planetanews Posted September 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/guardian1.jpg დევიდ ჰერსტი რუსეთში ერთგვარი პარტიული კონფერენციების სეზონი დადგა და ქვეყნის ორივე მმართველი საზოგადოებას მომავლის მისეულ ხედვას უზიარებს. ერთი კვირის წინ სოჭში, ვლადიმერ პუტინი სამი საათის განმავლობაში კლუბ „ვალდაის“ (უცხოელ ექსპერტების და ჟურნალისტების (მათ შორის the Guardian–ის) ჯგუფი)) წევრთა კითხვებს იგერიებდა და საბოლოოდ მათ აცნობა, რომ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის. გარუჯული პრემიერ–მინისტრი მხნედ გამოიყურებოდა, ხელები მოვლილი ჰქონდა, ძვირფასი პიჯაკი და მაისური ეცვა შეხსნილი საყელოთი. თუკი ფრანკლინ რუზველტი ოთხჯერ იყო პრეზიდენტი, მისთვის რატომ არ შეიძლება? პუტინმა უარყო რეგიონალური გუბერნატორების არჩევნების დაბრუნების იდეა და დამსწრეთ ზღაპარი უამბო იმის შესახებ, თუ როგორ არჩია ერთ–ერთმა არჩეულმა ჩინოვნიკმა უკანა კარიდან გაქცევა, რათა არ შეხვედროდა სტიქიისგან დაზარალებულ უკმაყოფილო გლეხებს. პარასკევს დიმიტრი მედვედევის ჯერი დადგა. მართლია, იაროსლავლში რუსეთის პრეზიდენტს გვერდს სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი მენ ბაკი და სილვიო ბერლუსკონი უმშვენებდნენ, თუმცა ამ ღონისძიებას რუსულ დავოსამდე ჯერ კიდევ ბევრი აკლია. რუსეთს სურდა იმ იდეის უარყოფა, რომ რუსეთი – ავტოკრატიაა (განსაზღვრება, რომელიც სოჭში პუტინში პროტესტს აშკარად არ იწვევდა). „რუსეთში დემოკრატია არის. დიახ, ის ახალგაზრდაა, არასრულყოფილი, გამოუცდელი, მაგრამ ეს მაინც დემოკრატიაა. ჩვენ გზის დასაწყისში ვართ“. შესაძლებელია, მაგრამ თავად მედვედევზე ამას ვერ იტყვი. მისი სტატიის „რუსეთო, წინ!“ გამოქვეყნების შემდეგ ერთი წელი გავიდა, სადაც ის თავს დაესხა რუსეთის პრიმიტიულ, ნედლეულზე დაფუძნებულ ეკონომიკას, ქრონიკულ კორუფციას და ქაოსს, თავისუფლების არარსებობას და უსამართლო დამოკიდებულებას მოქალაქეებისადმი (ეს პირადად მისი სიტყვებია). თუმცა ამ ხნის გასვლის შემდეგ, რთულია არ გაგიჩნდეს კითხვა: და როდის აპირებს ის ბოლოს და ბოლოს დაადგეს რეფორმატორის რთულ გზას. ყველა ნიშანი არსებობს იმის, რომ ეს მომენტი ჯერ არ დამდგარა. იმავდროულად, სოჭიც და იაროსლავლიც მკვეთრი კონტრასტია იმის, თუ როგორ მუშაობს სინამდვილეში რუსეთის ხელისუფლება. ამის თაობაზე გარკვეულ წარმოდგენას იძლევა ანდრეი სოლდატოვის და ირინა ბოროგანის (ჟურნალისტური გამოძიების სპეციალისტები) წიგნი, რომელიც უშიშროების ფედერალურ სამსახურს ეძღვნება. წიგნი ამ თვის ბოლოს გამოდის. ავტორები ამტკიცებენ, რომ „კაგებეს“ ვეტერანის ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთის დღევანდელი უშიშროების ფედერალური სამსახური მის წინაპარზე უფრო მძლავრ და მრისხანე ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, ისინი ამას „ახალ არისტოკრატიას“ უწოდებენ. სიმპტომატურია, რომ წიგნი რუსეთის ფარგლებს გარეთ ინგლისურ ენაზე გამოიცემა, ვიდრე მის გაყიდვას ქვეყნის შიგნით შეეცდებიან. სოლდატოვი და ბოროგანი მხოლოდ იმის შესახებ წერენ, რაც იციან და რისი დამტკიცებაც შეუძლიათ. ისინი არ იყენებენ თეორიებს, რომლებსაც მყარი მტკიცებულებები არ გააჩნია, მაგალითად ლონდონში მოწამლული, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკის ალექსანდრე ლიტვინენკოს განცხადებებს იმის თაობაზე, რომ სწორედ პუტინი იდგა მოსკოვში საცხოვრებელი სახლების აფეთქებების უკან, რასაც 200 ადამინის სიცოცხლე შეეწირა და რამაც მის კარიერას ბიძგი მისცა, ასევე ბრალდებებს ჩეჩნეთში მეორე ომის დაწყებაზე. ეს მიდგომა მათ კვლევას დამატებით წონას სძენს. ორგანიზაცია, რომლის შესახებაც ისინი წერენ, ფესვები გაიდგა რუსული ცხოვრების ყველა ასპექტში – მედიაში, ბიზნესში, ინტერნეტში. საბჭოთა უშიშროების კომიტეტისგან ის ორი თვალსაზრისით განსხვავდება: პირველი – დღეს უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიკური კონტროლი გაცილებით ნაკლებად ხორციელდება, ვიდრე კომუნისტების დროს, და მეორეც, გენერლები, რომლებიც მას მართავენ, მდიდარ ადამიანებად იქცნენ, შეიძინეს უძრავი ქონება და აქვთ საქმიანი ინტერესები. ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ახალი სიმდიდრის ყველაზე ნათელი მაგალითის ხილვა ელიტური რუბლიოვკის სამ მეტრიანი ღობეების მიღმა შეიძლება. საუბარია გზატკეცილზე მოსკოვის შემოგარენში, რომლის გასწვრივაც კრემლის მეპატრონეთა აგარაკები მდებარეობს. ამ გზას მეორენაირად, „მეფის გზასაც“ უწოდებენ, ივანე მრისხანეს საპატივცემულოდ, რომელიც ამ გზით სანადიროდ დადიოდა. საბჭოთა დროს ამ ადგილებში აგარაკებს პოლიტბიუროს და ცენტრალური კომიტეტის წევრები, მსახიობები და მეცნიერები აშენებდნენ. მათი მწვანედ შეღებილი ხის სახლები დღეს აგურის და ქვის მდიდრული აგარაკების ფონზე, რომლებიც მილიონობით დოლარად იყიდება, საწყლად გამოიყურება. ახლა“მეფის გზის“ განაპირას გაჩნდა Maserati–ის სალონები და ბინების რეკლამები, რომელთა ყიდვაც ბიუროკრატებს საკუთარი საყვარლებისთვის შეუძლიათ. 2006 წელს, საბჭოთა სამხედრო ავიაციის ყოფილმა პოლკოვნიკმა ვიქტორ ალქსნისმა, რომელიც სახელმწიფო დუმაში იმ ოლქიდან აირჩიეს, სადაც რუბლიოვკაც შედიოდა, აღმოაჩინა, რომ სახელმწიფომ ამ რაიონში კერძო პირებს მიწის 99 აკრი დაურიგა. ის გაიყო 90 მიწის ნაკვეთად, თანაც მათგან 38 ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ფონდიდან კერძო საკუთრებაში გაიცა. თავის წიგნში სოლდატოვი და ბოროგანი წერენ, რომ გენერლები დოკუმენტებში სახელების და წოდებების გარეშე ფიგურირებენ. მათ უბრალოდ „სამხედროებად მოიხსენიებენ, რომელთა სამსახურის საერთო ხანგრძლივობა 15 წელზე მეტია“. ეს მხოლოდ ერთ–ერთია წიგნში მოყვანილი უამრავი მაგალითიდან, რომელიც იმაზე მიუთითებს, თუ ვინ მართავს რუსეთს სინამდვილეში. „ელიტური უძრავი ქონების დარიგება რუბლიოვკის ტყეებში, შესაძლოა კარიერის დასასრულში მყოფ გენერლებს ამშვიდებს, თუმცა არანაირად არ ამზადებს ახალ თაობას პატიოსანი არბიტრების და პატივცემული სამართალდამცველბის როლისთვის დემოკრატიულ საზოგადოებაში“, – ასკვნიან ავტორები. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts