Jump to content
Planeta.Ge

ბიბლია როგორ ავხსნათ მასში მოყვანილი აზრები სწორად?


Recommended Posts

იესოს არ უთქვამს ჯერ არ მიმიღია სულიერი სხეული და ამიტომ არ შემეხოო. ეგ შენი ვარაუდი და იესოს სიტყვების გაგება რომ მცდარია, ამას ის ფაქტიც ადასტურებს რომ მანამ სანამ იესო მარიამს ეტყოდა არ შემეხოო, სხვა ადამიანებს შეხების ნება დართო! ასე რომ მთელი შენი ვარაუდი ამ ერთ ფაქტმა გააბათილა. შენ კი ბიბლიაში ჩაწერილ ამ ფაქტს ერთი ხელის მოსმით უარყოფ და იგივეს ამბობ:

იესოს არც ის უთქვამს სულიერი სხეულის მატერალიზაციას ვახდენო, ჩემი ფიზიკური სხეული კი მამა ღმერთმა სადღაც გააქროო მაგრამ თქვენ ხომ იძახით? როგორც ჩანს ჩემს პოსტებს არ კითხულობთ, სანამ? რა სანამ? :) რომელი მოვლენა რის შემდეგ იყო ამას თქვენ წყვეტთ? ცნობისათვის იესოს თორმეტივე მოციქულმა დაწერა სახარება, მაგრამ თქვენთვის მხოლოდ ოთხია ცნობილი, მოკლედ როგორც ზემოთ აღვნიშნე ამ თემაზე მე თქვენთან საუბარი დავასრულე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 187
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

რა კომენტარს გაუკეთებდი აზრის არგუმენტს? მგონი პატარა არგუმენტი არ მოუყვანია.

კომენტარი მე უკვე გავაკეთე, როგორც ჩანს ეს პიროვნება თვითონ წყვეტს რომელი ბიბლიური მოვლენა იყო, მომდევნო მოვლენის წინ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბარემ გკითხავ, იესოზე რო დაწერე უფლება მისცა რო შეხებოდნენო. შეხების უფლება სხვებს მანამდე მისცა სანამ მარიამს ეტყოდა არ შემეხოო? თუ მას შემდეგ, როცა თომას ეტყვის შემეხეო?

მანამდე იყო აბა მას შემდეგ?

ვხვდები, რომ მიზანმიმართულად გატყუებს ეს პიროვნება, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ საშინლად მტკივა თავი განგიმარტავთ დაწვრილებით.

სახარება იოანესი თავი 20 მუხლები 11-28

მარიამი კი იდგა სამარხის გარეთ და ტიროდა როცა ტიროდა სამარხთან დაიხარა და ხედავს თეთრებში შემოსილ ორ ანგელოზს მსხდომარეს, ერთს თავით მეორეს ფერხთით სადაც იესოს გვამი ესვენა. უთხრეს მას დედაკაცო რატომ სტირი? მან მიუგო: ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი სად დაასვენეს. ამის თქმისას მობრუნდა უკან და იხილა მდგომარე იესო, მაგრამ ვერ იცნო, რომ ეს იესო იყო, უთხრა მას იესომ დედაკაცო რატომ სტირი? ვის ეძებ? მას მებაღე ეგონა ის და უთხრა: ბატონო თუ შენ წაიღე იგი, მითხარი სად დაასვენე და მე წავიღებ. იესო ეუბნება მას მარიამ! მობრუნდა და ებრაულედ ეუბნება რაბი! რაც ნიშნავს მოძღვარო! იესომ უთხრა მას: "არ შემეხო ვინაიდან ჯერ არ ავსულვარ მამასთან, წადი ჩემს ძმებთან და უთხარი: მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან, მარიამ მაგდალინელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ უფალი იხილა და ეს უთხრა მას, იმავე დღეს საღამო ხანს, კვირის პირველ დღეს ( ანუ ორშაბათს ) როდესაც იუდეველთა შიშის გამო დაკეტილი იყო კარები, სადაც მოწაფეები იყვნენ, მივიდა იესო და დადგა შუაში და უთხრა მათ მშვიდობა თქვენდა! ეს რომ თქვა მათ აჩვენა ხელებიც და ფერდიც, მოწაფეებმა გაიხარეს უფლის ხილვით. იესომ კვლავ უთხრა, მშვიდობა თქვენდა! როგორც მე წარმომგზავნა მამამ მეც გგზავნით თქვენ. ეს რომ თქვა შთაბერა და უთხრა: მიიღეთ სულიწმინდა, ვისაც მიუტევებთ ცოდვებს მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ დაუკავდებათ. თომა ერთი თორმეტთაგანი ტყუპად წოდებული, არ იყო მათთან როდესაც იესო მივიდა, სხვა მოწაფეებმა უთხრეს ჩვენ ვიხილეთ უფალი, მაგრამ მან მიუგო: თუ მის ხელებზე ნალურსმნებს არ ვიხილავ და ნალურსმებში თითს არ ჩავდებ და ფერდში ჩემს ხელს არ ვიწამებ, რვა დღის შემდეგ მისი მოწაფეები კვლავ შინ იყვნენ და თომაც მათთან. მოვიდა იესო, როდესაც კარები დაკეტილი იყო დადგა შუაში და თქვა მშვიდობა თქვენდა. შემდეგ თომას ეუბნება: მოიტანე აქ შენი თითი და იხილე ჩემი ხელები, მოიტანე შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში. ურწმუნო კი არა არამედ მორწმუნე იყავ. თომამ უთხრა მას პასუხად: უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო.

აი ეს მოვლენა იყო ასეთი თანმიმდევრობით მეგობარო, ხოლო ის ვისაც ბიბლიის ცოდნაზე პრეტენზია აქვს და ამას დაწერს:

მანამდე იყო აბა მას შემდეგ?

ან მართლა აზრზე არ არის ბიბლიის, ან კიდევ მიზანმიმართულად გატყუებთ.

მე ზემოთ დავწერე ჩემი მოსაზრება: იესო აღდგა ფიზიკური სხეულით, შემდგომ ის ავიდა მამასთან და მიიღო სულიერი სხეული, იმ ფიზიკური სხეულის მსგავსი რომელიც მოკვდინებამდე ჰქონდა, ამის შემდგომ 8 დღის შემდეგ პირველი თომა ეხება მას, დაკეტილ კარში მეყსეულად შეღწევაც ამაზე მიუთითებს რომ იესოს უკვე აქვს სულიერი სხეული. როდესაც დავწერე რომ პროფესორის კვალიფიკაცია მაქვს ეს მე საამაყოდ არ მიტქვამს, ოპონენტმა კი რა მნიშვნელობა აქვს გინდა პრეზიდენტი დაგიძახონო, რა მნიშვნელობა აქვს მეგობარო და მე პროფესორად ვრჩები, ამ პოსტის შემდეგ კი დავფიქრდეთ აბა რა შეიძლება ეწოდოს მას? ბიბლია არსებობს გადაამოწმე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესე იგი, მანამ სანამ მარიამს ეტყოდა არ შემეხოო და სხვებს დართო ნება რომ შეეხნენ, თურმე უკვე ყოფილა მამასთან. ამ დროს ამბობ, მარიამს როცა უთხრა არ შემეხოო, ნიშნავს რომ არ ყოფილა მამასთანო. ხვდები რომ საკუთარი განმარტებებით წინააღმდეგობაში მოექეცი

აი ამას პუბლიკაზე თამაში ქვია, მე ზემოთ უკვე დავწერე მოვლენათა თანმიმდევრობა და მკითხველი წაიკითხავს და გადაამოწმებს, უნდა გრცხვენოდეთ როდესაც ამხელა ტყუილს კადრულობთ, ყველანაირი სურვილი დავკარგე თქვენთან მომდევნო საუბრის გაგრძელებისა.

 

პროფესორიც შეიძლება ცდებოდეს და არ მგონია ამ არგუმენტის წაკითხვის შემდეგაც ისევ ის აზრი ქონდეს რაც აქამდე ქონა...

ისევ ის აზრი მაქვს :) პროფესორი შეიძლება ცდებოდეს, მაგრამ არა ამ ელემენტარულში ისევ ის აზრი კი რატომაც მაქვს უკვე მიხვდებოდით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომელი მოვლენა რის შემდეგ იყო ამას თქვენ წყვეტთ?

Morfius

 

მე კი არ ვწყვეტ, წმინდა წერილში წერია. თქვენ კი ბატონო ჩემო, "პროფესორად" კი მოგაქვთ თავი და გვიწერთ პროფესორს მეძახიანო, მაგრამ თავი თქვენი პოსტებით მხოლოდ ის დაადასტურეთ რომ ბიბლია არასათანადოდ იცით და რაც იცით, ისიც არასწორად იცით. თქვენგან განსხვავებით, მე იმას არ გაკადრებთ იტყუებით-თქო, უბრაოდ არასათანადო ცოდნას მივაწერ თქვენს პოსტებში ასახულ მცდარ წარმოდგენებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე კი არ ვწყვეტ, წმინდა წერილში წერია. თქვენ კი ბატონო ჩემო, "პროფესორად" კი მოგაქვთ თავი და გვიწერთ პროფესორს მეძახიანო, მაგრამ თავი თქვენი პოსტებით მხოლოდ ის დაადასტურეთ რომ ბიბლია არასათანადოდ იცით და რაც იცით, ისიც არასწორად იცით. თქვენგან განსხვავებით, მე იმას არ გაკადრებთ იტყუებით-თქო, უბრაოდ არასათანადო ცოდნას მივაწერ თქვენს პოსტებში ასახულ მცდარ წარმოდგენებს.

გამოდის რომ თქვენ წყვეტთ, ბიბლია არსებობს და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს მოვლენათა თანმიმდევრობა, იოანეს სახარების მე-20 თავს ვინც წაიკითხავს დარწმუნდება, რომ ის რაც ზემოთ ვთქვი სიმართლეა, ხოლო თქვენი სიტყვები კი ის ტყუილი რომელსაც ძალიან მოკლე ფეხები აქვს.

გთხოვთ ნუღარ შეეცდებით ჩემთან კონტაქტს ყოველგვარი სურვილი გამიქრა თქვენთან საუბრისა, არათუ მსჯელობისა რელიგიურ თემებზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იესო აღდგა ფიზიკური სხეულით, შემდგომ ის ავიდა მამასთან და მიიღო სულიერი სხეული, იმ ფიზიკური სხეულის მსგავსი რომელიც მოკვდინებამდე ჰქონდა, ამის შემდგომ 8 დღის შემდეგ პირველი თომა ეხება მას, დაკეტილ კარში მეყსეულად შეღწევაც ამაზე მიუთითებს რომ იესოს უკვე აქვს სულიერი სხეული.

Morfius

 

გასაგებია რასაც ამბობ და ისიც გასაგებია რასაც აზრი ამბობს. მაგრამ მე მაინტერესებს რამდენი დღის შემდეგ ავიდა იესო მამასთან და რამდენი დღის შემდეგ მიიღო სულიერი სხეული, რომელზეც თქვენ თქვით მოციქულებს გამოეცხადა დაკეტილ კარში რო შედისო თუნდაც ეგ მომენტი. ანუ მე მაინტერესებს რამდენი დღის შემდეგ მიიღი იესომ სულიერი სხეული?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამოდის რომ თქვენ წყვეტთ

Morfius

 

 

ბიბლიის არასათანადო ცოდნით და შესაბამისად თქვენი მცდარი მოსაზრებებით, საკუთარი თავიც შეცდომაში შეგყავთ და მკითხველიც. მხოლოდ იმის ძახილი, პროფესორს მეძახიან და პროფესორის ხარისხი მაქვსო, ვერ გახდის თქვენს სუბიექტურ მცდარ მოსაზრებებს მართალს. ნებისმიერი მკითხველი, ვისაც სურვილი აქვს დარწმუნდეს რომ მდებით, ბიბლიას მიმართავს და არა თქვენს "პროფესორულ" ხარისხს.

 

თქვენ არ ისურვეთ თავმდაბლურად გამოგეხატათ ინტერესი თქვენი მცდარი შეხედულება შეგესწორებინათ წმინდა წერილში ჩაწერილი ცნობების საფუძველზე. ნაცვლად ამისა, ბიბლიაში ჩაწერილს თქვენებურად (ანუ მცდარად) განმარტავთ და თან იბუტებით და მწერთ, არ დამეკონტაქტოთო. თუ გგონიათ რომ კალთებს დაგახევთ, ძალიან ცდებით! მე უბრალოდ გამოვააშკარავე თქვენი მცდარი ინტერპრეტაცია და ეს იმიტომ გავაკეთე რომ ის ადმაიანები, რომლებიც "პროფესორულ" ხარისხების ნაცვლად, წმინდა წერილში ჩაწერილის სწორად გაგების გულწრფელ სურვილს ავლენენ, შეცდომაში არ შევიდნენ თქვენი მცდარი ინტერპრეტაციებითა და წმინდა წერილის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ნაწყვეტებით.

 

თქვენ რომ თავმდაბლობა გამოგევლინათ, ბევრ რამეში გაერკვევოდით და აზრსაც შეიცვლიდით, თუკი "პროფესორული" ხარისხების ნაცვლად, თქვენს ყურადღებას საკითხების ობიექტურად განხილვაზე გადაიტანდით. მაგრამ ყველა ერთნაირი როდი ვართ.

 

levaniko

 

თუმცა თავი პროფესორად მოაქვს, მაგის პასუხს ვერ დაგიწერს. გეტყვის არ ვიციო, ან აღდგომიდან დროის რაღაც შუალედზე მიგითითებს. :) უფრო უარეს შემთხვევაში, პასუხსაც არ დაწერს, რადგან იცის რომ რაც მეტს დაწერს, უფრო მეტად გამოავლენს არასათანადო ცოდნას. თუ არადა, აგერ აქ ვართ და ნახავ.

 

ჩემი პასუხი ასეთი შენ კითხვაზე:

 

ბიბლიაში წერია, რომ "იესო ქრისტემ დაიწყო მოწაფეებისთვის იმის ჩვენება, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმში და ბევრი ეტანჯა უხუცესებისგან, უფროსი მღვდლებისა და მწიგნობრებისგან, უნდა მოეკლათ და მესამე დღეს აღმდგარიყო".

 

ბიბლიის თანახმად, მესამე დღეს, როცა ღმერთმა აღადგინა იესო, იგი 40 დღის განმავლობაში, სხვადასხვა ხორციელ სხეულში ეცხადებოდა მოწაფეებს, როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს. სინამდვილეში, მკვდრეთით აღმდგარი იესო 500-ზე მეტმა ადამიანმა ნახა. იესოს ერთგული მოციქულები იმის თვითმხილველები და მოწმენი გახდნენ, თუ როგორ ამაღლდა იესო ზეცად და როგორ გაუჩინარდა ღრუბლებში (1 კორ. 15:3-8). ამგვარად, იესოს აღდგომიდან 40 დღე გავიდა, ვიდრე ის თავისი მოწაფეების თვალწინ ზეცად ამაღლდებოდა. (საქ. 1:3, 6-11).

 

ჩვენი "პროფესორის" თეორიები და ვარაუდები კი, მხოლოდ მისი (ან სხვისგან გადმოღებული ან ნასწავლი) მცდარი ინტერპრეტაციების შედეგია, რომელიც წმინდა წერილთან აშკარა წინააღმდეგობაში მოდის! ამიტომ დავწერე წინა პოსტებშიც, რომ არ მიკვირს რატომ გამირბის ასე მწარედ, რადგან ხედავს რომ მისი "პროფესორული" ხარისხი, არასაკმარისია იმისთვის რომ თავისი მცდარი შეხედულებები სისწორედ აქციოს. სინამდვილეში, დიპლომები და ხარისხები არ წარმოადგენს მთავარს. მთავარს ის წარმოადგენს რამდენად სათანადო ცოდნა გაქვს და რამდენაც შეესაბამება შენი ცოდნა იმ ხარისხს, რასაც საკუთარ თავს აწერ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გასაგებია რასაც ამბობ და ისიც გასაგებია რასაც აზრი ამბობს. მაგრამ მე მაინტერესებს რამდენი დღის შემდეგ ავიდა იესო მამასთან და რამდენი დღის შემდეგ მიიღო სულიერი სხეული, რომელზეც თქვენ თქვით მოციქულებს გამოეცხადა დაკეტილ კარში რო შედისო თუნდაც ეგ მომენტი. ანუ მე მაინტერესებს რამდენი დღის შემდეგ მიიღი იესომ სულიერი სხეული?

