Morfius Posted March 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2011 თუ ანგელოზებს ხორცი არ ჰქონდათ შესხმული, აბა როგორ ჭამეს და დალიეს ლოტის სახლში? დაწერე შენი მოსაზრება.როგორ ძვირფასო და ისევე როგორც იესო ჭამდა თევზს სულიერ სხეულში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2011 რაც შეეხება მათ გამოკვებას ეს ისეთივე თხზულებაა როგორიც თავად ლოტის ამბავიMorfius ჩემო კარგო, შენ უკვე იმდენად მოემწყვდიე წინააღმდეგობაში, რომ ბიბლიაში ჩაწერილზე ამბობ, თხზულებააო და თურმე არ უნდა მივიღოთ ნამდვილ მოვლენად. შენგან განსხვავებით, მე მაგ აზრის არ ვარ. ბიბლიაში რაც წერია, შეთხზული თხზულება კი არაა, არამედ წარსულში მომხდაირ მოვლენებია აღწერილი. ბიბლიის თანახმად: "საღამო ხანს, როცა ის ორი ანგელოზი სოდომში მივიდა, ლოტი სოდომის კარიბჭესთან იჯდა. თვალი რომ მოჰკრა მათ, წამოდგა შესაგებებლად, პირქვე დაემხო მიწაზე 2 და სთხოვა: „ჩემო ბატონებო, შემოდით თქვენი მსახურის სახლში და ღამეს გაგათევინებთ, ფეხებსაც დაგაბანინებთ. დილით კი ადრე ადექით და თქვენს გზას დაადექით“. მათ კი მიუგეს: „არა, მოედანზე გავათევთ ღამეს“. 3 მაგრამ არ მოეშვა მათ ლოტი და ისინიც შევიდნენ მასთან სახლში. სუფრა გაუშალა, დაუცხო უფუარი პურები და მათაც დაიწყეს ჭამა". ანგელოზები რომ ადამიანურ სხეულში არ ხოფილიყვნენ, ანუ ფიზიკური (ხორციელი) სხეული არ ჰქონოდათ, არც მოსე დაწერდა კაცები იყვნენო ეს ანგელოზები და გაშლილ სუფრაზე დაწყობილ საკვებზე არ დაწერდა ჭამა დაიწყესო. როცა ხედავ რომ ბიბლია იმის საპირისპიროს ამბობს რასაც შენ, კი არ უნდა ცდილობდე საკუთარი მცდარი მოსაზრების ბიბლიურ მოსაზრებად გასაღებას, არამედ უნდა აღიარო რომ არასწორი თვალსაზრისი გაქვს და თეთრზე არ თქვა შავიაო. დანარჩენს, როგორც ყოველთვის გწერდი, მკითხველი თავად გაუკეთებს სათანადო დასკვნას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2011 ამასთან ერთად, არ უნდა აგერიოს ის, რომ ანგელოზი სულია. ეს ნიშნავს რომ ის სულიერი ქმნილებაა, სულიერ სხეულში და ის ფაქტი რომ ის სულია და ჩვენ მას ვერ ვხედავთ, არ ნიშნავს იმას რომ ის სული არაა რადგან ვერ ვხედავთ. მასეა მაგას არ ნიშნავს მაგრამ არც იმას ნიშნავს რომ რადგან ვერ ვხედავთ ის ისეთივე სულია, როგორც თავად ღმერთი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2011 როგორ ძვირფასო და ისევე როგორც იესო ჭამდა თევზს სულიერ სხეულში. აი აქაც. ადრეც აგიხსენი, რომ იესო სულიერად აღდგა, ანუ სულიერ სხეულში, რადგან მოციქული პავლეც ადასტურებს ამის შესახებ, როცა ამბობს, რომ "ასევეა მკვდრეთით აღდგომაც. ითესება გახრწნილებაში და აღდგება უხრწნელობაში; ითესება დამცირებაში და აღდგება დიდებაში; ითესება სისუსტეში და აღდგება ძლიერებაში; ითესება ხორციელი სხეული და აღდგება სულიერი სხეული". წარსულში მცხოვრები ანგელოზების მსგავსად, იესო რომელიც სულიერ სხეულში აღდგა, ხორცს ისხამდა და ისე ეცხადებოდა ადმიაანებს და ის თევზი, რომელიც შეჭამა, მაგ დროს ხორციელ სხეულში იყო, ანუ ხორცშესხმული იყო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2011 მაგრამ არ მოეშვა მათ ლოტი და ისინიც შევიდნენ მასთან სახლში. სუფრა გაუშალა, დაუცხო უფუარი პურები და მათაც დაიწყეს ჭამა".ჯერ ეს ერთი ეს ბიბლიაში მოსემ იმის გამოსახატავად ჩაწერა რომ ლოტმა უმასპინძლა მათ, მაგრამ სინამდვილეში მათ არანაირი პური არ უჭამიათ და გინდაც ეჭამათ მაგით რისი თქმა გსურს, რომ მათ ხორცი გააჩნდათ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2011 წარსულში მცხოვრები ანგელოზების მსგავსად, იესო რომელიც სულიერ სხეულში აღდგა, ხორცს ისხამდა და ისე ეცხადებოდა ადმიაანებს და ის თევზი, რომელიც შეჭამა, მაგ დროს ხორციელ სხეულში იყო, ანუ ხორცშესხმული იყო.სწორედ აქ ცდები ხომ გითხარი შენ სულიერ სხეულს სულს ეძახი სინამდვილეში კი სულიერი სხეული არის ფიზიკური ხორციელი სხეულის მსგავსი, განსხვავება იმაშია რომ ეს სხეული უკვე სრულყოფილია და უჩინარია ხან საჩინო ადამიანთა თვალთათვის ამ სხეულის გამოჩინება თავად სხეულის პატრონზეა დამოკიდებული და როგორც იესო ახდენდა მის თვალსაჩინოდ წარმოჩინებას ( წამდაუწუმ კი არ ისხავდა ხორცს ) ასევე ეს ანგელოზებიც ასევეა მკვდრეთით აღდგომაც. ითესება გახრწნილებაში და აღდგება უხრწნელობაში; ითესება დამცირებაში და აღდგება დიდებაში; ითესება სისუსტეში და აღდგება ძლიერებაში; ითესება ხორციელი სხეული და აღდგება სულიერი სხეული".ახალი არაფერი გითქვამს და ასეთ სხეულებს ჩვენ ყველანი მივიღებთ აღდგომისას, სწორედ ამაზე ამბობს იესო აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან არამედ არიან როგორც ანგელოზები ცაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2011 ჩემო კარგო, შენ უკვე იმდენად მოემწყვდიე წინააღმდეგობაში, რომ ბიბლიაში ჩაწერილზე ამბობ, თხზულებააო და თურმე არ უნდა მივიღოთ ნამდვილ მოვლენად.კი არ მოვემწყვდიე, რეალურ ფაქტს გეუბნები, იმ ანგელოზებს ლოტთან იმიტომ კი არ უჭამიათ პური რომ პურის ჭამა არ შეეძლოთ, შეეძლოთ მაგრამ ამის საჭიროება არ იყო ეს უკანასკნელი კი მოსემ იმის აღსანიშნავად ჩაწერა რომ ლოტმა მათ უმასპინძლა, თორემ ძალიან იცოდა ეხლა ხმიადები დაუცხო თუ პერაშკები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2011 (edited) ჯერ ეს ერთი ეს ბიბლიაში მოსემ იმის გამოსახატავად ჩაწერა რომ ლოტმა უმასპინძლა მათ, მაგრამ სინამდვილეში მათ არანაირი პური არ უჭამიათ და გინდაც ეჭამათ მაგით რისი თქმა გსურს, რომ მათ ხორცი გააჩნდათ? Morfius :givi: ისეთ რამეებს წერ, ლამის მოვკვდე სიცილით. (კი არ დაგცინი, უბრალოდ მეცინება უკვე ისეთ რამეებს წერ). შენ თუ დაგიჯერებთ, გამოდის რომ თურმე მოსეს ტყუილები ჩაუწერია ბიბლიაში. შენ წერ, რომ ლოტის მიერ გაშლილ სუფრაზე დაწყობილი საკვები (პური) ანგელოზებს არ უჭამითო, მოსე კი საპირისპიროს წერს, რომ "არ მოეშვა მათ ლოტი და ისინიც შევიდნენ მასთან სახლში. სუფრა გაუშალა, დაუცხო უფუარი პურები და მათაც დაიწყეს ჭამა". ამას ქვია კაცმა თქვას თეთრი შავიაო და შავი თეთრიო. შენ რატომღაც გინდა რომ შენი პოსტების წამკითხველმა ადამიანებმა შენ დაგიჯერონ და არა მოსეს. ამასაც თავად მკითხველი განსაზღვრავს ვის დაუჯეროს. ეს ბოლო პოსტი, რომელიც აქ დავაციტირე და რომელსაც კომენტარი გავუკეთე, იმის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს თუ როგორ ცდილობ ბიბლიაში ჩაწერილის უკუღმად გაგებას, როგორ არასწორად იგებ მას და როგორც ცდილობ ამ საკითხებში გაურკვეველი მკითხველის შეცდომაში შეყვანას. სამწუხაროა რომ არ გსურს ღვთის სიტყვაში ჩაწერილის სწორად გაგება და იმ დონებდეც კი მიხვედი შენი მცდარი დასკვნებით, რომ მოსე მატყუარაც კი გამოიყვანე. შენ თუ გკითხავთ, თურმე არ უჭამიათ პური ანგელოზებს და მოსე კი გვატყუებს ბიბლიაში რომ გვიწერს, ჭამესო. არ მიკვირს რომ ჩემი დაწერილი არ გესმის. ახლა უკეთ გავიგე, რატომ გეძახიან "პროფესორს". პ.ს.ზემოთ აღნიშნული კლასიკური მაგალითის შემდეგ, აზრს ნამდვილად ვერ ვხედავ კიდევ აგისხნა ეს საკითხები. მაშინ როცა აშკარად დაწერილ ლოტისა და ანგელოზების ისტორიას, ჯიუტად უარყოფ... Edited March 8, 2011 by აზრი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha kakauridze Posted March 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2011 Morfiusასევე იეჰოვას მოწმეებიც სხვადასხვა საკითხს სწორად განმარტავენ. მე არასოდეს უარვჰყოფ იმას რაც ბიბლიურია და რეალურია, მაგალითად იეჰოვას მოწმეებს ვეთანხმები იმაში, რომ მამა ღმერთი და იესო სხვადასხვა პიროვნებები არიან, იეჰოვას მოწმეებს რაში ეთახმები? შენი აზრით იესო ქრისტე ღმერთი არის თუ არა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2011 lasha kakauridze და იმაში თუ ეთანხმები მორფიუსს ლოტს რომ ესტუმრნენ ანგელოზები და პური რო ჭამეს, იმაზე დაწერა არ უჭამიათო ანგელოზებსო. ეთანხმები მაგაში მორფიუსს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha kakauridze Posted March 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2011 აზრიდა იმაში თუ ეთანხმები მორფიუსს ლოტს რომ ესტუმრნენ ანგელოზები და პური რო ჭამეს, იმაზე დაწერა არ უჭამიათო ანგელოზებსო. ეთანხმები მაგაში მორფიუსს? არ ვეთახმები რადგან ბიბლიაში წერია, რომ ლოტთან მისული ანგელოზებმა პური ჭამეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2011 "არ მოეშვა მათ ლოტი და ისინიც შევიდნენ მასთან სახლში. სუფრა გაუშალა, დაუცხო უფუარი პურები და მათაც დაიწყეს ჭამა".გეკითხები რა იცოდა მოსემ ლოტმა პურები დაუცხო თუ ნამცხვარი გამოუცხო? აბრაამსაც თავად დააკვლევინა ის ხბო და ნოესაც თავად ააშენებინა კიდობანი, სინამდვილე კი განსხვავდება ამ ყველაფრისაგან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2011 იეჰოვას მოწმეებს რაში ეთახმები? შენი აზრით იესო ქრისტე ღმერთი არის თუ არა?ღმერთი არის, მაგრამ ის ღმერთი არა რომელსაც ადამიანმა უნდა სცეს თაყვანი, იმ ღმერთს იეჰოვა ქვია და ამას მართალს ამბობენ, იესო ასე ვთქვათ ამ ღმერთის ნაწილია და მისგან იშვა ანუ მამის წიაღიდან გამოვიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავად არის მამა, როდესაც ამბობს რომ მე და მამა ერთი ვართ აქ იგულისხმება რომ ისინი ერთნაირად მოქმედებენ, ვიცი ეხლაც დამიწერს ბატონი აზრი რომ ბიბლიას ვაკეთებ და არასწორი წარმოდგენები მაქვს მაგრამ ეს ასეა. არ ვეთახმები რადგან ბიბლიაში წერია, რომ ლოტთან მისული ანგელოზებმა პური ჭამესგეუბნები ეს პურის ჭამა არის სიმბოლური მნიშვნელობის ლოტის მასპინძლობის აღსანიშნავად ჩაწერა მოსემ, ხოლო თუ გაინტერესებს ანგელოზს შეუძლია პურის ჭამაც და ღვინის დალევაც, მაგრამ იმ მომენტში ისინი საქეიფოდ კი არ იყვნენ წარგზავნილები არამედ ქალაქების გასანადგურებლად. ისეთ რამეებს წერ, ლამის მოვკვდე სიცილით.