planetanews Posted September 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2010 ბესლანის ტრაგედია, ტერაქტი ჩრდილოეთ ოსეთში, 11 სექტემბერი ამერიკაში, ყურანის დაწვა ტენესის შტატში-ეს არასრული ჩამონათვალია იმ დიდი პრობლემის, საერთაშორისო ტერორიზმი რომ ქვია.გაზიარება[ნათია ფოლადაშვილი. 12:18 14-09-2010]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TI8wTfXzZxI/AAAAAAAAECI/8rIpOdIzNaQ/s200/caucasus..gifრუსეთის ისლამის კომიტეტის თავმჯდომარე, გეიდარ ჯემალი, საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა. ის რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის მოწინააღმდეგე და კავკასიის გაერთიანების იდეოლოგია. ჯემალის აზრით, რუსეთმა საბოლოოდ დაკარგა კავკასია.“ამერიკის ხმამ“ გეიდარ ჯემალს ინტერვიუ ჩამოართვა.ბატონო ჯემალ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ამერიკაში მღვდელმა ყურანი დაწვა. როგორ შეაფასებთ ამ საქციელს?- “იცით, ყურანის დაწვით ამერიკამ თავი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენა მუსლიმანური სამყაროს წინაშე. შეერთებული შტატების პრეზიდენტი მართალი იყო, როცა განაცხადა, რომ ყურანის დაწვა ამერიკას ზედმეტ პრობლემებს შეუქმნიდა. ვთვლი, რომ ბარაკ ობამამ მშვენივრად იცის რასაც გულისხმობს. ჩვენ, მუსლიმანები, აღშფოთებულები ვართ ამერიკელი მღვდელის უღირსი საქციელით. ვფიქრობ, წმინდა წიგნის დაწვას ძალიან მკაცრი პასუხი მოყვება“არსებობს თუ არა ისლამური ოპოზიცია ჩრდილოეთ კავკასიაში?- “იცით, ისლამური ოპოზიცია სერიოზული ძალაა. სამწუხაროდ, დოკუ უმაროვის სამარცხვინო საქციელმა საველე მეთაურებში უნდობლობა გააღვივა. ბევრი უმაროვის ბირთვს გამოეყო და დამოუკიდებელი გახდა. როცა საუბარია ისლამურ ოპოზიციაზე, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პოლიტიკური პარტია. მთავარი მამოძრავებელი მექანიზმი რელიგიური იდეოლოგიაა. ამ ოპოზიციას სამწუხაროდ, ჯერ არა აქვს ჩამოყალიბებული ბრძოლის პრინციპები. შეიძლება ითქვას, რომ ტყის ძმებში ბევრი მოღალატეა. ისინი უცხო სახელმწიფოების ინტერესებს ემსახურებიან.დარწმუნებული ვარ კავკასია რუსეთს გამოეყოფა და ისლამის პრინციპებზე დაყრდნობით ააშენებს კავკასიის ერთიან სახელმწიფოს“როგორ აფასებთ რუსეთის მოქმედებებს რეგიონში?- “ვფიქრობ, კავკასია რუსეთს ახლო მომავალში გამოეყოფა. იცით, ოთხასი წელიწადია ჩრდილო კავკასია რუს ხიშტებს იგერიებს. ჩვენ ვერასოდეს დაგვაჩოქებენ. ეს შეუძლებელია. რუსეთი ჩაძირულია სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში, ის ვერ გააკონტროლებს სხვა სახელმწიფოებს. რუსეთში სამოქალაქო ომი გარდაუვალია. მან საბოლოოდ დაკარგა თავისი გავლენა კავკასიაში. მისი არსებობა არალეგიტიმური და და დამანგრეველია“კრემლის აზრით, რუსეთში მომხდარი ტერაქტების მთავარი დამნაშავე დოკუ უმაროვია. რა ფიგურაა უმაროვი?- “დარწმუნებული ვარ, რომ დოკუ უმაროვი რუს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს. მოსკოვის მეტროპოლიტენში მომხდარი ტერაქტი მას არ განუხორციელებია. უმაროვს სთხოვეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აეღო. დამიჯერეთ, დოკუ უმაროვი კრემლის მარიონეტია. მას მოსკოვი აკონტროლებს“"ამერიკის ხმა"http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts