planetanews Posted September 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2010 http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2008/06/03/RyanBabel1.jpg ბაბელი იმედოვნებს, რომ ამ სეზონზე ის მოახერხებს, თავისი სრული პოტენციალის წარმოჩენას. ჰოლანდიელი 2007 წელს გადმოვიდა ლივერპულში და ბევრჯერ მოახერხა თავისი ნიჭის გაელვება, მაგრამ ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ ის იმედოვნებს, რომ უფრო მეტ ხანს დაჰყოფს მოედანზე. “ბევრს ეჭვი ეპარება ჩემი თამაშის ხარისხში, ფიქრობენ ვარ თუ არა საკმარისად კარგი, რათა ვითამაშო ლივერპულში.” – განაცხადა LFC Weekly-ისთან ინტერვიუში. “მე ვფიქრობ, თუ ყველანი ცოტა მაინც ხელს შემიწყობენ კლუბში, შევძლებ ფანების და კლუბის გახარებას.” “ჩემთვის მუდმივი პრაქტიკა, არის გასაღები, გამოსავალი. მე მჭირდება რეგულარული თამაში და შემდეგ, ამ მუდმივი პრაქტიკიდან გამომდინარე უკეთ შევძლებ თამაშს. როდესაც ბოსი მენდობა, მე თავს იძულებულად ვთვლი გავუმართლო იმედები ჩემი თამაშით.” ბაბელი ლივერპულში ყოფნის დროს განიხილებოდა როგორც გარემარბი, მაგრამ ამჟამად ის დაუბრუნდება თავის საყვარელ პოზიციას და თავდამსხმელის ამპლუაში მოგვევლინება. “ჩემი მიზანია გავხდე თავდამსხმელი. მწვრთნელმა მითხრა რომ მე მას თავდასხმაში ვჭირდები. ეს პოზიტიურია ჩემთვის. ახლა მე ისღა დამრჩენია დავუმტკიცო მას ვარჯიშის დროს, რომ მე შემიძლია ამ სამუშაოს შესრულება. თუ მე კარგად გავართმევ თავს დაკისრებულ ამოცანას, მომეცემა შანსი ვითამაში ამ პოზიციაზე.” View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts