Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) როი: “რეინა ქების ღირსია!”


Recommended Posts

http://a.pix.ge/u/vh4ll.jpgროი ჰოჯსონმა შეაქო პეპე რეინა და მადლობა გადაუხადა მას, რადგან მან ლივერპულს 1 ქულა მოაპოვებინა, მისი 5 სეივით კი მოხიბლული დარჩა…

“მე იმედგაცრუებული ვიქნებოდი, რომ წაგვეგო ეს თამაში, მაგრამ რეინას დახმარებით ჩვენ 1 ქულა ავიღეთ.” – განუცხადა როიმ პრესას.

 

“ბირმინგემი პირველ ნახევარში ძალიან კარგად თამაშობდა, მაგრამ პეპემ 2 ურთულესი ბურთის მოგერიება შეძლო, ეს იყო მართლაც 2 ექსტრემალური სეივი. მე მეგონა, რომ თავიდან თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა დაგვჩაგრეს და ბურთს აკონტროლებდნენ. ისინი არ უშვებდნენ შეცდომებს, ადვილად ამოჰქონდათ ბურთი ჩვენს საჯარიმომდე, სადაც ჩვენს უკანა ოთხეულს და მეკარეს დიდი პრობლემები ექმნებოდათ.”

 

“თამაშის მიწურულს, ჩვენ უფრო კომფორტულად ვგრძნობდით თავს და დავიწყეთ მომენტების შექმნაც, მაგრამ ამაოდ. ჩვენ უნდა ვიყოთ კმაყოფილები იმით, რომ არ დავმარცხდით, რადგან “ბირმინგემს” საკუთარ მოედანზე ნებისმიერი გუნდის დამწუხრება შეუძლია.”

 

“პრესაში დადის ბევრი ჭორი, რომ ვერ შევძლებთ პრემიერ ლიგის მოგებას, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ არასდროს ვისახავ მიზნებს, ჩემი მიზანია მოვამზადო გუნდი თითოეული თამაშისთვის და მივიყვანო ბიჭები ფინალურ სტადიამდე!!! მერწმუნეთ, ჩვენ გვაქვს შანსი და ძალა, რათა მოვიგოთ ტიტულები.”

 

იმფორმაციის წყარო : liverpoolfc.tv

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...