Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge რუსეთი „რბილ ძალაზე“ ფიქრობს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/observateur.jpg

 

პასკალ ბონიფასი

 

„ჩვენ „რბილი ძალის“ დეფიციტი გვაქვს, რადგან ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობდით „ხისტ ძალას“. ეს განაცხადება, რომელიც 9–10 სექტემბერს იაროსლავლში გამართულ მსოფლიო პოლიტიკურ ფორუმზე გაკეთდა, მკაფიოდ ასახავს იმას, რომ მოსკოვის შეხედულებებში ცვლილებები მოხდა. რუსეთის ხელმძღვანელობა აშკარად ცდილობს სიტუაციის გამოსწორებას, აფასებს რა იმას, თუ რა ძალისხმევა დასჭირდა მას ბოლო ათი წლის განმავლობაში,  რომ ეკონომიკურ ჩამორჩენილობას გამკლავდებოდა.    

 

 

 

მეორე მსოფლიო ფორუმზე 400–ზე მეტი ექსპერტი და პოლიტიკური მოღვაწე შეიკრიბა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კონფერენციებში და აქტიურ დებატებში დემოკრატიაზე, სამართლებრივ სახელმწიფოსა და უსაფრთოხებაზე. პრეზიდენტ მედვედევის ვარსკვლავური სტუმრებიდან აღსანიშნავია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ტაბო მბეკი, იაპონიის ყოფილი პრემიერ–მინისტრი იუკიო ჰატოიამუ, იტალიის პრემიერი სილვიო ბერლუსკონი და სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი მენ ბაკი. იაროსლავლის ფორუმი სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ ერთგვარი ანალოგიაა, რომლის სხომებსაც ზედიზედ უკვე რამდენიმე წელია მართავს პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი. ზოგიერთები ამაში ორ ლიდერს შორის კონკურენციას ხედავენ. და მაინც, არ შეიძლება იმ ფაქტის უგულებელყოფა, თუ რა საშუალებებს იყენებს რუსეთი იმისთვის, რომ გავლენა მოახდინოს იდეების განხილვაზე საერთაშორისო დონეზე და მნიშვნელოვანი სტრატეგიული საკითხების განხილვისთვის პლატფორმა შექმნას.

  

მართალია, ოფიციალური გამოსვლები აშკარად უფრო პრიორიტეტული იყო ვიდრე არაოფიციალური განხილვები, თუმცა დებატები მაინც ძალიან აქტიური და თავისუფალი აღმოჩნდა. დასავლეთის წარმომადგენელთა სიტყვებს, რომ ნატოს მტრები არ ჰყავს და ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება ღირებულებათა მთელ სისტემას ეფუძნება, მათმა რუსმა კოლეგებმა აღნიშნეს, რომ ასეთ შემთხვევაში მათთვის გაურკვეველია, რატომ აქვთ მათ მაშინ ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება ალიანსში რუსეთის გაწევრიანებაზე. და მაინც, ისინი მიესალმნენ პოლიტიკური კლიმატის ცვლილებას ხელისუფლებაში ბარაკ ობამას მოსვლის შემდეგ, ხაზგასმით აღნიშნეს რა ის, რომ 2008 წლამდე ცივი ომის განახლებასთან დაკავშირებული რისკები დღეს ფაქტობრივად გაქრა. ახალი ატმოსფერო ჩამოყალიბდა ნატოს გაფართოვებასთან დაკავშირებითაც. მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ბოლო დროინდელი პოლიტიკური ცვლილებები უკრაინასა და ყირგიზეთში (ხელისუფლებაში პრორუსული მთავრობების მოსვლა) უდაოდ გამოიწვევდა რუსეთ–ამერიკის ურთიერთობების სერიოზულ გამწვავებას, ეს რომ ჯორჯ ბუშის მმართველობის პერიოდი ყოფილიყო. ბერლუსკონიმ თავის მხრივ არც თუ დამაჯერებელი სიტყვა წარმოსთქვა იმის შესახებ, თუ როგორ შეძლო მან იტალიიურ დემოკრატიაში პროგრესის მიღწევა საწარმოთა თავისუფლების გაფართოვებითა და მოსამართლეების დიქტატურასთან ბრძოლით, და ბევრს ღიმილი მოჰგვარა იმით, რომ ბირთვულ განიარაღებაზე რუსულ–ამერიკული ხელშეკრულების ხელმოწერა და რუსეთ–ევროკავშირის ურთიერთობების გაუმჯობესება საკუთარ მიღწევებს მიაწერა. მადვედევმა თავის გამოსვლაში ტონი ძალიან სწორად შეარჩია (არც თავის მართლება დაუწყია და არც საკუთარი მიღწევების ჩამოთვლა) და მსუბუქად და გულწრფელად მსჯელობდა.

 

რუსეთი, რომელმაც უკვე რამდენიმე წლის წინ შეძლო დაბრუნება და საერთაშორისო არენაზე შესაფერისი ადგილის მოპოვება, დღეს საკუთარ ძალებს დიპლომატიური გავლენის სფეროში ცდის. მან იცის, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი არსებითი შედეგების მისაღწევად, მაგრამ ყველაზე ცოტა, მან უკვე შეძლო საკუთარი ჩამორჩენილობის შეფასება და მზადაა მის დასაძლევად ყველაფერი იღონოს.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...