Morfius Posted March 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 2, 2011 ახლა შევეცდები აგიხსნა, რომ ცდები და ამას საკამათოდ არ ვწერ, უბრალოდ ფაქტი აღვნიშნე. შენ არ ხარ ერთადერთი რომელიც მასე ფიქრობს. დღეს, ისევე როგორც წარსულში, ზოგი (და ასეთები მრავალია) სწამს, რომ ქრისტე ხორციელი სხეულით აღდგა და ამაღლდა ზეცაში და მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომელიც ზემოთ პოსტში მიუთითე, ანუ რომ აღდგენის შემდეგ მისი სხეული სამარხში აღარ იყო (მარკოზი 16:5-7). აღდგენის შემდეგ იესო ხორციელი სხეულით ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, რათა დაემტკიცებინა, რომ ცოცხალია. ერთხელაც მან მოციქულ თომას შესთავაზა, რომ ხელი ჩაეყო მისი ფერდის ჭრილობაში, რათა ერწმუნა, რომ იესო ნამდვილად აღდგენილი იყო (იოანე 20:24–27). მაგრამ ეს არ ცხადყოფს, რომ ქრისტე აღდგენილი იქნა იმავე სხეულით, რომელშიც მოკვდა. თუ რატომ, ახლავე მოგახსენებ.გასაგებია თქვენი მოსაზრება და აღნიშნულის შესახებ ჩემთვისაც ცნობილია, მაგრამ მე ჩემს პოსტში არ დამიწერია რომ იესო ზეცაში ფიზიკური სხეულით ცოცხლობს და შესაძლებელია ზეცაში ფიზიკური სხეულით ცხოვრება აი რა დავწერე მე:ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ვაკეთებ შემდეგ დასკვნას რომ იესო აღსდგა მკვდრეთით, სწორედ იმ ფიზიკური სხეულით რაც მას მოკვდინებამდე ჰქონდა, ამით აიხსნება მისი სხეულის საფლავიდან გაუჩინარება და ანგელოზის სიტყვები რად ეძებთ მკვდრების შორის ცოცხალს, ამის შემდგომ იესო ამავე სხეულით ხვდება მამასთან სადაც ის გარდაქმნის ფიზიკურ სხეულს სრულყოფილ სულიერ სხეულად, რომელსაც აქვს მსგავსება იმ ფიზიკური სხეულისა რაც იესოს მოკვდინებამდე გააჩნდათქვენს მიერ მოყვანილი მუხლები ცხადყობს რომ იესოს უკვე გააჩნდა სულიერი სხეული რომლის მატერიალიზაციასაც ახდენდა მაშინ როდესაც თომას ნაჭრილობევ ფერდში ხელის ჩაყოფა ნებადართო, მაგრამ მე გავაკეთე აქცენტი მის სიტყვებზე: " ნუ შემეხები, რადგან ჯერ არ ავსულვარ მამასთან" როდესაც ის მარიამს უკრძალავს შეხებას, ამის შემდგომ კი თომას ნებას რთავს შეეხოს, ჩემი დასკვნაც ამ ყოველივეს ეფუძნება და ვფიქრობ, რომ იესო სანამ მამასთან ავიდოდა ჯერ კიდევ ფიზიკურ სხეულში იმყოფებოდა, იმ სხეულში, რომლის აღდგინებაც მან აღუთქვა ფარისეველთა მოდგმას ნიშნის სახით, ხოლო ის მომენტი რომ იგი ნებას რთავს თომას შეეხოს ცხადყობს და მეტყველებს იმაზედ რომ იესო მამასთან ანუ იეჰოვასთან, იაჰვესთან არის უკვე ნამყოფი რომელმაც მისი ფიზიკური სხეული სულიერ სხეულად გარდაქმნა, ხომ ხვდებით რასაც ვიძახი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 2, 2011 ხორცისა და სისხლის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ ზეცაში ცხოვრება. ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგენილთა შესახებ ბიბლია ამბობს: "ითესება მშვინვიერი [ანუ ფიზიკური] სხეული და აღდგება სულიერი სხეული. . . ხორცსა და სისხლს არ ძალუძს ღვთის სასუფევლის დამკვიდრება" (1 კორინთელთა 15:44–50). ნათელია, რომ ზეცაში ცხოვრება შეუძლიათ მხოლოდ სულიერ პიროვნებებს სულიერი სხეულით.ნათელი მხოლოდ ის არის ჩემო ბატონო, რომ "რაც კაცთათვის შეუძლებელია ღვთისთვის არის შესაძლებელი". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 2, 2011 (edited) მოწაფეებთან მოვლინების დროს ასევე სხვა ფიზიკურ სხეულებსაც ღებულობდა. მაგალითად მარიამ მაგდალელს იესო მებაღე ეგონა. როგორ ფიქრობ მეგობარო იესოს ფიზიკურ სხეულში ყოფნისას არ შეეძლო მიეღო სხვა ნებისმიერი ადამიანის ან სტიქიის ფორმა? თუ ამისათვის მას აუცილებლად სულიერი სხეული ჭირდებოდა? Edited March 2, 2011 by Morfius Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 2, 2011 ის მოწაფეებთან მოვლინების დროს ასევე სხვა ფიზიკურ სხეულებსაც ღებულობდა. მაგალითად მარიამ მაგდალელს იესო მებაღე ეგონა. სხვა შემთხვევებში მისი მოწაფეები მაშინვე ვერ სცნობდნენ მას. ანალოგიურ პრეცედენტს იესოს ფიზიკური სხეულის მოკვდინებამდეც ჰქონდა ადგილი ბატონო, მაშინ როდესაც იგი წყალზედ მოსიარულე იხილეს ნავში მსხდომმა მოწაფეებმა შეშინდნენ და სული ეგონათ, ფერიცვალებისას მისი სახე განათდა და გარდაიქმნა მისი სხეულიც ნათლად, ანუ მე ამ ყველაფრით იმის თქმა მსურს რომ იესოს ფიზიკური სხეულითაც შეეძლო იგივე მოვლენების კეთება რაც თქვენ ზემოთ აღწერეთ ხოლო ჩემი მოსაზრება რასაც ეფუძნება ისიც დავაკონკრეტე, თქვენ ფიქრობთ რომ მე აღვიქვავ არასწორედ ამავეს ვფიქრობ მე თქვენზე ასე, რომ დავტოვოთ ჩვენი ცნობიერება ისე, როგორც არის. აბსოლიტურ სინამდვილეს მოგვიანებით შევიტყობთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 2, 2011 ახლა შევეცდები აგიხსნა, რომ ცდები და ამას საკამათოდ არ ვწერრელიგიურ თემაზე მეგობარო მე მხოლოდ მსჯელობა შემიძლია, კამათი ისეთ საკითხებზე შემიძლია, რისი აბსოლიტური დამტკიცებაც ძალმიძს, როგორც გატყობთ, ქრისტიანულ რელიგიაში გათვიცნობიერებული პიროვნება ბრძანდებით და აქვე თქვენს მიერ წარსულში დასმულ კითხვას დაგიბრუნებთ, რომელი რელიგიური მიმდინარეობის მორწმუნე ბრძანდებით? თუ არ გსურთ მიპასუხოთ შეგიძლიათ თავი შეიკავოთ ჩემსავით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 2, 2011 (edited) თქვენს მიერ მოყვანილი მუხლები ცხადყობს რომ იესოს უკვე გააჩნდა სულიერი სხეული რომლის მატერიალიზაციასაც ახდენდა მაშინ როდესაც თომას ნაჭრილობევ ფერდში ხელის ჩაყოფა ნებადართო, მაგრამ მე გავაკეთე აქცენტი მის სიტყვებზე: " ნუ შემეხები, რადგან ჯერ არ ავსულვარ მამასთან" როდესაც ის მარიამს უკრძალავს შეხებას, ამის შემდგომ კი თომას ნებას რთავს შეეხოს, ჩემი დასკვნაც ამ ყოველივეს ეფუძნება და ვფიქრობ, რომ იესო სანამ მამასთან ავიდოდა ჯერ კიდევ ფიზიკურ სხეულში იმყოფებოდა, იმ სხეულში, რომლის აღდგინებაც მან აღუთქვა ფარისეველთა მოდგმას ნიშნის სახით, ხოლო ის მომენტი რომ იგი ნებას რთავს თომას შეეხოს ცხადყობს და მეტყველებს იმაზედ რომ იესო მამასთან ანუ იეჰოვასთან, იაჰვესთან არის უკვე ნამყოფი რომელმაც მისი ფიზიკური სხეული სულიერ სხეულად გარდაქმნა, ხომ ხვდებით რასაც ვიძახი?Morfius მთელი შენი ვარაუდი უმთავრესად აგებულია ერთ რამეზე, რომ მარიამს უთხრა არ შემეხოო და თომას უთხრა შემეხეო. ბიბლიაში ჩაწერილ სხვა მონაკვეთებს, რომლებიც წინა პოსტში მიგითითე, რომ ითესება ხორციელი სხეული და აღდგება სულიერ (და კიდევ სხვა მუხლები) ერთი ხელის მოსმით უარყავი და მხოლოდ ერთ მონაკვეთს (შეხების მომენტს ვგულისხმობ) ჩაებღაუჭე და მასზე ააგე მთელი შენი ვარაუდი. ანუ შენი ვარაუდი და შეხედულება მხოლოდ ერთი მოვლენის შენებურად აღქმას ეფუძნება და არაა თანხმობაში ბიბლიაში ჩაწერილ სხვა მონაკვეთებთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არაა შენი შეხედულება ბიბლიასთან ჰარმონიაში. შენი მცირე "არგუმენტი", რასაც შენი ვარაუდი/შეხედულება (შეხების მომენტს ვგულისხმობ) ეყრდნობა, შეუძლებელია ოდნავადაც კი იყოს არგუმენტად მიჩნეული და იმის საფუძვლად მიჩნეული, ისეთი დასკვნა გავაკეთოთ, რასაც შენ აამბობ. რადგან შეხების უფლება არ მისცა, ესე იგი ჯერ არ იყო თავის ღმერთთან ასულიო და თუ შეხების ნებას დართავდა ვინმეს, მაშინ იმის მტკიცებად უნდა მივიჩნიო რომ უკვე იყო თავის ღმერთთანო. არასწორ დასკვნებს აკეთებ. საწყენად არ მიიღო, მაგრამ მინდა გითხრა ის, რასაც ვფიქრობ შენზე. შესაძლოა რელიგიათმცოდნეობის რაიმე ხარისხს ფლობდე, ან სწავლობდე ან ასწავლიდე, მაგრამ დიპლომი და რელიგიადმცოდნეობა, არ ნიშნავს იმას რომ ბიბლია სწორად იცი და მის სულიერებასაც გრძნობ. აშკარაა რომ მართლა მცდარ დასკვნებს აკეთებ ბიბლიაში ჩაწერილ ცნობებზე და ბიბლიას ზედაპირულად იცნობ; ყოველშემთხვევაში ბიბლიის არასათანადო და არასაკმარისი ცოდნა გაქვს და ამას უკვე აკარად ვხედავ. რაც დავწერე ამაზე ნუ გამომეკიდები, რომ თემიდან არ გადავუხვიოთ. უბრალოდ მინდოდა მეთქვა ის, რაც აშკარად ჩანს შენი პოსტიდან და რასაც ვფიქრობდი შენზე. მცდარ დასკვნებს რომ აკეთებ აღნიშნულ საკითხზე, ამას აუცილებლად დაინახავ მომავალში, თუ ობიექტურად იმსჯელებ იმაზე, რასაც გიწერ, მხედველობაში მიიღებ ბიბლიაში ჩაწერილ სხვა მონაკვეთებსაც და არ დართავ ნებას უკვე ჩამოყალიბებულ მოსაზრებას ხელი შეგიშალოს ყური დაუგდო იმას, რა სურათსაც მთლიანობაში წარმოგვიდგენს ბიბლია ის გააანალიზო. სამწუხაროდ, შენ გგონია და ამბობ, რომ როცა იესო მარიამს ეუბნება არ შემეხოო, მაგ დროისთვის იესო ჯერ არ იყო თავის ღმერთთან ასული და როცა თომას ნებას რთავს შემეხეო, ამბობ რომ ამ დროს უკვე ასული იყოო და მასეთი მოსაზრება 'შეხება არ შეხების' შენეული (ან ვინმეს მიერ მოწოდებული) განმარტების გამო გაქვს ჩამოყალიბებული. ახლა მოდი მიპასუხე კითხვებზე (ვრცელი პასუხების წაკითხვას, მოკლე და კონკრეტული პასუხების წაკითხვას ვამჯობინებ და თუ გსურს გაითვალისწინე): 1. რატომ არ დართო ნება იესომ მარიამს რომ შეხებოდა? იმიტომ რომ თავის ღმერთთან ჯერ არ იყო ასული და მაგიტომ? (კონკრეტული მიზეზი მითხარი; თუ ისევ იმას ამბობ ღმერთთან არ იყო ასული და იმიტომო, მაშინ ეგ დაწერე პასუხად). 2. მარიამისთვის ან თუნდაც სხვა ვინმესთვის რომ დაერთო ნება შეხებოდნენ იესოს, მაშინ იტყოდი რომ ღმერთთან უკვე იყო ასულიო? (მიპასუხე, მაინტერესებს შენი დასკვნების პრინციპულობა). პ.ს.ჯერ ეს საკითხი გავარჩიოთ და შემდეგ შენს პოსტში დაწერილ სხვა საკითხებზეც გადავალ. არცერთ საკითხს ან კითხვას არ გამოვტოვებ. რაც შეეხება აღმსარებლობას, არ ვარ რელიგიური პირი და არცერთ რელიგიას არ მივყვები. Edited March 3, 2011 by აზრი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2011 მთელი შენი ვარაუდი უმთავრესად აგებულია ერთ რამეზე, რომ მარიამს უთხრა არ შემეხოო და თომას უთხრა შემეხეო. მთელი ჩემი ვარაუდი აგებულია იესოს სიტყვებზე, მთელი თქვენი ვარაუდი კი მისი მოწაფეების სიტყვებზე, რომლებსაც მიუხედავად იმისა რომ სამი წელი ქრისტესთან ერთად იყვნენ მაინც ეჭვი ეპარებოდათ მასში. 1. რატომ არ დართო ნება იესომ მარიამს რომ შეხებოდა? იმიტომ რომ თავის ღმერთთან ჯერ არ იყო ასული და მაგიტომ? (კონკრეტული მიზეზი მითხარი; თუ ისევ იმას ამბობ ღმერთთან არ იყო ასული და იმიტომო, მაშინ ეგ დაწერე პასუხად).ამ კითხვაზე პასუხს თავად იესო ამბობს ნუ შემეხები ვინაიდან ჯერ არ ავსულვარ მამასთან, ანუ ჯერ არ მიმიღია ის სხეული რომელსაც თქვენ სულიერ სხეულს ეძახით. 2. მარიამისთვის ან თუნდაც სხვა ვინმესთვის რომ დაერთო ნება შეხებოდნენ იესოს, მაშინ იტყოდი რომ ღმერთთან უკვე იყო ასულიო? (მიპასუხე, მაინტერესებს შენი დასკვნების პრინციპულობა).მე გითხარით უკვე ჩემი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც იესო იძახის რომ არ შემეხო ჯერ არ ავსულვარ მამასთან და შემდეგ ამბობს შემეხე, ეს ნიშნავს შემდეგს მამასთან იგი ნამყოფია უკვე და მისი სხეული ის ფიზიკური სხეული აღარ არის არამედ ახალი სულიერი, რთული გასაგებია რასაც ვწერ? არასწორ დასკვნებს აკეთებ. საწყენად არ მიიღო, მაგრამ მინდა გითხრა ის, რასაც ვფიქრობ შენზე.საწყენად არ მივიღებ იმიტომ, რომ მეც იგივეს ვფიქრობ თქვენზე. შესაძლოა რელიგიათმცოდნეობის რაიმე ხარისხს ფლობდე, ან სწავლობდე ან ასწავლიდე, მაგრამ დიპლომი და რელიგიადმცოდნეობა, არ ნიშნავს იმას რომ ბიბლია სწორად იცი და მის სულიერებასაც გრძნობ. მართალი ბრძანდებით, მაგრამ არც უდიპლომოდ მისი განმარტება ნიშნავს სწორ და მართებულ განმარტებას. აშკარაა რომ მართლა მცდარ დასკვნებს აკეთებ ბიბლიაში ჩაწერილ ცნობებზე და ბიბლიას ზედაპირულად იცნობაშკარა მხოლოდ ის არის რომ მე პროფესორს მეძახიან, თქვენთვის კი ყველა უმეცარია ვინც არ დაგეთანხმებათ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2011 მცდარ დასკვნებს რომ აკეთებ აღნიშნულ საკითხზე, ამას აუცილებლად დაინახავ მომავალში, თუ ობიექტურად იმსჯელებ იმაზე, რასაც გიწერ, მხედველობაში მიიღებ ბიბლიაში ჩაწერილ სხვა მონაკვეთებსაც და არ დართავ ნებას უკვე ჩამოყალიბებულ მოსაზრებას ხელი შეგიშალოს ყური დაუგდო იმას, რა სურათსაც მთლიანობაში წარმოგვიდგენს ბიბლია ის გააანალიზო.აი აქ უნდა დავასრულოთ უკვე ჩვენი საუბარი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2011 მთელი ჩემი ვარაუდი აგებულია იესოს სიტყვებზეMorfius იესოს სიტყვებზე კი არა, იესოს სიტყვების არასწორად გაგებაზე და განმარტებაზეა აგებული შენი ვარაუდები. ეს არის ფაქტი. 1. რატომ არ დართო ნება იესომ მარიამს რომ შეხებოდა? იმიტომ რომ თავის ღმერთთან ჯერ არ იყო ასული და მაგიტომ? (კონკრეტული მიზეზი მითხარი; თუ ისევ იმას ამბობ ღმერთთან არ იყო ასული და იმიტომო, მაშინ ეგ დაწერე პასუხად). იესო ამბობს ნუ შემეხები ვინაიდან ჯერ არ ავსულვარ მამასთან, ანუ ჯერ არ მიმიღია ის სხეული რომელსაც თქვენ სულიერ სხეულს ეძახით.იესოს არ უთქვამს ჯერ არ მიმიღია სულიერი სხეული და ამიტომ არ შემეხოო. ეგ შენი ვარაუდი და იესოს სიტყვების გაგება რომ მცდარია, ამას ის ფაქტიც ადასტურებს რომ მანამ სანამ იესო მარიამს ეტყოდა არ შემეხოო, სხვა ადამიანებს შეხების ნება დართო! ასე რომ მთელი შენი ვარაუდი ამ ერთ ფაქტმა გააბათილა. შენ კი ბიბლიაში ჩაწერილ ამ ფაქტს ერთი ხელის მოსმით უარყოფ და იგივეს ამბობ: მე გითხარით უკვე ჩემი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც იესო იძახის რომ არ შემეხო ჯერ არ ავსულვარ მამასთან და შემდეგ ამბობს შემეხე, ეს ნიშნავს შემდეგს მამასთან იგი ნამყოფია უკვე და მისი სხეული ის ფიზიკური სხეული აღარ არის არამედ ახალი სულიერი, რთული გასაგებია რასაც ვწერ? ესე იგი, მანამ სანამ მარიამს ეტყოდა არ შემეხოო და სხვებს დართო ნება რომ შეეხნენ, თურმე უკვე ყოფილა მამასთან. ამ დროს ამბობ, მარიამს როცა უთხრა არ შემეხოო, ნიშნავს რომ არ ყოფილა მამასთანო. ხვდები რომ საკუთარი განმარტებებით წინააღმდეგობაში მოექეცი? იესოს მარიამისთვის იმიტომ რომ არ დაერთო შეხების ნებართვა რომ ჯერ კიდევ ხორციელ სხეულში იყო და თავის ღმერთთან არ იყო ასული, მაშინ მანამ სანამ მარიამ მაგ სიტყვებს ეტყოდა, სხვა ადამიანებს არ დართავდა ნებას რომ შეხებოდნენ. როგორც ჩანს ამას ან ვერ ხვდები, ან უბრალოდ ჯიუტად უარყოფ. ფაქტია რომ ალოგიკური და არასწორია რა განმარტებასაც უკეთებ იესოს სიტყვებს. მე პროფესორს მეძახიან, თქვენთვის კი ყველა უმეცარია ვინც არ დაგეთანხმებათ.შენ პროფესორს დაგიძახებენ თუ პრეზიდენტს, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ვინაიდან იესოს სიტყვების შენეული განმარტება წინააღმდეგობაში მოდის იმ ფაქტებთან, რაც ბიბლიაშია ჩაწერილი. ამიტომ როცა ბიბლიაში ჩაწერილის საპირისპირო მოსაზრებები და ვარაუდები გაქვს, გეტყვი რომ ცდები და მხოლოდ იმიტომ რომ ვინმე პროფესორს გეძახის, არასაკმარისია იმისთვის რომ ბიბლიაში ჩაწერილს რომ უარყოფ და ბიბლიაში ჩაწერილი ფაქტის წინააღმდეგ მიდიხარ, მართალი ხართქო დაგიწერო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
levaniko Posted March 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2011 აზრი ყურადღებით წავიკითხე შენი და Morfius-ის დაწერილი. იასნია რო მორფიუსის განმარტება წინააღმდეგობაში აგდებს მორფიუსს. თუ მარიამს არ მისცა შეხების უფლება იმიტომ რო ხორციელ სხეულში იყო აღმდგარიო, მაშინ სხვებს რაღატო დართო ნება რო შეხებოდნენ? როგორც ჩანს ამაში ცდება მორფიუსი. თუ იესო მაგ მიზეზით არ მისცემდა მარიამს შეხების უფლებას რასაც მორფიუსი ასახელებს, მაშინ არც სხვებს მიცემდა შეხების უფლებას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
levaniko Posted March 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2011 (edited) აზრი ბარემ გკითხავ, იესოზე რო დაწერე უფლება მისცა რო შეხებოდნენო. შეხების უფლება სხვებს მანამდე მისცა სანამ მარიამს ეტყოდა არ შემეხოო? თუ მას შემდეგ, როცა თომას ეტყვის შემეხეო? Edited March 3, 2011 by levaniko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2011 აზრი ბარემ გკითხავ, იესოზე რო დაწერე უფლება მისცა რო შეხებოდნენო. შეხების უფლება სხვებს მანამდე მისცა სანამ მარიამს ეტყოდა არ შემეხოო? თუ მასშემდეგ, როცა თომას ეტყვის შემეხეო? levaniko მანამდე იყო აბა მას შემდეგ? პრიფესორს მეძახიანო და ბიბლიის ცოდნაც მაქვსო ამბობს მაგრამ ფაქტია რომ ბევრი რამ უბრალოდ არ იცის და რაც იცის, ისიც არასწორად იცის. ამ დროს ეწყინა თავისი მცდარი ვარაუდების შესახებ რომ აღვნიშნე და აქ დავასრულოთო წერს. არ გამკვირვებია მისი რეაქცია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
levaniko Posted March 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2011 levaniko მანამდე იყო აბა მას შემდეგ? აზრი მაგარი არგუმენტია ეგ. მადლობა პასუხებისთვის. პრიფესორს მეძახიანო და ბიბლიის ცოდნაც მაქვსო ამბობს მაგრამ ფაქტია რომ ბევრი რამ უბრალოდ არ იცის და რაც იცის, ისიც არასწორად იცის. ამ დროს ეწყინა თავისი მცდარი ვარაუდების შესახებ რომ აღვნიშნე და აქ დავასრულოთო წერს. არ გამკვირვებია მისი რეაქცია. პროფესორიც შეიძლება ცდებოდეს და არ მგონია ამ არგუმენტის წაკითხვის შემდეგაც ისევ ის აზრი ქონდეს რაც აქამდე ქონა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
levaniko Posted March 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2011 Morfius რა კომენტარს გაუკეთებდი აზრის არგუმენტს? მგონი პატარა არგუმენტი არ მოუყვანია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 4, 2011 ყურადღებით წავიკითხე შენი და Morfius-ის დაწერილი. იასნია რო მორფიუსის განმარტება წინააღმდეგობაში აგდებს მორფიუსს. თუ მარიამს არ მისცა შეხების უფლება იმიტომ რო ხორციელ სხეულში იყო აღმდგარიო, მაშინ სხვებს რაღატო დართო ნება რო შეხებოდნენ? როგორც ჩანს ამაში ცდება მორფიუსი. თუ იესო მაგ მიზეზით არ მისცემდა მარიამს შეხების უფლებას რასაც მორფიუსი ასახელებს, მაშინ არც სხვებს მიცემდა შეხების უფლებას.სხვებს მას შემდეგ დართო შეხების უფლება, როდესაც სულიერი სხეული მიიღო მამა ღმერთისგან, ამბობ ყურადღებით წავიკითხეო და ჩემი საუბრიდან ეს დასკვნა უნდა გაგეკეთებინათ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.