Jump to content
Planeta.Ge

დემოკრატია ამერიკის ინტერესია?

Recommended Posts

Siknadmo

ჩემთვის ერთი რამაა გაუგებარი მაშინ, რატომ არ დაეხმარნენ ალიანსს, არის დღეს ქართულ პოლიტიკიაში რესპუბლიკურ პარტიაზე და მემარჯვენეებზე უფრო მეტად პროდასავლური ფასეულობების მქონე პარტია?

ალასანიაც დასავლური ტიპის ლიდერია,

ისინი ფსონს მხოლოდ გამარჯვების შანსის მქონეზე დებენ.

სადღაც ერთი წლის წინ ვიღაც ცნობილმა ამერიკელმა ექსპერტმა დაწერა სტატია ალასანიაზე.სულ აქო და ბოლოში იკითხა,ეგ ყველაფერი კარგი,მაგრამ ხმების მიმღები თუ არისო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 45
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

შენ თუ მეტყვი ძალას, რომელიც საქართველოში დემოკრატიას უზრუნველყოფს, მაშინ შეიძლება საუბარი. მაგრამ როცა ყველა პარტია ერთნაირია, ყველა პოლიტიკოსი ერთნაირი ნაგავია, იქ პოზიციების რადიკალიზაცია ძნელია, თან მაშინ, როცა არანაირი სურვილი არ გაქვს აშკარა დაპირისპირებაზე წახვიდე..

არჩევნები გაყალბება, კი ამერიკელებს არ უნდა ვაბრალოთ..

ბუში იდიოტი არის თუ ბრძენი, ეს სულ არ მაინტერესებს, ეს თავად ამერიკელებმა განსაზღვრონ და რა შუაშია ამ საუბარში, ბუშის სიჭკვიანე და იდიოტიზმი?

აბა რა გიპასუხო, როცა გაგება არ გინდა და როცა გეუბნები -ა, მეუბნები რატომ თქვი ბ-ო. მართლი გითხრა ასეთ შემთხვევასი ნამდვილად არარ ვცდილობ საუბრი გაგრძელებას და ტყუილი დროის ხარჯვას.

როგორც იტყვიან არაფერი პირადული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა რა გიპასუხო, როცა გაგება არ გინდა და როცა გეუბნები -ა, მეუბნები რატომ თქვი ბ-ო. მართლი გითხრა ასეთ შემთხვევასი ნამდვილად არარ ვცდილობ საუბრი გაგრძელებას და ტყუილი დროის ხარჯვას.

შენ ეხლა ამბობ, რომ ერთი ავტორიტეტულ სისტემას რატომ არ ანაცვლებს მეორეს, აშშ-ო, პასუხი მარტივია, ვერ ხედავს აქ დემოკრატიულ ძალას რომ დაუჭიროს მხარე და კეთილმეგობრულ ურთიერთობის გასაგრძელებლად, აგრძელებს ნორმალური უთიერთობების რეჟიმთან, თუმცა რეჟიმიდან დამოუკიდებლად, აფინასებს არასამთავრობო ორგანიზაციებს..

ხოლო საუბარის არ გაგრძელებას რაც შეეხება, არავის ვეხვეწები, ოღონდ მესაუბრე მეთქი, ასე რომ არც ეს არის ჩემთვის ტრაგედია, თუ კი არ მესაუბრები.. ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

proletari

მე ვერ ვიხსენებ ისეთ შემთხვევას რომდესაც ამერიკას რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანასთან პრობლემები ჰქონოდეს და რომელ სხვა ქვეყანას აქვს პრობლემა დემოკრატიულ ქვეყნებთან? განა კარუდსტანს აქვს რამე პრობლემა?

ძუკუ

ეგრეა,თუ დემოკრატია იქნება ურჩევნია,თუ არა და ავტოკრატიულ რეჟიმებთანაც მშვენივრად ახერხებს ურთიერთობას.

იქნებ სხვანაირად შეხედოთ? თუ ხელი არ გავანძრიეთ,იურთიერთობებს, თუ არადა გვერდში დაგვიდგება საჭირო დროს... ყოველ შემთხვევაში მიშას კბილებით ადაიცავს, მგონია. რაისის ვიზიტი გაიხსენეთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

იქნებ სხვანაირად შეხედოთ? თუ ხელი არ გავანძრიეთ,იურთიერთობებს, თუ არადა გვერდში დაგვიდგება საჭირო დროს... ყოველ შემთხვევაში მიშას კბილებით ადაიცავს, მგონია. რაისის ვიზიტი გაიხსენეთ.

ვის დაგიდგებათ გვერდში..??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ როგორ ფიქრობთ?

მე ვფიქრობ რომ აშშ-სთვის ეს სტრატეგიული საკითხია, რადგან ლუკაშენკოს ტიპის მმართველები ვერანაირ მტკიცე პარტნიორობის გარანტიას ვერ მოგცემენ.

ყველა წერილი არ წამიკითხია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იყო გამოთქმული ჩემნაირი მოსაზრება, გავიმეორებ...

ამერიკას სულ ჰკიდია დემოკრატია საქართველოში და საერთოდ მსოფლიოში... იხილეთ, ერაყი...

მიანგრ-მოანგრიეს იქაურობა და დაიბანეს ხელი...

იხილეთ მიშა...

როგორ ფიქრობთ, ჩვენ ვხვდებით, რომ მიშა დემოკრატიას არ აშენებს საქართველოში და ამერიკელები ვერ ხვდებიან? ნამეტანი კარგად ხვდებიან, მაგრამ ჰკიდიათ საქართველო თავისი დემოკრატიით... პრინციპში იმის მტკიცებაც კი შეიძლება, რომ მათ, ამერიკელებმა, მიშას მხარდაჭერით მოკლეს დემოკრატია საქართველოში...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დემოკრატია ამერიკის ინტერესია? საქართველოში?

ამერიკის ინტერესია მხოლოდ ამერიკის ინტერესები და მეტი არაფერი... სულ ერთია ეს საქართველოში იქნება თუ კამბოჯაში, დემოკრატია იქნება ეს თუ დიქტატურა! :read:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამერიკამ ერთი ატომური ბომბი რომ გვესროლოს, ღირსები არ ვიქნებით... :))
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამერიკამ ერთი ატომური ბომბი რომ გვესროლოს, ღირსები არ ვიქნებით... :))

:)

მეტი რა უნდა გვიქნას?

ატომურ ბომბს თუ გვესვრის, მალე დავისვენებთ მაინც და მიშას და ნაციკების საჯიჯგნი მაინც არ იქნება საქართველო...

მესმის მე შენი... შენ გგონია, რომ რასაც მივაღწიეთ, ეს ამერიკელების დახმარებითაა...

მართალი ხარ ამაში, მაგრამ შენ ალბათ ფიქრობ, რომ ამერიკელებმა კარგი ქვეყანა აგვაშენებინეს... მე ვფიქრობ, რომ პირიქით, ნაციკების მხარდაჭერით დემოკრატია ჩაკლეს, რუსებს დაგვაჯახეს და ომის დროს მიგვატოვეს... დაგვტოვეს რუსებთან პირისპირ... არ იცოდა ამერიკამ მიშა რაც იყო და ვინც იყო? ძალიანაც კარგად იცოდა, მაგრამ სწორედ ასეთი კაცი სჭირდებოდა, რომელიც უკან არაფერზე დაიხევდა და რუსებს დაეჯახებოდა, რაც სხვათაშორის აწყობდა ორივე მხარეს, ამერიკასაც და რუსეთსაც... ორივემ გაისწორა თავისი... ამერიკამ დაინახა რა ქაქიც არის რუსეთის არმია, ეს რუსებმაც დაინახეს (ახლა დიდი რეორგანიზაციაა რუსეთის არმიაში) და პლუს, კავკასიაში ნატოს ფეხი ამოაკვეთინეს...

კითხვა მაქვს... შენი აზრით ამერიკელების შესვლა ერაყში კარგი იყო ერაყელი ხალხისთვის თუ ცუდი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამერიკის ინტერესია მხოლოდ ამერიკის ინტერესები და მეტი არაფერი..

+ ნავთობი და ნავთობის ტრასა.

მოდი რეალურად შევხედოთ

ჯარი გაგიწვრთნა, ტექნიკა მოგცა. შენ 3 დღეში ჯარი დაშალე, ტექნიკა უომროდ ჩააბარე და რაც მთავარია, ამაში თუმრე ამერიკელები ყოფილან დამნაშავეები. ტყუილ უბრალო გაააყრევინე ემადენი ფული.

90-იანი წლების შიმშილი და გაჭირვება გახსოვს. თურმე ეს ოხერი ამერიკელებიო ყოფილან დამნაშავეები, ამდენი მილიონები, რომ მოგცეს, შენ კი ეს მილიონები ვერ გააკონტროლე და ვიღაც ნაბიჭვრებმა ჯიბეში ჩაიდეს..

2003-ში მიშას ყვიროდით? ყველა ყვიეროდა და აბსოლიტური ძალაუფლება გადაეცით, მაშინ როდესაც შეიძლებოდა პარლამენტი მაინც

დაბალანსებული გყოლოდათ, არა, მოისურვეთ ერთპარტიული სისტემა და მიშას აბსოლიტური მართველებოა, ამაშიც ამერიკა არის დამნაშავე.. \

ბაქო-ჯეიჰანის პროექტი, რომელიც ამეიკელების დაგეგმილი იყო, გაძლევს ენერგო უსაფრთხოებას და ზედმეტ შემოსავალს, ესეც დამპალი ამერიკელების ბრალია.

მე რომ ამერიკის პრეზიდენტის მაგივრად ვყოფილიყავი, ვალს მოგთხოვდი, ეკონომიკურად გაგაკოტრებდი, ისე რომ პურის რიგები მოგენატრებოდატ. ხო და მერე ყოფილიყო ამერიკა დამპალიც და ჩათლახიც..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამერიკამ უნდა შეწყვიტოს სააკაშვილის რეჯიმის დაფინანსება, თუკი დახმარება სურს

დაეხმაროს ოპოპარტიებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაეხმაროს ოპოპარტიებს

რატომ უნდა დაეხმაროს რუსეთუმებს, ჯერ ეს ახსენი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ უნდა დაეხმაროს რუსეთუმებს, ჯერ ეს ახსენი?

რესპებს, ალასანიას, მემარჯვენეებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რესპებს, ალასანიას, მემარჯვენეებს

ძმებ ბერძენიშვილებს კგბ-ს აგენტებს, თუ ნაბიჭვარ გამყრელიძეს, რომელსაც საკმაოდ დიდი ფული აქვს ნაკეთები დაზღვევაზე

ალასანიას რომ დაუჭირონ მხარი, ეს იგივეა ერთი და იგივ შეცომა დამოუშვან ორჯერ (ანუ მიშას რომ დაუჭირეს მხარი, ისეთივე შეცდომა გაიმეორონ)

ამერიკა იმ პოლიტიკით, რა პოლიტიკასაც აწვება ვერ გაიმარჯვებს საქართველოში. ამერიკა მარტო ფულით ეხმარება საქართველოს, ხოლო ეს ფული კი, ხვდება კგბ-შნიკების ხელით. ამერიკას თუ სურს რომ რამე წარმატებას მიაღწიონ, აქ უნდა აამუშაონ ცე-რე-უ, სხვანაირად კგბ-ს ვერ დაამარცხებენ..

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...