შანკარადევა Posted October 6, 2020 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2020 პირად მე ვვარაუდობ, რომ არ შეესაბამება, რადგანაც გადაწერისას და თარგმნისას ყოველთვის უშვებენ ხოლმე შეცდომებს ან ცვლიან რამეს, ერთ სიტყვას მაინც, ხდება ეს ნებსით თუ უნებლიად არც ვიცი და არც მადარდებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვერასოდეს შევიტყობთ ორიგინალი როგორი იყო. ნასწავლი მაქვს ლათინური, ბერძნული და სხვა ენებსაც ვსწავლობ. ლიგვისტიკა ძალზედ რთული საქმეა. ბიბლია მრავალ ენაზე გადაიწერა და თან მრავალჯერ, შეცდომები გაურდაუვალია ასეთ სიტუაციაში, არ ვენდობი მე მთარგმნელებს და გადამწერებს. მაგის გარდა, ბიბლიის პირველი ნაწილი ესაა იუდეური თანახი, თანახი დაწერილი იყო ძველებრაულ ენაზე, ახალი აღთქმა, მეორე ნაწილი ანუ... ბიბლიის მეორე ნაწილი, დაწერილი იყო ბერძნულად და არამეულად (არამეულად დაიწერა მარკოზის სახარება). ფაქტია, რომ ახალი აღთქმის ჩაწერა დაიწყო ახ.წ. 70-120 წლებში, ხოლო ბიბლიური კანონის კოდიფიკაციის აქტიური პროცესი დაიწყო ახ.წ. 325 წელს ნიკეის საეკლესიო კრებაზე, რომელიც მოიწვია სასიკვდილო სარეცლამდე წარმართული აზროვნების იმპერატორმა კონსტანტინე მონომახმა, რომელსაც მხოლოდ ის სურდა, რომ ახალი პოპულარული რელიგია - ქრისტიანობა (ორთოდოქსული სექტა), გამოეყენებინა დასაღუპად განწირული რომის გადასარჩენად და მთლიანობის შესანარჩუნებლად. არავინ არ იყო "მწვალებელი", ერეტიკოსი მოდის სიტყვიდან ერესი, რაც ნიშნავს არჩევანს და არა მწვალებელს, კათოლიკე მართლმადიდებელთა (ორთოდოქსების) გარდა იყვნენ სხვა სექტებიც, ჰიდროფეიტები, ანგელიკები, ისოქრისტები, არქონტიკები, გნოსტიკოსები, ებიონიტები და ა.შ. მაგრამ იმპერატორმა ამოირჩია ყველაზე მომგებიანი სექტა - ორთოდოქსები. ყველა რელიგია მოდის უფლიდან და პატივი უნდა ვცეთ ყველას, თითოეულ ადამიანს საკუთარი სულიერი გზა აქვს. შეუწყნარებლობა და გმობა სხვა რელიგიების არაეთიკური და უკულტურო საქციელია. არსებობის უფლება ყველა რელიგიას აქვს. არ არსებობს არავითარი „ცრუ“ სწავლება, ყველას საკუთარი სულიერი ჭეშმარიტება აქვს, უფლის თავისებური გაგება და სულაც არაა საჭირო სხვა რელიგიების შევიწროება და აკრძალვა. მშვიდობა და ჰარმონია ყველაზე მნიშვნელოვანია. ბიბლიის კანონის კოდიფიკაცია, ისევე როგორც ზოგადად რელიგიის კოდიფიკაცია მეორე ათასწლეულსაც კი არ იყო დასრულებული და მაგას რომ თავი დავანებოთ, ყველა რელიგია განიცდის დროის გავლენას და იცვლება. დღევანდელი მართლმადიდებლობა სულაც არაა იგივე რაც იყო ახ.წ. მეოთხე საუკუნეში. ვიყოთ რეალისტები და ნუ ვიქნებით ილუზიების ტყვეობაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შანკარადევა Posted October 6, 2020 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2020 ისიც სათქმელია, რომ იუდეური თანახიც და ქრისტიანული ახალი აღთქმაც დიდი ხნის მანძილზე მხოლოდ ზეპისიტყვიერებით ვრცელდებოდა და ჩაწერა შედარებით გვიან მოისაზრეს, რა ჩაიწერეს და ვინ რას ყვებოდა ზეპირად ეგეც საკითხავია. მაგის გარდა გასათვალისწინებელია, რომ ძველი აღთქმის ებრაული ტექსტი განსხვავდება ქრისტიანული ვარიანტისგან. პრაქტიკულად ქრისტიანებმა იუდეველებს "აცაპნეს" მათი წმინდა წიგნი და იუდეველებსაც ეს ძალზედ არ სიამოვნებდათ და არც დღეს მოსწონთ. იუდაიზმის პოზიციიდან ქრისტიანები არიან მცდარ გზაზე. იუდეველთა მიერ ადრეული ქრისტიანობა განიხილებოდა როგორც ფსევდო-იუდაისტური ერესი (ნეოიუდაისტური მარგინალური სექტა). Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შანკარადევა Posted October 6, 2020 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2020 ისიც სათქმელია, რომ იუდეური თანახიც და ქრისტიანული ახალი აღთქმაც კარგა ხნის მანძილზე გადაეცემოდა ზეპირსიტყვიერებით და საკითხავია ის, თუ რას იწერდნენ და რას ყვეოდნენ შეხვედრებისას კატაკომბებში ადრეული ქრისტიანები, საეჭვო სიტუაციაა, მეეჭვება, რომ მქადაგებლები პატიოსნად, ორიგინალთან ახლოს ჰყვებოდნენ იმას, რაც მოციქულებმა უამბეს. მაგის გარდა, იუდეური ძველი აღთქმა და მისი ქრისტიანული ვერსია განსხვავდებიან ერთმანეთისგან. იუდეველებმა იციან, რომ ქრისტიანებმა მათ წმინდა წიგნი „აცაპნეს“ და თავიანთ ბიბლიას ჩაუმატეს და ეს არ მოსწონთ. ადრეული ქრისტიანები იუდეველთათვის იყვნენ მარგინალური სექტა, ნეოიუდაისტური (ფსევდოიუდაისტური) სექტა. ესეც უნდა ვიცოდეთ. ისიც გასაგებია, რომ იმ პერიოდში რომის იმპერიაში სერიოზული პოლიტიკური არეულობები იყო, დაკავშირებული სეპარატისტი ზელოტების (იუდეველი რელიგიური პარტიზანებოის) აქტივობასთან და საფიქრალია რა მოყვეს და რა ჩაიწერეს. ისიც სათქმელია, რომ ძველ აღთქმაში არსად არაა საუბარი სიკვდილის შემდგომ ცხოვრებაზე და სულზე (სულის უკვდავებაზე, სამოთხეზე). იყავით ფხიზელნი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.