ფიზიკური სხეულით აღდგომის დღესვე ანუ ორშაბათ დღეს, ამ დღეს იგი მამა ღმერთთან იაჰვესთან იმყოფებოდა, მისი ფიზიკური სხეული მამა ღმერთმა გარდაქმნა სულიერ სხეულად, გარდა ამისა გადასცა მთელი თავისი ძალაუფლება და დაუქვემდებარა მას ანგელოზთა დასი, იესომ მიიღო მეფობა ზეცაში. ყოველივე ამის შემდგომ როგორც ვხედავთ ეცხადება მოწაფეებს, იმავე დღესვე, ხოლო აღდგომიდან მერვე დღეს თომას რთავს ნებას შეეხოს, აღდგომიდან მეორმოცე დღეს ის ამაღლდა ზეცად და მიწაზე მისი მოღვაწეობა მეორედ მოსვლამდე ამით ამოიწურება, ამის შემდგომ ის ეცხადება მოციქულ სავლესა და პეტრეს, მაგრამ ეს უკანასკნელნი ხედავენ უკვე იესოს სულიერ სხეულში. თუმცა იესო ყოველთვის იმყოფება იქ სადაც თუნდაც ორი კაცი შეიკრიბება მისი სახელით, იგი წავიდა თავის სამეფოში, მაგრამ ნუგეშისმცემლად აღთქმისამებრ კაცობრიობას სულიწმინდა მოუვლინა.

Edited by Morfius
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიბლიის არასათანადო ცოდნით და შესაბამისად თქვენი მცდარი მოსაზრებებით, საკუთარი თავიც შეცდომაში შეგყავთ და მკითხველიც. მხოლოდ იმის ძახილი, პროფესორს მეძახიან და პროფესორის ხარისხი მაქვსო, ვერ გახდის თქვენს სუბიექტურ მცდარ მოსაზრებებს მართალს. ნებისმიერი მკითხველი, ვისაც სურვილი აქვს დარწმუნდეს რომ მდებით, ბიბლიას მიმართავს და არა თქვენს "პროფესორულ" ხარისხს.

როგორც ჩანს თქვენ ბიბლია გრიფით საიდუმლო წიგნი გგონიათ, ვის შეჰყავს მკითხველი შეცდომაში ამას ნებისმიერი გაარკვევს ვინც იოანეს სახარების მეოცე თავს წაიკითხავს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენი "პროფესორის" თეორიები და ვარაუდები კი, მხოლოდ მისი (ან სხვისგან გადმოღებული ან ნასწავლი) მცდარი ინტერპრეტაციების შედეგია, რომელიც წმინდა წერილთან აშკარა წინააღმდეგობაში მოდის! ამიტომ დავწერე წინა პოსტებშიც, რომ არ მიკვირს რატომ გამირბის ასე მწარედ, რადგან ხედავს რომ მისი "პროფესორული" ხარისხი, არასაკმარისია იმისთვის რომ თავისი მცდარი შეხედულებები სისწორედ აქციოს. სინამდვილეში, დიპლომები და ხარისხები არ წარმოადგენს მთავარს. მთავარს ის წარმოადგენს რამდენად სათანადო ცოდნა გაქვს და რამდენაც შეესაბამება შენი ცოდნა იმ ხარისხს, რასაც საკუთარ თავს აწერ.

ყველაფერთან ერთად დახვეწილი პროვოკატორიც ყოფილხართ, ვის გავურბი? თქვენ? სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, ურცხვად ატყუებთ აქ მკითხველს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამაში ნებისმიერი დარწმუნდება ვინც არ დაიზარებს და იოანეს სახარების მეოცე თავს წაიკითხავს, ხოლო ის რაც თქვენ დაწერეთ ზემოთ ამას ვგულისხმობ

ბიბლიის თანახმად, მესამე დღეს, როცა ღმერთმა აღადგინა იესო, იგი 40 დღის განმავლობაში, სხვადასხვა ხორციელ სხეულში ეცხადებოდა მოწაფეებს, როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს. სინამდვილეში, მკვდრეთით აღმდგარი იესო 500-ზე მეტმა ადამიანმა ნახა. იესოს ერთგული მოციქულები იმის თვითმხილველები და მოწმენი გახდნენ, თუ როგორ ამაღლდა იესო ზეცად და როგორ გაუჩინარდა ღრუბლებში (1 კორ. 15:3-8). ამგვარად, იესოს აღდგომიდან 40 დღე გავიდა, ვიდრე ის თავისი მოწაფეების თვალწინ ზეცად ამაღლდებოდა. (საქ. 1:3, 6-11).

