planetanews Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/suddeutsche.gifფრანკ ნინჰოიზენი რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი რუსეთში არსებული სისტემის შეცვლის წინააღმდეგ მკაცრად გამოვიდა. პარასკევს, იაროსლავლში გამართულ პოლიტიკურ ფორუმზე მან განაცხადა, რომ მისი ქვეყნისთვის საპარლამენტო დემოკრატიის შემოღება კატასტროფა იქნებოდა. ამ საკითხისადმი საკუთარი სკეპტიციზმის დამადასტურებელ მაგალითად მან ყირგიზეთი მოიყვანა. ამ ქვეყანაში უკვე რამდენიმე თვეა, რაც გარდამავალი მავრობის და დამხობილი რეჟიმის მომხრეები სასტიკად ებრძვიან ერთმანეთს. „რუსეთი ათწლეულების და შესაძლოა ასწლეულების განმავლობაშიც კი საპრეზიდენტო რესპუბლიკად უნდა დარჩეს, რომ სახელმწიფოს ერთიანობა შენარჩუნდეს“, – აღნიშნა მედვედევმა. მისი აზრით, ქვეყანაში დემორკატიის მიმართ რთული დამოკიდებულება არსებობს, რადგან ბევრისთვის 1990–იანი წლების დასაწყისის შემდეგ ის სიღატაკის და დიდი სახელმწიფოს ნგრევის სიმბოლო გახდა“. იმავდროულად, მედვედევმა რუსეთის დემოკრატულ განვითარებაზეც ისაუბრა. „ის დემორკატია, რომელიც დღეს არსებობს, იმაზე უკეთესია, რაც ხუთი წლის წინ იყო“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. თუმცა რუსეთის პარლამენტში ყურადღების ღირსი ოპოზიცია ჯერ კიდევ არ არის. დუმას, მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“ აკონტროლებს, და პრეზიდენტ მედვედევის ან მთავრობის ხელმძღვანელის, ვლადიმერ პუტინის წინადადებები, როგორც წესი, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მიიღება. პრეზიდენტის სახელისუფლებო უფლებამოსილება მნიშვნელოვანია: ის რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია, პარლამენტის დათხოვნის უფლება აქვს, ხოლო კრემლის ყოფილი მეპატრონის მიერ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების წყალობით გუბერნატორებს ფაქტობრივად ნიშნავს. გარდა ამისა, მომავალში საპრეზიდენტო ვადა ოთხი წლის ნაცვლად, ექვსწლიანი იქნება. ერთი წლის შემდეგ პუტინი გახდება პრეზიდენტი, როგორც ამას ბევრი ვარაუდობს, თუ ამ პოსტზე მედვედევი დარჩება – ჯერ–ჯერობით გაურკვეველია. იაროსლავლში მედვედევი შეეცადა იმ შთაბეჭდილების გაფანტვას, რომ ყველაფერი პუტინზე მიანიშნებს. მისმა პრეს–მდივანმა ნატალია ტიმაკოვამ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნის მოდერნიზაცია – გრძელვადიანი ამოცანაა და მისი განხორციელება ერთ საპრეზიდენტო ვადაში შეუძლებელია. თუმცა ეს არ ადასტურებს იმას, რომ მედვედევს და პუტინს შორის ხელისუფლებისთვის ბრძოლაა გაჩაღებული; ამ საკითხს ორივე შეგნებულად ღიად ტოვებს. პრეზიდენტ მედვედევის აზრით, მოდერნიზაციას ალტერნატივა არ აქვს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნედლეულზე დაფუძნებულ ეკონომიკას მომავალი არ აქვს. თუმცა ბევრი რუსი არსებული შედეგებით იმედგაცრუებულია. იაროსლავლის ფორუმზე ვიცე–პრემიერი სერგეი სობიანინიც კი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ რუსეთი საბიუჯეტო სახსრებს ზოგადად არაეფექტურად ხარჯავს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts