Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველო: სააკაშვილი აღთქმას დებს, რომ ინგლისურად მოლაპარაკე ქვეყანას შექმნის


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png

 

მოლი კორსო

 

საქართველოში სასწავლო წელი იწყება და საქართველოს პოლიგლოტი პრეზიდენტი ნაძლევს დებს, რომ  წარმოშობით ათას ინგლისურენოვანს შეუძლია დაიწყოს ამბიციური ახალი პოლიტიკა და საქართველოში ინგლისური მეორე ენად აქციოს.

 

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ქართულის გარდა ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და უკრაინულ ენებზე ლაპარაკობს, ამას წინათ პირობა დადო, რომ საქართველოს საჯარო სკოლების 597,800-ვე მოსწავლე 2014 წლისათვის ინგლისურად ისე ილაპარაკებს, როგორც თავის მეორე ენაზე.

 

პროგრამა „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“, რომელსაც საქართველოს განათლების სამინისტრო ახორციელებს, ამ თარიღისთვის 10,000 ინგლსურენოვან მოხალისეს მთელი ქვეყნის სკოლებისთვის  ეძებს და  აქედან 1,000 საჯარო სკოლებში 2011 წლისთვის უნდა მივიდეს.

 

დღეისთვის 205 ასეთი პირი, ძირითადად აშშ-დან, უკვე ჩამოვიდა 15 სექტემბრისათვის – ამ დროს იწყება სასწავლო წელი საქართველოში. განათლების სამინისტროს პროგნოზით, 2010 წლის ბოლოსთვის პროგრამაში კიდევ  დაახლოებით 300 ასეთი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

 

არასდროს ღირს იმ იდეის დამცირება, რომელიც საქართველოს მსოფლიოსთვის ღია ქვეყნად წარადგენს და სააკაშვილმა კამპანია ასე დაახასიათა: „უდიდესი წვლილი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“ და „და უდიდესი გარღვევა პოსტ-საბჭოთა სივრცეში“.

 

ამ ჰიპერბოლას ნაწილობრივ ის ხსნის, რომ საქართველოს დიდი ხნის მიზანია გაემიჯნოს თავის საბჭოთა წარსულს და ისე იყოს მიღებული, როგორც ევროპული ქვეყანა დასავლური ღირებულებებით.

 

მაგრამ პროგრამა ამავე დროს თაობათა ცვლასაც ირეკლავს – სააკაშვილის თანატოლი ქართველები (42) და უფრო ახალგაზრდებიც, ინგლისურს რუსულზე მეტად მიიჩნევენ წარმატების საწინდრად, რაც ინგლისურს მოდურ უცხო ენად აქცევს.  რუსულის ცოდნა არაა პრესტიჟული  და ნაკლები ეკონომიკური წონაც აქვს.

 

მაგრამ პრობლემა ისაა, რომ  ყველა ახალგაზრდა ქართველისთვის  წარმატებისკენ მიმავალი ეს ლინგვისტური საგზური, თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს.

 

სოფლის სკოლები პროგრამის მთავარი სამიზნეა, ამას მოყვება თბილისის სკოლები, სადაც ინგლისური ენის სწავლება უფრო მეტადაა ხელმისაწვდომი.

 

მაგრამ ზოგიერთი ოპონენტის აზრით, სააკაშვილი ცდილობს განათლება თბილისსა და მოსკოვს შორის ახალ ბრძოლის ველად აქციოს. ერთი მასწავლებელი გურიიდან, სოფელ სუფსიდან,  სევდიანად ამბობდა, რომ ბავშვები მას მერე რაც რუსულ-ქართული ურთიერთობები გაფუჭდა, რუსული ენის სიძულვილით „მოწამლეს“.

 

თუმცა მაია სიფრაშვილი – ლი განათლების მინისტრის დიმიტრი შასკინის მრჩეველი და პროგრამის ორგანიზატორი, არ ეთანხემბა ამას და ამბობს, რომ პროგრამის მიზნები საგანმანათლებლოა და არა პოლიტიკური.

 

„არ ვიტყოდი, რომ ეს პროგრამა პოლიტიკურია, მას სუფთა საგანმანათლებლო მიზნები აქვს“ – აცხადებს სიფრაშვილი-ლი. რუსული, გერმანულთან და ფრანგულთან ერთად ქართული საგანმანათლებლო სისტემის ნაწილად რჩება“ – დასძინა მან.

 

არსებობს სხვა გეგმაც, რომლის მიხედვით კიდევ უფრო მეტი ენაც კი შევა ეროვნულ კურიკულუმში, მათ შორის: იტალიური, ესპანური და თურქული.

 

„ადამიანი ხულოში (სოფელი დასავლეთ საქართველოში) და ადამიანი სვანეთში, რომელიც ძალიან ნიჭიერი ბავშვია, მაგრამ მის მშობლებს არა აქვთ ფული, რომ გააგზავნონ უცხოეთში და 21-ე საუკუნე აჩვენონ – აი ამას აკეთებს მთავრობა“ – აზუსტებს სიფრაშვილი-ლიი.

 

ისევე, როგორც აშშ-ს სამშვიდობო კორპუსისა და იაპონურის სწავლებისა და გაცვლის პროგრამები, რომელთა მიხედვითაც შეიქმნა ქართული პროგრამაც, ისიც არ მოითხოვს მასწავლებლად მუშაობის გამოცდილებას.

 

სამაგიეროდ მონაწილეები გადიან ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი რვადღიანი სწრაფ კურსებს და სასწავლო მეთოდოლოგიას. იმაზე, თუ როგორ გამოიყენებენ მოხალისეებს ინგლისური ენის შესწავლისას მონაწილე სკოლები არიან პასუხისმგებელნი, დასძენს სიფრაშვილი-ლი.

 

მოხალისეები უფასოდ მგზავრობენ,  იღებენ 500 ლარიან ყოველთვიურ სტიპენდიას და უზრუნველყოფილნი არიან უფასო ბინით მასპინძელ ოჯახებში.

 

არსებობს კიდევ 1000 ლარიანი მასტიმულირებელი პროგრამა,   მეგობრებისა და მხარდამჭერთა მოძიებისთვის, მაგრამ, როგორც სიფრაშვილი ამბობს, ჯერ არც ერთი ბონუსი არ გაცემულა.

 

მაგრამ ზოგიერთმა მონაწილემ, რომელიც აღაფრთოვანა საზღავრგარეთ მოგზაურობის შანსმა, მაინც გამოთქვა შეშფოთება იმაზე, რასაც თავად ორგანიზებისა და წვრთნის დეფიციტს უწოდებენ.

 

დენიელ კელვი, 23 წლის ილინოისელი მოხალისე, რომელიც შავი ზღვის მახლობლად, სოფელ ხელვაჩაურში დაასახლეს ამბობს, რომ მისმა სკოლამ სასწავლო წლის გეგმებზე მოკლე პასუხები გასცა.

 

„მე ჯერ კიდევ ველოდები ჩემი გაკვეთილების გეგმას“ – ამბობს კელვი და დასძინეს, რომ ნაციონალური პროგრამის შემადგენლობა უფრო ყურადღებით ეკიდებოდა შეკითხვებს.

 

სხვა მოხალისეების მიერ ბლოგზე გაკეთებული ჩანაწერები კელვის კომენტარს იმეორებენ.

 

 

 

 

მოხალისე ფოთიდან, რომელიც Dream Weaver-ის ფსევდონიმით აქვეყნებს პოსტებს, სწუხდა,რომ ის „ფრუსტრირებული და უკმაყოფილოა“ მისი სკოლის  ხელმძღვანელისგან მიღებული ინფორმაციის სიმწირით და ეს ხელმძღვანელი ამავე დროს მისი მასპინძელიცაა.

 

„მესმის, რომ ძალიან აღელვებულია ჩემი აქ ყოფნით, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რას ელის ჩემგან“ – წერს ის. „იმდენი კითხვა მავს და იმდენი რამ სათქმელი, მაგრამ… არ შემიძლია. ორივე ინგლისურად ვლაპარაკობთ, მაგრამ კომუნიკაცია არა გვაქვს“.

 

თბილისის სკოლის  დირექტორი, რომლისგანაც ინტერვიუ EurasiaNet.org-მ აიღო,  პროგრამის გამო ენთუზიაზმი გამოხატა, მაგრამ ამტკიცებდა, რომ მისი აღსრულებაა საკვანძო. „ეს დიდებული იდეაა… თუ ის კარგად განხორციელდა საკლასო ოთახში“, განაცხადა თბილისის #1 საჯარო სკოლის დირექტორმა ამირან ჯამაგიძემ.

 

სიფრაშვილი-ლი ამბობს, რომ ის, როგორც კი სასწავლო წელი დაიწყება, ის  მიიღებს ყოველთვიურ ანგარიშებს, როგორც ადგილობრივი სკოლის შემადგენლობისგან, ასევე მოხალისეებისგან, რათა შეაფასოს, თუ როგორ სრულდება ადგილებზე პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან“.

 

წარმატება, აღნიშნა მან, დამოკიდებულია კლასის მიღმა და კლასში ურთიერთქმედებაზე.

 

„მოხალისეები ლაპარაკობენ და აჩვენებენ მთელს გარე სამყაროს“- ამბობს სიფრაშვილი-ლი. „იმ ადამიანებს, რომელთაც არა აქვთ იმის ნახვის შანსი, რაც ქვეყნის მიღმა ხდება, ეს ხალხი მოუყვება ან აჩვენებს… წარმატების ინდიკატორი ის იქნება, თუ რა მოხდება სკოლის შემდეგ“.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...