planetanews Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/europianvoice2.jpg ტობი ფოგელი კეტრინ ეშტონზე ზეწოლა ხორციელდება, რომ მას ახალი კურსის შემუშავებისკენ უბიძგონ. უცხოეთში ევროკავშირი პოლიტიკური ცხოვრების მტკიცე სუბიექტად არ აღიქმება ხუთშაბათს (16 სექტემბერს) ევროკავშირის ხელმძღვანელები ბრიუსელში, სპეციალურ შეხვედრაზე შეიკრიბებიან. განხილვის მთავარი თემა იქნება ის, თუ როგორ უნდა დაარეგულიროს ევროკავშირმა ურთიერთობები მსოფლიოს განვითარებად სახელმწიფოებთან. ნაწილობრივ, ევროკავშირის საბჭო იმისთვის იკრიბება, რომ შემოდგომაზე დაგეგმილი მრავალრიცხოვანი საერთაშორისო სამიტებისთვის მოემზადოს, მაგრამ ეს შეხვედრა თავად შეიძლება გახდეს ევროკავშირის ახალი საგარეო პოლიტიკის გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რადგან ბლოკის დიპლომატიური სამსახურის წამყვანი ორგანიზაციული ბლოკების მდგომარეობა ნელ-ნელა ყალიბდება, ყველაფერი თავის კალაპოტში დგება. დიპლომატების თქმით, შეხვედრის მიზანი აქცენტის საგარეო პოლიტიკაზე გადატანის ხელშეწყობაა. მას ასევე შეუძლია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ლიდერს დაეხმაროს შეიქმნას პოლიტიკური საფუძველი ევროპული საგარეო პოლიტიკის უფრო გააზრებული კურსის ცვლილებისთვის. პირველად დეკემბრის შემდეგ, როდესაც ლისაბონის ხელშეკრულება კანონიერ ძალაში შევიდა, ევროკავშირის ხელმძღვანელებს საბჭოში საგარეო საქმეთა მინისტრები შეუერთდნენ, რითაც უზრუნველყოფილ იქნა პრაქტიკული გამოცდილების უფრო ფართო დიაპაზონი და იმავდროულად გონებრივი შტურმის ეფექტი შეიქმნა. ეშტონი შეკრებილთ მოახსენებს მისი ბოლოდორინდელი ვიზიტის შესახებ ჩინეთში, რომელიც 29-აგვისტოდან 3-სექტემბრამდე გაიმართა. ძირითადი შეხვედრის ფარგლებში დებატების მთავარი თემა აშშ-სთან კავშირების განხილვასთან ერთად იქნება ურთიერთობები ოთხ უმსხვილეს განვითარებად ქვეყანასთან: ჩინეთთან, რუსეთთან, ინდოეთთან და ბრაზილიასთან. ხედვის დეფიციტი კავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა სინანულით აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ურთიერთობებში განვითარებად ქვეყნებთან და კონკრეტულად ჩინეთთან, ბევრი თვალსაზრისით სტრატეგიული ხედვის და პოლიტიკური საფუძვლის დეფიციტია. ევროკავშირში გაწევრიანებული დიპლომატები ჩივიან, რომ ევროკომისიის მიერ ლისაბონამდელ სტილში შემუშავებული განსხვავებული სტრატეგიები ძალიან ზოგადია და პრიორიტებების განსაზღვრა აკლია. დიპლომატები აცხადებენ, რომ არც რუსეთი და არც ჩინეთი ევროკავშირში პოლიტიკური ცხოვრების ერთიან სუბიექტს არ აღიქვამენ და საქმის დაჭერა ბლოკში შემავალ ცალკეულ წევრ-ქვეყნებთან ურჩევნიათ. ამ განხილვების გადაუდებელი აუცილებლობა ნაკარნახევია ამ შემოდგომაზე დაგაგემილი ორმხრივი შეხვედრების პერსპექტივით ჩინეთთან, ინდოეთთან, რუსეთთან და აშშ-სთან. საბჭო ასევე გაარკვევს ევროკავშირის პოზიციას ზოგიერთ სხვა შეხვედრასთან დაკავშირებით, რომლებიც წელს იგეგმება. მაგალითად აზიის ქვეყნების ლიდერების მონაწილეობით „დიდი ოცეულის“ ჯგუფის შეხვედრა, სადაც უმსხვილესი ნაციონალური ეკონომიკა შედის, რომლებიც განვითარებულ და წამყვან განვითარებად ქვეყნებს მოიცავენ. თუმცა ყველაზე გადაუდებელი საკითხები 20-22 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაერო-სთან არსებული ჯგუფის „ათასწლეულის განვითარების ამოცანები“ შეხვედრას უკავშირდება. ევროკავშირს ამ შეხვედრაზე ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო წარმოადგენს, რადგან სწორედ ევროკომისიაა პასუხისმგებელი დახმარებაზე, რომელსაც ევროკავშირი განვითარებად ქვეყნებს უწევს. მაგრამ ძველებურად გაურკვეველია ის, თუ რამდენი ხმა ექნება ევროკავშირს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც MDG-ის შეხვედრის შემდეგ უნდა გაიმართოს. ტრადიციულად ევროკავშირს ის ქვეყანა წარმოადგენდა ხოლმე, რომლის წარმომადგენელიც კონკრეტულ მომენტში მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელობდა და ოფიციალურად აღიარებული ქვეყნის რანგში სიტყვით გამოსვლისთვის დროის მიღების უფლება ჰქონდა. დღეს ლისაბონის ხელშეკრულებით დაფიქსირებული ცვლილებების შესაბამისად, ევროკავშირს მისი თავმჯდომარე ჰერმან ვან რომპეი წარმოადგენს, თუმცა ვიდრე ვან რომპეი დამსწრეთა წინაშე გამოსვლას შესძლებს, გაერო-ს წევრმა ქვეყნებმა ევროკავშირს სპეციალური დამკვირვებლის სტატუსი უნდა მიანიჭონ, მაგრამ თუკი ეს ასე არ მოხდება, ვან რომპეის თანაშემწის თქმით, არანაირი სარეზერვო გეგმა არ არსებობს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts