Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ქობულეთში წყალდიდობაა


Recommended Posts

 

 

/get_img?NrArticle=2359&NrImage=200

 

წყალდიდობა ქობულეთში; ფოტო: ელენე თოიძე

 

 

 

 

 

/get_img?NrArticle=2359&NrImage=2

 

წყალდიდობა ქობულეთში; ფოტო: ელენე თოიძე

 

წვიმის შედეგად ქობულეთში მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია რუსთაველის, აღმაშენებლისა და თბილისის ქუჩების ნაწილი. ადგილობრივი მოსახლის, ელენე თოიძის თქმით, წყალი სახლებშიც შევიდა.

 

წვიმა ქობულეთში ღამით დაიწყო, როგორც თოიძე ,,ნეთგაზეთთან’’ საუბარში ყვება, დილის ცხრა საათზე წყალი მის სახლში შევიდა და დააზიანა იატაკი, კედლები, ავეჯი.

 

,,ცხრა საათიდან დაიწყო, ძალიან დიდი ნიაღვარი მოდიოდა, გეგონება მდინარე მოდისო, უზარმაზარი ნიაღვარი, ვიცი, რომ ერთ ჩემს ნაცნობთან სახლში მილიც კი მოგლიჯა, მეზობელთან კი იმდენი წყალი შევიდა, რომ ფანჯრიდან გადმოდიოდა’’.

 

ადგილობრივები მდინარის ადიდებას არხების დაბინძურებას უკავშირებენ. რის გამოც ადიდებული მდინარე კალაპოტში არ ეტევა და გასვლას ვერ ახერხებს. მათი თქმით, ამას ისიც ემატება, რომ ზღვა ღელავს და მდინარე რთულად ჩაედინება. როგორც ელენე თოიძე ამბობს, მსგავსი პრობლემა ქობულეთისთვის პირველი არ არის.

 

,,რამდენიმე წელია უკვე ასე ხდება, მხოლოდ შარშან არ იყო წყალდიდობა, რადგან, როგორც ვიცი, ერთ–ერთი მდინარე გაასუფთავეს, რომელიც ქალაქის ცენტრში გადის და და ამან მდგომარეობა გამოასწორა. თუმცა ახლა ისევ დაბინძურებულია კალაპოტები’’.

 

ამჟამად ქობულეთში არ წვიმს. სახლებიდან წყალი გავიდა, თუმცა ეზოები კვლავ დატბორილია. თოიძე ამბობს, რომ არავითარი სამუშაოები მდგომარეობის გამოსასწორებლად არ მიმდინარეობს.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...