Jump to content
Planeta.Ge

მაინტერესებს, რა ხდება თქვენს სკოლაში?


Recommended Posts

ნუკრიანის 1 საჯარო სკოლაში ბოლო სამი წელის განმავლობაში სრული განუკითხაობა სუფევს. ეს განუკითხაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სკოლის სათავეში სხვადასხვა მაქინაციებით და ბინძური მეთოდების გამოყენებით მოვიდა ახალი დირექტორი ( დირექტორთა გასაუბრებაზე ჩაჭრილი) ნინო ბახტურიძე. მის გადირექტორებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა "კავკასიური სახლის" ხელმძღვანელმა ნაირა გელაშვილმა, რომელსაც პირადი ინტერესები ამოძრავებს ამ სკოლის მიმართ ( გელაშვილის ორგანიზაციის ფილიალი სწორედ ნუკრიანის სკოლაში მდებარეობს).

ნინო ბახტურიძე თანამდებობისთვის სავსებით შეუფერებელი პიროვნება არმოჩნდა. მან განხეთქილება შემოიტანა პედაგოგთა კოლექტივში და ერთმანეთს დაუპირისპირა მანამდე ერთ ოჯახად მყოფი ადამიანები. ბახტურიძემ სკოლა საკუთრებად მიიჩნია და გადაწყვიტა პირადი კეთილდღეობისთვის გამოეყენებინა. ბახტურიძე მკვეთრად დაუპირისპირდა იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც მიუღებელი არმოჩნდა ასეთი პიროვნების თანამდებობაზე ყოფნა და რომლებიც აპროტესტებდნენ მის თავხედობას. ყველაფერი კი იმით დაგვირგვინდა, რომ მან ისარგებლა განათლების სამინისტროს ახალი მითითებით სკოლების საშტატო განრიგის ცვლილების შესახებ და თავიდან მოიშორა ყველა მასთან დაპირისპირებული პირი. მიზეზად კი მათი საპენსიო ასაკი დაასახელა, თუმცა სამინისტროს პენსიონერთა შემცირების შესახებ ბრძანება არ გამოუცია.

პედაგოგთა ჯგუფმა საჩივარი შეიტანა სიღნაღის რაიონის პროკურატურაში, განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში და განათლების მინისტრთან. პროკურატურა და სამინისტრო უკვე იძიებს დირეტორის დანაშაულებრივ ქმედებებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...