იცინებ აბა რა იქნება ანგელოზები სულები გგონია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2011 გეუბნები ეს პურის ჭამა არის სიმბოლური მნიშვნელობისMorfius შენ რადგან მეუბნები არ ნიშნავს რომ მასეა. მასე იქნებოდა, ბიბლიას რომ შეესაბამებოდეს შენი აზრები. იმ მომენტში ისინი საქეიფოდ კი არ იყვნენ წარგზავნილები არცმე ვამბობ საქეიფოდიყვნენმისულებითქო და არც მოსე. ანგელოზები სულები გგონია კიარ მგონია,დაგიწერე და აგიხსენი ის, რასაც ბიბლია ამბობს, მარა შენ ბიბლაში ჩაწერილს უარყოფ და შეთხზულიაო ამბობ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha kakauridze Posted March 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2011 Morfiusგეუბნები ეს პურის ჭამა არის სიმბოლური მნიშვნელობის ლოტის მასპინძლობის აღსანიშნავად ჩაწერა მოსემ, ხოლო თუ გაინტერესებს ანგელოზს შეუძლია პურის ჭამაც და ღვინის დალევაც, მაგრამ იმ მომენტში ისინი საქეიფოდ კი არ იყვნენ წარგზავნილები არამედ ქალაქების გასანადგურებლად. ცუდად ნუ გამიგებ მაგრამ სიმართლე გითხრა ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ლოტთან პური ჭამეს თუ არა,ან თუნდაც ნოეს კიდობანში რამდენი ფანჯარა და ტუალეტი ქონდა ეს მე ვიცი რომ ვერ მაცხოვნებს..... მაგრამ აი ესღმერთი არის, მაგრამ ის ღმერთი არა რომელსაც ადამიანმა უნდა სცეს თაყვანი, იმ ღმერთს იეჰოვა ქვია და ამას მართალს ამბობენ, იესო ასე ვთქვათ ამ ღმერთის ნაწილია და მისგან იშვა ანუ მამის წიაღიდან გამოვიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავად არის მამა, როდესაც ამბობს რომ მე და მამა ერთი ვართ აქ იგულისხმება რომ ისინი ერთნაირად მოქმედებენ, ვიცი ეხლაც დამიწერს ბატონი აზრი რომ ბიბლიას ვაკეთებ და არასწორი წარმოდგენები მაქვს მაგრამ ეს ასეა.უკვე საინტერესოა..... ღმერთი არის, მაგრამ ის ღმერთი არა რომელსაც ადამიანმა უნდა სცეს თაყვანი რას ნიშნავს ღმერთი არისო მაგრამ ის ღმერთი არაო რომელიც თაყვანი უნდა ვსცეთო? აბა როგორი ღმერთია? ბუნებით არის ღმერთი თუ მადლით მიღებული ღმერთი? როგორც ჩვენც ვიცით ადამიანებს ეს მადლი გვაქვს მიღებული რომ ღმერთი გავხდეთ იმ ღმერთს იეჰოვა ქვია და ამას მართალს ამბობენიეჰოვა ითარგმნება თუ არა? შესაძლებელია თუ არა რომ სიტყვა იეჰოვაში მისი თვისება დავინახოთ? თუ მარტო საკუთარ სახელს ვხედავთ?იესო ასე ვთქვათ ამ ღმერთის ნაწილია და მისგან იშვა ანუ მამის წიაღიდან გამოვიდა,ღმერთის ნაწილი ჩვენც ვართ ადამიანები, და ფაქტიურად შენ იესოს ადამიანს უტოლებ, უფრო დავაკონკრეტებ, თუ იესო ბუნებით ღმერთია მაშინ ჩვენ ადამიანებმა იგივე თაყვანი უნდა ვსცეთ როგორც მამას და თუ იესომ მიიღო მადლით მიღებული ღმერთობა მაშინ ის ჩვენაირი ქმნილი ყოფილა.....ესეიგი როგორც შენი ნაწერიდან გამოვიტანე დასდასკვნა ასეთია: - ესეიგი იყო დრო რომ იესო არ არსებობდა და მერე იეჰოვამ შექმნა- ამაში მეთახმები თუ არა? მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავად არის მამა, როდესაც ამბობს რომ მე და მამა ერთი ვართ აქ იგულისხმება რომ ისინი ერთნაირად მოქმედებენ ჩემო კარგო ჩვენ მართლმადიდებლებიც ვაღიარებთ 3 ჰიპოსტას მაგრამ ბუნებით ღმერთი ერთია და ამიტომ ჩვენ თანაბრად უნდა თავყვანისცეთ მამას ძეს და სულიწმინდას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.