Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- სამეგრელო “მხედრიონის” ნაკვალევზე [video]


Recommended Posts

“მხედრიონის” მიერ გადამწვარი, დანგრეული და გაძარცვული სახლები ზუგდიდის რაიონის სოფლებში დღესაც ისე გამოიყურება, როგორც 17 წლის წინ. 1993 წლის 16 ნოემბერს “მხედრიონმა” დარჩელში მხოლოდ ერთ ღამეს 27 საცხოვრებელი სახლი ჯერ გაძარცვა, შემდეგ კი გადაბუგა.

გაზიარება

[ნანა ფაჟავა, presa.ge. 12:51 03-09-2010]

http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TI2gPbva7dI/AAAAAAAAEB4/-eUwYfB_oMU/s200/6295_1031958979096_1829046399_69152_1948993_n.jpgყუმბარმტყორცნის ნაკვალევი ამ სახლებს დღესაც ამჩნევია. ტრაგედიიდან ერთი დღის შემდეგ გადაღებული თითქმის ერთსაათიანი ვიდეომასალა “პრესა.გე”-ს დარჩელელებმა ცოტა ხნის წინ მიაწოდეს.

თუ რა ხდებოდა 17 ნოემბერს სამეგრელოს ამ სოფელში შეგიძლიათ ვიდეოკადრების მოკლე ვერსიაში ნახოთ, რომელიც მედიაში პირველად და ექსკლუზიურად ვრცელდება. მეორე ნაწილში კი იმ დაზარალებულებს მოუსმენთ, რომლებიც “მხედრიონის” მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ხელისუფლებისგან ორი ათეული წლის შემდეგაც უშედეგოდ ელიან.

დარჩელთან ერთად, ახალკახათში, განმუხურში, ხურჩასა და ცაიშში, სახელმწიფომ 1994 წელს დაზარალებულად 113 ოჯახი სცნო და ზიანის ოდენობა 2 347 810 ლარით განსაზღვრა, აქედან 1 128 629 ლარი დამწვარი სახლების აღდგენას უნდა მოხმარებოდა. 1995 წლიდა ხელისუფლებამ საკომპენსაციო თანხის გაცემა ეტაპობრივად დაიწყო, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში სხვადასხვა ფორმულირებები გაჩნდა.

დაზარალებულ მოსახლეობაზე თანხები ზოგჯერ ერთდროული დახმარების სახით, ზოგჯერ კი როგორც დანგრეული სახლების აღდგენისათვის გამოყოფილი კომპენსაციით გაიცემოდა. სხვა დანარჩენი 2005 წელს ბიუჯეტის შესახებ კანონში “საომარი მოქმედებებისა და სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად გამოყოფილი თანხით” შეიცვალა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე 129 800 ლარი ჩაირიცხა.

დარჩელის მოსახლეობა მაშინ რაიონის გამგეობის შეცდომაზე მიუთითებდა, რომელმაც საკომპენსაციო თანხა არასწორად, სახლდამწვარ ოჯახებზე ზიანის ანაზღაურების ნაცვლად ქონებრივად დაზარალებულებზეც გაანაწილა. როგორც დარჩელელები აღნიშნავენ, მუნიციპალიტეტის ამ გადაწყვეტილებას მაშინ 12 000 ლარის არამიზნობრივი გახარჯვა მოჰყვა.

თანხა, რომელიც დაზარალებულებისათვის საქართველოს მთავრობამ 2007 წლის 20 ივნისის N315 განკარგულებითუკანასკნელად გამოყო, 309 800 ლარია. როგორც რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დარეჯან გაბედავა აცხადებდა, ამ თანხით სახელმწიფომ დამწვარი და დაზიანებული სახლების ზარალის ოდენობად აღიარებული 1 130 600 ლარი საბოლოოდ დაფარა, რომ ქონებრივი ზიანის ანაზრაურებას ფინანსთა სამინისტროსგან აუცილებლად მოითხოვდნენ.

ამ ვითარებით უკმაყოფილო მოსახლეობამ 2007 წლის შემოდგომაზე რაიონის გამგეობასთან საპროტესტო აქციაც გამართა, მაგრამ უშედეგოდ. მოსახლეობა ეჭვს გამოთქვამდა, რომ ქონებრივი ზიანის ასანაზღაურებლად დარჩენილი 1 219 000 ლარის დაფარვას ხელისუფლება არ აპირებდა. იმავე პერიოდში “პრესა.გე”-ს ჟურნალისტმა რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრე ქობალიას მიერ ფინანსთა სამინისტროს მისამართით 2006 წლის 20 აპრილს გაგზავნილი სარეკომენდაციო წერილისა და ე.წ. დამატებითი სიის ასლი მოიპოვა.

ქობალია მაშინდელ ფინანსთა მინისტრს, ლექსო ალექსიშვილს თხოვნით მიმართავს, რომ დაზარალებული ოჯახებისათვის ზარალის ანაზღაურების მიზნით ასიგნების გამოყოფისას გაითვალისწინოს დამატებით სიაში შეყვანილ მოქალაქეთა ზარალის ანაზღაურებისათვის საჭირო თანხა, რომელიც360 564 ლარს შეადგენს.

35-კაციანი სიის ჩამონათვალში გამგებლის მამის, აწგარდაცვლილი პარლამენტარის გრიგოლ ქობალიას სახელიც ფიგურირებდა, რომლის საკომპენსაციო თანხის ოდენობა 38 241 ლარით იყო განსაზღვრული. როგორც გაირკვა, რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ალექსანდრე ქობალიამ სიაში შეყვანის შესახებ, როგორც სხვა “დაზარალებულებს”, საკუთარ მამასაც არ აცნობა, ყოველშემთხვევაში გრიგოლ ქობალია თავს დაზარალებულად არ ცნობდა და არც დამატებითი სიის შესახებ ფლობდა ინფორმაციას.

დაზარალებულად ცნობის, მითუმეტეს 23 755 ლარის გამოყოფის შესახებ უცნობი იყო ზინობია აბსანძის ოჯახის წევრებისთვის, რომლებსაც გამგეობისათვის წერილით არასოდეს მიუმართავთ. სიაში სეყვანა მოულოდნელობა იყო ზუგდიდში ცნობილი კარდიოლოგის, გურამ კვარაცხელიას ოჯახისთვისაც, რომლის ქონებრივი ზიანი თურმე 5 282 ლარად შეფასდა.

სოფელ დარჩელის დაზარალებული მოსახლეობისათვის უცნობია დააკმაყოფილა თუ არა ფინანსთა სამინისტრომ რაიონის გამგებლის რეკომენდაცია, მაგრამ ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ 309 800 ლარს ქობალია დამატებით სიაში შეყვანილ პირებზე აუცილებლად გადაანაწილებდა. უარეს შემთხვევაში კი, იმის გათვალისწინებით, რომ სიაში არსებობა ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო, ქობალიები თანხებს უკანონოდ მიითვისებდნენ.

დაზარალებულებისთვის დღესაც გაუგებარია, თუ რატომ არ ასრულებს სახელმწიფო აღებულ ვალდებულებას და რატომ ამბობს უარს ქონებრივი ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც 1 200 000-ლარამდეა. ერთ-ერთი მათგანი, ვალერი კუკავა ამბობს, რომ ამ საკითხის გარკვევის მიზნით არაერთ სახელმწიფო ინსტანციას მიმართეს, მაგრამ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებაზე უარი მიიღეს.

ვალერი კუკავა: “სახელმწიფომ ავად თუ კარგად სახლდამწვარ ოჯახებზე გამოყოფილი საკომპენსაციო თანხა 2007 წელს დაფარა, მაგრამ ქონებრივ ზიანს აღარ გვინაზღაურებს. მათი პოზიცია ძალიან ბუნდოვანია. ამ მთავრობის ხელში რამის მიღწევა შეუძლებელია, შუა გზაში მიგვაგდეს”.

ვენგერი აბსანძე: “სახლების ღირებულება ხელისუფლებამ ნაკუწ-ნაკუწ ისე აგვინაზღაურა, რომ სახლების აღდგენა ვერ მოვახერხეთ. 16 წლის განმავლობაში ვალუტის კურსი მუდმივად იცვლებოდა, შესაბამისად სამშენებლო მასალის ყიდვას მეტი თანხა სჭირდებოდა, “მხედრიონის” შემოსევისას განცდილმა სტრესმა თავისი ქნა და ფული ჩვენი ოჯახების ჯანმრთელობასაც მოხმარდა.

დოდო გუგეშაშვლი, რომელიც ამ უბედურებაც წინ მოუძღოდა, ჩადენილი დანაშაულისთვის კი იხდიდა ცოტა ხანი სასჯელს, მაგრამ ახლახან ტელევიზიით თავი ლამის გმირად წარმოგვიდგინა, ძალიან გვეწყინა ეს. კი, ბევრმა “მხედრიონელმა” მოინანია დანაშაული, მაგრამ ჩვენ რა გვეშველება, მაგათი მონანიება ჩვენ რას გვიშველის?!”

დაზარალებულ მოსახლეობაზე ქონებრივი ზიანის ანაზრაურებასთან დაკავშირებით საკითხის გარკვევას “პრესა.გე” რაიონის გამგებლის მოადგილესთან, დარეჯან გაბედავასთან შეეცადა, რომელიც შესაბამის კომისიას ხელმძღვანელობს, მაგრამ იგი ანსამბლ “ოდოიასთან” ერთად უცხოეთში სამომოგზაურობაში აღმოჩნდა.

ამ თემის შესახებ საუბარი არ ისურვა ქობალიას ერთ-ერთმა მოადგილე თენგიზ შანავამაც, რომელმაც კვლავ გაბედავასთან გადაგვამისამართა. თავად გამგებელი ქობალია კი სატელეფონო ზარებს ჩვეულებისამებრ არ პასუხობდა...

<div style="text-align: center;">

 

<p class="MsoNormal" style="text-align: left;"><span style="" lang="EN-US">

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...