Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

დარჩეს ახლანდელი ჰიმნიც და დროშაც

სულ რო ნაგავი იყოს სააკაშვილი იმდენი მაინც იჩალიჩა რომ ჰიმნი ყველას ცოდნოდა

აბა ძველი ვინ იცოდა

საქართველოს მაჩზე რო წავედი ადრე იქ იყო ბროშურები სადაც ეგ ჰიმნი ეწერა და ტექსტი არასწორი იყო :)

დროშაც ძალიან მომწონს ეს ახალი დროშა ხუთჯვრიანი

უბრალოდ შესანიშნავია

ძველი დროშა ზვიად გამსახურდიას მაგონებს...

 

გეთანხმები ყველაფერში..

 

ძველი ჰიმნის ტექსტი არც ვიცოდი და არც მაინტერესებდა. მიშამ კი იმდენი მაინც მოახერხა რომ დიდსა თუ პატარას ასწავლა და მართლა არ მინდა რომ შეცვალონ. საპროტესტო აქციაზე პირველი მე გავალ ვინმე თუ შეეხება ჩემს ჰიმნს :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 72
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

რათქმაუნდა ახალანდელი უნდა დარჩეს.

 

ბოლოსდაბოლოს სახელმწიფოს სიმბლოლიკისადმი პატივისცემა უნდა ვისწავლოთ.

თან ძალიან ლამაზი დროშა გვაქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა ფიო ძველი არ იყო ლამაზი არა

 

ძველი დროშა უფრო ცუდ ხასიათზე დაგაყენებდა ვიდრე კარგზე ეს ახალი კიდე მე კარგზე მაყენებს.

 

 

ჰიმნს რაც შეეხება მეც პოპ მუსიკას მაგონებს და ძველი აი ძალიან რაგაცაირი იყო, მაგრამ ახალი რომ შეასრულოს ოპერის მომღEრალმა მე იგივე შტაბეჭდილება მექნმენბა რაც ძველი ჰიმნის მოსმენის დროს მქონდა.

 

 

 

ამ ყყველაფრის მიუხედავად არც ერთი კაი 50 წელი მაინც არ უნდა შეიცვალოს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დროშა კარგია საკმაოდ იმას ჯობია ჩემი აზრით.

Hიმნზე რა მოგახსენოთ აბა?!

სააკაშვილი რომ წავა არ უნდა შეიცვალოს დროშა, ნასკი კი არაა ყოველ წამს იცვლებოდეს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომელი გირჩევნიათ, ახალი თუ ძველი?

 

მე ვფიქრობ, რომ ძველი სჯობდა!

 

ყოველ შემთხვევაში ჰიმნი მაინც!

 

პრეზიდენტის შეცვლა არ უნდა ნიშნავდეს ჰიმნისა და დროშის შეცვლას!

 

ასე მიშა რომ წავა, რა დროშა და ჰიმნი ისევ უნდა შეიცვალოს?

რავი მე ახალი მომწონს დროშაც და ჰიმნიც ნორმალურია სულ რო არაფერი ვთქვა ზეპირად მაინც ვიცი (ძველი კი ქართველების 5% კი არ იცოდა)

 

რათქმაუნდა რამდენჯერ მთავრობა და ხელისუფლება შეიცვლება იმდენჯერ დროშა და ჰიმნი არ უნდა შეიცვალოს თორე ეგრე თუა ყოველ 5 წელიწადში მოგვიწევს ცვლა :D ამ ჩვენი თავების გადამკიდეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...
გამარჯობა! საინტერესო თემაა ხშირად მიფიქრია ამ საკითხზე. ჩემი აზრით ძველი დროშა და ჰიმნი არ უნდა შეცვლილიყო. მართლა ეროვნული დროშა იყო! მის ისტორიასაც შეგახსენებთ. ეს სამფეროვანი დროშა საქართველოს სამფეროვანი დროშა 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობის მიერ იქნა მიღებული. 1921 წელს, წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდგომ, საბჭოთა მთავრობამ გააუქმა სამფეროვანი დროშა და მხოლოდ 1990 წლის 14 ნოემბერს ზვიად გამსახურდიას ინიციატივით აღადგინეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით. საქართველოს დამოუკიდებლობის დროშის ფერები არის სიმბოლო: თეთრი - ცა, შავი - მიწა, შინდისფერი - სისხლი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამარჯობა! საინტერესო თემაა ხშირად მიფიქრია ამ საკითხზე. ჩემი აზრით ძველი დროშა და ჰიმნი არ უნდა შეცვლილიყო. მართლა ეროვნული დროშა იყო! მის ისტორიასაც შეგახსენებთ. ეს სამფეროვანი დროშა საქართველოს სამფეროვანი დროშა 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობის მიერ იქნა მიღებული. 1921 წელს, წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდგომ, საბჭოთა მთავრობამ გააუქმა სამფეროვანი დროშა და მხოლოდ 1990 წლის 14 ნოემბერს ზვიად გამსახურდიას ინიციატივით აღადგინეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით. საქართველოს დამოუკიდებლობის დროშის ფერები არის სიმბოლო: თეთრი - ცა, შავი - მიწა, შინდისფერი - სისხლი.

გეთანხმები ყველაფერში და ჰიმნზე რა აზრის ხარ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მგონია რომ დროშაც და ჰიმნიც მშვენიერი გვაქვს და გერბიც, მაგრამ რამდენი მთავრობა შეიცვლება იმდენჯერ კი არ უნდა ვცვალოთ, ის დროშა მაგარი პახარონი პონტი იყო რავი მე მასე მგონია
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძველი ჰიმნი მე ძალიან მომწონს, მაგრამ ახალსაც არაუშავს. თუ ძველი დროშა დაბრუნდება, მაშინ ძველი ჰიმნიც უნდა აღდგეს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ თემაზე სერიოზული დისკუსიები უნდა დაიწყოს საზოგადოებაში და ისე გადაწყდეს რა როგორ ჯობია.

 

ახალი დროშა რომ არაფრით ქართული არ არის ეს ფაქტია და ამაზე კამათს არ დავიწყებ. ძველი დროშაც არ გადმოსცემდა საქართველოს რაობას ალბათ...

 

შესაძლოა სხვა დროშა მივიღოთ რომელიც საქართველოს განასახიერებს და არა რომელიმე ეპოქას ან რომელიმე პარტიას...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძველ ჰიმნზე დღემდე მაჟრიალებს და სხვა ჰიმნი ჩემთვის არც არსებობს! :ravic:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...