Jump to content
Planeta.Ge

ბიბლია როგორ ავხსნათ მასში მოყვანილი აზრები სწორად?


Recommended Posts

რადგან ბოდიში მოიხადე, ვიმედოვნებ რომ მსგავსი სახის შეურაცხმყოფელი პოსტებისგან თავს შეიკავებ მომავალში.

იმედია თქვენც შეიკავებთ თავს, ჩემი მიზანმიმართულად გაღიზიანებისაგან.

 

გაიხარე და დიდი მადლობა შესწორებისათვის.......ძაან მაინტერესებს რა აღმსარებლობის ბრძანდებით თუმცა შენი ნებააა თუ გინდა არ თქვა

ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი არ ვარ.

 

შენ და მორფიუსს შეიძლება ერთი აზრი გაქვთ, მაგრამ ეგ სავსებით არ ნიშნავს რომ სწორი აზრი გაქვთ.

მესამე ანგელოზი რა იქნა? გაქრა იესოს სხეულივით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 187
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

რადგან ბოდიში მოიხადე, ვიმედოვნებ რომ მსგავსი სახის შეურაცხმყოფელი პოსტებისგან თავს შეიკავებ მომავალში.

 

 

 

იმედია თქვენც შეიკავებთ თავს, ჩემი მიზანმიმართულად გაღიზიანებისაგან.

Morfius

 

თქვენ გადაავსეთ მთელი თემა თქვენი მცდარი და არაბიბლიური შეხედულებებით და ეს აღვნიშნე. თქვენ კი ამან გაგაღიზიანათ. რატომღაც ელოდით რომ ტაშს დაგიკრავდით თქვენეულ არაბიბლიურ ინტერპრეტაციებზე და გაღიზიანებულმა პირად შეურაცხყოფაზე გადმოხვედით. ბოდიშის მოხდა სიმამაცეა და ამიტომ გავატარე შეურაცხყოფა. იმედი მაქვს სამომავლოდ როცა გაიმეორებთ თქვენს მიერ მცდარად ინტერპრეტაცირებულ მოსაზრებებს, ნუ გაგიკვირდებათ ისევ აღვნიშნო და ისევ დავასაბუთო ბიბლიით რომ ცდებოდით. ამას თქვენს გასაღიზიანებლად კი არ გავაკეთებ, არამედ როგორც გასულ პოსტებში აღვნიშნე, ამას საკითხში ნაკლებად გათვიცნობიერებული ადმიანების გულისთვის გავაკეთებ რომ კარგად იცოდნენ ბიბლიის სწორი განმარტება რომ თქვენი განამრტების სიმცდარე დაინახონ.

თქვენ კი, არავინ გიშლით, არც მე და არც სხვა რომ თქვენი მცდარი თუ სწორი შეხედულებები წეროთ. ასე რომ თუ არ დაგეთანხმებით და ბიბლიის საშუალებით დავასაბუთებ ხოლმე თქვენი მცდარი ინტერპრეტაციების შესახებ, ნუ გაიკვირვებთ ბატონო "პროფესორო". ესაა და ეს.

 

ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი არ ვარ.

ლაშა კაკაურიძე, ვერ ნახე პოსტებში რაები წერა? ისეთ რამეებს წერდა, მართმადიდებელი ეკლესია არასდროს რომ აღიარებდა. ასე რომ ისედაც უნდა მიმხვდარიყავი რომ შენი "ჯიშისა" არაა. :)

 

 

მესამე ანგელოზი რა იქნა? გაქრა იესოს სხეულივით?

არც ადრე იკლავდა ეგ კაცი თავს ფორუმზე წერით. :) და იმ უაზრო ცილისწამების ნაცვლად, რაიმე აზრიანი მაინც მოგეფიქრებინათ, წასაკითხად მაინც ივარგებდა. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ გადაავსეთ მთელი თემა თქვენი მცდარი და არაბიბლიური შეხედულებებით და ეს აღვნიშნე.

ნებისმიერ ჩემს სიტყვას სწორედ ბიბლიიდან ახლავს ციტატა ასე რომ არაბიბლიური ვეღარ გამოდის, რაც შეეხება მცდარობის და არამცდარობის საკითხს მეც იგივეს ვფიქრობ თქვენზე და აბა ჩემგან ითხოვთ ტაშის დაკვრას?

 

ლაშა კაკაურიძე, ვერ ნახე პოსტებში რაები წერა? ისეთ რამეებს წერდა, მართმადიდებელი ეკლესია არასდროს რომ აღიარებდა. ასე რომ ისედაც უნდა მიმხვდარიყავი რომ შენი "ჯიშისა" არაა.

ამ სიტყვით "თქვენი ჯიშისა" საკუთარ თავს რომ აყენებ შეურაცხყოფას ხვდებით? მაგ კრიტერიუმით გადამთიელი გამოდიხართ.

 

არც ადრე იკლავდა ეგ კაცი თავს ფორუმზე წერით. და იმ უაზრო ცილისწამების ნაცვლად, რაიმე აზრიანი მაინც მოგეფიქრებინათ, წასაკითხად მაინც ივარგებდა.

იქ არსად არ წერია რომ ის სამი კაცი ანგელოზები იყვნენ, ერთი სიტყვაც კი არ არის დაწერილი სამაგიეროდ თავი რომელიც ლოტსა და სოდომისა და გომორის დასჯას ეხება იწყება სიტყვებით ორი ანგელოზი, აზრიანი კიდევ ის არის რომ თუ ის სამი კაცი იყო მივლინებული ამ ქალაქების გასანადგურებლად და იმ ორ ანგელოზად რომლებიც ლოტს ესტუმრნენ ამ კაცებს აღიქვავ, გეკითხები მესამე რა იქნა? ღვთის ბრძანება არ შეასრულა და ოპოზიციაში გადავიდა თუ რა იქნა?

 

რომ კარგად იცოდნენ ბიბლიის სწორი განმარტება რომ თქვენი განამრტების სიმცდარე დაინახონ.

ვინც ჩვენს პოსტებს თვალს გადაავლებს, კარგად დაინახავს ვისი განმარტებაა მცდარი.

Edited by Morfius
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნებისმიერ ჩემს სიტყვას სწორედ ბიბლიიდან ახლავს ციტატა ასე რომ არაბიბლიური ვეღარ გამოდის,

Morfius

 

კაი ახლა ბატონო ჩემო. :) აბა შეიხედეთ მართლმადიდებელი ეკლესიის ფორუმებზე და ვებ-გვერდებზე რამდენ ბიბლურ მუხლს ურთავენ თავიანთ მცდარ სწავლებებს მარა ეგ იმას არ ნიშნავს რომ მათი სწავლება ბიბლიურია და მათი მოსაზრება და განმარტებებიც ბიბლიური.

 

რაც შეეხება მცდარობის და არამცდარობის საკითხს მეც იგივეს ვფიქრობ თქვენზე

ვიცი რომ მასე ფიქრობთ, ახალი არაა ჩემთვის, მარა ეგ არაფერს ნიშნავს რომ თქვენ მასე ფიქრობთ, რადგან ობიექტურად განწყობილი ადმაიანი პოსტებს რომ წაიკითხავს, თავად მიხვდება რომ მართალს გწერთ.

 

და აბა ჩემგან ითხოვთ ტაშის დაკვრას?

არანაირად. :) ჯერ ერთი იმიტომ რომ მე არავისგან ველი ტაშის დაკვრას და რატომაც და ვისთვისაც გამოვავლინე თქვენი პოსტებისა და თქვენი თვითნებური, მცდარი და არაბიბლიური ინტერპრეტაციები, უკვე აღვნიშნე წინა პოსტში.

 

ამ სიტყვით "თქვენი ჯიშისა" საკუთარ თავს რომ აყენებ შეურაცხყოფას ხვდებით? მაგ კრიტერიუმით გადამთიელი გამოდიხართ.

