონი 2 კვარტალი 197 მილიონი აშშ დოლარი საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნებია: ჰოლანდია, ამერიკა და ვირჯინის კუნძულები ბრიტანეთში. ტრასნპორტი და კავშირგაბმულობა, მრეწველობა და უძრავი ქონება, ეკონომიკის ის სექტორებია საქართველოში,რომელშიც ინვესტირება ყველაზე ხშირად ხორციელდება. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts