machkatela Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 პოლიციას “გონივრული ეჭვის” საფუძველზე ქუცჩაში პირის შეჩერების უფლება ეძლევა, რისთვისაც მას სასამართლოს და პროკურატურის ნება არ დასჭირდება.როგორც “ინტერპრესნიუსს” “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა, ცვლილება “პოლიციის შესახებ” კანონში შედის, თუმცა ამ ცვლილებას საპარლამენტო უმრავლესობა, ტექნიკურ ცვლილებად მიიჩნევს და მას ტექნიკური ცვლილების პროცედურის მიხედვით განიხილავს.კანონპროექტის თანახმად კი, პოლიციელი უფლებამოსილია, შეაჩეროს პირი თუ არსებობს გონივრული ეჭვი მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ.შეჩერების ვადა გონივრული ეჭვის დადასტურების ან გამორიცხვისთვის აუცილებელი ასევე გონივრული ვადა უნდა იყოს.პროექტის თანახმადვე, მოქალაქის შეჩერებისას პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია, შეჩერებულ პირს გააცნოს მისი ვინაობა და წარუდგინოს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და განუმარტოს მას შეჩერების კანონიერებისა და დასაბუთებულობის გასაჩივრების უფლება. ასევე, პოლიციელი უფლებამოსილია, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, შეჩერებული პირის ტანსაცმელზე აწარმოოს ზედაპირული შემოწმება. თუ ზედაპირული შემოწმებისას წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ატარებს ჩხრეკას.კანონპროექტითვე, შეჩერებული პირი უფლებამოსილია, შეჩერებიდან ხუთი დღის ვადაში ერთჯერადად შეჩერების და ზედაპირული შემოწმების ადგილის მიხედვით სასამართლოში გაასაჩივროს შეჩერების კანონიერება და დასაბუთებულობა და მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შეჩერებისთვის.კანონპროექტის განმარტებით ბარათში ცვლილების მზიანშეწონილობაა განმარტებული. კერძოდ, ნათქვამია, რომ ჩხრეკის ჩატარებისთვის აუცილებელია მოსამართლის განჩინება ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პროკურორის შესაბამისი დადგენილება. ზედაპირული შემოწმებისას კი ასეთი დოკუმენტის არსებობა საჭირო არ არის. Aასევე, ჩხრეკის შემთხვევაში გამოიყენება გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტი - დასაბუთებული ვარაუდი, შეჩერების საფუძველი კი შეიძლება გახდეს მხოლოდ გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ.აღნიშნულ კანონპროექტზე და მის შესაძლო შედეგებზე გიორგი ცაგარეიშვილი, ხვალინდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს. ახლა არ მითხრათ, რომ ეს ყველაფერი უწყინარი რამეა..არა. ნარკოტიების და იარაღის ჩადება-აღმოჩენას მაინც ვერავინ უშლით, მაგრამმ,,მაინც რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 machkatelaკანონპროექტის თანახმად კი, პოლიციელი უფლებამოსილია, შეაჩეროს პირი თუ არსებობს გონივრული ეჭვი მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ."გონივრული ეჭვი" გამაგებია ერტი რას ნიშნავს? ანუ ტიპი ცუდ ხასიათზე ტუ მიდის, არის ტუ არა ეს ეჭვის საფუძველი?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 პოლიცია მოვიდა ამ "გონივრული ეჭვის" საფუძველზე , წაათრია ყურებით რამდენიმე ახალგაზრდა გონივრულად განყოფილებაში და შემდეგ დაკითხვის მაგივრად გონივრული ნარკოტესტი ჩაუტარა ....ესააა ადამიანის უფლებების დარღვევის პირველი ხელშეწყობა და მერწმუნეთ 0ვანი ტოლერანტობის მსგავსი კრიმინალური ქმედებაა,ომელიც უდანაშაულო ადამიანების დაკავებას თუნდაც დროებით ხელს შეუწყობს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 “გონივრული ეჭვის” ვაკის გონივრული განვითარება გამიგია, მდგრადი განვითარებაც გამიგია, გონივრული ეჭვი არ გამიგია პ.ს. მაშინ უნდა იყოს ყეყეჩური ეჭვიც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 ყეყეჩური ეჭვიძირითადშ ასეც იქნება. გეგმის სესრლება მსუბუქი ნარკოტიკის გამომყენებლების მიმართ ,რომელსაც თვითონვე გემრიელად შეექცევიან . მე საერთდ მარიხუანის მეტნაკლებად ლეგალიზაციის მომხრე ვარ. ვისაც უნდა იწამლოს ტავი . აკრძალვა არის აბსურდი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 ეხლა გაიგეთ,რომ პოლიციურ ქვეყანაში გიწევთ ცხოვრება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
akkai Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 რის ნიადაგზე დგინდება "გონივრული ეჭვი" ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 რის ნიადაგზე დგინდება "გონივრული ეჭვი" ? გააჩნია გეგმა როგორ აქვთ მანამდე შესრულებული.ის იმდენი ციხეები რომ ააშენეს,ცარელა ხომ არ ექნებათ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 ისე საინტერესოა თუ პოლიციელს აქვს გონივრული ეჭვი მოქალაქეზე,რომ ის ერთი კვირის შემდეგ ადამიანს მოკლავს,,აქვს თუ არა მას ამ ადამიანის ადგილზე ლიკვიდაციის უფლება..?? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
akkai Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 ის იმდენი ციხეები რომ ააშენეს,ცარელა ხომ არ ექნებათ?lasha1997 გადატვირთულია ისედაც : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 გიორგი68ისე საინტერესოა თუ პოლიციელს აქვს გონივრული ეჭვი მოქალაქეზე,რომ ის ერთი კვირის შემდეგ ადამიანს მოკლავს,,აქვს თუ არა მას ამ ადამიანის ადგილზე ლიკვიდაციის უფლება..?? კი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 პოლიციას “გონივრული ეჭვის” საფუძველზე ქუცჩაში პირის შეჩერების უფლება ეძლევა, საკუთარ ტავზე არავინ მიიღოს, მაგრამ...... სად აქ პოლიციას "გონება", რომ ეს რაცხა "გონივრული ეჭვი" იქონიოს - ეს ერთი და კიდე ჩვეულებრივ კანონმორჩილ მოქალაქეს არ აქ უფლება ჰქონდეს ეს :გონივრული ეჭვი", რომ პოლიცია და პოლიტიზებული შსს ამ "კანონს" ბოროტად გამოიყენებს? დურდომ, რა! ესე იგი რა გამოდის - "გონივრული ეჭვის" საფუძველზე მოუკლავთ ის საცოდავები კორტებთან - ხო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 "გონივრული ეჭვი" გონიერ პოლიციელს უჩნდება და სამერაბიშვილეთში გონიერი პოლიციელი?გამოდის ამ "სამართალდამცავების" ხუშტურებზე უნდა იარო და რამდენ უდანაშაულო ადამიანს გაამწარებენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 იურისტი არ გვყავს ფორუმზე? "გონივრული ეჭვი" - ესეთი ცნებ არსებობს იურისპრუდენციაში? ერთი მანახეტ რა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი ვარიანტი ჯიბეგაფხეკილი მოქალაქეების ხარჯზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.