asds Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 http://wp.me/ySj7სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება კონფედერაციული სახელმწიფოს “სანაცვლოდ” ვგონებ, სახელმწიფო საიდუმლოს არ გავამხელ თუ ვიტყვი, რომ საქართველო და საქართველოს მოსახლეობა პოლიტიკურ/ეკონომიკურ/სოციალურ ჩიხშია მოქცეული. ალბათ არც ის გახლავთ საიდუმლო, რომ საქართველოს ტერიტორიალური რღვევა, ეთნოკომპლიქტები და ქრონიკული პოლიტიკური არასტაბილურობა, სახელმწიფოს მშვიდობიანი განვითარებისა და აღმშენებლობის პროცესს შეუძლებელს ხდის, არადა მშვიდობიანი/სტაბილური განვითარების გარეშე ქვეყნის ეკონომიკის რეანიმირება ფრაქტიკულად შეუძლებელია და შეუძლებელია მოსახლების უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაც. ეს კი უდაოდ უმთავრესი ამოცანაა ამოცანათა შორის.. აღნიშნულიდან გამომდინარე და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არსებული შევარდნაძე/სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი, კორუმპირებული პოლიტიკური სისტემა და კორუმპირებული საზგადოებრივ პოლიტიკური ელიტა საკუთარი "შინაარსიდან" გამომდინარე მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს, აუცილებლად მივიჩნევ ქართულ საზგადოებაში "კონფედერაციული სახელმწიფოს "სანაცვლოდ" სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების" თემის ირგვლივ დისკუსიის დაწყებას.. მიმაჩნია, რომ საქართველოს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობის უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების უმთავრეს წინაპირობას დაპირისპირებული მხარეების მშვიდობიანი თანაცხოვრება წარმოადგენს.. აღნიშნულ შესაძლებლობას კი ოფიციალური თბილისის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და საერთო კონფედერაციული სახელმწიფოს ფორმირების საკითხებზე კომპლექსური მოლაპარაკებების დაწყება იძლევა.. დარწმუნებული ვარ "სამხრეთ კავკასიის კონფედერაციული რესპუბლიკა" ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის სტრატეგიული ინტერესების რეალიზების იდეალურთან მიახლოვებულ შესაძლებლობას იძლევა და დარწმუნებული ვარ რომ ამ საკითხზე ქართულ საზოგადოებაში დისკუსიის დაწყება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობაში ანალოგიური პროცესის კატალიზატორი გახდება. ამდენად ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ კონფედერაციისა და მშვიდობიანი თანაცხვორების იდეის ირგვლივ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის გაერთიანება, ოფიციალურ ცხინვალსა და სოხუმს საქართველოს მოსახლეობის ირიბი მხარდაჭერისკენ უბიძგებს, რაც ერთის მხრივ შევარდნაძე/სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის "ტყვეობიდან" საქართველოს გათავისუფლების პროცეს დააჩაქრებს, მეორეს მხრივ კი ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის შერიგების კარგი წინაპირობა გახდება.. რა ტიპის კონფედერაციაზე შეიძლება იყოს საუბარი, სად იქნება კონფედერაციის დედაქალაქი, რა ფუძემდებელ პრინციპებზე შედგება კონფედერაცია და როგორი იქნება "დიდი შერიგების" პროცესი, რათქმაუნდა ცალკე მნიშვნელოვანი დისკუსიის თემაა და იმედია ამ საკითხებსაც ადეკვატური ყურადღება მიექცევა. ჩემის მხრიდან რამდენიმე პოზიციას დავაფიქსირებს რომელთა ირგვლივ მხარეების შეთანხმება სავარაუდოდ "ადვილი" შესაძლებელი იქნება.. 1. ოფიციალრი თბილისი აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამუკიდებლობას. ცხინვალთან და სოხუმთან ფორმდება სამშვიდობო შეთანხმება. მხარეებს შორის იწყება დიპლომატიური ურთიერთბები. 2. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების პარალელურად მხარეები ხელს აწერენ საერთო კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნის შესახებ დეკლარაციას. სამივე მხარე კონსტიტუციაში აფიქსირებს შესაბამის ცვლილებებს. 3. კონფედერაციის სავარაუდო მოდელი - გაერთიანებული სამეფო (დიდი ბრიტანეთი) 4. კონფედერაციის დატოვებაზე ცხადდება მორატორიუმი 15-25 წლის პერიოდით. 5. ოფიციალური თბილისი ხელს აწერს რუსეთის ხელისუფლებასთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების განთავსების შესახებ შეთანხმებას. 6. მხარეები ახორციელებენ საკანონმდებო-კონსტიტუციური ბაზის ურთიერთშეწყობას. 7. კონფედერაციის ხელისუფება შეთანხმებას აფორმებს რუსეთის ფედერაციასთან კონფედერაციის ტერიტორიაზე (სამხრეთ ოსეთი-აფხაზეთი) რუსეთის სამხედრო ბაზების გარკვეული დროით დისლოკაციის შესახებ.. 8. მხარეები ხელს აწერენ დევნილთა დაბრუნების შესახებ შეთანხმებას. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ბრუნდება დევნილი ქართული მოსახლეობა, საქართველოში ბრუნდება 90-წლებში ქვეყნიდან განდევნილი ოსი ეროვნების მოსახლეობა.. დევნილი ოჯახები იღებენ კონპენსაციას მინიმუმ 50 000 ევროს ოდენობით ან ანალოგიური ღირებულების მატერიალურ ქონებას (მიწა, კომერციული ფართი, სხვა.. ) 9. კონფედერაციის სავარაუდო დედაქალაქი -- მცხეთა.. 10. კონფედერაციული სახლემწიფოს სახელი -- "სამხრეთ კავკასიის კონფედერაციული რესპუბლიკა" (საავტორო უფლებები დაცულია ) P.s. იმედს ვიტოვებ, რომ თემის ირგვლივ დისკუსია კონსტრუქციულ ჭრილში წარიმართება და ჩემი ინიციატივა თქვენს მხარდაჭერას ჰპოვებს. მით უფრო, რომ მხოლოდ ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის მშვიდობიანი თანაცხოვრება იძლება ჩვენი ქვეყნების + მომავალში საერთო კონფედერაციული სახელმწიფოს მშვიდობიანი განვითარების რეალურ შესაძლებლობას. მშვიდობიანი განვითარებისა და პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე კი საქართველოს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური მდგომა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 (edited) მთავარი არ წერია, რას ნიშნავს კონფედერაცია, რა გვექნება საერთო, ჯარი, ვალუტა, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლება,როგორ გადანაწილდება ბიუჯეტი, თორემ შეთანხმებას გინდ კონფედერაცია დაარქვი, გინდ შტატები, მთავარი არსია, ტუკი ჩვენ ვაღიარებთ დამოუკიდებლობას, ე.ი. ისინი სუვერენულები იქნებიან,რა გარანტია გვექნება რომ დევნილებს დააბრუნებენ?რა გარანტია გვაქვს რომ ქართველებს იქ დედიდ იმას არ დაახურებენ, რეალურად კი რა მოხდება, ვაღიარებთ ამ ქვეყნებს,არ მიიღებენ ლტოლვილებს,საქ. აღიარება კი გააპრავებს როგორც ამ ტერიტორიების დამოუკიდებლბოასასევე რუსეთის ბაზების არსებობას, ხოდა ჩვენ დაგვღჩება როგორც ყოველთვის 0000 Edited September 13, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
soxumski Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 http://wp.me/ySj7სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება კონფედერაციული სახელმწიფოს “სანაცვლოდ” ვგონებ, სახელმწიფო საიდუმლოს არ გავამხელ თუ ვიტყვი, რომ საქართველო და საქართველოს მოსახლეობა პოლიტიკურ/ეკონომიკურ/სოციალურ ჩიხშია მოქცეული. ალბათ არც ის გახლავთ საიდუმლო, რომ საქართველოს ტერიტორიალური რღვევა, ეთნოკომპლიქტები და ქრონიკული პოლიტიკური არასტაბილურობა, სახელმწიფოს მშვიდობიანი განვითარებისა და აღმშენებლობის პროცესს შეუძლებელს ხდის, არადა მშვიდობიანი/სტაბილური განვითარების გარეშე ქვეყნის ეკონომიკის რეანიმირება ფრაქტიკულად შეუძლებელია და შეუძლებელია მოსახლების უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაც. ეს კი უდაოდ უმთავრესი ამოცანაა ამოცანათა შორის.. აღნიშნულიდან გამომდინარე და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არსებული შევარდნაძე/სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი, კორუმპირებული პოლიტიკური სისტემა და კორუმპირებული საზგადოებრივ პოლიტიკური ელიტა საკუთარი "შინაარსიდან" გამომდინარე მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს, აუცილებლად მივიჩნევ ქართულ საზგადოებაში "კონფედერაციული სახელმწიფოს "სანაცვლოდ" სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების" თემის ირგვლივ დისკუსიის დაწყებას.. მიმაჩნია, რომ საქართველოს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობის უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების უმთავრეს წინაპირობას დაპირისპირებული მხარეების მშვიდობიანი თანაცხოვრება წარმოადგენს.. აღნიშნულ შესაძლებლობას კი ოფიციალური თბილისის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და საერთო კონფედერაციული სახელმწიფოს ფორმირების საკითხებზე კომპლექსური მოლაპარაკებების დაწყება იძლევა.. დარწმუნებული ვარ "სამხრეთ კავკასიის კონფედერაციული რესპუბლიკა" ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის სტრატეგიული ინტერესების რეალიზების იდეალურთან მიახლოვებულ შესაძლებლობას იძლევა და დარწმუნებული ვარ რომ ამ საკითხზე ქართულ საზოგადოებაში დისკუსიის დაწყება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობაში ანალოგიური პროცესის კატალიზატორი გახდება. ამდენად ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ კონფედერაციისა და მშვიდობიანი თანაცხვორების იდეის ირგვლივ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის გაერთიანება, ოფიციალურ ცხინვალსა და სოხუმს საქართველოს მოსახლეობის ირიბი მხარდაჭერისკენ უბიძგებს, რაც ერთის მხრივ შევარდნაძე/სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის "ტყვეობიდან" საქართველოს გათავისუფლების პროცეს დააჩაქრებს, მეორეს მხრივ კი ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის შერიგების კარგი წინაპირობა გახდება.. რა ტიპის კონფედერაციაზე შეიძლება იყოს საუბარი, სად იქნება კონფედერაციის დედაქალაქი, რა ფუძემდებელ პრინციპებზე შედგება კონფედერაცია და როგორი იქნება "დიდი შერიგების" პროცესი, რათქმაუნდა ცალკე მნიშვნელოვანი დისკუსიის თემაა და იმედია ამ საკითხებსაც ადეკვატური ყურადღება მიექცევა. ჩემის მხრიდან რამდენიმე პოზიციას დავაფიქსირებს რომელთა ირგვლივ მხარეების შეთანხმება სავარაუდოდ "ადვილი" შესაძლებელი იქნება.. 1. ოფიციალრი თბილისი აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამუკიდებლობას. ცხინვალთან და სოხუმთან ფორმდება სამშვიდობო შეთანხმება. მხარეებს შორის იწყება დიპლომატიური ურთიერთბები. 2. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების პარალელურად მხარეები ხელს აწერენ საერთო კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნის შესახებ დეკლარაციას. სამივე მხარე კონსტიტუციაში აფიქსირებს შესაბამის ცვლილებებს. 3. კონფედერაციის სავარაუდო მოდელი - გაერთიანებული სამეფო (დიდი ბრიტანეთი) 4. კონფედერაციის დატოვებაზე ცხადდება მორატორიუმი 15-25 წლის პერიოდით. 5. ოფიციალური თბილისი ხელს აწერს რუსეთის ხელისუფლებასთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების განთავსების შესახებ შეთანხმებას. 6. მხარეები ახორციელებენ საკანონმდებო-კონსტიტუციური ბაზის ურთიერთშეწყობას. 7. კონფედერაციის ხელისუფება შეთანხმებას აფორმებს რუსეთის ფედერაციასთან კონფედერაციის ტერიტორიაზე (სამხრეთ ოსეთი-აფხაზეთი) რუსეთის სამხედრო ბაზების გარკვეული დროით დისლოკაციის შესახებ.. 8. მხარეები ხელს აწერენ დევნილთა დაბრუნების შესახებ შეთანხმებას. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ბრუნდება დევნილი ქართული მოსახლეობა, საქართველოში ბრუნდება 90-წლებში ქვეყნიდან განდევნილი ოსი ეროვნების მოსახლეობა.. დევნილი ოჯახები იღებენ კონპენსაციას მინიმუმ 50 000 ევროს ოდენობით ან ანალოგიური ღირებულების მატერიალურ ქონებას (მიწა, კომერციული ფართი, სხვა.. ) 9. კონფედერაციის სავარაუდო დედაქალაქი -- მცხეთა.. 10. კონფედერაციული სახლემწიფოს სახელი -- "სამხრეთ კავკასიის კონფედერაციული რესპუბლიკა" (საავტორო უფლებები დაცულია ) P.s. იმედს ვიტოვებ, რომ თემის ირგვლივ დისკუსია კონსტრუქციულ ჭრილში წარიმართება და ჩემი ინიციატივა თქვენს მხარდაჭერას ჰპოვებს. მით უფრო, რომ მხოლოდ ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის მშვიდობიანი თანაცხოვრება იძლება ჩვენი ქვეყნების + მომავალში საერთო კონფედერაციული სახელმწიფოს მშვიდობიანი განვითარების რეალურ შესაძლებლობას. მშვიდობიანი განვითარებისა და პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე კი საქართველოს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური მდგომაეგ განიხილებოდა უკვე წლების წინ, არახალიადა 1. აფხაზები და ოსები ამაზე არ მოდიან თეორიულადაც2. დღევანდელი და აგვისტოს ომამდელიც სტატუსკვოდან გამომდინარე შეუსრულებადია - ერთადერთი რისი გამოწვევაც შეიძლება ამ თემის აპელირებით - აფხაზეთის და ოსეთის საერთაშორისო აღიარების დაჩქარების Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
soxumski Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 (edited) მთავარი არ წერია, რას ნიშნავს კონფედერაცია, რა გვექნება საერთო, ჯარი, ვალუტა, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლება,როგორ გადანაწილდება ბიუჯეტი, თორემ შეთანხმებას გინდ კონფედერაცია დაარქვი, გინდ შტატები, მთავარი არსია, ტუკი ჩვენ ვაღიარებთ დამოუკიდებლობას, ე.ი. ისინი სუვერენულები იქნებიან,რა გარანტია გვექნება რომ დევნილებს დააბრუნებენ?რა გარანტია გვაქვს რომ ქართველებს იქ დედიდ იმას არ დაახურებენ, რეალურად კი რა მოხდება, ვაღიარებთ ამ ქვეყნებს,არ მიიღებენ ლტოლვილებს,საქ. აღიარება კი გააპრავებს როგორც ამ ტერიტორიების დამოუკიდებლბოასასევე რუსეთის ბაზების არსებობას, ხოდა ჩვენ დაგვღჩება როგორც ყოველთვის 0000გეთანხმები დამოუკიდებლობის აღიარება წინ უსწრებს კონფედერაციულ შეთანხმებას სხვანაირად შეუძლებელია - კონფედერაციის სუბიექტი სუვერენული სახელმწიფოააი სუვერენულმა სახელმწიფომ კი შეიძლება გადაიფიქროსვთქვათ რაიმე ახალი პროვოკაციის მიზეზით და კარგად მეყოლე Edited September 13, 2010 by soxumski Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 დასუსტებულმა და გაუბედურებულმა საქართველომ არანაირ სტატუსზე არ უნდა დაიწყოს ლაპარაკი, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted September 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 (edited) Siknadmoმთავარი არ წერია, რას ნიშნავს კონფედერაცია, რა გვექნება საერთო,ჯარი, ვალუტა, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლება,როგორ გადანაწილდება ბიუჯეტი,პირიქით კოლეგავ, მთავარი წერია პირველ პოსტში ვგონებ რადგან მთავრია რომ ქართულ საზოგადოებაში "მშვიდობიანი განვითარების-კონფედერაციის სანაცვლოდ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებაზე" დაიწყოს დისკუსია, დეტალებზე კი კონფედერაციის თემაზე მოლაპარაკებებისას ჩამოყალიბდებიან მხარეები.. შენ მიერ დასმულ კითხვებზე კი პასუხი ასეთი შეიძლება იყოს.. საერთო (ფედერალურ იურისდიქციაში) იქნება საგარეო პოლიტიკა, ფინანსური პოლიტიკა და ვალუტა, ფედერალური სამართალდამცავი სტრუქტურები (ფედერალური პლიცია-ფედერალური უშიშროების სამსახური), საერთო იქნება თავდაცვითი პოლიტიკაც, თუმცა სამივე სუბიექტს საკუთარი შეიარარებული ძალები ეყოლება კონფედერაციული არმიის შემადგენლობაში, მმართველობა განხორციელდება ფედერალური ცენტრიდან. ბიუჯეტი იქნება ადგილობრივი და ფედერალური აქ რაიმე განსაკუთრებული არაფერია, აღმასრულებელი და საკანონმდებო ორგანოზებიც რაიმე განსაკუთრებულ მიდგომას არ საჭირეოებენ, იქნება კონფედერაციის ორპალატიანი პარლამენტი და კონფედერაციის აღმასრულებელი ხელისუფლება რომელთა მიერ მიღებული კანონები და გადაწყვეტიებები გავრცელდება კონფედერაციის მთელ ტერიტორიაზე. ადგილობრივ პარლამენტებს კი მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე მოქმნდი კანონების მიღება გაუქმება შეეძლებათ.. მოკლედ გაერთიანებული სამეფოს მაგალითი მეთქი ხომ ვთქვი? ხოდა არა ყველაფერი, მაგრამ ბევრი რამე იქიდან გადმოვა.. ტუკი ჩვენ ვაღიარებთ დამოუკიდებლობას, ე.