Morfius Posted March 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 7, 2011 საიდანაც ჩანს რომ სამივე მათგანი წავიდა.და რატომ წავიდა სამივე მათგანი? სანამ ეს მოვლენები განვითარდებოდა უფალი ამბობოს: "ჩავალ ვნახავ რასაც მეუბნებიან სოდომსა და გომორზე მართალია?" აი ეს სიტყვები უფრო საეჭვოა ჩემთვის, რაში დასჭირდებოდა ყველგან მყოფ და ყველაფრისმხედველ უფალს სადმე ჩასვლა და მოვლენის გადამოწმება? იუდეველები რომ ჩუმ ჩუმად ზღაპრებსაც ურევდნენ ბიბლიაში ესეც უნდა გაითვალისწინო ხოლმე როდესაც მსგავს საკითხებზე მსჯელობ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2011 იქ სადაც წერია ეს ორი ანგელოზი სოდომში წავიდაო, მანამდე წერია, რომ სამი კაცი რომ ესტუმრა, სამიდან ერთერთი დარჩა აბრაამთან და გააგრძელა საუბარი ხოლო დანარჩენზე წერია, რომ გაბრუნდნენ კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომსო.მოდი შევთანხმდეთ ასე, რაღაცას რომ იტყვით თან ციტატაც დაურთეთ ბიბლიიდან, რადგან თქვენ ორ სიტყვას ამბობთ და მერე მიდიხართ, მე კიდევ ბიბლიის თავების წერა მიწევს მკითხველისთვის იმის დასანახვებლად, რომ თქვენი წარმოდგენები მცდარია. ეხლა მე დავწერ ბიბლიის შესაბამის თავს და თან განვმარტავ ეტაპობრივად და იმედია მომავალში ამ თემაზე ანალოგიურ შრომატევად განმარტებებს აღარ მომთხოვთ. ყველაფერი კი სინამდვილეში შემდეგნაირად იყო:ბიბლია წიგნი დაბადება (შესაქმისი) თავი 18 მუხლები 1-22, 33.1. და გამოეცხადა მას უფალი მამრეს მუხასთან, როდესაც ის შუადღის ხვატში იჯდა თავისი კარვის წინ.2. და აღაპყრო მან თვალი და დაინახა, რომ სამი კაცი დგას მის ახლოს. და როცა დაინახა ისინი გაიქცა მათ შესახვედრად, კარვის შესასვლელიდან და თაყვანი სცა მათ მიწამდე.მხოლოდ ამ ორი მუხლიდან სჩანს, რომ აბრაამთან უფალი მივიდა სამი კაცის სახით, რადგან სწერია გამოეცხადა მას უფალი მამრეს მუხასთან, ხოლო სამი კაცის შესახვედრად გაქცეული აბრაამი თაყვანს სცემს მათ მიწამდე, აბა გავიხსენოთ ვისი დაწერილია ბიბლიის დაბადების წიგნი? ეს ხომ მოსემ დაწერა? სწორედ იმ მოსემ, რომელმაც სინას მთიდან ებრაელ ერს უფლის 10 მცნება ჩამოუტანა და სადაც გარკვევით არის გადმოცემული შემდეგი: "თაყვანი ეცი მხოლოდ შენს ღმერთს და მხოლოდ მას ემსახურე" მიუხედავად იმისა, რომ მოსეს დროს აბრაამი კარგა ხნის გარდაცვლილია უკვე და მოსემ არ იცის ის კონკრეტული მოქმედებები რაც აბრაამმა სტუმრებთან შეხვედრისას განახორციელა, ის გარკვევით წერს აბრაამზე, რომ მან თაყვანი სცა სტუმრებს მიწამდე და ამას წერს იმ დროს, როდესაც კარგად აქვს გათვიცნობიერებული, რომ თაყვანისცემა მხოლოდ ღმერთისა შეიძლება. ბატონო აზრი თუ მოსე ამ პირებში ანგელოზებს გულისხმობს, გამოდის, რომ მან ებრაელი ერის მამას თაყვანი აცემინა ანგელოზებისთვის და შესაბამისად შეაცოდინა კიდეც, თვითნებურად დაარღვევინა რა აბრაამს ღვთის უპირობო მცნება. დაუშვებდა ასეთ რამეს მოსე? ეხლა მივყვეთ მოვლენებს.3. და თქვა ბატონო, თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენს მსახურს.4.და მოიტანენ ცოტა წყალს და დაგაბანინებ ფეხს, და დაისვენეთ ხის ქვეშ.5. და გამოგიტანთ მცირეოდენ პურს, და დაინაყრეთ გული, შემდეგ კი წადით რაკი გზად ჩაუარეთ თქვენს მსახურს. "და უთხრეს ისე გააკეთე, როგორც თქვი"ამ მუხლებიდან ჩვენ ვგებულობთ, რომ აბრაამმა იცნო უფალი ამ სამ კაცში ვინაიდან ეუბნება სიტყვებს: "თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენს მსახურს" იგი თავის თავს უწოდებს მსახურს, მაშინ როდესაც დაწერილია: "თაყვანი ეცი მხოლოდ შენს ღმერთს და მხოლოდ მას მსახურობდე" და სხვაც აბრაამისთვის ეს სტუმრები, რომ ძვირფასები არ ყოფილიყვნენ რატომ მიმართავდა ასე? რამდენი მაწანწალაც მის კარავს აუვლიდა ყველას კი არ ეპატიჟებოდა.6.და ისწრაფა აბრაამმა კარვისაკენ სარასთან და უთხრა "იჩქარე: სამი საწყაული საუკეთესო ფქვილი მოზილე და კვერები გამოაცხვე"7.ნახირისაკენ გაიქცა აბრაამი, და აჩვენა ჩვილი და საღი ხბო, და მისცა იგი თავის მსახურს და მანაც სწრაფად მოუმზადა იგი.8.აიღო კარაქი და რძე და ხბო, რომელიც მოამზადა და მიართვა მათ, ხოლო თვითონ იდგა მათ გვერდით, ხის ქვეშ, როცა ისინი ჭამდნენ.ეს სამი მუხლიც ირიბად მეტყველებს იმაზედ, რომ აბრაამს ამ სამი სტუმრის სახით თავად უფალი ეწვია, რადგან აბრაამმა მათ ყველაფერი საუკეთესო მიართვა, ებრაელებს მკაცრად ეკრძალებათ დასახიჩრებული ან და კოჭლი პირუტყვის უფლისათვის მსხვერპლად შეწირვა და მცნებად აქვთ, რომ პირველნაყოფი მისი მოსავლისა და ფარიდან უფლისაა, აბრაამი კი სწორედ ასეთ ჩვილ და საღ ხბოს სთავაზობს, როგორის შეთავაზებაც მხოლოდ უფლისთვისაა შესაძლებელი მცნების მიხედვით, არა შეიძლება ასეთი ხბო ადამიანსაც შესთავაზო, მაგრამ აქ მოსე როდესაც წერს სიტყვებს, ჩვილი და საღი ხბო, სწორედ ამიტომ აკეთებს აქცენტს ამაზედ, რომ მან შესანიშნავად იცის თუ როგორი მსხვერპლია მოსაწონი უფლისთვის, ხომ შეიძლებოდა დაეწერა უბრალოდ ხბო? მაგრამ არა, ის წერს ჩვილსა და საღს რითაც ხაზს უსვავს იმას, რომ აბრაამმა სტუმრებს უფლისათვის მოსაწონი ძღვენი შესთავაზა, თორემ რამდენი კოჭლი პირუტყვი ჰყავდა აბრაამს? უბრალო სტუმრები, რომ ყოფილიყვნენ ძაან გაიგებდნენ ეხლა დაკლული ცხოველი კოჭლი იყო ბრმა თუ ინსულტიანი 9. და ჰკითხეს მას: "სად არის სარა შენი ცოლი? მან უპასუხა აჰა კარავშია"სამმა უცნობმა კაცმა დაასახელა აბრაამის ცოლის სახელი, აბრაამი კი ყოველგვარი გაკვირვების გარეშე პასუხობს "აჰა კარავშია", რაზედ მიუთითებს ეს სიტუაცია? აბრაამმა იცის და კარგად აქვს გათვიცნობიერებული, თუ ვისთან აქვს საქმე ამ სამი კაცის სახით.10. შემდეგ უთხრა ერთ-ერთმა მათგანმა, "გაისად ამ დროს ნამდვილად დავბრუნდები შენთან და ეყოლება ძე სარას, შენს ცოლს" და სარას ესმოდა ეს კარვის შესასვლელთან, რადგან მის უკან იდგა.აბრაამმა შესანიშნავად იცის, რომ უპირობოდ შესრულებადი აღთქმის მიცემა, მხოლოდ ღმერთს ძალუძს და იმ კაცთაგან ერთ ერთი მათგანის სახით, რომ თავად ღმერთი ესაუბრება და აღუთქვავს იცი სად ჩანს ბატონო აზრი? ამავე დაბადების წიგნის 21-ე თავის მე-2 მუხლში, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:"და დაორსულდა სარა და უშვა აბრაამს მისი სიბერის ძე, სწორედ იმ დროს, როგორც თქვა ღმერთმა" ვინ უთხრაო? ღმერთმაო და არა ღვთის ანგელოზმაო და საერთოდ როდესაც ღვთის ანგელოზი საუბრობს, ყოველთვის წერია გარკვევით მასზედ სიტყვები "ღვთის ანგელოზი" მაგალითად, როდესაც აბრაამმა სარას მოთხოვნით თავისი მხევლის ჰაგარისაგან ნაშობი ვაჟი გააძევა, თავის სამკვიდროდან სასოწარკვეთილებაში მყოფ ჰაგარს გადახდა შემდეგი ამბავი: წიგნი დაბადებისა თავი 21 მუხლი 17 -და ისმინა ღმერთმა ხმა ყრმისა და მოუწოდა ღმერთის ანგელოზმა ჰაგარს ზეციდან და ჰკითხა, რა დაგემართა ჰაგარ?........ მოსეს არ ეზარებოდა არასოდეს მოსაუბრის ვინაობის დაკონკრეტება იქნებოდა ის ანგელოზი? წერდა რომ უფლის ანგელოზი იყო, იქნებოდა თავად ღმერთი? აბსტრაქტულ რაღაცეებს კი არ იგონებდა, რომ მერე ადამიანს ვეღარ გაერკვია ღმერთი იყო კაცი თუ ანგელოზი. მოკლედ დავუბრუნდეთ მოვლენების განვითარებას.11. და აბრაამი და სარა იყვნენ ხანში, წლებში შესულნი. და შეწყვეტილი ჰქონდა სარას დედათა წესი. (იმედია დედათა წესის განმარტებასაც არ მომთხოვთ )12.და გულში გაეცინა სარას და თქვა: "რაღაი დავბერდი რა სიამე მექნება? და ჩემი ბატონიც ხომ მოხუცია?"13. და უთხრა უფალმა აბრაამს "რად გაიცინა სარამ? ამ სიტყვებით: "ნუთუ მართლა ვშობ მოხუცობისას?"განვიხილოთ ეს სამი მუხლი, რომელიც უფრო აზუსტებს მოსაუბრე პიროვნების ღმერთობის საკითხს, მოსალოდნელი არგუმენტი ვიცი ბატონო აზრი ალბათ იტყვით სიტყვა "უფალი" ამ შემთხვევაში ღმერთს სულაც არ ნიშნავსო, მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუოთ მე უფალზე კი არა აი რაზედ უნდა გავაკეთო აქცენტი: ამ სამი მუხლიდან ვგებულობთ, რომ სარამ, აბრაამის ცოლმა, აყურადებდა რა მათ საუბარს, გულში გაიცინა ანუ გაიფიქრა, ხმამაღლა კი არ თქვა, გაიფიქრა გულში. ეხლა გისმევთ კითხვას ბატონო აზრი:შესწევს კი ანგელოზს იმის უნარი ადამიანის გულის ზრახვებს, მიხვდეს? შეუძლია ანგელოზს ადამიანის ფიქრს ჩასწვდეს? თუ მხოლოდ ღმერთს ძალუძს ადამიანის გულის სიღრმეების წვდომა, როგორც ეს დაწერილია,რომ მხოლოდ იგი იკვლევს ადამიანის გულის სიღრმეებს და არაფერია მისგან დაფარული? სად არის დაწერილი? ფსალმუნებში. თუ ნაძალადევად მაინც მიპასუხებთ, რომ ანგელოზსაც შეუძლია ადამიანის გულში ნაფიქრალის გაგება, გეტყვით მხოლოდ ერთს, გადაჭარბებული წარმოდგენა გქონიათ ანგელოზთა შესაძლებლობებზე, სინამდვილე კი ასეთია, არც უფლის ანგელოზს და არც დემონს არ შეუძლია შეიტყოს ის, თუ რას ფიქრობს ადამიანი გულში, ამის ძალაუფლება მხოლოდ ღმერთს აქვს. გავაგრძელოთ.14. განა უფლისთვის შეუძლებელია რამე? დათქმულ ჟამს დავბრუნდები შენთან გაისად და სარას ეყოლება ძე"ბატონო აზრი დათქმულ ჟამს, რომ უკან დაბრუნებული ღვთის გარდა არავინ სჩანს ეს მაინც არ მეტყველებს იმაზედ, რომ ამ მოსაუბრისთვის ანგელოზის იარლიყის მიკერება ცოტა უხერხულია? სხვანაირად აფერისტი გამოდის ეს თქვენი თქმით ანგელოზი ვინაიდან დაბრუნების დაპირებას აღარ ასრულებს.15. და უარჰყო სარამ და თქვა: "არ გამიცინია" რადგან შეეშინდა და უპასუხეს მას: "არა, შენ გაიცინე".სარამ რომ სწორედ გულში გაიცინა, მის მიერ ამ ფაქტის უარყოფაც ადასტურებს, ვინაიდან ხმამაღლა რომ გაეცინა, სტუმართათვის გასაგებად, უკვე ვეღარ უარჰყოფდა, თან შეეშინდა სარას, რამ შეაშინა? რამ და სწორედ იმან რომ გულის განზრახვასაც კი მიუხვდნენ და გულში გაცინების ანუ ფიქრის ფაქტი უარჰყო იმიტომ, რომ ადამიანის ბუნებაა შემდეგნაირი-" მე ხმამაღლა არ მითქვამს და გულში რა ვიფიქრე ვინ გაიგებს? ამიტომ მოდი უარვჰყფ ნაფიქრალს", მაგრამ სარას მკაცრად, მოკლედ და კონკრეტულად კვლავ შეახსენეს "შენ გაიცინე" რითაც კიდევ ერთხელ დაანახვეს, რომ ამის უარყოფას აზრი არ ჰქონდა ვინაიდან ესაუბრებოდა იმას, ვისგანაც არაფერია დაფარული.16.და ადგნენ იქიდან ეს კაცები და მიაბყრეს მზერა სოდომისაკენ და აბრაამი გაჰყვა მას გასაცილებლად.17. და თქვა უფალმა დავუფარო აბრაამს რასაც ვაპირებ?18. და აბრაამი, რომ გახდება დიდი და ძლიერი ერი და მისით იკურთხება მიწის ყველა ერი?19. რადგან ამოვირჩიე, რომ ამცნოს თავის ძეებსა და თავის სახლს თავის შემდეგ, რომ დაიცვან გზა უფლისა, ქნან სიმართლე და სამართალი, რათა შეუსრულოს უფალმა აბრაამს რასაც შეჰპირდა.20. და თქვა უფალმა "გამრავლდა ღაღადი სოდომზე და გომორაზე და დიდად მძიმეა მათი ცოდვები 21.ჩავალ და ვნახავ ნამდვილად ისე იქცევიან, როგორც ღაღადია მათზე თუ არა და შევიტყობ" 22. და გაემართნენ ეს კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს და აბრაამი ჯერ კიდევ იდგა უფლის წინაშე.როგორც ზემოთმოყვანილი მუხლებიდან ვხედავთ ამ სამი კაცის მისია არ არის ჯერ ჯერობით სოდომისა და გომორის მიწების განადგურება, რადგან ისინი ამ ქალაქებისაკენ იმ მიზნით კი არ წავიდნენ, რომ ცეცხლი ეწვიმებინათ მისთვის არამედ როგორც თავად უფალი ამბობს: "ჩავალ და ვნახავ, ნამდვილად ისე იქცევიან, როგორც ღაღადია მათზე, თუ არა და შევიტყობ" უფალს განზრახული აქვს გადაამოწმოს, მართლა ასე ზნედაცემული მამათმავლებითა და ლეზბოსელ, ინცესტის ან და გაუკუღმართებული ორალურ, ანალურ, ვაგინალური სექსის მოყვარულებითაა გატენილი მთელი ეს ორი ქალაქი, თუ ლუციფერი ეშმაკობს რაღაცას და ცილს სწამებს მათ, როგორც ეს იობის შემთხვევაში გააკეთა. მათ შესახებ რომ უკვე მოუსწრია ვიღაცას ნიშნისმოგებით უფლისათვის ამბის მიტანა ეს აშკარაა ვინაიდან უფალი ამბობს: "გამრავლდა ღაღადი სოდომსა და გომორაზე" ვინ ამრავლებდა ამ ღაღადს წამდაუწუმ? უფლის ანგელოზი ეს ვერ იქნებოდა ვინაიდან მის სიტყვებს გადამოწმება არ დაჭირდებოდა ვინაიდან ტყუილი არ ძალუძს წმინდა ანგელოზს, თან ის ღაღადს კი არ გაამრავლებდა ამ დაცემული ადამიანების მოქცევისა და მიტევების უფლებას სთხოვდა ღმერთს, მაშასადამე ამ ღაღადს ცინიკურად და ნიშნისმოგებით ზეცაში ავრცელებს სატანა, რომელმაც ჯერ თავისი დემონების დახმარებით აცდუნა და გარყვნა ამ ქალაქების მოსახლეობა, შემდეგ კი ნიშნისმოგებით მიცუნცულდა ღმერთთან და პირობა წაუყენა შემდეგი სცენარით: "ხომ ხედავ რა დღეშიც არიან, რატომ არაფერს მოქმედებ? თუ მოსაწონია მათი საქციელი შენთვის?" უფალი იძულებული ხდება ზეციური ანგელოზების დასანახად ( რათა ისინი არ დაბრკოლდნენ, თორემ თვითონ მშვენივრად იცის ვინ რას აკეთებს სოდომსა და გომორში ) ამ სამი კაცის სახით ეწვიოს სოდომსა და გომორს და გადაამოწმოს სატანის აბდაუბდა ნამდვილად ყველა გაირყვნა, თუ რამოდენიმე კაცს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ზნეობა ვიმეორებ ამას აკეთებს ანგელოზთა დასანახად, რისთვის? აი ამიტომ: ჩვენ ვხედავთ რომ აბრაამმა ვაჭრობა დაუწყო უფალს და ეუბნება: შორს შენგან ასეთი საქმე, რომ მოკლა მართალი უკეთურთან ერთად, უფალი პასუხობს: "თუ ვპოვე მათ შორის 50 მართალი შევუნდობ მათ, ამ მართალთა გამო" როგორც ვხედავთ ის სამი კაცი ანუ თავად უფალი, ამ სამი კაცის სახით სოდომში, იმიტომ მიდიან ,რომ გამოარჩიონ მართლები გარყვნილებიდან, ამიტომ პასუხობს აბრაამს 50 მართალი კაცი თუ ვიპოვე ამ ქალაქში აღარ გავანადგურებო, აბრაამმა იმდენი ქნა, რომ 5 კაცზე დაითანხმა უფალი, რომ თუ ის 5 მართალს მაინც იპოვიდა ამ ქალაქებში აღარ გაანადგურებდა მათ. ეხლა რა ხდება: ამ სამი კაცის სახით რომ უფალი გაემგზავრა სოდომში მტყუან მართლის გასარკვევად ეს კარგად წერია ამავე თავის 22 მუხლში: " და გაემართნენ ეს კაცები სოდომს" აქ არ წერია, რომ 2 წავიდა და 1 აბრაამთან საბაასოდ დარჩა, ასეც რომ იყოს ბატონო აზრი ვთქვათ და ერთი კაცი აბრაამთან საბაასოდ დარჩა, იმდენს ხომ ხვდებით ამ კაცების წასვლის შემდეგ აბრაამს ვისთან ჰქონდა ბაასი? ანუ თქვენი თეორიით რა გამოდის? ამ სამი კაციდან 2 ანგელოზი იყო და ერთი ღმერთი? ასეც რომ არ გინდა რომ გამოვიდეს? ხომ გინდა რომ სამივეს ანგელოზის იარლიყი მიაწებო, მაგრამ რომ არ გამოდის? სინამდვილე კი ასეთია: სამიივე მგზავრის სახით უფალი წავიდა სოდომს მართალთა გამოსარჩევად და სიტუაციის გადასამოწმებლად, როგორც ეუბნება აბრაამს 5 მართალიც რომ ვიპოვო ქალაქს დავინდობო. სიტყვები: აბრაამი ჯერ კიდევ იდგა უფლის წინაშე ნიშნავს შემდეგს, რომ უფალი ყველგანმყოფია და ძალუძს ერთდროულად აბრაამსაც ესაუბროს სამი კაცის სახით წავიდეს სოდომში სასუფეველშიც იყოს და ჩვენს გულებშიც, ხომ ამბობს იესო სადაც ორი და სამი შეიკრიბება ჩემი სახელით მეც მათთან ვარო? ვთქვათ ორი კაცი გლდანში შეიკრიბა ორიც ნუცუბიძეზე, ხომ არ არის მართებული ფიქრი რომ იესო ერთდროულად გლდანში და ნუცუბიძეზე როგორ შეიძლება იყოსო? და კიდევ უფალს რომ პირდაპირ გადაეწყვიტა სოდომის განადგურება და ამ მიზნით გაეგზავნა ანგელოზები, მისია "ცეცხლის წვიმა" და ისინიც ეგრევე გავარდნილიყვნენ რაღა აზრი ჰქონდა აბრაამთან დიალოგს და იმის შეპირებას რომ 5 მართლის პოვნის შემთხვევაში ქალაქს დაინდობდა? რაა? თან ქალაქის გასანადგურებლად გაუშვა ორი ანგელოზი მერე აბრამთან დარჩა თვითონ და გამოდის, რომ ელაზღანდარავება რა. ბრძანება გაცემულია, აქ ის აბრაამს რაღაცას პირდება. არა ძვირფასო ამ სამი კაცის სახით უფალმა გადაამოწმა მთელი სოდომი და ის 5 მართალიც, რომ ვერ იპოვა სწორედ ამის შემდგომ წარგზავნა 2 ანგელოზი სხვათაშორის მათი სახელებიც კი ვიცი სელაფიელი და იეჰუდიელი. ბოლოს კი 33 მუხლი გადმოგვცემს თავადაც წავიდა. ასე, რომ კარგს იზავ თუ ამხელა პოსტებს აღარ დამაწერინებ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2011 (edited) ღმერთი ამბობს ანგელოზებს ვქმნი მსახურებად, ჩემს ძეებს კი მწველ ცეცხლადMorfius რადგან მთხოვე ბიბლიის მუხლებიც დადეო მკითხველმა ნახოს ვინ ამბობს მართალსო, კი ბატონო. შენ ამბობდი რომ ღმერთი ანგელოზებზე ამბობს მსახურებად ვქმნი მათო და მეკამათებოდი რომ ანგელოზები სულები არ არინაო. მკითხველმა რომ დაინახოს შენი მცდარი მოსაზრებები და ის თუ რას ასწავლის სინამდვილეში ბიბლია, პირდაპირ დავდებ ბიბლიიდან ციტატას, რაც ადასტურებს იმას, რასაც მე ვამბობდი, ანუ იმას რომ ანგელოზები სულები არიან! ფსალმუნის 103:4-ში პირდაპირ წერია: "რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა". - წყარო: http://www.orthodoxy.ge/tserili/mtskheturi/fsal101-115.htm ეს ერთ ტყუილი დაგისაბუთე რომ არასწორად ამბობდი ბიბლიის მუხლს და მკითხველი შეცდომაში შეგყავდა ტყულის დაწერით. ახლა რაც შეეხება იმას, რომ ამბობდი აბრაამს, აბრაამს რომ ესტუმრნენ სამი კაცი, სამივე წავიდნენ სოდომშიო ასე წერიაო ამბობდი. ანუ მკითხველს აქაც ატყუებდი რომ იქ წერია სამივე წავიდნენო. ნახე როგორ ატყუებდი მკითხველს და რას ამბობდი: არა ბატონო იქ წერია, რომ სამივე წავიდა, მაგრამ აბრაამი იდგა უფლის წინაშე და ესაუბრებოდაო, ამ სამი კაცის წასვლის შემდეგ. ფაქტია რომ აქაც იტყუები და შეცდომაში შეგყავს მკითხველი, რადგან ამბობ რომ "იქ წერია სამივე წავიდა"-ო. მკითხველს მიუთითებ ბიბლიაზე და ამბობ, იქ (ანუ ბიბლიაში)წერია რომ სამივე წავიდაო. სინამდვილეში კი ბიბლიის მაგ მონაკვეთში მაგას არ ამბობს! ანუ არ ამბობს "სამივე წავიდა"-ო! არამედ, აი რა წერია იქ: "ამის შემდეგ წავიდნენ ის კაცები და დაადგნენ სოდომის გზას" - დაბადება 18:22. ხოლო დაბადების 19:1-ში უკვე ჩანს თუ იმ სამიდან, რამდენი წავიდა, სამივე თუ ორი: "საღამო ხანს, როცა ის ორი ანგელოზი სოდომში მივიდა, ლოტი სოდომის კარიბჭესთან იჯდა". ამრიგად, შენი მოსაზრება, აშკარად არ შეესაბამება ბიბლიას და რასაც ამბობდი იყო ტყუილი და მკითხველის შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა. ახლა რაც შეეხება ჩემს მიერ მოყვანილ ბიბლიის სიტყვებზე გაკეთებულ შენ კომენტარს: ბიბლიაში პირდაპირ გასაგებად წერია: "ანგელოზებს სულებად ქმნის". მაგ გაგებით ადამიანზეც ხომ ამბობ რომ თავად არის ცოცხალი სული? ამ მუხლში ანგელოზებზე გამოყეებულია სიტყვა "პნეუმატა" (ბერძ: πνεύματα, ებრ: რუ‧ხოთ)ხოლო დაბადების 2:7-ში, როცა ადმაიანი შექმნა ღმერთმა მოსემ გამოიყენა სხვა ებრაული სიტყვა "ნე'ფეშ", ანუ ბერძნულად "ფსიხენ" (ψυχὴν). ეს ორი სიტყვა, სხვა და სხვა სიტყვა მნიშვნელობის მატარებელი სიტყვა იმის დასტურია რომ ადმაინი და ანგელოზი ერთი და იგივე "სულს" არ წარმოადგენს! ასე რომ შენი მოსაზრება ბიბლიის არასათანადო ცოდნისა და გაგების საფუძველზე გაქვს მდარად ჩამოყალიბებული. ახლა რაც შეეხება იმას, რომ ამბობდი, ის კაცები რომ წავიდნენ, აბრაამი კვლავ უფლის წინაშე იდგაო. სინამდვილეში, როცა სამი კაცი ეწვია აბრაამს, აბრაამი ამ სამ კაცს უფლის წარმომადგენელ მამაკაცებად ღებულობს, და მიმართავს როგორც უფალს და მდაბლად ეთაყვანება მათ. დაბადების 18:2-ში ვკითხულობთ: "თვალი აახილა და ხედავს, სამი კაცი დგას მის შორიახლო; დაინახა და გაიქცა კარვის კარიდან მათ მისაგებებლად და დაბლად თაყვანისცა". მომდევნო მუხლში ამ სამ კაცს, ანუ ხორცშესხმულ ანგელოზებს აბრაამი სიტყვით "უფალო"-თი მიმართავს: "და თქუა: უფალო, უკუეთუ ვპოვე სადამე მადლი წინაშე შენსა, და ნუ თანა-წარჰჴდები მონასა შენსა". შემდეგ, ამ სამიდან ორი კაცი, ანუ ორი ანგელოზი, სოდომს მიემართება: "ადგნენ კაცები (და არა სამი კაცი) და სოდომისკენ გაემართსენ. აბრაამი გაჰყვა გასაცილებლად". - დაბადება 18:16. მრავლობითში ნათქვამი კაცები, არ ნიშნავს სამ კაცს, არამედ მიუთითებს იმაზე რომ ამ სამი კაციდან კაცები წავიდნენ. თუ რამდენი წავიდა სოდომში, ამას უკვე ნათელს ხდის კონტექსტი, ანუ მომდევნო მუხლებში ჩაწერილი, სადაც ვკითხულობთ: "საღამო ხანს, როცა ის ორი ანგელოზი სოდომში მივიდა, ლოტი სოდომის კარიბჭესთან იჯდა". ხოლო ის ანგელოზი, რომელიც არ წავიდა სოდომში არამედ აბრაამთან გააგრძელა საუბარი, დაბად.18:33-ში წერია: "წავიდა უფალი, როგორც კი შეწყვიტა ლაპარაკი აბრაამთან. აბრაამიც დაბრუნდა თავის ადგილას". - დაბად. 18:33. ამრიგად, ის ანგელოზები, ანუ ხორცშესხმული მამაკაცები, რომლებიც ღვთის წარმომადგენლეები იყვნენ, და რომელთა პირითაც ღმერთი ესაუბრებოდა აბრაამს როგორც უფალი, ისე მიმართავდა მათ აბრაამი. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო ბიბლიურ დროში. როცა ანგელოზები ადმაიანებს ეცხადებოდნენ, ადმაიანები ამბობდნენ რომ ღმერთი იხილეს. მაგალითად, როცა მანოახსა და მის ცოლს ანგელოზი გამოეცხადება ისინი ამბობენ რომ ღმერთი ვიხილეთო, მაგრამ ეს არ ნიშნავდა რომ თვითონ ღმერთი ეახლა მანოახს და მის ცოლს. აი კონკრეტულად ეს ადგილი ბიბლიიდან და ყურადღებით წაიკითხე: 19. და მოიღო მანოე თიკანი იგი თხათაჲ და შესაწირავი. და შეწირა იგი უფლისა საკჳრველმოქმედისა კლდესა მას ზედა; და მანოე და ცოლი მისი ჰხედვიდეს.20. და იყო, ვითარ-იგი აღვიდოდა ალი იგი ზედა კერძო საკურთხეველსა მას ზეცად, თანააღვიდა ანგელოზი იგი უფლისაჲ ალსა მას. და მანოე და ცოლმან მისმან იხილეს და დაცჳვეს იგინი პირსა ზედა თჳსსა ქუეყანად.21. და არღარა შესძინა ანგელოზმან უფლისამან ჩუენებად მანოესა და ცოლსა მისისა. მაშინ გულისჴმა-ყო მანოე, ვითარმედ ანგელოზი უფლისაჲ არს.22. და ჰრქუა მანოე ცოლსა თჳსსა: სიკუდილით მოვსწყდეთ, რამეთუ ღმერთი ვიხილეთ. მსგავსადვე, როცა ლოტთან მიდიან ანგელოზები, ლოტი მათ სიტყვით "უფალო"-თი მიმართავს. (დაბადება 19:1,2). წყარო: http://www.orthodoxy.ge/tserili/mtskheturi/dab16-20.htm აშკარაა რომ რასაც შენ ამბობდი იყო მცდარი და ახლა მკითხველისთვის ნათელია, რომ სინამდვილეში სამი ანგელოზი გამოეცხადა აბრაამს ადამიანის სხეულში, და აბრაამმა ისე გამოავლინა მათდამი სტუმართმოყვარეობა, რომ არც კი იცოდა რომ ანგელოზები იყვნენ ისინი. ეს რომ ასე იყო, ამას მოციქული პავლეც კი ადასტურებს ებრაელთა მიმართ წერილში, როცა სტუმართმოყვარეობაზე საუბრობს: "სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთს ისე გაუწევია მასპინძლობა ანგელოზებისთვის, რომ თვითონ არც კი სცოდნია"! იმ სამი კაციდან, ანუ ხორცშესხმული ანგელოზიდან, ორი ანგელოზი, რომელიც სოდომში წავიდა, ლოტს ეწვია. ისინი არ წამროადგენდნენ მოჩვენებას, არამედ ხორცშესხმულები ანგელოზები იყვნენ და ადმაიანის სხეული ჰქონდათ! როცა სოდომში მივიდნენ, აბრაამის მსგავსად, ლოტიც უმასპინძლდება მათ და ისინიც ჭამენ და სვამენ. ეს კი იმის უტყუარ დასტურს წარმოადგენს, რომ ხორცშესხმული ანგელოზები ის კაცები იყვნენ, რომელსაც აბრაამი გაუმასმინძლდა ისევე, როგორც ლოტი. სოდომში, ლოტთან მისული ხორცშესხმული ანგელოზები ლოტის სახლში საჭმელს ჭამენ: "ხოლო მოვიდეს ორნი ანგელოზნი მიმწუხრი და ლოთ ჯდა წინაშე ბჭეთა სოდომისთა. და იხილნა რაჲ ლოთ, აღდგა მიგებებად მათდა და თაყუანის-სცა პირითა ქუეყანასა ზედა. და ჰრქუა: აჰა, უფალნო, მოაქციეთ ჩემდა მომართ სახიდ მონისა თქუენისა და დაივანეთ და დაიბანენით ფერჴნი და, განცისკრდეს რაჲ, წარვედით გზასა თქუენსა. და თქუეს: არა, არამედ უბანთა ზედა დავივანოთ. და აიძულა მათ და მოაქციეს მისსა მიმართ და შევიდეს სახედ მისსა. და უქმნა მათ სასუმელი და უცომონი წარუცნა მათ და ჭამეს პირველ დაძინებისა. და კაცთა ქალაქისათა სოდომელთა გარე მოიცვეს სახლი ჭაბუკითგან ვიდრე მოხუცებულადმდე ყოველმან ერმან ერთბამად. და განუწოდდეს ლოთს და იტოდეს მისა მიმართ: სადა არიან კაცნი, მოსრულნი შენდა ღამით? გამოიყუანენ იგინი ჩუენდა, რამეთუ თანა-ვეყუნეთ მათ. ხოლო გამოვიდა ლოთ მათდა მიმართ წინაშე კართა და კარი განიჴშა უკუანა თჳსსა". - დაბადება 19:1-6. - წყარო: http://www.orthodoxy.ge/tserili/mtskheturi/dab16-20.htm ასე რომ ყველაფერი ნათელია. Edited March 8, 2011 by აზრი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2011 ფაქტია რომ აქაც იტყუები და შეცდომაში შეგყავს მკითხველი, რადგან ამბობ რომ "იქ წერია სამივე წავიდა"-ო. მკითხველს მიუთითებ ბიბლიაზე და ამბობ, იქ (ანუ ბიბლიაში)წერია რომ სამივე წავიდაო. სინამდვილეში კი ბიბლიის მაგ მონაკვეთში მაგას არ ამბობს! ანუ არ ამბობს "სამივე წავიდა"-ო! არამედ, აი რა წერია იქ: "ამის შემდეგ წავიდნენ ის კაცები და დაადგნენ სოდომის გზას" - დაბადება 18:22. ხოლო დაბადების 19:1-ში უკვე ჩანს თუ იმ სამიდან, რამდენი წავიდა, სამივე თუ ორი: "საღამო ხანს, როცა ის ორი ანგელოზი სოდომში მივიდა, ლოტი სოდომის კარიბჭესთან იჯდა".