newstudio Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 (edited) ამერიკული პენ-კლუბის მიმართვაby საქართველოს პენ - კლუბი on Friday, September 10, 2010 at 12:05pm საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბატონ პრეზიდენტს ბატონ გენერალურ პროკურორს ბატონ სახალხო დამცველს თქვენო აღმატებულებავ ჩვენ გწერთ ამერიკის შეერთებული შტატების პენ კლუბის 3 500 წევრის სახელით. ეს არის საერთაშორისო პენ კლუბის ყველაზე მრავალრიცხოვანი ორგანიზაცია. ჩვენი შეშფოთება გამოიწვია ცნობამ რომ ჩვენი 3 კოლეგა ქართული პენ ცენტრიდან დაკავაბულ და გასამართლებულ იქნა სრულიად უსაფუძვლო 'ბოროტი დაუმორჩილებლობის" ბრალდებით და მათ შორის როგორც მინიმუმ ერთმა დაკარგა სამსახური მისი არაძალადობრივი ქმედებების გამო. როგორც ჩვენ ვიცით, 2010 წლის 14 აგვისტოს პოეტებმა შოთა გაგარინმა, ალექს ჩიღვინაძემ და ირაკლი კაკაბაძემ მოაწყვეს აქცია ჯორჯ ბუშის სახელად წოდებული ქუჩისათვის ამერიკელი პოეტის უოლტ უიტმენის სახელის დარქმევის მიზნით. ამ აქციის დროს პოეტები კითხულობდნენ უოლტ უიტმენის ლექსებს და ხატავდნენ ჯორჯ ბუშის პლაკატს. ამ პროტესტის გამოხატვასთან დაკავშირებით სამივე მათგანი დაპატიმრებულ იქნა. მათი დაპატიმრების ვიდეოჩანაწერი ნათლად აჩვენებს რომ ამ დროს მათ არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ პოლიციისათვის და ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩაბარდნენ საკუთარი სურვილით და ყოველგვარი ინციდენტის გარეშე. მაგრამ მიუხედავად ამისა, სხვადასხვა წყაროების ცნობებზე და მათს შორის საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩვენ ვიგებთ რომ მათ მთელი ღამე პატიმრობაში გაატარებინეს და ისინი გახდნენ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ადრესატები და ბოლოს მათ მიუსაჯეს ჯარიმის გადახდა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 173 მუხლის 'პოლიციისათვის ბოროტი დაუმორჩილებლობის გაწევის' ბრალდებით. ჩვენ ვიცით რომ მათ გაასაჩივრეს ეს გადაწყვეტილება მაგრამ აქამდე არ გაგვიგია თუ ამ საჩივარს რაიმე რეაგირება მოჰყვა. ჩვენ შეწუხელბულნი ვართ ჩვენი კოლეგების გადამეტებული პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების ფაქტთან დაკავშირებით. ამ ადამიანებს ჩვენ ვიცნობთ როგორც აქტივისტებს,რომელნიც სამოქალაქო დაუმორჩილებლობის არაძალადობრივ ფორმებს იყენებდნენ იმისათვის რომ სოციალური და პოლიტიკური პრობლემები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექციათ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმა ფაქტით, რომ მათზე ძალა გამოიყენეს პატიმრობაში ყოფნისას. ჩვენ აგრეთვე უაღრესად შეწუხებულნი ვართ იმ ფაქტით რომ მათი სასამართლო პროცესი დახურული იყო, სასამართლოზე და განაჩენში აღინიშნებოდა მრავალი წესის დარღვევა, იმის ჩათვლით რომ მოსამართლემ უარი თქვა ვიდეოფირის მტკიცებულების სახით ჩვენებაზე. ამ ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს რომ არავითარ წინააღმდეგობას მათი დაპატიმრების დროს ადგილი არ ჰქონია. და ბოლოს, ჩვენ აღშფოთებულნი ვართ იმ ფაქტის გამო რომ პოეტი შოთა გაგარინი (მისი ფსევდონიმი) დათხოვილ იქნა მისი სამუშაო ადგილიდან, ჟურნალ 'ტაბულადან', სადაც იგი ტექსტების რედაქტირებას ეწეოდა მისი უკანონო დაპატიმრებისა და განაჩენის შემდეგ. როგორც ჩვენ ვიცით მან საკუტარი სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ინფორმაცია მიიღო ფეისბუქის სოციალურ გვერდზე მისი უფროსის განცხადებიდან. ეს ინფორმაცია, ჩვენი კოლეგების ფიზიკურ შეურაცხყოფასთან ერთად მეტად შემაშფოთებელია და სერიოზულ ეჭვებს აღძრავს საქართველოში სიტყვის თავისუფლების ხარისხის შესახებ. აქედან გამომდინარე ჩვენ გთხოვთ რომ პერსონალურად გადახედოთ ჩვენი კოლეგების შოთა გაგარინის, ალექს ჩიღვინაძის და ირაკლი კაკაბაძის დაპატიმრებისა და განაჩენის სამართლიანობის საქმეს და უზრუნველყოთ ის რომ მათ შეძლონ ამ განაჩენის სამართლიანად გასაჩივრება საზოგადოებისათვის ღია პროცესზე. თქვენი ასეთი საქციელი საქართველოს მოქალაქეებისა და მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე კარგი მტკიცებულება იქნება იმისა რომ საქართველოს ხელისუფლება იცავს ძირეულ ადამიანის უფლებებს სამართლიანი სასამართლო პროცესისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. გულწრფელად, კვამე ანტონი აპრაია, ამერიკის პენკლუბის პრეზიდენტი ლარი სიმსი, წერის თავისუფლებისა და საერთაშორისო პროგრამების დირექტორი რასსელ ბენქსი - ამერიკელი მწერალი არიელ დორფმანი - ჩილელ-ამერიკელი დრამატურგი http://www.facebook.com/note.php?note_id=152924268070705&id=145091645521205 Edited September 13, 2010 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 (edited) და ბოლოს, ჩვენ აღშფოთებულნი ვართ იმ ფაქტის გამო რომ პოეტი შოთა გაგარინი (მისი ფსევდონიმი) დათხოვილ იქნა მისი სამუშაო ადგილიდან, ჟურნალ 'ტაბულადან',ტაბულა ლიბერასტების ჟურნალია და ლიბერალები ადამიანს სამუშაოდან ითხოვენ სამოქალაქო პოზიციის გამო სწორად ამ ჟურნალის თანამშრომლები ეწევიან აქტიურ ანტისაპატრიარქო პროპგანდას-არადემოკრატიულები არიანო ხელისუფლების შნირი ლიბერასტი რომ დაგიწყებსპროგრესსაა და დემოკრატიაზე საუბარსს.. და კიდევ რეფორმების აუცილებლობაზე ეკლესიაში Edited September 13, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 და ბოლოს, ჩვენ აღშფოთებულნი ვართაჰა, ეგ არ დავიწყნიათ რაც მთავარია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 დასკვნა, ჯერ პატრონი უნდა იპოვო და მერე აპროტესტო, პენ კლუბი არ აროს ცუდი ქომაგი...ტაბულა ბენდუქიძის არ არის? ხმ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 შოთა გაგარინმა კაცო, მაგას ხომ იური ერქვა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.