Jump to content
Planeta.Ge

შეჩერდით!გონივრული ეჭვი მაქვს


Recommended Posts

გადატვირთულია ისედაც :

 

 

აუცილებელი არ არის ციხეში ჩასმა.საპროცედურო შეთანხმება თუ რაღაც ჰქვია,იმას გააფორმებენ და ფულს აახევენ.

 

 

 

ეს დასაწყისია ჯერ და ყველას შეეხება ადრე თუ გვიან ეს ბეზპრიდელი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იურისტი არ გვყავს ფორუმზე?

 

"გონივრული ეჭვი" - ესეთი ცნებ არსებობს იურისპრუდენციაში?

 

ერთი მანახეტ რა!

რაიმე ქმედების კანონიერება განისაზღვრება კანონით,

თუკი კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას ის შეიძლება გასაჩივრდეს კონსტიტუციურ სასამართლოში,

სანამ კანონი ძალაშია მას უნდა დაემორჩილოს ყველა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

რაიმე ქმედების კანონიერება განისაზღვრება კანონით,

თუკი კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას ის შეიძლება გასაჩივრდეს კონსტიტუციურ სასამართლოში,

სანამ კანონი ძალაშია მას უნდა დაემორჩილოს ყველა

ეს სისულელე ეწინაღამდეგება კონსტიტუციას?

ვინ უნდა გაასაჩივროს?

არის ამის მომკითხავი ვინმე?

 

უდანაშაულობის პრეზუმპციასტან ეს "გონივრულობა" არის რაიმე კავშირში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

ეს სისულელე ეწინაღამდეგება კონსტიტუციას?

ვინ უნდა გაასაჩივროს?

არის ამის მომკითხავი ვინმე?

 

უდანაშაულობის პრეზუმპციასტან ეს "გონივრულობა" არის რაიმე კავშირში?

ვინც დაზარალდა ასეთი კანონის შედეგად,

 

რაც შეეხება \უდანაშალობის პრეზუმპციას ამ კონკრეტულ შEმტხვევაში ასეთ პირს დამნაშავედ არც არავინ არ მიიჩნევს,

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთ რამეზე დაფიქრდით..

 

საქართველოში მზადდება საკანონმდებო ბაზა რომელიც საიდუმლო ციხეების არსებობას დააკანონებს..

 

ჩემი ინფორმაციით ბოლო 4 წელიწადში საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნა 3 ობიექტი სადაც აშშ-ის სპეც-სმსახურების მიერ სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გატაცებულ ადამიანები ყავთ უკანონო პატიმრობაში.. ქართული სპეც-სამსახურები ახორციელებენ უკანონო პატიმრების დაკითხვას წამების გამოყენებით, მაგრამ საქართველოში განთავსებულ საიდუმლო ციხეებში ძირითადში ხდება არა დაკითხვა ინფორმაციის მოპოვების მიზნით, არამედ დაკითხვა მკვლელობის მიზნით, ანუ პატიმრებს წამებით კლავენ..

 

ერთი ასეთი ობიექტი ერთ ერთ ყოფილ სამხედრო აეროდრომის ტერიტორიზე მდებარეობს (მდებარეობდა ყოველ შემთხვევაში).. დანარჩენი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეთ და გაიგებთ..

 

სააკაშვილის რეჟიმმა როგორც ჩანს გადაწვიტა აშშ-ის სპეც-სამსახურების მოქმედების ტაქტიკის ათვისება, ანუ ადამიანების დაკავება-გატაცება "ეჭვის საფუძველზე".. საქართველოს პოლიციურ კვაზი სახელმწიფოდ ფორმირება კი დამაგვირგვინებელ ფაზაში შედის..

 

აღსანიშნავია რომ შევარდნაძე/სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის დანაშაულებები საქართველოს დისკრედიტირების, იზოლირებისა და ტერიტორიული რღვევის გამართლების ძირითადი მიზეზი გახდება..

 

პ.ს. წეღან ვუყურე დოკუმენტურ ფილს აშშ-ის საიდუმლო ციხეებზე და არაფერი თქვეს საქართველოზე.. ფარჩაკები ბლიად, არაფერი არ იციან ან საქართველოს ბოლო მომენტამდე ინახავენ.. რა იქნება ეს ბოლო მომენტი?

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ არის სასაცილო ეს კანონი.სასამართლო ტრაკშია,პროკურატურა და პოლიცია უშიშროებასთან ერთად რულამენ ქვეყანაში და ვისაც უნდათ იმას გააფუჭებენ.

 

 

 

ორი წლის წინ ვწერდი,რომ საქართველო პოლიციური ქვეყანა არის მეთქი და უჭერენ ჭანჭიკებს რაც დრო გადის.ამას ის კანონიც დაუმატეთ „სამი კაცი ბირჟაა“ და პოლიტიკურად უკმაყოფილოების ჩასმაც არ გაუჭირდებათ.

 

 

 

 

გილოცავთ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რის ნიადაგზე დგინდება "გონივრული ეჭვი" ?

 

პოლიციელის ინტელექტზე.

აქედან გამომდინარე კი ინტელექტის არ არსებობის გამო ეჭვი შეიძლება პერმამენტული ყიოს. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადრე იყო "საფუძვლიანი ეჭვის საბუძველზე" ეხლა კი "გონივრული"

არსობრივი სხვაობაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ იქით იყოს და სკოლებს ზონებად რომ აკეთებენ ის როგორ? შაშკინს უთქვამს,რომ ყველა ძველი ბიჭი დაისჯებაო და სპეციალურ ინტერნეტში გადაიგზავნებიანო.

 

 

 

როგორ უნდა გაარკვიონ ვინ არის ძველი ბიჭი და ბავშვობიდანვე აჩმორებენ ხალხს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს უფლებადამცველები დიდ შეშფოთებას გამოხატავენ „პოლიციის შესახებ კანონში“ ინიცირებულ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომლის მიღების შემთხვევაში, პოლიციელს უფლება ექნება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოქალაქე გააჩეროს ქუჩაში და ჩაუტაროს მას „ტანსაცმლის ზედაპირული დათვალიერება“, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი „გონივრული ეჭვის“ საფუძველზე, რომ ამ ადამიანს შესაძლოა, ჩადენილი ჰქონდეს დანაშაული. მეტიც, ეს ცვლილებები პრაქტიკულად აუქმებს კანონის ამჟამინდელი რედაქციით დადგენილ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც პოლიციელმა ჩხრეკის ჩატარებამდე უნდა მოიპოვოს სათანადო ნებართვა.

 

უფლებადამცველები განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან იმით, რომ საქართველოს კანონდებლობაში ცვლილებების ეს ინიციატივა მორიგი ნაბიჯი და დადასტურებაა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა მიმართულია აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა (განსაკუთრებით ძალოვანი სტრუქტურების) ძალაუფლების გაფართოებისაკენ და თანაც მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის ხარჯზე. ყოველივე ეს კი ხდება იმ ფონზე, როცა ქვეყანაში გაბატონებულია ძალოვნების დაუსჯელობის სინდრომი და მრავალი წელია, სასამართლო ხელისუფლებას აღმასრულებელი ხელისუფლება აკონტროლებს.

 

აღნიშნული ცვლილებებით ადამიანის სამოქალაქო უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევა გაცილებით უფრო იოლი გახდება, ვიდრე ეს ოდესმე იყო შესაძლებელი საქართველოში. კონკრეტულად, კანონის ამჟამინდელი რედაქციით, ჩხრეკის პროცედურის ჩასატარებლად აუცილებელია წინასწარი ნებართვის მიღება მოსამართლის, ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – პროკურორის მხრიდან. ინიცირებულ ცვლილებას შემოაქვს „ზედაპირული დათვალიერების“ ცნება, რომლის ჩასატარებლად საჭირო აღარ იქნება ამგვარი ნებართვის მოპოვება, „ზედაპირული დათვალიერების“ ჩატარება შეეძლება ნებისმიერ პოლიციელს გონივრული ეჭვის საფუძველზე, იმ მოტივით, რომ ამ ადამიანს შესაძლოა, ჩადენილი ჰქონდეს დანაშაული. თუმცა, თუ „ზედაპირული დათვალიერების“ დროს გამოვლინდება შემდგომი ჩხრეკის საფუძველი, ჩხრეკას ჩაატარებს უფლებამოსილი თანამდებობის პირი. ამ შემთხვევაში კი მოსამართლისა და პროკურორის მხრიდან ნებართვის მოპოვების ვალდებულებას მას კანონი უკვე აღარ დააკისრებს.

 

ამგვარად, ინიცირებული ცვლილებები აუქმებს პოლიციელის მიერ წინასწარი ნებართვის მოპოვების ვალდებულებას არა მხოლოდ ზედაპირული დათვალიერების, არამედ ჩხრეკის ჩატარების შემთხვევაშიც.

 

უფრო მეტიც, თუ კანონის ამჟამინდელი რედაქციით, ჩხრეკის ჩატარებაზე ნებართვას გასცემს მოსამართლე ან პროკურორი, ინიცირებული ცვლილებით, ეს უფლებამოსილება პრაქტიკულად მიენიჭება რიგით პოლიციელს, რომელიც უფლებამოსილი გახდება, ადგილზე დაადგინოს ჩხრეკის საჭიროება და ჩხრეკის ჩასატარებლად გამოიძახოს უფლებამოსილი პირი.

 

ასევე, ამჟამინდელი რედაქციით, ჩხრეკის ჩასატარებლად საჭიროა „კარგად დასაბუთებული ეჭვი“, ხოლო, შემოთავაზებული ცვლილებით, ჩხრეკის ჩასატარებლად საკმარისი იქნება ზედაპირული დათვალიერების დროს გამოვლენილი ჩხრეკის საფუძველი. რა შეიძლება გახდეს ასეთი საფუძველი, შემოთავაზებულ ცვლილებაში დაკონკრეტებული არ არის.

 

ინიცირებული ცვლილება სხვა ბუნდოვან ცნებებსაც შეიცავს. მაგალითად, იგი არ განმარტავს რა არის, ან როგორ უნდა დადგინდეს ზედაპირული ჩხრეკის ჩატარების საფუძვლად დადგენილი „გონივრული ეჭვი“. არც იმას ადგენს კონკრეტულად, თუ რა დროის განმავლობაში შეიძლება პოლიციელმა გააჩეროს მოქალაქე კანონის ამ მუხლის საფუძველზე. ცვლილებაში მხოლოდ ნათქვამია, რომ შეჩერების ვადა, გონივრული ეჭვის დადასტურების ან გამორიცხვისთვის აუცილებელი გონივრული ვადა უნდა იყოს. ორივე ზემოაღნიშნულ შემთხვევაში კანონი ბუნდოვნადაა ჩამოყალიბებული და თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფართო შესაძლებლობას იძლევა.

 

მართალია, კანონპროექტითვე, შეჩერებული პირი უფლებამოსილია, შეჩერებიდან ხუთი დღის ვადაში, ერთჯერადად შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების ადგილის მიხედვით, სასამართლოში გაასაჩივროს შეჩერების კანონიერება და დასაბუთებულობა და მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შეჩერებისთვის. თუმცა, საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მექანიზმი შესძლებს მოახდინოს პოლიციელის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ეფექტური პრევენცია ან შეაჩეროს ამ მუხლის მანიპულირებით უფლებების შემდგომი დარღვევები. განსაკუთრებით უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ნარკოტიკის „ჩადებისა“ და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის მოტივით განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დაპატიმრება. ასევე, გავრცელებული პრაქტიკაა პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებაც, რამაც წინა წლებში არაერთ შემთხვევაში გამოიწვია ლეტალური და სხვა მძიმე შედეგი.

 

ამავე დროს, გამოდის, რომ ფაქტოვბრივად საქმე გვაქვს პირის განუსაზღვრელი დროით დაკავების უფლებასთან, ისე, რომ ამ პირს არ ენიჭება არანაირი სამართლებრივი სტატუსი, და შესაბამისად არც პროცესუალური უფლებები აქვს (მოითხოვოს მოწმე და/ან ადვოკატი). პრაქტიკულად, ეს ცვლილება ლეგალიზაციას უკეთებს იმას, რაც მოქმედი კანონმდებლობით უკანონო დაკავებად ითვლება და პირს სამართლის დაცვის მიღმა აყენებს.

 

შინაარსობრივი მხარის გარდა, ჩვენს წუხილს იწვევს ის ფორმაც, რითაც ხდება ინიციატივის განხილვა. როგორც ცნობილი გახდა, ამ ცვლილებას საპარლამენტო უმრავლესობა ტექნიკურ ცვლილებად მიიჩნევს და მას ტექნიკური ცვლილების პროცედურის მიხედვით განიხილავს. ეს კი გაცილებით მარტივი პროცედურაა საქართველოს კანონმდებლობით კანონში შინაარსობრივი ცვლილებების შესატანად დადგენილ წესებთან შედარებით. ამის გარდა, არ მომხდარა ამდენად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილების განხილვა უფლებადამცველებსა და ფართო საზოგადოებასთან და ეს თემა, ფაქტობრივად, საჯარო განხილვების მიღმაა დატოვებული.