შენ თუ იმხელა პოსტიდან აზრი ვერ გამოიტანე რაც იქ ეწერა, მაშინ სათქმელი აღარაფერი მაქვს. ანუ ორი ანგელოზი, სოდომს მიემართება: "ადგნენ კაცები (და არა სამი კაცი)რატომ ორი და არა სამი რადგან შენ გინდა რომ ასე იყოს? ამ მუხლში ანგელოზებზე გამოყეებულია სიტყვა "პნეუმატა" (ბერძ: πνεύματα, ებრ: რუ‧ხოთ)ხოლო დაბადების 2:7-ში, როცა ადმაიანი შექმნა ღმერთმა მოსემ გამოიყენა სხვა სიტყვა (ნე'ფეშ). ეს ორი სიტყვა, სხვა და სხვა სიტყვა მნიშვნელობის მატარებელი სიტყვა იმის დასტურია რომ ადმაინი და ანგელოზი ერთი და იგივე "სულს" არ წარმოადგენს! ასე რომ შენი მოსაზრება ბიბლიის არასათანადო ცოდნისა და გაგების საფუძველზე გაქვს მდარად ჩამოყალიბებული.სწორედ მაგას ვამბობ მეც, მაგრამ არც იმ სულს წარმოადგენს ანგელოზი, როგორ სულადაც მათ შენ აღიქვავ. 19. და მოიღო მანოე თიკანი იგი თხათაჲ და შესაწირავი. და შეწირა იგი უფლისა საკჳრველმოქმედისა კლდესა მას ზედა; და მანოე და ცოლი მისი ჰხედვიდეს.20. და იყო, ვითარ-იგი აღვიდოდა ალი იგი ზედა კერძო საკურთხეველსა მას ზეცად, თანააღვიდა ანგელოზი იგი უფლისაჲ ალსა მას. და მანოე და ცოლმან მისმან იხილეს და დაცჳვეს იგინი პირსა ზედა თჳსსა ქუეყანად.21. და არღარა შესძინა ანგელოზმან უფლისამან ჩუენებად მანოესა და ცოლსა მისისა. მაშინ გულისჴმა-ყო მანოე, ვითარმედ ანგელოზი უფლისაჲ არს.22. და ჰრქუა მანოე ცოლსა თჳსსა: სიკუდილით მოვსწყდეთ, რამეთუ ღმერთი ვიხილეთ.ეც ციტატა იმ მართლმადიდებლური თარგმანიდან არ არის გვერდით თემაში რომ ამტკიცებდი მცდარიაო? ფაქტია რომ აქაც იტყუები და შეცდომაში შეგყავს მკითხველი, რადგან ამბობ რომ "იქ წერია სამივე წავიდა"-ო. მკითხველს მიუთითებ ბიბლიაზე და ამბობ, იქ (ანუ ბიბლიაში)წერია რომ სამივე წავიდაო.ბიბლიაში წერია რომ ეს კაცები წავიდნენ, და ეს კაცები რომ სამნი იყვნენ ეს ადრე წერია, ხოლო ის რომ 2 წავიდა და ერთი დარჩა ეგ არსად წერია და გინდაც ასე ყოფილიყო ის ერთი ვინც აბრაამთან დარჩა ღმერთი იყო შენ კიდევ იძახი სამივე ანგელოზი იყოო, ასე რომ რაღაც, რომ ვერ გამოდის ხვდები? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2011 "თვალი აახილა და ხედავს, სამი კაცი დგას მის შორიახლო; დაინახა და გაიქცა კარვის კარიდან მათ მისაგებებლად და დაბლად თაყვანისცა".დაბლად თაყვანისცემა ნაკლებად თაყვანისცემას კი არ ნიშნავს ბატონო აზრი, არამედ აქ გადმოცემულია ის რომ აბრაამმა მიწამდე დაუკრა თავი და ასე სცა თაყვანი, ებრაელისთვის კი თაყვანის ცემა, რომ მხოლოდ ღვთისთვის არის ნებადართული გინდა მდაბალი და გინდა ჰაერში ნახტომით ეს ალბათ გეცოდინება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2011 შენ თუ იმხელა პოსტიდან აზრი ვერ გამოიტანე რაც იქ ეწერა, მაშინ სათქმელი აღარაფერი მაქვს. Morfius ზრი რომ გამოვიტანე, იმიტომ დაგისაბუთე მთელი კონტექსტის მხედველობაში მიღებით და არ მიკვირს რომ სათქმელი აღარაფერი გაქვს. რატომ ორი და არა სამი რადგან შენ გინდა რომ ასე იყოს?იმიტომ რომ უკვე აგიხსენი ეგ. სამი კაცი (ხორცშესხმული ანგელოზი) ეცხადება აბრაამს და ესაუბრება თითქოს უფალი საუბრობს. ანუ ამ სამი კაცის პირით საუბრობდა უფალი. შემდეგ ორი მიდის სოდომში და ერთი აგრძელებს აბრაამთან საუბარს და აბრაამი მას ისევე მიმართავს სიტყვით "უფალი", როგორც სამს მიმართავდა. კონტექტსია ამის დასტური. ეც ციტატა იმ მართლმადიდებლური თარგმანიდან არ არის გვერდით თემაში რომ ამტკიცებდი მცდარიაო?ეგ ციტატა იმიტომ მოვიყვანე მართლმადიდებლური ბიბლიიდან რომ მაგმონაკვეთში ჩაწერილ შინაარს კარგად გადმოსცემს. მიუხედავად იმისა რომ მართლმადიდებლური ბიბლიები ბევრ შეცდომებს შეიცავენ, არ ნიშნავს რომ მასში არაფერიასწორად თარგმნილი. ამასთან ერთად, შემეძლო ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანიც მომეყვანა. მასშიც იგივე აზრია გადმოცემული. შეგიძლია თავად გადაამოწმო. ბიბლიაში წერია რომ ეს კაცები წავიდნენ, და ეს კაცები რომ სამნი იყვნენ ეს ადრე წერია, ხოლო ის რომ 2 წავიდა და ერთი დარჩა ეგ არსად წერია და გინდაც ასე ყოფილიყო ის ერთი ვინც აბრაამთან დარჩა ღმერთი იყო შენ კიდევ იძახი სამივე ანგელოზი იყოო, ასე რომ რაღაც, რომ ვერ გამოდის ხვდები?სამი კაცი (ხორცშესხმული ანგელოზი) ეცხადება აბრაამს და ესაუბრება თითქოს უფალი საუბრობს. ანუ ამ სამი კაცის პირით საუბრობდა უფალი. შემდეგ ორი მიდის სოდომში და ერთი აგრძელებს აბრაამთან საუბარს და აბრაამი მას ისევე მიმართავს სიტყვით "უფალი", როგორც სამს მიმართავდა. კონტექტსია ამის დასტური. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2011 "ხოლო მოვიდეს ორნი ანგელოზნი მიმწუხრი და ლოთ ჯდა წინაშე ბჭეთა სოდომისთა. და იხილნა რაჲ ლოთ, აღდგა მიგებებად მათდა და თაყუანის-სცა პირითა ქუეყანასა ზედა. ლოტთან, რომ ანგელოზები მივიდნენ მე ამას არ უარვჰყოფ და ზემოთ ამ ანგელოზების სახელებიც კი დავწერე. სამი კაცი (ხორცშესხმული ანგელოზი) ეცხადება აბრაამს და ესაუბრება თითქოს უფალი საუბრობს. ანუ ამ სამი კაცის პირით საუბრობდა უფალი. შემდეგ ორი მიდის სოდომში და ერთი აგრძელებს აბრაამთან საუბარს და აბრაამი მას ისევე მიმართავს სიტყვით "უფალი", როგორც სამს მიმართავდა. კონტექტსია ამის დასტური.თეთრი შავია? კი ბატონო იყოს შავი. ეგ ციტატა იმიტომ მოვიყვანე მართლმადიდებლური ბიბლიიდან რომ მაგმონაკვეთში ჩაწერილ შინაარს კარგად გადმოსცემსმერე მართლმადიდებლები რომ ნებისმიერ მაცნეს ანგელოზს უწოდებდნენ ეგ ამბავი თუ გაითვალისწინე ციტატის მოყვანის პერიოდში? იმიტომ რომ უკვე აგიხსენი ეგ. სამი კაცი (ხორცშესხმული ანგელოზი) ეცხადება აბრაამს და ესაუბრება თითქოს უფალი საუბრობს. ანუ ამ სამი კაცის პირით საუბრობდა უფალი. შემდეგ ორი მიდის სოდომში და ერთი აგრძელებს აბრაამთან საუბარს და აბრაამი მას ისევე მიმართავს სიტყვით "უფალი", როგორც სამს მიმართავდა. კონტექტსია ამის დასტური. თეთრი შავია, კი ბატონო იყოს შავი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2011 ლოტთან, რომ ანგელოზები მივიდნენ მე ამას არ უარვჰყოფ Morfius ხორცშესხმული ანგელოზების ლოტთან სტუმრობა იმიტომ კი არ დავაციტირე რომ უარყოფ ანგეოზები იყვნენ თუ არა, არამედ მთელი კონტექსტის გათვალისწინებით დაგანახვე რომ სამი ანგელოზიდან ორი ლოტთან მიდის და ისევე უმასპინძლდება ლოტი მათ, როგორც აბრაამი გაუმასპინძლდა და ისევე მიმართავს მათ სიტყვით "უფალო", როგორც აბრაამი. შენ არ გსურს ამ ყველაფრის აღიარება და ჯიუტად გაიძახი შენსას. კამათს კი არანაირი აზრი არ აქვს. გულწრფელი მკითხველი თავად გამოიტანს აზრს. მერე მართლმადიდებლები რომ ნებისმიერ მაცნეს ანგელოზს უწოდებდნენ ეგ ამბავი თუ გაითვალისწინე ციტატის მოყვანის პერიოდში?მართლმადიდებლები ვის რას უწოდებენ აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მე მართლმადიდებლები ვის რას უწოდებენ იმას კი არ ვიყენებ არგუმენტად, არამედ იმას, რაც ბიბლიაში წერია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2011 ზრი რომ გამოვიტანე, იმიტომ დაგისაბუთე მთელი კონტექსტის მხედველობაში მიღებით და არ მიკვირს რომ სათქმელი აღარაფერი გაქვს.კარგი ბატონო დარჩეს თქვენთვის ეს სამი კაცი ანგელოზებად, აღდგომის დღეს, ხომ მართალთა და უმართლოთა აღდგომა ერთად მოხდება, მაშინ ვკითხოთ იესოს ანგელოზები იყვნენ თუ ვინ იყვნენ , მაგრამ არა მგონია მაშინაც დაიჯერო რასელი ხომ სხვა რამეს ამბობს მართლმადიდებლები ვის რას უწოდებენ აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მე მართლმადიდებლები ვის რას უწოდებენ იმას კი არ ვიყენებ არგუმენტად, არამედ იმას, რაც ბიბლიაში წერია.ბიბლიაში სწორედ ის წერია რასაც ისინი მაცნეს უწოდებენ ახარეს აბრაამს ამბავი? უკვე ანგელოზია. ხორცშესხმული ანგელოზების ლოტთან სტუმრობა იმიტომ კი არ დავაციტირე რომ უარყოფ ანგეოზები იყვნენ თუ არარას ამოიჩემე ეს ხორცშესხმული, არ ქონდათ მათ არანაირი ხორცი და ძვლები, მათ მხოლოდ თავისი სხეული გახადეს საჩინო ადამიანისთვის აი სულ ეს იყო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2011 რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისცეცხლის ალში რაც იგულისხმება უკვე დავწერე, ხოლო მაგ სულში რაც იგულისხმება ამას დასაბუთებულად დავწერ, ახლა კი გეტყვი იმ სხეულს რაც ანგელოზს გააჩნია შენ უბრალოდ სულს უწოდებ, არ არის ის სული სულს ფორმა არ აქვს, ანგელოზს კი კონკრეტული სხეული აქვს, თვალისათვის უხილავი სულიერი სხეული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2011 ხორცშესხმული ანგელოზებიანგელოზებმა მხოლოდ ერთხელ შეისხეს ხორცი მთელი თავისი არსებობის მანძილზე და ეს იყო ნოეს დროს, ხოლო იესოზე რომ წერია ოდნავ დამცირებული იყო ანგელოზებზეო იცი რატომ წერია? იმიტომ რომ ხორცის შესხმა პრივილეგია კი არა დამცირებაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2011 ზემოთ რაზეც ვსაუბრობდით. ბიბლიით დაგისაბუთე რომ არასწორად აღიქვამდი ბიბლიაში ჩაწერილს და ხელმეორედ დაწერას აზრი არ აქვს. მკითხველი თავად გამოიტანს დასკვნას. რაც შეეხება ამას: გეტყვი იმ სხეულს რაც ანგელოზს გააჩნია შენ უბრალოდ სულს უწოდებ, არ არის ის სული სულს ფორმა არ აქვს, ანგელოზს კი კონკრეტული სხეული აქვს, თვალისათვის უხილავი სულიერი სხეული.Morfius ეს პოსტი მომეწონა. ამაში გეთანხმები, რომ ანგელოზს კონკრეტული სხეული აქვს, ოღონდ ეს სხეული ადმაინაის თვალისთვის უხილავია. ამასთან ერთად, არ უნდა აგერიოს ის, რომ ანგელოზი სულია. ეს ნიშნავს რომ ის სულიერი ქმნილებაა, სულიერ სხეულში და ის ფაქტი რომ ის სულია და ჩვენ მას ვერ ვხედავთ, არ ნიშნავს იმას რომ ის სული არაა რადგან ვერ ვხედავთ. ანგელოზებს, როგორც სულიერ სხეულში მყოფ არსებებს, შეეძლოთ ხორცი შეესხათ და ადმიანის სახით ანუ ადმიანურ სხეულში მოვინებოდნენ და ამის მაგალითები მრავლად გვაქვს ბიბლიაში. შენ კი ამბობ, მოხლოდ ერთხელ მოხდაო. ამ დროს, ლოტთან მისულ ანგელოზებზე გასაგებად წერია რომ ისინი ადმიანის ფორმაში იყვნენ, ანუ ხორცი ჰქონდათ შესხმული, როცა საკვებს მიირთმევდნენ ლოტის სახლში. ამ მოვლენას შენ როგორ ხნის? სული უხილავია, ანუ არამატერიალური. თუ ანგელოზებს ხორცი არ ჰქონდათ შესხმული, აბა როგორ ჭამეს და დალიეს ლოტის სახლში? დაწერე შენი მოსაზრება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2011 ამასთან ერთად, არ უნდა აგერიოს ის, რომ ანგელოზი სულია. ეს ნიშნავს რომ ის სულიერი ქმნილებაა, სულიერ სხეულში და ის ფაქტი რომ ის სულია და ჩვენ მას ვერ ვხედავთ, არ ნიშნავს იმას რომ ის სული არაა რადგან ვერ ვხედავთ.მოკლედ რაღაცას ხვდები და ბოლომდე მაინც ვერა ასე რომ დავაკონკრეტებ, ანგელოზს ღმერთმა შეუქმნა კონკრეტულად განსაზღვრული სულიერი სხეული, მას ამ სხეულის თვითნებურად შეცვლა, ხორცის შესხმა და პლასტიკური ოპერაციები ცოდვად ეთვლება, ისევე როგორც ადამიანს ხორცის მოკვდინება თვითმკვლელობით, ეხლა რა განსხვავებაა ადამიანსა და ანგელოზს შორის, ღმერთმა ადამის სხეულში ჩადო ნაწილი თავისი სულისაგან, ანუ სულიწმინდა ხოლო ანგელოზის სხეულში არა. მერე ეს სულიწმინდა სწვადასხვა რელიგიამ მიითვისა თითქოს ეს ადამიანის პერსონალური საკუთრება ყოფილიყო ამიტომაც იძახიან რომ ადამიანს აქვს სული, უფალი კი ამბობს ყველა სული ჩემია. ადამს რომ თავისი სულისაგან მისცა, ამით მან ანგელოზებზე დიდი სიყვარული გამოხატა, ამან შურით აღავსო ლუციფერი გაბოროტდა და შეიძულა ღმერთი და ადამიანი, ასე რომ კაცის ცდუნებით ის მას უფლის სულიწმინდას ართმევს და რჩება რაა? ცარიელი მიწა. ასეთ ცარიელ მიწას კი იესო მკვდარს უწოდებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2011 ანგელოზებს, როგორც სულიერ სხეულში მყოფ არსებებს, შეეძლოთ ხორცი შეესხათ და ადმიანის სახით ანუ ადმიანურ სხეულში მოვინებოდნენ და ამის მაგალითები მრავლად გვაქვს ბიბლიაში.ვინ თქვა მერე არ შეეძლოთო, მაგრამ ლოტის შემთხვევაში ეს ასე არ იყო ვინაიდან მათ ხორციელი სხეული არ ჭირდებოდათ, სოდომის და გომორის მოსახლეობას რომ ლოტის ქალიშვილებზე მეტად ისინი მოეწონათ იცი რატომ? ანგელოზის უკვე ხილულ სხეულს ხედავდნენ და მაგიტომ, თორემ ბრედ პიტის მსგავსი ხორცი კი არ შეუსხიათ, რაც შეეხება მათ გამოკვებას ეს ისეთივე თხზულებაა როგორიც თავად ლოტის ამბავი, რომელმაც ვითომ ვერ გაიგო ორივე შვილთან როგორ ქონდა სექსი, რელიგიური ხელსახოცით რომ წმენდენ ხოლმე მავანთ განავლიან უკანალს და ზღაპრებით ალამაზებენ ბიბლიას ეგ მაგის ბრალია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2011 (edited) ისევე მიმართავს მათ სიტყვით "უფალო", როგორც აბრაამიმერე მე სად ვთქვი რომ რადგან აბრაამი უფალოთი მიმართავს ამიტომ არის თავად ღმერთი თქო, სიტყვა უფალზე შეგნებულად არ გავაკეთე აქცენტი, სამაგიეროდ აი რა ვთქვი:1. მათ გაიგეს სარას ფიქრები, რაც მხოლოდ ღმერთს ძალუძს2. აბრაამმა თაყვანი სცა მათ, თაყვანისცემა კი მხოლოდ ღმერთისა იყო ნებადართული. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო ბიბლიურ დროში. როცა ანგელოზები ადმაიანებს ეცხადებოდნენ, ადმაიანები ამბობდნენ რომ ღმერთი იხილეს.მაგრამ იმასაც წერდნენ, რომ მათ ანგელოზები ესაუბრებოდნენ და არა თავად ღმერთი. იმ სამი კაციდან, ანუ ხორცშესხმული ანგელოზიდან, ორი ანგელოზი, რომელიც სოდომში წავიდა, ლოტს ეწვია. ისინი არ წამროადგენდნენ მოჩვენებას, არამედ ხორცშესხმულები ანგელოზები იყვნენ და ადმაიანის სხეული ჰქონდათ! როცა სოდომში მივიდნენ, აბრაამის მსგავსად, ლოტიც უმასპინძლდება მათ და ისინიც ჭამენ და სვამენ. ეს კი იმის უტყუარ დასტურს წარმოადგენს, რომ ხორცშესხმული ანგელოზები ის კაცები იყვნენ, რომელსაც აბრაამი გაუმასმინძლდა ისევე, როგორც ლოტი. სოდომში, ლოტთან მისული ხორცშესხმული ანგელოზები ლოტის სახლში საჭმელს ჭამენ:ესეიგი ეხლა რას ამბობ: აბრაამის მიერ მათი თაყვანისცემის ფაქტი ასევე მათ მიერ სარას ფიქრების გამოცნობა არაფერია და ანგელოზები მხოლოდ იმიტომ არიან რომ საჭმლის ჭამა შეძლეს? Edited March 8, 2011 by Morfius Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.