ი. ისინი სუვერენულები იქნებიან,რათქმაუნდა. კნფედერაცია თანაბარუფლებიანი სუბიექტებისგან შედეგაბა.. კონფედერაციის პოლიტიკური ცენტრი კი კონფედერაციის პოლიტიკური ცენტრი იქნება და არა საქართველოს.. საქართველოს ცენტრად თბილისი დარჩება ალბათ მაშინ როცა კონფედერაციის ცენტრი შესაძლოა მცხეთაში განთავსდეს ან სადმე სხვაგან, ეგ დეტალია.. რა გარანტია გვექნება რომ დევნილებს დააბრუნებენ?რა გარანტია გვაქვს რომ ქართველებს იქ დედიდ იმას არ დაახურებენ,ეს ყველაფერი ჩარჩო შეთახმების ნაწილი იქნება.. ჰაერზე კი არ ხდება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარება.. დევნილების დაბრუნება შესაძლოა უფრო ადრეც დაიწყოს ვიდრე უშუალოდ კონფედერაცია გაფორმდება, სავარაუდოდ ასეც იქნება ამ მიმართულებით თუ წავედით.. უსაფრთხოებას კი ფედერალური პოლიცია დაიცავს რომელიც არც თბილისის დაქვემდებარებაში არ იქნება, არც ცხინვალის და არც სოხუმის.. კონფედერაციის დაქვემდებარებაში იქნება და მიუკერძოებელი ყველგან და ყველა სიტუაციაში.. რეალურად კი რა მოხდება, ვაღიარებთ ამ ქვეყნებს,არ მიიღებენ ლტოლვილებს,საქ. აღიარება კი გააპრავებს როგორც ამ ტერიტორიების დამოუკიდებლბოასასევე რუსეთის ბაზების არსებობას, ხოდა ჩვენ დაგვღჩება როგორც ყოველთვის 0000 ეს არაფერით გამყარებულიუ შიშებია.. არაღიარების პოლიტიკის წარმოების რესურსი საქართველოს არ აქვს, ასე რომ დროა მართლა სერიოზულად დაიწყოს სერიოზული თემების განხილვა.. Edited September 13, 2010 by asds Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted September 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 (edited) soxumskiგეთანხმებიდამოუკიდებლობის აღიარება წინ უსწრებს კონფედერაციულ შეთანხმებას სხვანაირად შეუძლებელია - კონფედერაციის სუბიექტი სუვერენული სახელმწიფოააი სუვერენულმა სახელმწიფომ კი შეიძლება გადაიფიქროსვთქვათ რაიმე ახალი პროვოკაციის მიზეზითდა კარგად მეყოლე რა უნდა გადაიფიქროს? ვინ უნდა გადაიფიქროს? საბავშვო ბაღზე ხომ არ ვსაუბრობთ ბოლო ბოლო? კონფედერაციამდე თუ მივედით გარანტად რუსეთი და ევროკავშირი გამოვლენ როგორც მინიმუმ და ეგენი გადააფიქრებნებენ ვინმეს რამეს? მერეა და კონფედერაცია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობის ინტრესშიც იმდენადვეა რამდენადაც საქართველოს მოსახლეობის, საკუთარი თავის მტრები ხომ არ არიან? სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და თვითგამორკვევის უკეთესი შანსი ვიდრე კონფედერაცია არც ცხინვალს აქვს და არც სოხუმს მამენტ და ეს ერთაგნაც იციან და მეორეგანაც.. თუ თბილისი ადეკვატური იქნება ცხინვალი და სოხუმი მოლაპარაკებებზე წამოვა და კონფედერაციაც შედგება.. დღეს მთავარია საზოგადოებაში დაიწყოს საკითხის განხილვა, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში წლები გვაშორებს კონფედერაციის შექმნას.. რაც ადრე დავიწყებთ მით ადრე დავასრულებთ "დიდი შერიგების" პროცესს.. Siknadmoდასუსტებულმა და გაუბედურებულმა საქართველომ არანაირ სტატუსზე არ უნდა დაიწყოს ლაპარაკი, საქართველო დასუსტებული და გაუბედურებული იქნება ვიდრე მშვიდობიანი განვითარების გზას არ დაადგება. ეს გზა კი კონფედერაციაზე გადის.. Edited September 13, 2010 by asds Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება კონფედერაციული სახელმწიფოს "სანაცვლოდ"ტერიტორია ან არის შენი ან არ არის შენი... არანაირი კონფედერაცია! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted September 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 ვეფხვიტერიტორია ან არის შენი ან არ არის შენი... არანაირი კონფედერაცია! აბა რა? როდემდე უნდა იცხოვროს არაადამიანურ და უპერსპექტივო პირობებში მოსახლეობამ? მერე და ტერიტორიები უკვე დაკარგა ვეფხვო საქართველომ, 2008 წლის 26 აგვისტოს ოფიციალურად, ასე რომ იმ რეალობიდან უნდა გამოვიდეთ რომელშიც ვართ და უნდა ვაღიაროთ რომ საქართველოს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობას შერიგება და მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივა ჭირდება.. ეს არის მთავარი, რადგან ხალხია ქვეყანა და არა ქვეყანა ხალხი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
soxumski Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 soxumski რა უნდა გადაიფიქროს? ვინ უნდა გადაიფიქროს? გარანტად რუსეთი და ევროკავშირი გამოვლენ როგორც მინიმუმ და ეგენი გადააფიქრებნებენ ვინმეს რამეს? რომელი რუსეთი?რუსეთი როგორც ცნობილია ორია ხუმრობის გარეშე კი რუსეთმა უკვე გადაიფიქრა ერთხელ საქართველოს აღიარებული საზღვრები სუვერენულ სუბიქტს აქვს ხელშეკრულებიდან გამოსვლის უფლება და საბაბისთვის არც ახალი პროვოკაციის მოწყობა დაეზარება ვინმეს სურვილი თქვი თორემდა კიდევ..მე 50 000 ევროს რომ მაძლევთ არ მეკითხებით მინდა თუ არა?ახლაც მთავაზობენ მამისეულ სახლში მაგდენს, შემომითვალეს გაგვიფორმეომაგრამ მიუხედავად იმისა რომ უბინაოდ ვარ და 50 ათასი ევრო ჩემთვის წარმოუდგენლად დიდი თანხაა არ ვთანხმდებიბაბუაჩემმა დაიწყო მაგის შენება და მამაჩემმა დაამთავრა მაგათი ჯაფა და ოფლია ყოველ აგურში დაგენაცვლე და ვინ გეკითხებათ თქვენ ჩემს მაგივრად მაგის დათმობასსახელმწიფო გარანტია ჩემი უფლებების, მათ შორის ქონებრივისდა შეიძლება სახელმწიფოს არ ძალუძს მისი დაცვა თუმცა ვალდებულია მაგრამ მისი დათმობა უკვე კონსტიტუციის დარღვევააასეა ეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
soxumski Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 (edited) soxumskiგარანტად რუსეთი და ევროკავშირი გამოვლენ როგორც მინიმუმ და ეგენი გადააფიქრებნებენ ვინმეს რამეს? რომელი რუსეთი?რუსეთი როგორც ცნობილია ორია ხუმრობის გარეშე კი რუსეთმა უკვე გადაიფიქრა ერთხელ საქართველოს აღიარებული საზღვრები სუვერენულ სუბიქტს აქვს ხელშეკრულებიდან გამოსვლის უფლება და საბაბისთვის არც ახალი პროვოკაციის მოწყობა დაეზარება ვინმეს სურვილი თქვი თორემდა კიდევ..მე 50 000 ევროს რომ მაძლევთ არ მეკითხებით მინდა თუ არა?ახლაც მთავაზობენ მამისეულ სახლში მაგდენს, შემომითვალეს გაგვიფორმეომაგრამ მიუხედავად იმისა რომ უბინაოდ ვარ და 50 ათასი ევრო ჩემთვის წარმოუდგენლად დიდი თანხაა არ ვთანხმდებიბაბუაჩემმა დაიწყო მაგის შენება და მამაჩემმა დაამთავრა მაგათი ჯაფა და ოფლია ყოველ აგურში დაგენაცვლე და ვინ გეკითხებათ თქვენ ჩემს მაგივრად მაგის დათმობასსახელმწიფო გარანტია ჩემი უფლებების, მათ შორის ქონებრივისდა შეიძლება სახელმწიფოს არ ძალუძს მისი დაცვა თუმცა ვალდებულია მაგრამ მისი დათმობა უკვე კონსტიტუციის დარღვევააასეა ეს პ.ს. უკაცრავად, შეიძლება არასწორად გავიგე. სახლში მაბრუნებთ და "სვერხუ" მაძლევთ 50 000-ს? ოოო კაია მარა ინტერესთა კონფლიქტი არ დაგავიწყდეთ Edited September 13, 2010 by soxumski Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
proletari Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 Siknadmo პირიქით კოლეგავ, მთავარი წერია პირველ პოსტში ვგონებ რადგან მთავრია რომ ქართულ საზოგადოებაში "მშვიდობიანი განვითარების-კონფედერაციის სანაცვლოდ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებაზე" დაიწყოს დისკუსია, დეტალებზე კი კონფედერაციის თემაზე მოლაპარაკებებისას ჩამოყალიბდებიან მხარეები.. შენ მიერ დასმულ კითხვებზე კი პასუხი ასეთი შეიძლება იყოს.. საერთო (ფედერალურ იურისდიქციაში) იქნება საგარეო პოლიტიკა, ფინანსური პოლიტიკა და ვალუტა, ფედერალური სამართალდამცავი სტრუქტურები (ფედერალური პლიცია-ფედერალური უშიშროების სამსახური), საერთო იქნება თავდაცვითი პოლიტიკაც, თუმცა სამივე სუბიექტს საკუთარი შეიარარებული ძალები ეყოლება კონფედერაციული არმიის შემადგენლობაში, მმართველობა განხორციელდება ფედერალური ცენტრიდან. ბიუჯეტი იქნება ადგილობრივი და ფედერალური აქ რაიმე განსაკუთრებული არაფერია, აღმასრულებელი და საკანონმდებო ორგანოზებიც რაიმე განსაკუთრებულ მიდგომას არ საჭირეოებენ, იქნება კონფედერაციის ორპალატიანი პარლამენტი და კონფედერაციის აღმასრულებელი ხელისუფლება რომელთა მიერ მიღებული კანონები და გადაწყვეტიებები გავრცელდება კონფედერაციის მთელ ტერიტორიაზე. ადგილობრივ პარლამენტებს კი მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე მოქმნდი კანონების მიღება გაუქმება შეეძლებათ.. მოკლედ გაერთიანებული სამეფოს მაგალითი მეთქი ხომ ვთქვი? ხოდა არა ყველაფერი, მაგრამ ბევრი რამე იქიდან გადმოვა.. რათქმაუნდა. კნფედერაცია თანაბარუფლებიანი სუბიექტებისგან შედეგაბა.. კონფედერაციის პოლიტიკური ცენტრი კი კონფედერაციის პოლიტიკური ცენტრი იქნება და არა საქართველოს.. საქართველოს ცენტრად თბილისი დარჩება ალბათ მაშინ როცა კონფედერაციის ცენტრი შესაძლოა მცხეთაში განთავსდეს ან სადმე სხვაგან, ეგ დეტალია.. ეს ყველაფერი ჩარჩო შეთახმების ნაწილი იქნება.. ჰაერზე კი არ ხდება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარება.. დევნილების დაბრუნება შესაძლოა უფრო ადრეც დაიწყოს ვიდრე უშუალოდ კონფედერაცია გაფორმდება, სავარაუდოდ ასეც იქნება ამ მიმართულებით თუ წავედით.. უსაფრთხოებას კი ფედერალური პოლიცია დაიცავს რომელიც არც თბილისის დაქვემდებარებაში არ იქნება, არც ცხინვალის და არც სოხუმის.. კონფედერაციის დაქვემდებარებაში იქნება და მიუკერძოებელი ყველგან და ყველა სიტუაციაში.. ეს არაფერით გამყარებულიუ შიშებია.. არაღიარების პოლიტიკის წარმოების რესურსი საქართველოს არ აქვს, ასე რომ დროა მართლა სერიოზულად დაიწყოს სერიოზული თემების განხილვა.. უკაცრავად და ეს ყველაფერი რითი განსხვადება რუსეთის ზრახვებისგან? და რომ "ვაღიაროთ მათი დამოუკიდებლობა" როგორც ეს ტქვენ გსურთ და მერე მათ განაცხადონ უარი კონფედერაციაზე საუბრისა, მაშინ რა მექანიზმებს ჩარტავთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted September 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 soxumskiბაბუაჩემმა დაიწყო მაგის შენება და მამაჩემმა დაამთავრა მაგათი ჯაფა და ოფლია ყოველ აგურში დაგენაცვლე და ვინ გეკითხებათ თქვენ ჩემს მაგივრად მაგის დათმობასვინ თქვა რომ რამე უნდა დათმო? მე იქ მიწერია რომ ქონებაც დაგიბრუნდებათ და კომპენსაციასაც მიიღებთ მინიმუმ 50 000 ევროს ოდენობით ასე ვთქვათ მორალური ზიანის გამო (მესის რომ თანხა მიზერულია, მაგრამ რეალურად მეტ თანხას საქართველო მომდევნო 100 წელი ვერ გადაიხდის)..თუ რიგი მიზეზების გამო სახლი ან სხვა ქონება აღარ არსებობს მაშინ ამ ქონების საბაზრო ღირებულებაც აგინაზღაურდებათ.. არავინ არაფერს არ თმობს, უფრო პირიქით.. proletari უკაცრავად და ეს ყველაფერი რითი განსხვადება რუსეთის ზრახვებისგან?ახლა რუსეთმა რომ საქართველოს დედაქალაქი თბილისიაო თქვას მე საწინააღმდეგო ვამტკიცო? რაში მადარდებს რუსეთის ზრახვები, იმას ვწერ რასაც საჭიროდ მივიჩნევ.. და რომ "ვაღიაროთ მათი დამოუკიდებლობა" როგორც ეს ტქვენ გსურთ და მერე მათ განაცხადონ უარი კონფედერაციაზე საუბრისა, მაშინ რა მექანიზმებს ჩარტავთ ყველაფერი წერია ზედა პოსტებში, აღიარება და კონფედერაციის შესახებ დოკუმენტაციის ხელოწერა ერთდროულად ხდება.. ანუ ერთი შეთანხება მეორეს აზღვევს, მეორე მესამეს და ასე შემდეგ, ნებისმიერი წინასწარ შეთანმებული პუნქტის დარღვევა მთლიანად შეთანხმების დარღვევა იქნება და შესაბამისად ანულირდება ყველა ხელმოწერილი დოკუმენტი.. იურისტები განმარტავენ ეს როგორ არის შესაძლებელი.. არავინ არაფერზე უარს არ იტყვის თუ სერიოზულად მოვკიდეთ საქმეს ხელი.. გაიგეთ რომ აფხაზეთს და სახმრეთ ოსეთს ისევე ჭირდება მშვიდობიანი განვითAრება როგორც საქართველოს, ამის შანსი კი კონფედერაციაა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
proletari Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 soxumski proletari ახლა რუსეთმა რომ საქართველოს დედაქალაქი თბილისიაო თქვას მე საწინააღმდეგო ვამტკიცო? რაში მადარდებს რუსეთის ზრახვები, იმას ვწერ რასაც საჭიროდ მივიჩნევ.. ყველაფერი წერია ზედა პოსტებში, აღიარება და კონფედერაციის შესახებ დოკუმენტაციის ხელოწერა ერთდროულად ხდება.. ანუ ერთი შეთანხება მეორეს აზღვევს, მეორე მესამეს და ასე შემდეგ, ნებისმიერი წინასწარ შეთანმებული პუნქტის დარღვევა მთლიანად შეთანხმების დარღვევა იქნება და შესაბამისად ანულირდება ყველა ხელმოწერილი დოკუმენტი.. იურისტები განმარტავენ ეს როგორ არის შესაძლებელი.. არავინ არაფერზე უარს არ იტყვის თუ სერიოზულად მოვკიდეთ საქმეს ხელი.. გაიგეთ რომ აფხაზეთს და სახმრეთ ოსეთს ისევე ჭირდება მშვიდობიანი განვითAრება როგორც საქართველოს, ამის შანსი კი კონფედერაციაა.. რაში მადარდებს რუსეთის ზრახვები, იმას ვწერ რასაც საჭიროდ მივიჩნევ გასაგებია, უბრალოდ ემთხვევა თქვენი აზრები ერთმანეთსთქო და მეტი არაფერი იურისტები განმარტავენ ეს როგორ არის შესაძლებელი.. ჯერ განმარტონ და მერე ვისაუბროთ მაშინ..მითუმეტეს როდესაც საქმე რუსეტტან გავქვს, მათ კი ნებისიერი დოკუმენტის ინტერპრეტაცია მათთვის საჭირო ენაზე უპრობლემოდ შეუძლიათ გაიგეთ რომ აფხაზეთს და სახმრეთ ოსეთს ისევე ჭირდება მშვიდობიანი განვითAრება როგორც საქართველოს და რატომ ფიქრობ რომ ვერ გავიგეთ? და რატომ არ შეუძლიათ ეს მშვიდობიანი განვითარება კონფედერაციის გარეშე? ვინ და როგორ უშლიდა მათ ამაში ხელს? ოღონდ რუსულ ზღაპრებს ნუ მოყვებით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted September 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 proletariრატომ არ შეუძლიათ ეს მშვიდობიანი განვითარება კონფედერაციის გარეშე? ვინ და როგორ უშლიდა მათ ამაში ხელს? იმიტომ არ შეუძლიათ რომ როგორც არ უნდა ააფორმონ ან გამოაფორმონ პიარშიკებმა საქართვეო, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი კონფლიქტის ზონებად რჩება და ვიდრე ეს სეა არანაირი სერიოზული ინვესტორი ამ ტერიტორიებით არ დაინტერესდებიან.. პლუს ამას კონფედერაციის პირობებში სახელმწიფოებრიობი რეალურად მაღალი სტატუსი ექნებათ მაშინ როცა დრეს არაღიარებულ რესპუბლიკებს წარმოადგენენ და დიდი ალბათობით გაეროს აღიარებამდე მომდევნო ასი წელი ვერ მივლენ თუ საერთოდ მივლენ.. კოსოვო 40-ზე მეტმა წამყვამა სახემწიფომ აღიარა მაგრამ მაინც არაღიარებულად რჩება, რადგან გაეროს მიერ არ არის აღიარებული და შესაბამისად არც გაეროს წევრია.. მოკლედ ათასი არგუმენტი შემიძლია მოვიყვანო იმისათუ რატომ აწყობს აფხაზეთს და სახრეთ ოსეთს კონფედერაცია და რატომ აწყობს იგივე საქართველოს.. ბოლო ბოლო ხალხი ადამიანურ ცხოვრებას იმსახურებს, ეს ომი და ნგრევა ყელშია ამოსული.. ჯერ განმარტონ და მერე ვისაუბროთ მაშინ..მითუმეტეს როდესაც საქმე რუსეტტან გავქვს, მათ კი ნებისიერი დოკუმენტის ინტერპრეტაცია მათთვის საჭირო ენაზე უპრობლემოდ შეუძლიათთუ კონფედერაციამდე მივედით დამერწუნე ყველაზე პატარა პრობლემა დოკუმეტაციის შემზადება იქნება.. იქამდე მივიდეთ ჯერ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.