 

ინიცირებული ცვლილებები წარმოადგენს პოლიციის უფლებების უწყვეტი გაფართოებისკენ გადადგმულ შემდგომ ნაბიჯს. მაგალითისათვის, გასულ წელს პოლიციამ მიიღო არალეტალური იარაღის (პლასტმასისა და რეზინის ტყვიები, წიწაკის გაზი და სხვ.) გამოყენების უფლება. ეს იმ ფონზე, როცა არც ერთი პოლიციელი არ წარმდგარა სასამართლოს წინაშე 2007 წლის ნოემბრისა და 2009 წლის გაზაფხულ-ზაფხულის მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევის მიზნით ასეთი იარაღის იმ დროისთვის უკანონოდ გამოყენებისათვის. აღნიშნული ცვლილება პარლამენტმა ისე უცებ მიიღო, რომ სამოქალაქო საზოგადოებას დროც არ ჰქონდა, განეხილა და თავისი აზრი გამოეთქვა ამ საკითხზე.

 

იმავე დღეს საქართველოს პარლამენტმა შეცვალა „კანონი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“, რომელმაც არაპროპორციულად შეზღუდა საქართველოში შეკრების და ასევე გამოხატვის თავისუფლება. იმავე დღეს შეიცვალა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიც, რომელმაც “შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის” დამრღვევთათვის, სასჯელთა შორის, შემოიღო 30-დან 90 დღემდე პატიმრობა. ამ კანონების გამოყენების პრაქტიკამ 2009-2010 წლებში ნათლად დაგვანახა, რომ მათი გამოყენება განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ხდება.

 

უფლებადამცველებს მიგვაჩნია, რომ ადამიანისა და მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის ხარჯზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა (განსაკუთრებით კი პოლიციის) უფლებების ზრდა სერიოზულ საფრთეს უქმნის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მომავალს საქართველოში, მით უფრო მაშინ, როცა ქვეყანაში არ არსებობს აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედებებზე ეფექტური სასამართლო კონტროლის პრაქტიკა.

 

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს აღნიშნული ცვლილებები „პოლიციის შესახებ კანონში“.

 

მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, გამოიჩინოს ყურადღება აღნიშნული საკითხისა და მსგავსი ტიპის საკანონმდებლო ცვლილებებისადმი საქართველოში; მოუწოდოს საქართველოს მთავრობას, განუხრელად დაიცვას საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ვალდებულებებით, განსაკუთრებით - ევროპული კონვენციითა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებები.

 

თბილისი, 20 სექტემბერი, 2010

 

ადამიანის უფლებათა ცენტრი;

ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი;

კონსტიტუციის 42-ე მუხლი;

კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი;

 

http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=5466&lang=ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

საქართველოს უფლებადამცველები დიდ შეშფოთებას გამოხატავენ „პოლიციის შესახებ კანონში“ ინიცირებულ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომლის მიღების შემთხვევაში, პოლიციელს უფლება ექნება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოქალაქე გააჩეროს ქუჩაში და ჩაუტაროს მას „ტანსაცმლის ზედაპირული დათვალიერება“, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი „გონივრული ეჭვის“ საფუძველზე, რომ ამ ადამიანს შესაძლოა, ჩადენილი ჰქონდეს დანაშაული

ალბათ ჯერ ადრეა საქართველოსთვის ამ კანონის მიღება. ბევრი რამ არის დასახვეწი, რასაც დრო სჭირდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთლიანად კანონი რა თქმა უნდა არ წამიკითხია, მაგრამ "მოქალაქის გაჩერება და ზედაპირული დათვალიერება" რატომ არის ასე კატასტროფა?

 

გამაჩერეს აქ, გადმომიყვანეს მანქანიდან, გამჩხრიკეს კიდეც და რომ ნახეს საბუთები გაგვიშვეს...

ტიპი მახლდა საქართველოდან ახალი ჩამოსული, "ფეის კონტროლი" ვერ გაიარა, შავი სათვალეები და რამე :)

 

კი გავბრაზდი, მაგრამ პოლიციის სამუშაო ესაა... და ყველაფერი რა თქმა უნდა, კორექტულად მოხდა, თუმცა ეტყობოდათ, რომ პატარა შელაპარაკება და კორექტულობა შეიძლება დარღვეულიყო (ალბათ ბორკილებს დაგვადებდნენ)... ვინც მე მახლდა, იმ ტიპს ერთი პოლიციელი პისტოლეტით გამზადებული უკნიდან ადგა და ხელი ჰქონდა ამობრუნებული... :)

 

მოკლედ, რა თქმა უნდა არ არის პოლიციასთან შეხვედრა სასიამოვნო, მაგრამ თუ არაფერი დაგიშავებია და გარანტია გაქვს, რომ არაფერს "შეგტენიან", მაშინ პაწა უსიამოვნებას ქე უნდა გავუძლოთ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...