ჯერ ერთი, ლაშა კაკაურიძესთან ახლო ურთიერთობა მაქვს და ვმეგობრობთ. ჩვენში მსგავსი რამ არ აღიქმება ერთმანეთის შეურაცხყოფა. მეორეც, მართლმადიდებლების რელიგიური თვალსაზრისის გათვალისწინება არ გათვანილსინებით თუ ვიმსჯელებთ, ნამდვილად გადამთიელი გამოვდივარ რადგან მართლმადიდებელთა რელიგიურ სწავლებებს არ ვეთახნმები.

 

იქ არსად არ წერია რომ ის სამი კაცი ანგელოზები იყვნენ, ერთი სიტყვაც კი არ არის დაწერილი სამაგიეროდ თავი რომელიც ლოტსა და სოდომისა და გომორის დასჯას ეხება იწყება სიტყვებით ორი ანგელოზი, აზრიანი კიდევ ის არის რომ თუ ის სამი კაცი იყო მივლინებული ამ ქალაქების გასანადგურებლად და იმ ორ ანგელოზად რომლებიც ლოტს ესტუმრნენ ამ კაცებს აღიქვავ, გეკითხები მესამე რა იქნა? ღვთის ბრძანება არ შეასრულა და ოპოზიციაში გადავიდა თუ რა იქნა?

ლოტის თავიდან ლაშა ახსენა და მეც გავიმეორე თუ არა მე აბრაამზე დავწერე სამ ანგელოზს გაუმასპინძლდა-თქო. ანუ სამი კაცი რომ მივა და აზრზეც კი არ იყო რომ ხორცშესხმული ანგელოები იყვნენ. ასე რომ წაიკითხეთ ბიბლია და თუ რაიმეს ვერ იგებთ, ან შეკითხვა გაქვთ, ბიბლიური მუხლი დააციტირეთ, ჩამოაყალიბეთ შეკითხვა და აგიხსნით.

 

 

ვინც ჩვენს პოსტებს თვალს გადაავლებს, კარგად დაინახავს ვისი განმარტებაა მცდარი.

:yes: ნამდვილად! შეგიძლიათ მაგაზე აღარ ინერვიულოთ. :) მკითხველს მიანდეთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაი ახლა ბატონო ჩემო. აბა შეიხედეთ მართლმადიდებელი ეკლესიის ფორუმებზე და ვებ-გვერდებზე რამდენ ბიბლურ მუხლს ურთავენ თავიანთ მცდარ სწავლებებს მარა ეგ იმას არ ნიშნავს რომ მათი სწავლება ბიბლიურია და მათი მოსაზრება და განმარტებებიც ბიბლიური.

მართლმადიდებლები რაღაცას განმარტავენ რაც სინამდვილეს შეესაბამება, ასევე იეჰოვას მოწმეებიც სხვადასხვა საკითხს სწორად განმარტავენ. მე არასოდეს უარვჰყოფ იმას რაც ბიბლიურია და რეალურია, მაგალითად იეჰოვას მოწმეებს ვეთანხმები იმაში, რომ მამა ღმერთი და იესო სხვადასხვა პიროვნებები არიან, მართლმადიდებლებს კი ვეთანხმები იმაში, რომ სულიწმინდა პიროვნებაა და არა ძალა.

 

ვიცი რომ მასე ფიქრობთ, ახალი არაა ჩემთვის, მარა ეგ არაფერს ნიშნავს რომ თქვენ მასე ფიქრობთ, რადგან ობიექტურად განწყობილი ადმაიანი პოსტებს რომ წაიკითხავს, თავად მიხვდება რომ მართალს გწერთ.

და თქვენ რატომ ფიქრობთ რომ მაინცდამაინც თქვენი ნაფიქრალი ნიშნავს რამეს?

 

ლოტის თავიდან ლაშა ახსენა და მეც გავიმეორე თუ არა მე აბრაამზე დავწერე სამ ანგელოზს გაუმასპინძლდა-თქო. ანუ სამი კაცი რომ მივა და აზრზეც კი არ იყო რომ ხორცშესხმული ანგელოები იყვნენ. ასე რომ წაიკითხეთ ბიბლია და თუ რაიმეს ვერ იგებთ, ან შეკითხვა გაქვთ, ბიბლიური მუხლი დააციტირეთ, ჩამოაყალიბეთ შეკითხვა და აგიხსნით.

ის სამი კაცი არ იყვნენ ხორცშესხმული ანგელოზები, რომლებიც აბრაამს ესაუბრნნენ, მათი სახით თავად ღმერთი ესაუბრა აბრაამს, ხოლო ლოტთან მისული ორი პიროვნება კი ნამდვილად ანგელოზები იყვნენ და თან არა ხორცშესხმული, არამედ საკუთარი სხეულებით, უბრალოდ მათ ეს სხეული თვალსაჩინო გახადეს ადამიანთათვის.

 

ნამდვილად! შეგიძლიათ მაგაზე აღარ ინერვიულოთ. მკითხველს მიანდეთ.

მაგის მეტი სანერვიულო არ მომცეს ღმერთმა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იეჰოვას მოწმეებს ვეთანხმები იმაში, რომ მამა ღმერთი და იესო სხვადასხვა პიროვნებები არიან

Morfius

 

თუ ბიბლიას საგულდაგულოდ გამოიკვლევდით და და იეჰოვას მოწმეების სწავლებასაც და თქვენს სუბიექტურ მოსაზრებებზე მაღლა ობიექტურ მსჯელობას დააყენებდით, ყველაფერში დაეთანხმებოდით იეჰოვას მოწმეების თეოლოგიას.

 

და თქვენ რატომ ფიქრობთ რომ მაინცდამაინც თქვენი ნაფიქრალი ნიშნავს რამეს?

მე ისეთივე ადმაიანი ვარ, როგორც თქვენ და სხვები, მაგრამ როცა ჩემი მოსაზრება არ შეესაბამება ბიბლიას, მაშინ არ ვცდილობ ჩემი მოსაზრება ბიბლიაზე მაღლა დავაყენო. ხოლო როცა ვხედავ რომ ვინმეს მოსაზრება, აი მაგალითად თქვენი ნაფიქრალისა და მოსაზრებების უმრავლესობა რომ არაა ბიბლიასთან თანხმობაში და მცდარია, მას ვერ მივიჩნევ ბიბლიურ მოსაზრებად და ამას აღვნიშნავ ხოლმე და პარალელურად ვასაბუთებ ბიბლიით. ეს კი საწყენად არ უნდა მიიღოთ ხოლმე. მე არ მწყინს რომ მცდარ მოსაზრებებს წერთ და შეცდომაში იმყოფებით. მე რა შემიძლია? მხოლოდ ის რომ თქვენი მცდარი მოსაზრებები ბიბლიის საშუალებით გამოვავლინო ხოლმე. თუ გულწრფელად გსურთ ბიბლია სწორად გაიგოთ, მაშინ ბრაზი, გაღიზიანება და მცდარი სუბიექტური მოსაზრებები უნდა მოიშოროთ და მერწმუნეთ, რეალურად დაინახავთ თქვენს მცდარ შეხედულებებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ის სამი კაცი არ იყვნენ ხორცშესხმული ანგელოზები, რომლებიც აბრაამს ესაუბრნნენ

Morfius

 

დაასაბუთეთ ბატონო. სიტყვებზე ვერ დაგიჯერებთ და თქვენს მცარ მოსაზრებებს სინამდვილედ ვერ ავიტაცებ მხოლოდ იმიტომ რომ თქვენ ამბობთ. :)

 

ხოლო ლოტთან მისული ორი პიროვნება კი ნამდვილად ანგელოზები იყვნენ

რითი ასაბუთებთ? :)

 

 

და თან არა ხორცშესხმული, არამედ საკუთარი სხეულებით, უბრალოდ მათ ეს სხეული თვალსაჩინო გახადეს ადამიანთათვის.

დამისაბუთეთ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაასაბუთეთ ბატონო. სიტყვებზე ვერ დაგიჯერებთ და თქვენს მცარ მოსაზრებებს სინამდვილედ ვერ ავიტაცებ მხოლოდ იმიტომ რომ თქვენ ამბობთ.

მათზე ერთი სიტყვაც კი არ წერია, რომ ისინი ანგელოზები იყვნენ, შესაბამისად შეიძლება ყოფილიყვნენ:

1. ანგელოზებიც.

2. უბრალო კაცებიც - უფლის მიერ წარგზავნილი, უფლის ენით მოსაუბრე პიროვნებები

3. თავად უფალი სამი მგზავრის სახით.

ანგელოზებს გამოვრიცხავ 2 მიზეზის გამო: 1. მაშინ როდესაც ლოტთან მისულ 2 პიროვნებაზე პირდაპირ წერია, რომ ისინი ანგელოზები იყვნენ( და თან ერთხელ კი არა მრავალჯერ), ამ სამ კაცზე ერთი სიტყვაც კი არ არის დაწერილი, რომ ისინი ანგელოზები იყვნენ. 2ლოტის სტუმრების რიცხვი აშკარად მიუთითებს იმაზედ რომ ეს ორი ანგელოზი და ის სამი კაცი ერთმანეთისაგან განსხვავდება.

2. უბრალოდ ღვთის მიერ წარგზავნილი კაცებიც არ იყვნენ ვინაიდან აბრაამს ესაუბრებოდნენ წინასწარმეტყველურ სიტყვებს ძის შობაზე და აღუთქვამდნენ, რომ ერთი წლის თავზე ეყოლებოდა სარას ძე, ანგელოზს კი აღთქმის მიცემა აკრძალული აქვს ვინაიდან, რომ აღუთქვას და უფლის ნება არ იყოს აღთქმული ვერ გააკეთებს და მატყუარა გამოვა.

კიდევ ერთი მათ აღუთქვეს რომ წლის თავზე როდესაც სარაც ძე შეეძინებოდა ისინი დაბრუნდებოდნენ და დაბრუნდა წლის ბოლოს უფალი, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ

3. თავად უფალი ესაუბრა სამი მგზავრის სახით.

კიდევ არის ბევრი დეტალი დიალოგში, მაგრამ ამ შემთხვევაში ბიბლიის მთელი თავის დაწერა და განხილვა მომიწევს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დამისაბუთეთ...

ღმერთი ამბობს ანგელოზებს ვქმნი მსახურებად, ჩემს ძეებს კი მწველ ცეცხლად, ამ შემთხვევაში სიტყვა ცეცხლი იგივდება სულიწმინდასთან, ანუ ამით გადმოიცემა შემდეგი აზრი ადამიანში ვდებ ჩემს სულს, ანგელოზში არა.

ამ საკითხის ძალიან ვრცელი განმარტება შემიძლია, შემიძლია დავასაბუთო რომ ანგელოზი სული არ არის იგი შექმნილია სამსახურებლად უფლისა და ისევე როგორც ადამიანს გააჩნია ხორციელი სხეული, ანგელოზსაც აქვს სხეული, სულიერი სხეული, ამ საკითხზე პროფესორ შრი აურობინდუს აქვს შესანიშნავი ესიე დაწერილი და უახლოეს მომავალში დავდებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ბიბლიას საგულდაგულოდ გამოიკვლევდით და და იეჰოვას მოწმეების სწავლებასაც და თქვენს სუბიექტურ მოსაზრებებზე მაღლა ობიექტურ მსჯელობას დააყენებდით, ყველაფერში დაეთანხმებოდით იეჰოვას მოწმეების თეოლოგიას.

იეჰოვას მოწმეებს ერთი ძალიან ცუდი თვისება აქვთ ინტელექტის განვითარების დამმუხრუჭებელი, მათთვის ყველაფერი უპირობო სიმართლეს წარმოადგენს რაც ჩარლზ რასელმა თავის 6 ტომეულში დაწერა, ასევე ბრმად ენდობიან ბიბლიურ წიგნებს თანამედროვე ბიბლიის სახით. არსებობს ხომ კანონიკური და არაკანონიკური წიგნები, ასევე აპოკრიფულებიც, იეჰოვას მოწმეებისთვის მხოლოდ კანონიკური წიგნებია ავტორიტარული და ავიწყდებათ მთავარი სტატუსი კანონიკური ამ წიგნებს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მიანიჭა, არაკანონიკურადაც ამავე ეკლესიამ ცნო მთელი რიგი წიგნებისა, გამოდის, რომ რასაც მართლმადიდებელი იტყვის რომ ეს ჭეშმარიტია იეჰოვას მოწმე თავს უკრავს, მართლმადიდებლების მიერ არაკანონიკურად შერაცხულ წიგნებს კი უარჰყოფს? რატომ? მიზეზი რამოდენიმეა, ახალი ქვეყნიერების მთარგმნელებმა ნაცვლად იმისა, რომ რეალურად გამოეკვლიათ მთელი წერილი ადგნენ და მხოლოდ ის წიგნები თარგმნეს ახლებურად რა წიგნებიც დაშვებული იყო მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების მიერ, მაგდალინელიო, რომ იძახი, იცი რომ იმ მაგდალინელს სახარება აქვს დაწერილი? და მის სახარებაში რომ უფრო დეტალურად არის გადმოცემული ყველა მოვლენა ვიდრე, ვთქვათ მარკოზის სახარებაში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მათზე. გარკვევით წერია სიტყვა "ანგელოზები".

Morfius

 

იქ სადაც წერია ეს ორი ანგელოზი სოდომში წავიდაო, მანამდე წერია, რომ სამი კაცი რომ ესტუმრა, სამიდან ერთერთი დარჩა აბრაამთან და გააგრძელა საუბარი ხოლო დანარჩენზე წერია, რომ გაბრუნდნენ კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომსო. :) კონტექსტს ყურადღებით თუ წაიკითხავთ ხოლმე, აღარ დაიბნევით და ამ სამიდან კაციდან ანუ ამ სამი ხორცშესხმული ანგელოზიდან სოდომში წასული ორი ანგელოზი, სხვა აღარ გეგონებათ.

 

რაც შეეხება ამას:

 

ღმერთი ამბობს ანგელოზებს ვქმნი მსახურებად

 

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ამ შემთხვევაშიც, თქვენი მცდარი მოსაზრება, არ შეესაბამება იმას, რასაც ბიბლია გვეუბნება. :)

 

ბიბლიაში პირდაპირ გასაგებად წერია: "ანგელოზებს სულებად ქმნის". :)

 

ამიტომ ვამბობ ხოლმე რომ ცდებით და თქვენი რელიგიური მოსაზრებების უმრავლესობა, რასაც აქ წერთ მცდარი და არაბიბლიურია და არა იმიტმ რომ ჩემგან განსხვავებული თვალსაზრისი გაქვთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იქ სადაც წერია ეს ორი ანგელოზი სოდომში წავიდაო, მანამდე წერია, რომ სამი კაცი რომ ესტუმრა, სამიდან ერთერთი დარჩა აბრაამთან და გააგრძელა საუბარი ხოლო დანარჩენზე წერია, რომ გაბრუნდნენ კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომსო. კონტექსტს ყურადღებით თუ წაიკითხავთ ხოლმე, აღარ დაიბნევით და ამ სამიდან კაციდან ანუ ამ სამი ხორცშესხმული ანგელოზიდან სოდომში წასული ორი ანგელოზი, სხვა აღარ გეგონებათ.

არა ბატონო იქ წერია, რომ სამივე წავიდა, მაგრამ აბრაამი იდგა უფლის წინაშე და ესაუბრებოდაო, ამ სამი კაცის წასვლის შემდეგ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა ბატონო იქ წერია, რომ სამივე წავიდა, მაგრამ აბრაამი იდგა უფლის წინაშე და ესაუბრებოდაო, ამ სამი კაცის წასვლის შემდეგ.

Morfius

 

რბილად რომ ვთქვათ, ტყუილს ამბობ. ბიბლიაში არ წერია რომ სამივე წავიდა. :) ამიტომ გიმეორებთ უკვე მერამდენედ, რომ მცდარად იგებთ დაწერილს.

 

რაც შეეხება რასელს და მოწმეებს, კანონიკურ და არაკანონიკურ წერილებს, ამაზეც მცდარი წამროდგენა გქონიათ ბატონო ჩემო. ბიბლიის კანონიკური წიგნები მართლმადიდებლებს არ დაუდგენიათ და შესაბამისად არც მოწმეებს დაუქნევიათ თავი მათთვის. კართაგენის კრებამდე, გაცილებით ადრე იყო ცნობილი კანონიკური ბიბლია. :) რაც შეეხება მადგალელის "სახარებას", თომას "სახარებას", ბარნაბას "სახარებას" და ა.შ. ბრწყინვალედ ვიცნობ და ნაჩქარევ დასკვნებს თუ გააკეთებთ, კიდევ უფრო მეტ მცდარ წარმოდგენებს ჩამოიყალიბებთ ვიდრე აქამდე ჩამოიყალიბეთ.

 

ახლა გვიანია და წავალ, დაწერეთ და სხვა დროს გადავხედავ და თუ საჭიროდ ჩავთვლი, გიპასუხებთ კიდეც. :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიბლიაში პირდაპირ გასაგებად წერია: "ანგელოზებს სულებად ქმნის".

მაგ გაგებით ადამიანზეც ხომ ამბობ რომ თავად არის ცოცხალი სული? მაგრამ ადამიანს აქვს სხეულიც ხომ? ანგელოზი სწორედ ანალოგიურადაა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ადამიანში შესაძლებელია სულიწმინდა სახლობდეს, ანგელოზს კი ეს მადლი არმიეცა, შევქმნათ ის ჩვენს მსგავსად რას ნიშნავს? ხომ არ გგონია რომ ღმერთი ადამს ფიზიკურად ჰგავს? აქვს თითები ხელები და ფეხები? ეს გამოცხადებები და ფორმები მან ჩვენთან საკონტაქტოდ მიიღო თორემ როგორც მოციქული ამბობს ღმერთი არავის არასოდეს უხილავს მხოლოდ მხოლოდშობილმა ძემ მის წიაღში მყოფმა გააცხადა იგი, ვის უნახავს უფალი მთელი თავის დიდებით? მოსემ მოკრა ერთხელ თვალი კლდის ნაპრალში მჯდომმა და დაბრმავდა, ხოლო ადამიანის ღმერთთან მსგავსება კი გამოიხატება იმაში რომ ადამში მან თავის სულის ნაწილი ჩადო, როგორც ეს ქნა მოციქულებში და წინასწარმეტყველებში როდესაც ნათქვამია ნუ დააბინძურებთ სულიწმინდის ტაძარს ეს კაცის სხეულზეა ნათქვამი. ადამიანს თვითონ კი არ აქვს პერსონალური სული, ეს ღვთის სული შეიძლება იყოს დავანებული მასში. ანგელოზებში კი ასეთი რამ გამორიცხულია და სწორედ ამან გააბოროტა ლუციფერი.

 

რბილად რომ ვთქვათ, ტყუილს ამბობ. ბიბლიაში არ წერია რომ სამივე წავიდა. ამიტომ გიმეორებთ უკვე მერამდენედ, რომ მცდარად იგებთ დაწერილს.

მცდარად არ ვამბობ ძვირფასო რომელი თარგმანიც გინდა აიღე და ნახავ რომ იქ წერია, რომ ეს კაცები რომ წავიდნენ, აბრაამი კვლავ იდგა უფლის წინაშე, არსად არ წერია რომ ორი წავიდა და ერთი დარჩაო დააციტირე აბა სად წერია მსგავსი რამ მე კიდევ დავდებ ციტატას საიდანაც ჩანს რომ სამივე მათგანი წავიდა.

 

კანონიკური წიგნები მართლმადიდებლებს არ დაუდგენიათ

სწორედ მათ და კათოლიკეებმა დაადგინეს მსოფლიო საეკლესიო კრებებზე დოგმატის სახით, არიანელობა დაიგმო ნიკოლაელთა მოძღვრება თავად უფალმა დაგმო, გრიგორიანელებს კი 10 საუკუნემდე, საეკლესიო კრებებზე არ იწვევდნენ. აბა ვინ დაადგინა წერილების არაკანონიკურობა, იუდევლებმა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...