Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ინტერვიუ რეკორდსმენთან


Recommended Posts

http://i078.radikal.ru/1009/72/484c43cd177a.jpg

 

 

ლივერპულის რეზერვები ემზადებიან ვულვზთან სათამაშოდ პრენტონ პარკზე ამ საღამოს. ამ დროს ოფიციალური საიტის ჟურნალისტებმა გამოიჭირეს ინტერვიუსთვის, რეკორდსმენი განაპირა მცველი ჯეკ რობინსონი.

ახალგაზრდა მცველი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი რომელმაც ლივერპულში ითამაშა. მისი დებიუტი შარშან შედგა, ჰალ სიტის წინააღმდეგ შეცვლაზე შემოვიდა. ეს იყო გასული სეზონის ბოლო მატჩი, ჯეკი მხოლოდ 16 წლის და 250 დღის იყო. ამ ინტევიუში კი მან ისაუბრა მის კარიერაზე, სამომავლო გეგმებზე და თანაგუნელებზე.

 

კარიერის პიკი?

 

პირველ გუნდში თამაში, გასული სეზონის ბოლოს, ჰალ სიტის წინააღმდეგ. ეს ჩემთვის ძალიან საამაყო მომენტი იყო პირველად ვითამაშე მთავარ გუნდში და გამოცდილებაც მივიღე. მე ძალიან აღელვებული ვიყავი, მივიღე მილოცვები მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგან. ჩემი მიზანია კვლავ ვითამაშო პირველ გუნდში.

 

კარიერის ჩავარდნა ?

 

ბევრი ასეთი მომენტი ნამდვილად არ მქონია აქამდე. კარგად ჩავატარე გასულ სამი თუ ოთხი სეზონი და ყოველ ჯერზე უფრო მაღლა საფახურზე მივიწევდი. ყველაზე ცუდი ალბათ სეზონის დასაწყისში ტრამვის მიღებაა, მაგრამ საბედნიეროდ გართულება არ მქონია.

 

სტადიონი რომელზეც ოცნებობ თამაშს?

 

ალბათ უემბლი ან ბერნაბეუ… ლივერპულთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

 

სხვა რომელი კლუბის შედეგებს ადევნებ თვალყურს?

 

მე ლივერპულის ფანი ვარ და შესაბამისად ჩვენი გუნდის შედეგებს ვუყურებ. ხანდახან ესპანეთის ლიგას ვუყურებ ტელევიზორში. -და მე მომწონს ლიონელ მესის თამაშის ყურება.

 

პირველი ფეხბურთის ფორმა რომელიც გქონდა?

 

ძველი ლივერპულის გასვლითი ფორმა, თეთრი. მახსოვს წითელი ზოლები ჰქონდა მკლავებზე. ვფიქრობ 98-99 წლის ფორმა იყო.

 

რომელ ფეხბურთელს გინდა ჰგავდე თამაშით?

 

მე მომწონს ეშლი კოული. ის კარგად იწევს წინ და ყოველთვის საჯარიმოსთან ახლოს არის, რათა შეუქმნას მომენტები გუნდს. მე ვფიქრობ ის საუკეთესო მარცხენა მცველია.

 

რა არის შენი მთავარი ძალა?

 

ბურთის წინ ატანა, ბურთის ართმევა, დაცვაში ერთიერთზე თამაში. თავზე ბრძოლა და პასები. სწორედ ესენია რაზეც ამდენი წელი ვვარჯიშობდი.

 

რა უნდა გააუმჯობესო?

 

დაცვაში თამაში და პოზიციის შერჩევა, მე ვფიქრობ ამაზე უნდა ვიმუშაო.

 

რომელი მუსიკალური ალბომი გადმოწერე ბოლოს?

 

ბევრ ალბომებს არ ვყიდულობ. ბოლო სიმღერა რომელიც გადმოვწერე, მემგონი ერიკ მორილოს ‘Live your Life’ იყო. ის ახლაც მაქვს აიპოდში.

 

ბოლო ფილმი რომელსაც უყურე?

 

The Last Airbender. საშინელი ფილმი იყო, მემგონი ყველაზე მსოაწყენი რაც კი ოდესმე მინახავს.

 

საყვარელი TV-შოუ?

 

Friends. ძალიან სახალისოა, ბევრს ვიცინიხოლმე, DVD-ზეც მაქვს.

 

ვინ იცვამს ყველაზე ცუდად გუნდში?

 

ალექს კუპერი. საერთოდ არ აქვს ტანსაცმელში გემოვნება.

 

ყველაზე უგემოვნო მუსიკაში?

 

მემგონი ანდრე უისდომი, თავისი რეპ მუსიკით. საერთოდ არ მომწონს. ყოველთვის გაიგონებ ამ მუსიკას მის ყურსასმენებში, როდესაც აიპოდით უსმენს, ბოლო ხმაზე უწევს.

 

საუკეთესო ამხანაგი გუნდში?

 

რამოდენიმე მყავს. კუპსი, ფლანო და ანდრე, რადგანაც ნაკრებშიც ერთად ვთამაშობთ. და დავიდ ამოოც. ისინი მართლაც ნიჭიერები არიან.

 

ყველაზე სასაცილო თანაგუნდელი?

 

ჯონ ფლანაგანი, იმიტომ რომ მაგარი გადარეულია. რასაც იტყვის ყველაფერზე გაგეცინება.

 

თანაგუნდელი რომელიც ყველაზე დიდხანს დგას სარკესთან?

 

ტომ ინჩი – გიჟდება ისე უყვარს საკუთარი თავი.

 

ყველაზე ტექნიკური თანაგუნდელი?

 

კუპსიც საკმაოდ ტექნიკურია, ასევე ჯორდი ბროუერი.

 

ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი შენს პოზიციაზე?

 

რობერტო კარლოსი. ის ყველაფერში მაგარი იყო – დაცვაში, თავდასხმაში, ართმევაში და დარტყმაშიც. ყველა მხრივ კარგი ფეხბურთელია.

 

იმედი გაქვს რომ, შენც შეძლებ ისეთი მოჭრილი დარტყმების გატანას, რითაც ის იყო ცნობილი?

 

(იცინის) იმედი მაქვს, ერთ დღეს მეც ვისწავლი ასეთ დარტყმას.

 

პირველი ადამიანი, რომელსაც მესიჯს წერ თამაშის შემდეგ?

 

მეგობარი გოგონა. ის ყურადღებით აკვირდება ჩემს აკრიერას და სულ მეკითხება თამაშის შესახებ. ასევე ჩემს მშობლებსაც ვურეკავ თამაშის შემდეგ, მათ ძალიან ეამაყებათ ჩემი წარმატება.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...