Jump to content
Planeta.Ge

შეესაბამება თუ არა მართლმადიდემბელი ეკლესიის ბიბლია დედნისეულ ტექსტს?


Recommended Posts

აზრი

სწორედ მაგას გაუბნები მეც. უფრო მეტიც, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, თანამედროვე ქართულ ენაზე, საერთოდ არც კი გააჩნია თავისი ოფიციალური ბიბლიის თარგმანი.

ნუ, მე არ მითხოვია, შენ თავად გსურს რომ მე მოვახდინო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პროპაგანდირება, მადლობთ :)

სხვათა შორის ისეტი მცირერიცხოვანი და მრავლტანული ერისთვის როგორიც ჩვენ ვართ ქართველები

ბიბლიის თარმგნის უდიდესი გამოცდილება გვაქვს, მაშინ როდესაც ჩვენზე მრავალრიცხოვან ქრისტიან ერებს არ გააჩნდათ საუკუნეების მანძილზე ბიბლიის მშობლიერ ენაზე კითხვის შესაძლებლობა,

 

ჩამავწერო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 422
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Popular Posts

აზრი

ნაწილი პირველი   მოგეხსენებათ რომ ბიბლია ძველ ებრაულ, არამეულ და ბერძნულ ენებზე დაიწერა. ამიტომ მათ, ვისაც სურთ ბიბლიის წაკითხვა, თარგმანით სარგებლობენ. ქართველები ართული თარგმანით, რუსები რუსულით დ

lasha kakauridze

nika1995 ნიკა ჯერ არაფერი არ დაუწერია და უკვე ტაშს უკრავ? მაოცებთ დძალიან, ოგონდ მართლმადიდებლებზე ვინმემ საპირისპირო თქვას და ყველაფერში ეთახმებით. აცალე ჯერ თქვას და მერე დაეთახმე აზრი არა აზრი არ

აზრი

lasha kakauridze   რაც დავწერე, იმაში მეთანხმება. შენ თუ იმხელა პოსტს არაფერს ეძახი, ყოჩაღ შენ.     არ გავბრაზდებითო წერ, შენ არ იცი სხვები გაბრაზდებიან თუ არა... :TAT:       არავისი სტატიის დადე

Posted Images

ჩვენამდე ძველი აღთქმის წიგნების შემცველმა 30-ზე მეტმა ხელნაწერმა და ფრაგმენტმა მოაღწია. მათზე დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ბიბლიის ძველი აღთქმის წიგნების ქართულ ენაზე თარგმნის ისტორიაში სამი ძირითადი ეტაპი უნდა გამოიყოს: 1. უძველესი, IV-V საუკუნეებისა: ამ დროს შესრულებული თარგმანები თავმოყრილია ქართული ბიბლიის ყველაზე ძველ კრებულში - ოშკის ბიბლიაში; 2. XII ს-ში ბერძნული სეპტუაგინტის მიხედვით ნათარგმნი და ნასწორები ტექსტები (პირველი რვაწიგნებული და დიდი და მცირე წინასწარმეტყველები ესიადან მოკიდებული დანიელის გარდა) დაცულია გელათის ბიბლიის კრებულებსა და ხელნაწერში; 3. XVIII ს-ის დამდეგს სლავურიდან თარგმნილი 22 წიგნი შესულია ბიბლიის მოსკოვურ გამოცემაში - ბაქარის ბიბლიაში. ყველა დანარჩენ ხელნაწერში (მათ შორის ყველა ფრაგმენტშიც) წარმოდგენილი ტექსტი ბიბლიისა არის არა ახალი, არამედ საუკუნეების მანძილზე ჩასწორებული და გადამუშავებული სწორედ ის უძველესი თარგმანი, რომელსაც IV-V საუკუნეებით ვათარიღებთ და რომელმაც, საბედნიეროდ (ძირითადად ოშკის ბიბლიის წყალობით), ჩვენამდე სრული სახით მოაღწია. შესაბამისად, ქართველი და უცხოელი მეცნიერები ქართული ბიბლიის წარმომავლობის საკითხს სამ ძირითად წყაროს უკავშირებენ: ბერძნულს (ამ აზრს იზიარებენ მ.ბროსე, ალ.ცაგარელი, ალ.ხახანაშვილი, ფ.ალტერი), აღმოსავლურს ანუ სირიულ-ებრაულს (ა.შანიძე, პ.ინგოროყვა, კ.კეკელიძე, ფ.კონიბერი) და სომხურს (დ.ბაქრაძე, ნ.მარი, რ.ბლეიკი, დ.გუსენი, მოლითორი, მესროპ ტერ-მოვსესიანი).

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენამდე მოღწეულია ძველი აღთქმის ორი უძველესი კრებული - ოშკისა და მცხეთის ბიბლიები. ოშკის ანუ ათონის ბიბლია ათონის ივერთა მონასტერშია დაცული და გადაწერილია X საუკუნეში, 978 წელს, ათონის ცნობილი მოღვაწის, იოანე თორნიკეს დაკვეთით. ჩვენამდე მოღწეულია ათონის ბიბლიის სამი გადამწერის სახელი - მიქაელი, სტეფანე და გიორგი. ე.წ. მცხეთის ბიბლია კი, რომელსაც სხვაგვარად საბას ბიბლიას უწოდებენ, XVII-XVIII სს-ით თარიღდება და მისი შემდგენელი დიდი სულხან-საბა ორბელიანია.

 

მიუხედავად იმისა, რომ ოშკის ბიბლიიდან მცხეთის ბიბლიამდე საკმაოდ დიდი პერიოდი, შვიდი საუკუნეა გავლილი, ამ შუალედში ბიბლიის სხვა კრებული არ ჩანს, სამაგიეროდ ჩვენამდე მოაღწია სწორედ ამ შუალედში გადაწერილმა ცამეტმა ხელნაწერმა, რომლებიც ძველი აღთქმის ამა თუ იმ წიგნს შეიცავენ და რომლებმაც მოუმზადეს კიდეც ნიადაგი მცხეთის ბიბლიისა და შემდგომი კრებულების მომზადებას საქართველოში.

 

ჩვენამდე მოაღწია ამ შუალედში შექმნილმა ე.წ. გელათურმა ბიბლიამ, რომელიც XI ს-ის ბოლო წლებით თარიღდება. ქართველ მეცნიერებში გელათურ ბიბლიასთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება არსებობს. მიუხედავად ამისა, მეცნიერები თანხმდებიან ერთ საკითხში - იგი ენობრივად გელათის სკოლის პროდუქტია. კ.კეკელიძის აზრით, მისი მთარგმნელი შეიძლება იოანე პეტრიწი იყოს, თ.ცქიტიშვილი იოანე პეტრიწს ამ ბიბლიის მხოლოდ რედაქტორად მიიჩნევს, თვლის რა, რომ გელათური ბიბლია არის უძველესი თარგმანის საფუძვლიანი გადამუშავების შედეგად მიღებული ახალი რედაქცია, დ.მელიქიშვილის მოსაზრებით, ენობრივ-სტილისტური მონაცემების მიხედვით, გელათური ბიბლიის რედაქტორ-მთარგმნელი არსენ იყალთოელი ან მისი ჯგუფიდან გამოსული რომელიმე დიდოსტატი უნდა იყოს. ც.ქურციკიძე კი მას ბერძნულიდან შესრულებულ ახალ თარგმანად მიიჩნევს, რომელშიც უძველესი თარგმანი მხოლოდ საკონტროლოდაა გამოყენებული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

XVII საუკუნის 60-70-იან წლებიდან საქართველოში ბიბლიის შესწავლის საქმეში ახალი ეტაპი იწყება. სწორედ ამ დროიდან ეყრება საფუძველი ქართული ბიბლიის წიგნების შეკრების, შესწავლის, აღდგენისა და გამოცემის ისტორიას. ამ საქმიანობის წამომწყებად და ინიციატორად სულხან-საბა ორბელიანის მამა - მდივანბედი ორბელ ორბელიშვილი გვევლინება. ვახტანგ VI, სულხან-საბა, არჩილი, ბაქარ და ვახუშტი ბატონიშვილები კი ამ წამოწყებისა და ინიციატივის გამგრძელებლები და დამაგვირგვინებელნი არიან. მდივანბეგ ორბელ ორბელიშვილის დაკვეთით გადაწერილმა ბიბლიის სამმა ხელნაწერმა მოაღწია ჩვენამდე, რომელთა გადამწერები იესე და ნათანაელ ბედისმწერლიშვილები არიან. ერთ-ერთ ხელნაწერთაგანს კი სულხან-საბას რედაქტორული და ფილოლოგიური მუშაობის კვალი ამჩნევია.

 

ახალი აღთქმაც, თუ არ ჩავთვლით „იოვანეს გამოცხადებას“, IV-V სს-ში უნდა იყოს თარგმნილი. ქართულ ენაზე ძველი ხელნაწერებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ ოთხთავის ხელნაწერებია შემონახული. მათ სიმრავლეს ყველა დროში და ძველადაც მათი პრაქტიკული საჭიროება განაპირობებდა. ოღონდ ეს ხელნაწერები X ს-ზე ადრინდელი არ არის, თუ არ ჩავთვლით ადიშის ოთხთავს, რომელიც 897 წელსაა გადაწერილი. V-დან X საუკუნემდე მათ არარსებობასაც იგივე მიზეზი აქვს, რაც ძველი აღთქმის კრებულების არარსებობას ჰქონდა. ხელნაწერთა უმეტესობა თავისი მაღალმხატვრული გაფორმებით უნიკალურია და მსოფლიო ხელოვნების შედევრს წარმოადგენს. ამგვარი გაფორმება ამ ხელნაწერებისა, პირველ რიგში, იმ მოწიწება-მოკრძალების ნიშანი უნდა იყოს, რომელსაც ისტორიულად სახარებათა ტექსტები იწვევდა მართლმორწმუნე ერში.

 

 

ჯრუჭის I ოთხთავი (936 წ.)

 

ჩვენამდე მოღწეულ ამ უნიკალურ ხელნაწერთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია რამდენიმე მათგანი: ადიშის ოთხთავი, რომელიც დღესაც სვანეთში, მესტიის მუზეუმშია დაცული; ოპიზის 913 წლის ხელნაწერი, რომელიც ოპიზიდან ათონზე გადაუტანიათ და ახლაც იქაა დავანებული; ჯრუჭის ოთხთავი, რომელიც 936 წლით თარიღდება; პარხალის მრავალთავის გადამწერის, გაბრიელ პატარაიას მიერ გადაწერილი პარხლის ხელნაწერი; პარხლის ხელნაწერი, 976 წელს შატბერდის კრებულის გადამწერის, იოანე ბერის მიერ გადაწერილი; ქსნის ოთხთავი, რომელაც IX საუკუნითაც ათარიღებენ; ურბნისის ოთხთავი აგრეთვე X ს-ისა და სხვ.

 

 

ფერისცვალების მინიატურა

ჯრუჭის II ოთხთავიდან (XII ს.)

გასაკვირი არ არის, რომ ქართველ მწიგნობართა მიერ გადაწერილი ოთხთავების რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია XII საუკუნეში, რომლებიც განსაკუთრებული მხატვრულობითაცაა გამორჩეული. მათგან აღსანიშნავია გელათისა და ჯრუჭის (ჯრუჭი II) ოთხთავები. პირველი ნატიფად შესრულებული სამასამდე მინიატურითაა დამშვენებული, მეორეს კი ოთხასამდე ასეთივე მინიატურა ამშვენებს. გამორჩეულია ჯვარცმისა და ვედრების უნიკალური სცენებით შემკული ალავერდის, წყაროსთავისა და ბერთის ოთხთავები, რომელთაგან წყაროსთავის ხელნაწერის ვერცხლის ყდა ბექა ოპიზარს მოუჭედავს, ხოლო ბერთის ოთხთავი - ბეშქენ ოპიზარს დაუმშვენებია. ამავე ეპოქისაა თამარ მეფისადმი მიძღვნილი ვანის ცნობილი ოთხთავი, რომელიც კონსტანტინეპოლში საგანგებოდ თამარისათვის გადაიწერა და ასევე საგანგებოდ მოიხატა ბერძენი მხატვრის, მიქაელ კორესელის მიერ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია აფხაზეთში გადაწერილი ბიჭვინთისა და მოქვის ოთხთავები, რომლებიც უძვირფასესი მინიატურებითაა შემკული - პირველის ბუდე მოჭედილია სოლომონ შერვაშიძისა და მისი შვილის არზაყანის მიერ, მეორე კი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ თან ერთვის ხელნაწერის დამკვეთის, მთავარეპისკოპოს დანიელის განსაკუთრებით ლამაზი მინიატურა.

 

ჩვენი საუკუნე განდგომის ჟამია. ურწმუნოების და უსჯულოების გამრავლებამ და გავრცელებამ არნახულ მასშტაბს მიაღწია. თანამედროვე ადამიანის მეტყველება დაშორდა იმ ენას, რომელზედაც თარგმნიდნენ ჩვენი წინაპრები. ამიტომ დღეს აქტუალური გახდა ამ ენობრივი ბარიერის დაძლევა, რის გარეშეც ძნელია ახალი თაობებისათვის ღვთის სიტყვის აღქმა, გაგება და უფალთან მიახლოება. ეს პრობლემა რუსეთის ეკლესიამ XIX სუკუნეში გადაწყვიტა ოთხი სასულიერო აკადემიის ძალისხმევით. ჩვენს ეკლესიაში ეს საკითხი XX საუკუნის 70-იანი წლების დამლევს დაისვა. უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით დაწყებული მთარგმნელობითი მუშაობა დასრულდა 1989 წელს საპატრიარქოს მიერ ბიბლიის გამოცემით. პარალელურად, ეკლესიისგან დამოუკიდებლად, იგივე საქმიანობა წამოიწყო სტოკჰოლმის ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტმა. დღეს უკვე არსებობს ბიბლიის ორი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე. თუმცა ორივე თარგმანისათვის დამახასიათებელია საუკუნეების მანძილზე არსებული წმიდა წერილის თარგმნის პრინციპების გაუთვალისწინებლობა. ამ ხარვეზის გამოსასწორებლად 1990 წელს თბილისის სასულიერო აკადემიის ბაზაზე საქართველოს საპატრიარქოსთან შეიქმნა წმიდა წერილის მთარგმნელთა ჯგუფი ა.ხარანაულის ხელმძღვანელობით. ჯგუფის შემადგენლობაში არიან: ა.არჯევანიძე, მ.გოგილაშვილი, ქ.მათიაშვილი, შ.ნაჭყებია, მ.ოვაშვილი, მ.ჭანტურია, ლ.ჭელიძე. ჯგუფის წევრების ძველი და ახალი ქართულის გარდა ფლობენ ბერძნულს, ებრაულს, არაბულს, სლავურს, რუსულს და თანამედროვე ევროპულ ენებს. მთარგმნელობითი მუშაობა კოლექტიურად მიმდინარეობს, რათა ერთობლივად დაიძლიოს მოსალოდნელი ადამიანური სუბიექტურობა და ტენდენციურობა. ამჟამად თანამედროვე ქართულ ენაზე მათ მიერ ნათარგმნია წმიდა სახარების მათეს და მარკოზის წიგნები და ძველი აღთქმის წიგნებიდან - დაბადება და გამოსვლა.

 

ბოლო პერიოდში - 1984-2004 წლებში - უწმინდესის და უნეტარესის კურთხევით, ქართველ ერს კიდევ ერთი სულიერი საგანძური შეემატა - ქართული მინიატურებით შემკობილი ხელნაწერი უნიკალური სახარება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

ნუ, მე არ მითხოვია, შენ თავად გსურს რომ მე მოვახდინო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პროპაგანდირება, მადლობთ :)

სხვათა შორის ისეტი მცირერიცხოვანი და მრავლტანული ერისთვის როგორიც ჩვენ ვართ ქართველები

ბიბლიის თარმგნის უდიდესი გამოცდილება გვაქვს, მაშინ როდესაც ჩვენზე მრავალრიცხოვან ქრისტიან ერებს არ გააჩნდათ საუკუნეების მანძილზე ბიბლიის მშობლიერ ენაზე კითხვის შესაძლებლობა,

 

ჩამავწერო?

Siknadmo

 

რა გაუბერე და აკოპირებ რობოტივით, წაიკითხე მაინც მე რა დავწერე?!!! აგერკიდევ გადმოვიტან და თან გაგიდიდებ ასოებს რომყურადღება გაამახვილო იმაზე, რაზეც საჭიროა:

 

 

სწორედ მაგას გაუბნები მეც. უფრო მეტიც, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, თანამედროვე ქართულ ენაზე, საერთოდ არც კი გააჩნია თავისი ოფიციალური ბიბლიის თარგმანი.

 

გაიგე ახლა რაც დაგიწერე?

მეოთე, მეხუთედა მეათე საუკუნეების ბიბლიის ძველ თარგმანებზე არ დამიწერია. ეგ ცალკე საკითხია და მომავალში მაგაზეცდაგიწერ. მოგეხსენებ რომ ქართულ თარგმანებამდე, სხვა ერებსაც ჰქონდათ ბიბლიის თარგმანები! მაგრამ მე გეუბნები თანამედროვე ქართულ ენაზე არ გაგაჩნიათთქო ბიბლიის ოფიციალური თარგმანი. თქვენი სასულიერო პირები ან უუნარონი არიან ბიბლიის თანამედროვე ქართული თარგმანი გააკეთონ, ან სხვა, სარფიანი საქმით არიან დაინტერესებული. :)

 

ახლა მიხვდი მგონი რაზეც გელაპარაკები. ხოდა, თუ გგონია რომ მართლმადიდებლებს ოფიციალური ბიბლია გაგაჩნიათ, რომელიც თანამედროვე ენაზე იქნებოდა შესრულებული, მაშინ მიმითითე. თუ არადა, გაიტრუნე მაინც. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

კი, არსებოს 1989 წელს საპატრიარქოს მიერ გამოცმეული ბიბლია ძველი და ახალი აღთმა,

ეხლა გვერდით მიდევს სურათი გადავუღო და დავდო აქ? :nekro:

ისეთი რამე მიანც თქვი რომ სულ მცირე ეჭვი მაინც შეიტანოს ოპონენტმა რამეში :nekro:

 

 

კიდევ გირჩევ კორექტულად ისაბურო უზრდელო არსება

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

კი, არსებოს 1989 წელს საპატრიარქოს მიერ გამოცმეული ბიბლია ძველი და ახალი აღთმა,

ეხლა გვერდით მიდევს სურათი გადავუღო და დავდო აქ? :nekro:

ისეთი რამე მიანც თქვი რომ სულ მცირე ეჭვი მაინც შეიტანოს ოპონენტმა რამეში :nekro:

Siknadmo

 

როგორ ნელა იგებ ხოლმე რაა. როგორ აღარ დაგიღეჭე მარა მაინც იგივეს იმეორებ რობოტივით.

 

გაიგე რომ ეგ ბიბლია,რომელიც მე მიგითითე წინა პოსტებში (1989 წელს გამოცემული) რომელიც სახლში მეც მიდევს, მიუხედავად იმისა რომ აწერია ილია მეორის კურთხევით გამოიცაო, არ წარმოადგენს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ თარგმანს.

 

მიმითითე რაიმე წყარო, ან ვებსაიტი ან წიგნი, სადაც მართლმადიდებელი ეკლესია მაგ თარგმანზე იტყოდა რომ ეკლესიის ოფიციალურ თარგმანს წარმოადგენს.

 

მსგავსი რამ არ არსებობს!!

 

ასე რომ აღიარე, მართლმადიდებლებს თანამედროვე ქართულ ენაზე, არ გაგაჩნიათ ბიბლიის ოფიციალური ეკლესიური თარგმანი! რაც არის თქვენი სირცხვილი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

როგორ ნელა იგებ ხოლმე რაა. როგორ აღარ დაგიღეჭე მარა მაინც იგივეს იმეორებ რობოტივით.

 

გაიგე რომ ეგ ბიბლია,რომელიც მე მიგითითე წინა პოსტებში (1989 წელს გამოცემული) რომელიც სახლში მეც მიდევს, მიუხედავად იმისა რომ აწერია ილია მეორის კურთხევით გამოიცაო, არ წარმოადგენს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ თარგმანს.

 

მიმითითე რაიმე წყარო, ან ვებსაიტი ან წიგნი, სადაც მართლმადიდებელი ეკლესია მაგ თარგმანზე იტყოდა რომ ეკლესიის ოფიციალურ თარგმანს წარმოადგენს.

 

მსგავსი რამ არ არსებობს!!

 

ასე რომ აღიარე, მართლმადიდებლებს თანამედროვე ქართულ ენაზე, არ გაგაჩნიათ ბიბლიის ოფიციალური ეკლესიური თარგმანი! რაც არის თქვენი სირცხვილი!

ნუ მე არ ვიცი როგორ გელაპარაკო საპატრიარქომ გამოსცა, ილია მეორემ აკურთხა, ეხლა წერილს ხომ არ გამოგიგზავნიან,

აღარ იცი კიდევ როგორი უსუსური არგუმენტი გამოიყენო შენი უსაფუძვლო და სულელური ბრალდების დასამტკიცებლად,

მითუმეტეს სახში გქონია ეს წიგნი, :givi: გიმეორებ იმიტომ რომ იქნებ ყურს ან გონს გაკლია რომ როგორმე შეგივიდეს

შენს ნაცრისფერ ნივთიერებაში :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ მე არ ვიცი როგორ გელაპარაკო საპატრიარქომ გამოსცა, ილია მეორემ აკურთხა, ეხლა წერილს ხომ არ გამოგიგზავნიან,

აღარ იცი კიდევ როგორი უსუსური არგუმენტი გამოიყენო შენი უსაფუძვლო და სულელური ბრალდების დასამტკიცებლად,

მითუმეტეს სახში გქონია ეს წიგნი,

 

Siknadmo

 

 

ისევ იგივეს იმეორებ რობოტულად. :givi: პოსტებს არ კითხულობ როგორცჩანს. აბა კარგად წაიკითხე, რა დაგიწერე წინა გვერდზე:

 

"რავიცი, როდესაც ზურაბ კიკნაძის თარგმანი გამომიყენებია ეკლესიის სასულიერო პირებთან საუბრისას, მპასუხობდნენ, ეგ ჩვენი ოფიციალური თარგმანი არაა და მასში რაც წერია, არ მივიჩნევთ სწორ თარგმანადო,თორემ ეკლესიის ოფიციალურ თარგმანად გამოცხადდებოდაო. :givi:

".

 

 

შენ ვერანაირი ფაქტით ვერ მისაბუთებ რომ თქვენ რელიგიას საერთოდ გააჩნია თანამედროვე ენაზე გამოცემული ოფიზიალურიბიბლიის თარგმანი. ამ დროს, ღიზიანდები და პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადმოდიხარ.

 

თავი შეიკავე შეურაცხყოფებისგან და მსგავსი ფორმებით ნუ მომმართავ:

 

 

 

გიმეორებ იმიტომ რომ იქნებ ყურს ან გონს გაკლია რომ როგორმე შეგივიდეს

შენს ნაცრისფერ ნივთიერებაში :)

 

 

სატურნს ვთხოვ, ადმიუზერს შეახსენოს ფორუმის წესები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

 

ისევ იგივეს იმეორებ რობოტულად. :givi: პოსტებს არ კითხულობ როგორცჩანს. აბა კარგად წაიკითხე, რა დაგიწერე წინა გვერდზე:

 

"რავიცი, როდესაც ზურაბ კიკნაძის თარგმანი გამომიყენებია ეკლესიის სასულიერო პირებთან საუბრისას, მპასუხობდნენ, ეგ ჩვენი ოფიციალური თარგმანი არაა და მასში რაც წერია, არ მივიჩნევთ სწორ თარგმანადო,თორემ ეკლესიის ოფიციალურ თარგმანად გამოცხადდებოდაო. :givi:

".

 

 

შენ ვერანაირი ფაქტით ვერ მისაბუთებ რომ თქვენ რელიგიას საერთოდ გააჩნია თანამედროვე ენაზე გამოცემული ოფიზიალურიბიბლიის თარგმანი. ამ დროს, ღიზიანდები და პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადმოდიხარ.

 

თავი შეიკავე შეურაცხყოფებისგან და მსგავსი ფორმებით ნუ მომმართავ:

 

 

 

 

 

 

სატურნს ვთხოვ, ადმიუზერს შეახსენოს ფორუმის წესები.

გოგო, ქალო, ადამიანო, ჰომოსაპიენს, სიხარულო, მშვენიერებავ, სულიერო არსებავ, რა ვერ გაიგეეე რაააა,

გადამრევ ეხლა შენ ორივე ბიბლიის ვერსია მისაღებია ჩვენთვის,

უპირატესობა ბუნებრივი ენიჭება საპატრიარქოს მიერ 1989 წეკს გამოცემული ბიბლიას-გასაგები მიზეზები გამო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ აკრძალული გვაქვს ბიბლიის თარმნის ინსტიტუტის მიერ გამოცემული ბიბლია :givi:

 

რა ვქნა ეხლა მღვდელი მოგიყვანო თუ ეპისკოპოსი კიდო, თუკი ჩემი არ გჯერა შედი მართლმადიდებლების საიტზე და დაუსვი ეს მარტივი კითხვა, ბიბლიის რომელი ქართული ვერსიით ხელმძღვანელობთქვა,

 

მარტივი ლოგიკაა, თუკი საპატრიარქომ იმდენი იწვალა რომ თარგმნა და გამოსცა ამხელა წიგნი, გაწია ხარჯები, დახარჯა ენერგია, თანაც ილია მეორემ აკურთხა, რაღა ძალისხმევა სჭირდებოდა იმას რომ შენტვის მოეწერათ წერილი სადაც

ეწერებოდა

 

 

 

ქალბატონო აზრი-საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ოფიციალურად გიცხადებთ რომ ჩვენ ვეყრდნობით 1989 წლის გამოცემას, რომელიც ჩვენვე გამოვეცით ჩვენივე ფულით, რომელიც აკურთხა ჩვენმა პატრიარქმა,

გარდა ამისა ჩვენ არ ვუარყოფთ ბიბლიის თარმგნის მიერ ინსტიტუტის მიერ გამოცემული ახალი აღთმის სიზუსტესაც,

 

თუმცა არაა გამორიცხული რომ ცალკეული სასულიერო პირები მხოლოდ და მხოლოდ საპატრიარქოს გამოცემას ეყრდნობოდნენ,

 

ჩვენთან დემოკრატიიაა გეგნაცვალე, მაგრამ ყველა ვთანხმდებით იმაში რომ იაღოვას მოწმეების მიერ გამოცემული ბიბლია ჩვენთვსი მიუღებელია :pupuza:

 

წავალ ეხლა მე და დამესიზმრები შენ წითელი წიგნით სქელი წიგნით:nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

შენ ისევ რობოტულად იგივეს წერ და მე რასაც გიხსნი, ვერ იგებ... აზრი არ აქვს დროის ფუჭად ფლანგვას რომ ერთი და იგივე აგიხსნა დაუსრულებლად.

 

შენ თუ არა, იმედია სხვებმა მაინც გაიგეს რომ მართლმადიდებელ ელესიას, არ გააჩნია თანამედროვე ქართულ ენაზე შესრულებული ბიბლიის ქართული თარგმანი, რომელზეც ვიტყოდით რომ ოფიციალურად მართლმადიდებელი ეკლესიის ბიბლიას წარმოადგენსო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

სატურნს ვთხოვ, ადმიუზერს შეახსენოს ფორუმის წესები

Siknadmo, გადახედე ფორუმის წესებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

Siknadmo, გადახედე ფორუმის წესებს

კი, გადავხედე ფორუმის წესებს და ეს ქალბატონი დიდი ხანია დავორნილ დაბანილ, გასუფთავებული უნდა იყოს,

მაგრამ რა ვიცი, ვცდილობ ვიყო მომთმენი :nekro:

 

Siknadmo

 

შენ ისევ რობოტულად იგივეს წერ და მე რასაც გიხსნი, ვერ იგებ... აზრი არ აქვს დროის ფუჭად ფლანგვას რომ ერთი და იგივე აგიხსნა დაუსრულებლად.

 

შენ თუ არა, იმედია სხვებმა მაინც გაიგეს რომ მართლმადიდებელ ელესიას, არ გააჩნია თანამედროვე ქართულ ენაზე შესრულებული ბიბლიის ქართული თარგმანი, რომელზეც ვიტყოდით რომ ოფიციალურად მართლმადიდებელი ეკლესიის ბიბლიას წარმოადგენსო.

1989 საპატრიარქოს მიერ გამოცემული ბიბლია რა არის შEნის აზრით? შენ ხომ თავად გაქვს ეგ წიგნი სახში,

 

ხო, სიტყვა რობოტი შესაძლოა შენს სამეზობლოსა და სააახლობლოში პოზიტიური მნიშვნელობით გამოიყენება, მაგრამ მე პირადად გთხოვ, რომ ეს სიტყვა ჩემი მისამართით არ გამოიყენო

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი, გადავხედე ფორუმის წესებს და ეს ქალბატონი დიდი ხანია დავორნილ დაბანილ, გასუფთავებული უნდა იყოს,

მაგრამ რა ვიცი, ვცდილობ ვიყო მომთმენი :nekro:

Siknadmo

 

ვერანაირი მტკიცებულება ვერ დადე, რაც შენს მცდარ მოსაზრებას დაასაბუთებდა. ამიტომ, გამწარდი და პირად შეურაცხყოფაზე გადმოხვედი.

 

სატურნ

 

პროფაილში მითითებული მავქს თუ რომელი სქესის წარმომადგენელი ვარ, მაგრამ ეს ვაჟბატონი, შეურაცხყოფას მაყენებს. გთხოვ სათანადო ზომები მიიღო. უკვე სამჯერ მიწოდა ქალბატონი. თუ რეაგირებას არ მოახდენ მის მიერ ჩემი მისამართით გამოვლენილ პიროვნულ შეურაცხყოფაზე, ვუპასუხებ ისე, როგორც იმსახურებს.

 

 

1989 საპატრიარქოს მიერ გამოცემული ბიბლია რა არის შEნის აზრით? შენ ხომ თავად გაქვს ეგ წიგნი სახში,

Siknadmo

 

რა არის და წიგნი, რომელიც საპატრიარქოს ლოცვა კურთხევით დაიბეჭდა. ეგ არ ნიშნავს რომ საპატრიარქო მაგ წიგნს, თავის ოფიციალურ ბიბლიად აღიარებს. ვერ იგებ და რა გიყო. :TAT:

 

ხო, სიტყვა რობოტი შესაძლოა შენს სამეზობლოსა და სააახლობლოში პოზიტიური მნიშვნელობით გამოიყენება, მაგრამ მე პირადად გთხოვ, რომ ეს სიტყვა ჩემი მისამართით არ გამოიყენო

ამდენი ხანია გიხსნი და თან შენი მოსაზრების მხარდამჭერი ფაქტი ვერ მოგყავს. რობოტულად იმეორებთქო დაგიწერე, არ დამიწერია რობოტი ხართქო. შენ კი ჩემს საახლობლოს ეხები. იმედია სხვა დროს, მსგავსად აღარ მოიწერები. თუ მოიწერები კიდე, სათანადო პასუხსაც მიიღებ. :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

რა არის და წიგნი, რომელიც საპატრიარქოს ლოცვა კურთხევით დაიბეჭდა. ეგ არ ნიშნავს რომ საპატრიარქო მაგ წიგნს, თავის ოფიციალურ ბიბლიად აღიარებს. ვერ იგებ და რა გიყო.

საპატრიარქომ გამოსცა მეტი რა გინდა, აბა რატომ გამოსცა რა მოტივით :givi:

 

 

მოკლედ აღAრ იცი რა ეკლესიას რითიღა მოედავო, აბსურდულ ბრალდებებს კიდევ უფრო აფსურდულს ამატებ :givi:

შენ ვინ გითხრა რომ არ აღიარებს, აბა რისთვის გამოსცა,

უკვე იცი, ლიტერატურული სიტყვები აღარააა საკმარისი

შედი მართლმადიდებლურ ფორუმზე და დაუსვი ეს კითხვა, იქ მორწმუნეებიც არიან და სასულიერო პირებიც

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...