არის უსუსური მცდელობა, თქვენი ტყუილიდან მკითხველის ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ, ეგ რომ მასე იყო რა შუაშია იმასთან რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, თქვენ თქვით, რომ სანამ იესო მარიამს შეხებას აუკრძალავდა მანამდე შეეხნენო მას, შემდეგ მკითხველის დასაბნევად იცრუეთ კიდეც კიი მანამდე იყოო და ჩემზე შეთხზეთ ყალბი თქმულება თითქოს მე მოვლენებს არათანმიმდევრულად გადმოვცემდი, სინამდვილეში კი როგორი თანმიმდევრობით განვითარდა მოვლენები ეს კარგად წერია იოანეს სახარების მეოცე თავში, ამ ყველაფრით თქვენ ასევე ეჭ ქვეშ აყენებთ იესოს სიტყვებს როდესაც ის თავის ფიზიკურ სხეულზე ამბობს დაანგრიეთ ეს ტაძარი და მე სამ დღეში აღვადგენ მასო, გამოდის რომ იესო ტყუოდა და შენ მართალს ამბობ? ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური ტიპაჟი მაქვს შესწავლილი ადამიანების და თქვენ იმ კატეგორიას განეკუთვნებით რომელთან საუბარიც ჩემთვის მიუღებელია, ეს არის ჩემი ბოლო გამოხმაურება თქვენი ცილისმწამებლური წერილებისადმი. აწი წერეთ და იკითხეთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფიზიკური სხეულით აღდგომის დღესვე ანუ ორშაბათ დღეს, ამ დღეს იგი მამა ღმერთთან იაჰვესთან იმყოფებოდა

Morfius

 

სახარებისრომელ თავში წერია ეგ? გადავამოწმო მინდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფიზიკური სხეულით აღდგომის დღესვე ანუ ორშაბათ დღეს, ამ დღეს იგი მამა ღმერთთან იაჰვესთან იმყოფებოდა

 

Morfius

 

სახარებისრომელ თავში წერია ეგ? გადავამოწმო მინდა.

levaniko

 

 

ისევ არასაკმარისი ცოდნიდან და ბიბლიაში ჩაწერილის მცდარი აღქმიდან გამომდინარე გატყუებს. სახარება არ ამბობს რომ იესო იმავე დღეს ავიდა ზეცაში და იესოს ხორციელი სხეული სულიერ სხეულად აქციაო. ეგ მისი ვარაუდები და მცდარი ინტერპრეტაციებია, რომლის გამოც არაბიბლიური შეხედულებები აქვს და ბიბლიაში ნაკლებად გათვითცობიერებულებიც სურს რომ შეცდომაში შეიყვანოს. მე უკვე დავასაბუთე ბიბლიის საშუალებით რომ იესო ორმოცი დღის შემდეგ ავიდა ზეცაში იმ სულიერი სხეულით რომელიც აღდგომისას მისცა თავუს ღმერთმა.

 

იოანეს სახარება თავი 20

levaniko

 

ისევ გატყუებს. იოანეს სახარების 20-ე თავში არსად წერია აღდგომის დღესვე ავიდა ზეცაში და ღმერთთან უკვე იყოო.

 

მიგითითოს აბა რომელ მუხლში წერია ეგ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ფიზიკური სხეულით აღდგომის დღესვე ანუ ორშაბათ დღეს, ამ დღეს იგი მამა ღმერთთან იაჰვესთან იმყოფებოდა

 

იოანეს სახარება თავი 20

Morfius

 

ამ წუთას კიდევ ერთხელ წავიკითხე იოანეს 20 თავი და არ წერია ფიზიკურ სხეულში აღდგა და იმავე დღეს, ორშაბათს ღმერთთან იმყოფებოდაო. რომელ მუხლში წერია მიმითითე ძალიან გთხოვ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...