planetanews Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 http://a.pix.ge/f/6ra6w.jpg გუშინ ბირმინგემმა ლივერპულს საკუთარ სტადიონზე უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. თამაშის დასრულების შემდეგ, ლივერპულის ამჟამინდელმა მწვრთნელმა, როი ჰოჯსონმა კომენტარი გააკეთა. “– მოწინააღმდეგე კარგად იცავდა თავს. არტყავდა კარში, მაგრამ პეპე რეინა მოქმედებდა შესანიშნავად. უნდა აღინიშნოს ამ ადამიანის კარგი თამაში. მე ამ გუნდში მოვედი ჩემი მიზნებით, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავ. ბევრს უჩნდება კითხვა: შესძლებს კი ლივერპული ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრას? მე ამ კითხვაზე ყოველთვის ერთნაირი პასუხი მაქვს. მინდა ყველა გაიგოს და დაიმახსოვროს – დიახ, ჩვენ შევძლებთ ამას! ისიც კარგად ვიცი, რომ ყოველი თამაშის შემდეგ ყველა აკვირდება პრემიერლიგის ცხრილს და წინასწარ დასკვნებს აკეთებს, თუ რომელი გუნდი მოხვდება იმ საუკთესო top 4 – ში. ფერნანდო ტორესმა გუშინ რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა. ის ცდილობს მაქსიმალურად გამოადგეს ნაკრებს. გუნდის სტადიონზე გაყვანისას, არ ვცდილობ, ფერნანდო ტორესზე გავაკეთო სრული მობილიზაცია და მასზე წარვმართო მთელი თამაში. ვინაიდან ვიცი, თუ როგორ უჭირს ახლა მას. ვფიქრობ, კონჩესკიმ კარგი სტარტი აიღო. გუშინდელ მატჩში ხარისხიანად თამაშობდა 78– ე წუთამდე. რაც შეეხება აგერს, ვფიქრობ, პაული და დანიელი ერთმანეთს კარგად შეეწყობიან.” წყარო: liverpoolfc.tv View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts