Jump to content
Planeta.Ge

ბიბლია როგორ ავხსნათ მასში მოყვანილი აზრები სწორად?


Recommended Posts

აზრი

 

აქვე მინდა დავამატო ბატონო აზრი, რომ აბრაამს და ლოტს რომ გამოეცხადნენ ხორციელი სხეულით ანგელოზები იქ არ იყო იმის მტკიცება რომ ანგელოზი ხარო თუ ადამიანიო, დარწმუნებული ვარ აბრაამს რომ ეთქვა თქვენ ანგელოზი ხომ არ ხართო ის სამი ანგელოზი ეტყოდა რომ კი ნამდვილად ანგელოზი ვარო და არ მოიტყუებოდა მაგრამ იქ ამის პატარა სიტყვაც კი არ ითქვა იმის თაობაზე ანგელოზი იყო თუ არა, მაგრამ იესოს შემთხვევაში კი ამაზე მიდიოდა მთელი მტკიცებულება რომ ის ნამდვილად ხორციელი იყო და არ იყო ანგელოზი გამიგეთ? არა რა თქმა უნდა ......

 

რაც შეეხება ამას. :) აბრაამისთვის იმ ანგელოზებს არ უთქვიათ ჩვენ ანგელოზები ვართ რომლებმაცხორცი შევისხით და ადმაიანად მოგევლინეთო. რაა მათაცტყუილში უთვლი? :givi:

 

რაც შეეხება იესოს, მას არ მოუტყუებია არავინ. მისმა მოწაფეებმა ბრწყინვალედ იცოდნენ რომ იესო აღდგებოდა სულიერად. როცა იესო ეცხადებოდა, ისინი ვერ ცმობდნენ მას,რადგან იესო სხვა და სხვა ხორციელ სხეულს იღებდა. გარდა ამისა, მთავარი ის იყო რომ იესომ ხორციელი სხეულის გამოცხადებით, მოციქულსაც და სხვა, ასობით ადმაიანს დაუმტკიცა რომ ის მკვდრეთით იყო აღდგენილი რადგან ხორციელად ეცხადებოდა მათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 187
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

იქ სადაც "პროფესორის" ხარისხს იცავ თუ იცავდი, ზრდილობა არ გასწავლეს?!

ბოდიშს გიხდით შეურაცხმყოფელი გამოთქმისთვის, ეს არ მოხდებოდა ჩემი სამეცნიერო ხარისხის მასხარად აგდებით რომ მდგომარეობიდან არ გამოგეყვანეთ, მე თაობები მყავს აღზრდილი და პირად წერილში მოგწერეთ ჩემს სიტყვებში რაც არის ჩადებული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Morfius

 

მაგ მუხლებში არსად წერია ფიზიკურ სხეულში აღდგა და იმავე დღეს ორშაბათს ღმერთთან იმყოფებოდაო.

 

აზრი

 

ოდნავ ვრცლად ხომ არ დაწერდი ამ საკითხებზე. მადლობა იმ პოსტზე სადაც ახსენი რო ორშაბათს კი არ აღმდგარა იესო არაედ კვირასო. მეც მასე მახსოვდა. კვირის პირველი დღე, ორშაბათს კი არა, კვირას იწყებოდა იუდეველებში. ეგ ასიანი მასეა. ეგ მაგარი არგუმენტი გქონდა მოყვანილი შაბათს მეშვიდე დღეს რო უნდა დაესვენათ ებრაელებს.

ვერ ვხვდები რა საჭიროა ეს ყველაფერი, ერთი და იგივე პიროვნება ორი სხვადასხვა ნიკით საკუთარ თავს რომ ესაუბრები, კითხვას სვავ შემდეგ თავად პასუხობ? თან უმრავლესობაში ხარ და გათვლილი გაქვს იმაზე, რომ მკითხველი დააბნიო? შეგიძლიათ კიდევ რამოდენიმე ნიკი დაამატოთ შემდეგი სცენარით: აზრი მართალია- ოთხი ან ხუთი პიროვნება ტაშს უკრავს კი კის ძახილით ოღონდ ის ოთხი თუ ხუთი ერთი და იგივე პიროვნებაა აზრი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლევანიკომ გკითხა სად წერია რომ ფიზიკურ სხეულში აღდგა და იმავე დღეს და ორშაბათს ღმერთთან იმყოფებოდაო. შენ კიდე ატყუებ ისევ. შენს მიერ მითიტებულ არცერთ მუხლში არ წერია ორშაბათს ღმერთთან იმყოფებოდა და ხორციელად აღდგაო.

საკუთარ თავზე მესამე პირში საუბარი ფილოსოფოსთა ჩვევაა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფიზიკურ სხეულში აღდგა და იმავე დღეს და ორშაბათს ღმერთთან იმყოფებოდაო.

ორშაბათი დღის საკითხი როგორცაა პირადში მოგწერეთ, საკუთარ სხეულში რომ აღდგა ამას თავად იესო ამბობს დაანგრიეთ ეს ტაძარი და მე სამ დღეში აღვადგენ მას, ხოლო იმავე დღეს რომ მამასთან იმყოფებოდა მისი სიტყვები და შემდგომი მოქმედება ცხადყობს, როდესაც ის ეუბნება და ავალებს მარიამს: წადი და უთხარი ჩემს ძმებს მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან ამის შემდგომ კი იმავე დღეს საღამო ჟამს თავად ეცხადება მოწაფეებს. ეხლა ვსვავ კითხვას მე ვავალებ ადამიანს და ვეუბნები წადი და უთხარი აზრის, რომ მე მივდივარ ვთქვათ ვაკეში, ეს ხდება დილით გამთენიისას, საღამო ხანს კი თავად შენთან მოვედი, რას მკითხავდი? იყავი ვაკეში? გიპასუხებდი კი, ხომ დავაბარე პიროვნებას შენთან რომ ვაკეში უნდა წავსულიყავი. იესო კი რომ არასოდეს ცრუობს ეს თავად მოგეხსენება, ალბათ იტყვით, რომ ეს დანაბარები მისი 40 დღის შემდგომ ამაღლებაზე მიუთითებდაო გეტყვით არა, ვინაიდან ასე რომ ყოფილიყო მას საკმარისი დრო ჰქონდა, რომ 40 დღის განმავლობაში ეს თავად ეთქვა მოწაფეებისთვის. რასაც ვწერ ეს ბავშვისთვისაც კი ცხადია მაგრამ თქვენ არ გინდათ, რომ გაიგოთ იძახით ოთხივე სახარებაში გადმოცემული მოვლენები უნდა შეაჯამო და დასკვნა ასე დადოო, გპასუხობთ ოთხივე კი არა თორმეტივე ვინაიდან უფლის თორმეტივე მოციქულმა დაწერა სახარება და სხვადასხვა კუთხით დაგვანახა იესოს ცხოვრება და მოღვაწეობა, თვით იუდა ისკარიოტელმაც კი, მაგრამ თქვენთვის ოთხის გარდა დანარჩენი რვა სახარება არ არის ცნობილი და არა მარტო თქვენთვის, ზოგადად ფართო მასებისთვის განეკუთვნება რა აპოკრიფულ წიგნებს უარჰყოფთ, იტყვით აპოკრიფულია ანუ საეჭვო? სტატუსი აპოკრიფული ამ წიგნებს მართლმადიდებლურმა და კათოლიკურმა ეკლესიებმა მიანიჭეს, თქვენ კი როგორც ვიცი მართლმადიდებლურ დოგმატებს არ აღიარებთ სამაგიეროდ მართლმადიდებლების ნათქვამს ეს აპოკრიფულია, როდესაც დაგჭირდებათ მტკიცებულების სახით თამამად გამოიყენებთ მე ზემოთ დავწერე, რომ რელიგიათმცოდნე, სამეცნიერო კვალიფიკაცია პროფესორი, საამაყოდ არ მიმაჩნია თქო მაგრამ მიუხედავად ამისა მიზანმიმართულად მასხარად იგდებთ ამ კვალიფიკაციას "პროფესორას" ძახილით. იგივე პროფესორების მიერ ძველი ბერძნული წერილების განმარტებებს კი ავტორიტეტად მიიჩნევთ.

Edited by Morfius
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ როგორც განვმარტე რომ იესო აღდგა ხორციელი სხეულით და შემდგომ მისი ხორციელი სხეული გარდაქმნა მამა ღმერთმა ამაზე შემდგომი ფაქტიც მიუთითებს: ლუკას სახარება თავი 24 მუხლები 36-39

36.ისინი რომ ამას ლაპარაკობდნენ თვითონ იესო დადგა მათ შუა და უთხრა მათ მშვიდობა თქვენდა.

37. მათ შეძრწუნებულებსა და შეშინებულებს ეგონათ, რომ სულს ხედავდნენ. ( სწორედ ისე როგორც ეს ჩვენ თანაფორუმელ აზრს ჰგონია და არა ისე როგორც მე გამვმარტე "გარდაქმნა მამა ღმერთმა მისი ფიზიკური სხეული, ამავე ხორციელი სხეულის მსგავს სულიერ სხეულად, რათა ამ სხეულით შესძლებოდა მას სასუფეველში ყოფნა, ანალოგიურს ქრისტეს ფერიცვალების დროსაც ჰქონდა ადგილი როდესაც მისი ფიზიკური სხეული გარდაიქმნა, როდესაც მოციქული იოანე ამბობს მე ვიყავი კუნძულ პატმოსზე სულში ესეც იგივეს ნიშნავს მისი ფიზიკური სხეული უფალთან საკონტაქტოდ გარდაიქმნა იმ სხეულად რომელსაც შეუძლია სასუფეველში ყოფნა, ვინაიდან დაწერილია ხრწნადს არ შეუძლია დაიმკვიდროს უხრწნელობა", სხეული კი არ მიაგდო და სულით კი არ გაფრინდა სადღაც და შემდგომ კი არ დაგვიტოვა გამოცხადება, იგივე შეიძლება ითქვას წინასწარმეტყველ ელიაზე და ენუქზე)

38. მაგრამ მან უთხრა, რატომ შეძრწუნდით და რატომ წარმოიშვებიან თქვენს გულში ასეთი აზრები? ( ეს თქვენც გეხებათ ბატონო აზრი გეკითხება იესო რატომ წარმოიშვებიან თქვენს გულში ასეთი აზრები?)

39. შეხედეთ ჩემს ხელებსა და ფეხებს. ეს მე ვარ თვითონ, შემეხეთ მე და ნახეთ, რადგან სულს არ გააჩნია ხორცი და ძვლები, როგორც ხედავთ რომ მე მაქვს.

ამით ყველაფერი გასაგებადაა ნათქვამი, ბატონი აზრი ჩამაცივდა გინდა თუ არა მიუთითე ლევანიკოს რომელ მუხლში წერია იესო აღდგომისთანავე მამასთან იყო და მისი ფიზიკური სხეული გარდაქმნაო? მე ეს ყველაფერი ზემოთ ავხსენი ახლა ვსვავ კითხვას: სად წერია რომ იესო იყო სული, რომელსაც როცა მოუნდებოდა ხორცს შეისხავდა და როცა მოუნდებოდა განიძარცვავდა? როგორც ამას ბატონი აზრი გადმოგვცემს სულიერი სხეულის მატერიალიზაციას ახდენდაო, ესე იგი წამდაუწუმ ხორცს ისხავდა ეგრე გამოდის და როცა მოციქულებთან არ იყო იხდიდა თუ რას შვრებოდა? რისი თქმა და დამტკიცება უნდა ამ პიროვნებას ბოლომდე ვერ მივხვდი, გასაგებია რომ იეჰოვას მოწმეებს თავისი შეხედულებები და აზრები აქვთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით მაგრამ ის ავიწყდებათ, რომ ბიბლია ღვთის წყალობით არსებობს და ადამიანიც აზროვნებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიამოვნებით დავწერდი და დავწერ კიდეც რომ მისმა თავისებურმა არაბიბლიურმაინტერმრეტაციებმა სხვებსაც არშეუქმნას მცდარი მოსაზრებები.

 

წინაპოსტებში ხომ დაგიწერე რომ გატყუებსთქო Morfius-ი. ახლა ხომ დარწმუნდი რაც მთავარია.

 

სინამდვილეში სრულიად სხვანაირად იყო ის რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და რაზეც როცა წინააღმდეგობაში მოექცა, გააანალიზა რომ არ გაუვიდოდა და გაღარ მსურსო ამაზეო დაწერა, ანუ თავისი ჭკუით თავი "დააღწია" ამ საკითხზე საუბარს იმით რომ აღარ სურს ჩემთან მსჯელობა.

 

ახლა საქმეზე გადავიდეთ:

 

ბიბლიის საფუძვლიანი ცნობებს იძლევა, რომ "შაბათის შემდეგ, კვირის პირველი დღე რომ თენდებოდა, მაგდალელი მარიამი და მეორე მარიამი სამარხის სანახავად მივიდნენ". მათთან ერთად სხვა ქალებიც იმყოფებოდნენ.

 

საერთოდ ახალ აღთქმაში მოიხსენიება ექვსი მარიამი და მათ შორის ერთ-ერთი მაგდალელი მარიამია. (და მორფიუსის ნაირი "პროფესორები" ვერ ერკვევიან ხოლმე რომელ მარიამზეა საუბარი და მოვლენები როგორ ვითარდება სახარებაში და მრავალ არასწორ დასკვნებს აკეთებენ ხოლმე. ას რომ ასეა, ამის კლასიკური მაგალითი უკვე გვაქვს ამ თემაში მორფიუსის პოსტების სახით.) ეს ის მარიამია, რომლისგანაც იესომ შვიდი დემონი გამოდევნა. იესოს წამებით სიკვდილის ცნობილ მოვლენას, მაგდალელი მარიამიც შეესწრო. როგორც ბიბლია ამბობს, "ამ ყველაფერს შორიდან უყურებდა ბევრი ქალი, რომლებიც გალილეიდან მოყოლებული თან ახლდნენ იესოს და ემსახურებოდნენ. მათ შორის იყვნენ: მაგდალელი მარიამი, იაკობისა და იოსეს დედა მარიამი და ზებედეს ვაჟების დედა".

 

ახლა კი ოდნავ ვრცლად გეტყვი იმ მოვლენების შესახებ, რომელიც იესოს წამებით სიკვდილსა და დაკრძალვას მოჰყვა:

 

ერთი კაცი, სახელად იოსები, მივიდა პილატესთან და იესოს ცხედარი გამოითხოვა (ანუ როგორც ჩანს მან იესოს სამარხში დასვენების ნებართვას იიღო). მან ჩამოხსნა იესო, ტილოში გაახვია და კლდეში გამოკვეთილ სამარხში დაასვენა, სადაც ჯერ არავინ იყო დასვენებული, ანუ სხვა მკვდარი არ ესვენა. იოსებს (რომელმაც იესოს სხეული გამოითხოვა პილატესგან) გალილეიდან წამოსული ქალებიც გაჰყვნენ და ნახეს სამარხი და იქ დასვენებული იესო. ანუ მარიამთან ერთად, საკმაოდ სხვა ქალებიც იმყოფებოდნენ! შემდეგ ეს ქალები დაბრუნდნენ უკან, რომ სურნელოვანი მცენარეები და ნელსაცხებლები მოემზადებინათ. შაბათს კი ათი მცნების თანახმად, დაისვენეს!

 

 

 

შაბათი დღე რომ გადავიდა, მაგდალელმა მარიამმა, იაკობის დედამ მარიამმა და სალომემ სურნელოვანი მცენარეები იყიდეს, რომ მისულიყვნენ და იესოსთვის ეცხოთ ის. კვირის პირველ დღეს, ანუ კვირას (და არა ორშაბათს, როგორც ჩვენი პროფესორი გატყუებდა) კვირას, დილით ადრე, მარიამ მაგდალელსა და მარიამს, იაკობ მცირის დედას, სალომეს, იოანასა და სხვა ქალებს სამარხთან მოაქვთ ნელსაცხებელი, რათა დაამუშაონ იესოს სხეული. სხვათაშორის, გზაში ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ვინ გადაგვიგორებს ლოდს სამარხიდანო. როცა სამარხთან მივლენ ქალები, მაგდალელი მარიამი, ისევე როგორც მასთან ერთად მყოფი სხვა ქალები, ხედავს, რომ სამარხის ლოდი მოცილეული აქვს და შესაბამისად სამარხიც ცარიელია. ამის შემხედვარე, მარიამი გაიქცევა და მივა სიმონ-პეტრეს, იოანესა და სხვა მოწაფეებთან, და ეუბნება რომ უფალი წაუღიათ სამარხიდან და არ ვიცით, სად დაასვენესო.

 

ამის გაგონებაზე, ეს მოწაფეები სამარხისკენ გაემართნენ და სამარხი ნახეს და დარწმუნდნენ რომ მაგდალელი მარიამის სიტყვები მართალია და ნახეს რომ სამარხი ცარიელია და მხოლოდ სახვევებიღაა სამარხში დარჩენილი. იესოს სხეული კი არაა. ამ ფაქტის მნახველი მოწაფეები, ტოვებენ სამარხს და თავ-თავიანთ სახლებში ბრუნდებიან.

 

მარიამ მაგდალელი კვლავ ბრუნდება სამარხისაკენ. როცა მარიამი სამარხს დაუბრუნდება, მოწაფეები უკვე თავ-თავიან სახლებში იყვნენ წასულები, ხოლო მარიამი რჩება სამარხთან და ტირის.

 

ახლა მნიშვნელოვან დეტალს მივადექით. ანუ იმ დეტალს, რაშიც ჩვენი პროფესორა ცდება და ჩემზე ამბობდა აზრი ადგენს ვინ ნახა იესო პირველი და ვინ შეეხოო.

 

იმ ქალებს, რომლებიც თავიდან მარიამთან ერთად კვირა დილით, ადრიანად მივიდა სამარხთან რათა იესოს სხეული სურნელოვანი ზეთებით ეცხო, მარიამთან ერთად, ანგელოზებს ხედავენ, რომლებიც ქალებს აუბნებიან რომ წასულიყვნენ და იესოს აღდგომის ამბავი მოწაფეებისთვის შეეტყობინებინათ.

 

ის ქალები, რომლებიც კვირის პირველ დღეს, დილა ადრიანად მაგდალელ მარიამთან ერთად მივიდნენ სამარხთან, დროის იმ პერიოდში ტოვებენ სამარხს, როცა მარიამიც ტოვებს სამარხს და გარბის მოწაფეებთან რათა ნანახი ცარიელი სამარხის და იესოს აღდგომის ამბავი შეატყობინოს. სწორედ ამ დროს, დანარჩენი ქალებიც იგივე მიზნით ტოვებენ სამარხს რათა იესოს ძმებს, ანუ მოწაფეებს შეატყობინონ ნანახი ამბავი.

 

მარიამი პეტრესა და იოანეს და ზოგიერთ სხვა მოწაფეს პოულობს და ატყობინებს ნანახ ამბავს. მარიამთან მყოფი ქალებიც სხვა მოწაფეებს ატყობინებენ ნანახი მოვლენის შესახებ. მაგრამ, მანამ სანამ ისინი მოწაფეებთან მივიდოდნენ, ამ ქალებს გზაზე აღმდგარი იესო ხვდება. ანუ ამ ქალებს იესო მანამდე შეხვდება, სანამ იესო მარიამ გამოეცხადება მოგვიანებით და ეუბნება არ შემეხოო.

 

როცა ამ ქალებს (და არა მაგდალელ მარიამს) იესო შეხვდება, მათ მიესალმება მათ. ისინი კი მიდიან იესოსთან ახლოს და ფეხებზე შემოეხვევიან! იესო მათ ნებას რთავს რომ შეეხონ. მოგვიანებით კი მარიამსაც ეცხადება, სწორედ იმ დროს, როცა მარიამი სამარხთან მას შემდეგ ბრუნდება, როცა მოწაფეებს შეატყობინა. მარიამს, სამარხთან მჯდარსა და მტირალს, იესო ეცხადება და ეუნება რომ არ შემეხოო. ჩვენი "პროფესორი" მორფიუსი თავისი ინტერპრეტაციიდან გამომდინარე არასწორად სკვნის და ამბობს, რომ იესო ჯერ არ იყო ასული ზეცაშიო და ხორციელი სხეული ჰქონდაო და ამის დასასაბუთებლად მოიყვანა ის არგუმენტი რომ მარიამის შეხების ნებართვა არ დართოო და როცა შეხების ნებას რთავსო თომასო, შეხების ნებართვა იმას მიუთითებსო რომ უკვე იყო ზეცაშიო და სულიერი სხეული ჰქონდაო. ჩვენს "პროფესორას", ბიბლიის არასაკმარისი ცოდნის გამო მხედველობაში გამორჩა ის ფაქტი, რომ მარიამთან შეხვედრამდე იესო სხვა ქალებს შეხვდა და ნება დართო რომ შეხებოდნენ. ეს კი იმის დასტურს წარმოადგენს რომ თავიდანვე არასწორს ამბობდა მორფიუსი და გადამეტებული თავდაჯერებითა და თავის თავზე დიდი მცოდნის წარმოდგენებით, თავისი თავის შეცდომაში შეყავდა და სხვებიც. ახლა კი საფუძვლიანად დავასაბუთე, რომ მორფიუსს ბიბლიის არასაკმარისი ცოდნა აქვს და მცდარი შეხედულებები ბიბლიაში აღწერილი მოვლენების შესახებ.

 

კარგი იქნებოდა რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენები არ ჰქონოდა და თავიდანვე არ დაეწყო იმაზე საუბარი რომ თურმე "პროფესორს" ეძახიან და რასაც აქ წერს, მაინც და მაინც სწორ ინტეპრეტაციად უნდა მივიჩნიოთ.

 

ჩვენს მორფიუს "პროფესორას" შევახსენებ იესოს სიტყვებს, რომ როცა თავის "პროფესორულ" ხარისხებზე დაიწყებს ხოლმე საუბარს, ჯერ ეს სიტყვები გაიხსენოს ხოლმე:

 

"თავს ნურავინ მოიტყუებს: ვისაც ჰგონია, რომ ამ ქვეყნიერებაში ბრძენია, უგუნური გახდეს, რათა დაბრძენდეს, რადგან ამ ქვეყნიერების სიბრძნე უგუნურებაა ღვთისთვის. დაწერილია: „ის ბრძენებს ცბიერებაში იჭერს".

აქაც მსუბუქად, რომ ვთქვათ იტყუებით როდესაც იძახით რომ თითქოს მე მარიამ მაგდალინელსა და იესოს მშობელ მარიამს ერთმანეთისგან ვერ ვარჩევ, გეტყვით, რომ მარიამი მაგდალინელად წოდებული ეს ის მარიამია რომლისგანაც იესომ თავის დროზე 7 დემონი განდევნა, ხოლო იესოს დედას მარიამს, რომ თავად ვერ არჩევს იაკობის დედა მარიამისგან ამას ჩვენ მოგვიანებით ვნახავთ. თქვენ ვრცელი პოსტი მიუძღვენით დამბნევ ჰიფოთეზას იმისას ,რომ თითქოს იესოს დედამ მარიამმა ყველაზე პირველი ნახა იესო, მანამდე ვიდრე მარიამ მაგდალინელს ეტყოდა სიტყვებს: არ შემეხო ვინაიდან ჯერ არ ავსულვარ მამასთან და აქვე დასძინეთ, რომ სანამ მარიამ მაგდალინელი შეხვდებოდა იესოს თითქოს მანამდე შემოეხვნენ ფეხებზე, მოციქულების სახარებლად გზად მიმავალი ქალები. ეს რომ ესე არ იყო სწორედ თქვენს მიერ ცბიერად შემოთავაზებულ მეთოდს, ოთხივე სახარებაში ჩაწერილ მოვლენებს შევაჯამებ და ამ ცნობების შეჯამების საფუძველზე დავდებ დასკვნას, რომლის თანახმადაც კიდევ ერთხელ დამტკიცდება რომ იტყუებით ( ხომ ვთქვი ბიბლიური მოვლენების თანმიმდევრობას თქვენ წყვეტთ მეთქი და თან თქვენებურად, ახლა კიდევ ერთხელ დავანახვებ საზოგადოებას, რომ მართლაც თქვენ წყვეტთ ბიბლიაში რა მოვლენა რის შემდეგ ან რის წინ იყო, უბრალოდ სამწუხარო ის არის, რომ თქვენი დამბნევი ტყუილების სააშკარაოზე გამოსატანად ხანგრძლივი და ვრცელი პოსტების დაწერას მაიძულებთ და ორჯერ ორი რომ ოთხია ამის დასამტკიცებლად ძვირფას დროს მაკარგვინებთ)

ყველაფერი კი ოთხივე სახარების მიხედვით შემდეგნაირად იყო:

სახარება მათესი: თავი 28 მუხლები 1-9

1. შაბათი, რომ გავიდა ( ანუ ჩვენი კალენდრით კვირა) კვირის პირველი დღის განთიადზე ( ანუ ჩვენი კალენდრით ორშაბათს დილით ) მოვიდნენ სამარხის სანახავად მარიამ მაგდალინელი და სხვა მარიამი. (ეს სხვა მარიამი არ იყო ღვთისმშობელად წოდებული მარიამი, არამედ მისი მოციქული იაკობის მშობელი დედა გახლდათ. მხოლოდ ეს ერთი მუხლი არის საკმარისი იმის დასამტკიცებლად რომ ტყუით, როდესაც იძახით, რომ თითქოს იესოს დედამ მარიამმა, მარიამ მაგდალინელზე წინ ნახა და ესაუბრა იესოს, როგორც ვხედავთ მარიამ მაგდალინელი და სხვა მარიამი ანუ მოციქულ იაკობის დედა ერთად მივიდნენ იესოს ცხედარის სანახავად, ეს სხვა მარიამი კი თავად ეგონა ბატონ აზრს ღვთისმშობელი და პოსტი აბურდა, მაგრამ მივყვეთ მოვლენებს და აბურდული პოსტი დავალაგოთ მისი მცდარი ჰიპოთეზაც ბოლომდე გამოვავლინოთ)

2. და აი მოხდა დიდი მიწისძვრა, ვინაიდან ციდან ჩამოსული უფლის ანგელოზი, მოვიდა გადააგორა ლოდი და დაჯდა ზედ.

3. მისი შესახედაობა ელვასავით იყო და მისი ტანისამოსი თოვლივით სპეტაკი.

4. მისი შიშით შეირყნენ მცველები და მკვდრებივით გახდნენ. ( ეს ის რომაელი მცველები, რომლებიც დარაჯად დაუყენა პონტოელმა პილატემ უფლის სამარხს იუდეველი მღვდელთმთავრების მოთხოვნით)

5. ანგელოზმა კი მიმართა დედაკაცებს და უთხრა, ვინაიდან ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ ( და არა ძელზე მილურსმულს)

6. აქ არ არის ვინაიდან აღდგა როგორც თქვა, მოდით ნახეთ ადგილი სადაც იწვა. ( ანგელოზი საუბრობს აქ აღარ არის? რაზე ამბობს ნეტავ? იესოს ფიზიკურ სხეულზე ხომ არა შემთხვევით? მერე აგრძელებს: ვინაიდან აღდგა როგორც თქვა, გავიხსენოთ აბა როგორ თქვა: "დაანგრიეთ ეს ტაძარი და მე სამ დღეში აღვადგენ მას" და ბოლოს უკვე დასარწმუნებლად იმაში, რომ იესოს ხორციელი სხეული ადგილზე აღარ იმყოფება, მოუწოდებს ქალებს: მოდით და ნახეთ ადგილი სადაც იწვა.)

7. მალე წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ ის აღდგა მკვდრეთით და აი, თქვენს წინ მიდის გალილეისაკენ, იქ ნახავთ მას და გაიხარეთ თქვენ.

8. აჩქარებით წასული სამარხიდან შიშით და დიდი სიხარულით გარბოდნენ, რომ ეცნობებინათ მისი მოწაფეებისათვის.

9. და აი იესო შეხვდა მათ და უთხრა გიხაროდეთ, ისინი კი მივიდნენ ფეხებზე შემოეხვივნენ და თაყვანი სცეს.

მართალია მათე მოციქულმა არ აღწერა თავის სახარებაში იესოსა და მარიამ მაგდალინელის დიალოგი სამარხში, მაგრამ ის ფაქტი თვალნათლივ გადმოგვცა, რომ თავდაპირველად ქრისტეს სამარხში ქალები მივიდნენ ხოლო ვინ იყვნენ ის ქალები ამაზე უკვე პასუხს მარკოზი ლუკა და იოანე მოციქულები გვცემენ:

სახარება მარკოზისა თავი მეთექვსმეტე 16 მუხლი 1

1.შაბათი გავიდა თუ არა, მარიამ მაგდალინელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ, იყიდეს სურნელებანი, რომ მისულიყვნენ მის მოსაცხობად.

სახარება მარკოზოსა თავი 16 მუხლი 9

9. კვირის პირველ დღეს ადრე აღმდგარი პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალინელს, რომლისაგანაც განდევნა შვიდი ეშმაკი.( რომელ დღეს ადრე აღმდგარიო? კვირის პირველ დღესო, კვირის პირველი დღე რომ ჩვენი კალენდრით ორშაბათია ზემოთ ამაზე ბატონი აზრი იცინოდა, ვის ეჩვენა პირველადო? მარიამ მაგდალინელსო.)

ეხლა ვნახოთ რას იძახის მოციქული ლუკა იგივე მოვლენაზე. სახარება ლუკასი თავი 24 მუხლები 1-9

1. კვირის პირველ დღეს გარიჟრაჟამდე მოვიდნენ სამარხთან და მოიტანეს სურნელებანი, რომლებიც მათ მოამზადეს.

2. და ჰპოვეს ლოდი გადაგორებული სამარხიდან.

3. და რომ შევიდნენ ვერ ნახეს უფალ იესოს გვამი.

4. ამის გამო რომ გაოცდნენ უცბად მათ წინ წარსდგა ორი მამაკაცი ბრწყინვალე სამოსელში.

5. და რაკი შეძრწუნდნენ და სახე მიწისაკენ დახარეს მათ უთხრეს: რას ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის?

6. არ არის აქ არამედ აღდგა ( რატომ აღარ არისო აქო? იმიტომ კი არა რომ იეჰოვამ სადღაც გადამალა მისი გვამიო, არამედ აღსდგა ანუ გაცოცხლდაო), როგორც გელაპარაკებოდათ სანამ გალილეაში იყო. ( როგორ ელაპარაკებოდა გალილეაში ყოფნისას იესო აღდგომაზე, ეს მე ზემოთ უკვე დავწერე და ეს ორი ანგელოზიც სწორედ ამასვე იძახის რომ ისე აღსდგა როგორც ამას გელაპარაკებოდათო)

7. ამბობდა, რომ ძე კაცისა, ცოდვილ კაცთა ხელთ უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღსდგეს.

8. და გაიხსენეს მისი სიტყვები

9. დაბრუნდნენ სამარხიდან და ყოველივე ეს უამბეს იმ თერთმეტს ( მიაქციეთ ყურადღება ციფრს თერთმეტი იმიტომ წერია, რომ თომა მათთან ერთად არ იყო და ეს იმიტომ მომყავს მაგალითად რომ ბატონმა აზრმა ახალი ტყუილი არ შეთხზას თითქოს ამ დაბრუნების შემდგომ მარიამ მაგდალინელი უკან დაბრუნდა სამარხში და შემდგომ შედგა დიალოგი მასსა და იესოს შორის) და ყველა სხვას.

10. ესენი იყვნენ მარიამ მაგდალინელი, იოანა და იაკობის დედა მარიამი და სხვა დედაკაცები მათ შორის რომლებმაც მოუთხრეს მოციქულებს ამის შესახებ.

ყოველივე ეს ცხადყოფს შემდეგს, რომ კვირის პირველ დღეს შემდეგი ქალები: მარიამ მაგდალინელი, მარიამი იაკობის დედა და იოანა, პირველები შევიდნენ უფლის სამარხში, რის შემდეგაც წავიდნენ სახარებლად მოწაფეებისაკენ, ბატონი აზრი გადმოგვცემს შემდეგნაირად, მარიამ მაგდალინელი იყო სამარხში შემდეგ გაიქცა ახარა მოციქულებს მერე ისევ უკან გამოვარდა და აქ უკვე იესოს შეხვდა მანამდე კი გზაზე ფეხებზე მოხვევია თურმე, ეხლა ვსვავ კითხვას თუ ეს მოვლენები ასეთი თანმიმდევრობით იყო და არა ისე როგორც მე ვწერ და როგორც ეს ბიბლიაშია ჩაწერილი, დავუშვათ მოციქულებისკენ მორბენალ მაგდალინელს გზაზედ შემოხვდა იესო და იგი მას ფეხებზე ეხვევა, ამის შემდგომ ის ბრუნდება კვლავ სამარხში და იესო მას შეხებას უკრძალავს ესე იგი ბატონი აზრის თქმით გაგიჟებულა იესო და ეგ არის ორი წუთის წინ ფეხებზე ეხვეოდნენ და ახლა თითის დაკარებასაც კრძალავს. სინამდვილე კი ასეთი იყო მათემ მარკოზმა და ლუკამ თავიანთ სახარებებში არ აღწერეს მარიამ მაგდალინელისა და იესოს დიალოგი სამარხში, სამაგიეროდ იოანემ მშვენივრად აღწერა და ყოველივე ამის შემდგომ დაავალა რა რომ წადი და უთხარი ჩემს მოწაფეებს, რომ მე ავდივარ მამასთან, მარიამ მაგდალინელიც და სხვა ქალებიც მასთან ერთად მყოფები გაეშურნენ მოწაფეების სანახავად სწორედ ამ დროს გზაზე ხვდება იესო და ისინი უკვე ეხებიან მას ფეხებზე, ეხლა აზრმა უნდა გადაწყვიტოს ის ვადა რა დროც იესოს მამასთან ასვლაში დაჭირდა? ეს ხდება მეყსეულად, წამიერად და ამის ძალაუფლება იესოს გააჩნდა, როგორც ჩანს ბატონ აზრს ჰგონია რომ სასუფეველში მეტროს მატარებლით არის შესაძლებელი მგზავრობა და დროს იქამდე მისაღწევად მიწიერი ტრანსპორტის სიჩქარით ზომავს კმ/სთ-ში. სინამდვილე კი ასეთი იყო იესო ხვდება ქალებს ესაუბრება მარიამ მაგდალინელს შემდგომ მამისაგან იღებს გარდაქმნილ სხეულს, ისეთსას როგორიც მას ფერიცვალებისას ჰქონდა, ასევე მეფობასა და ძალაუფლებას და ყოველივე ამის შემდგომ ეცხადება უკვე გზად მიმავალ ქალებს და მოგვიანებით მოციქულებსაც, მაგრამ თავისი ტყუილის გასამართლებლად და მკითხველის დასაბნევად ბატონი აწრი, მარიამ მაგდალინელს წინ და უკან არბენინებს, ხოლო სინამდვილისა და სიმართლის გარკვევას რომ წამები ჭირდება ეს კი ავიწყდება. და ბოლოს მე არასოდეს მიამაყია ჩემი პროფესიული ხარისხით და ბატონ აზრს როგორც ბიბლიური მოვლენების ცბიერად ამბურდავს, მაგალითად იოანეს სახარების მეოცე თავისა და ჩემს მიერ ზემოთ მოყვანილი მუხლების გარდა მისსავე კოპირებულ სიტყვებს დავუტოვებ:

"თავს ნურავინ მოიტყუებს: ვისაც ჰგონია, რომ ამ ქვეყნიერებაში ბრძენია, უგუნური გახდეს, რათა დაბრძენდეს, რადგან ამ ქვეყნიერების სიბრძნე უგუნურებაა ღვთისთვის. დაწერილია: „ის ბრძენებს ცბიერებაში იჭერს".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარიამ მაგდალელი კვლავ ბრუნდება სამარხისაკენ. როცა მარიამი სამარხს დაუბრუნდება, მოწაფეები უკვე თავ-თავიან სახლებში იყვნენ წასულები, ხოლო მარიამი რჩება სამარხთან და ტირის.

რატომ არბენინებ შენი შეხედულებისამებრ და შენი სურვილით მარიამ მაგდალინელს წინ და უკან ასე თამამად ვერ ვხვდები, როდესაც ბიბლიაში გარკვევით წერია, რომ როდესაც ანგელოზები აგზავნიან ქალებს მოწაფეებთან აღდგომის სახარებლად ლუკა მოციქული წერს რომ დაბრუნდნენ და ეს უამბეს თერთმეტს, მოციქული იოანე კი აღწერს რა იესოსა და მაგდალინელის დიალოგს ისიც ანალოგიურზე მიუთითებს რომ თომა მათთან ერთად არ იყო, ეხლა ვიცი ხელზედ დაიხვევ იუდა ისკარიოტელს თავი უკვე ჩამომხრჩვალი ჰქონდა და თერთმეტი იმიტომ ეწერაო, მაგრამ თომა რომ მათთან ერთად არ იყო ასე ხომ ათი გამოდის? ამიტომ დაგიწერე ადრე უნდა იცნობდე ყველა სახარებას, ვინაიდან სვიმონ კანანელის თქმით მატათიას მოციქულად არჩევამდე ის იმყოფებოდა მათთან და სულიწმინდით რჩეული იყო. დგეხარ აქ ამხელა კაცი, სარგებლობ იმით რომ საზოგადოება რელიგიურ საკითხებში ვერ ერკვევა და ბიბლიურ პერსონაჟებს შენს ნებაზე არბენინებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც შეეხება იესოს, მას არ მოუტყუებია არავინ. მისმა მოწაფეებმა ბრწყინვალედ იცოდნენ რომ იესო აღდგებოდა სულიერად.

იტყუები, არ იცოდნენ, მათ გამოცხადებული იესო სული ეგონათ, მაგრამ იესო რას ეუბნება? შეხედეთ ჩემს ხელებსა და ფეხებს სულს არ გააჩნია ხორცი და ძვლები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როცა იესო ეცხადებოდა, ისინი ვერ ცმობდნენ მას,რადგან იესო სხვა და სხვა ხორციელ სხეულს იღებდა. გარდა ამისა, მთავარი ის იყო რომ იესომ ხორციელი სხეულის გამოცხადებით, მოციქულსაც და სხვა, ასობით ადმაიანს დაუმტკიცა რომ ის მკვდრეთით იყო აღდგენილი რადგან ხორციელად ეცხადებოდა მათ.

სულიერად რომ გამოცხადებოდა ვინმეს ეჭვი შეეპარებოდა მის აღდგომაში? კვლავ იტყუები როდესაც იძახი რომ იესო წამდაუწუმ ისხავდა ხორცს მისი მკვდრეთით აღდგომის დასადასტურებლად. სინამდვილე კი ასეთია მისი ფიზიკური სხეული გარდაქმნილი იყო სულიერ სხეულად, იმ სხეულად რომელსაც ძალუძს სასუფეველში ყოფნა, შენ სულიერ სხეულს ეძახი სულს და ის კი არ იცი რომ სულს არც ფორმა აქვს და არც სხეული. სულმა შეიძლება მიიღოს სხვადასხვა ფორმა: მტრედის, ცეცხლის და სხვა ნებისმიერი მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მუდმივად ასეთი ფორმით იმყოფება და ბოლოს ისიც კი არ იცი რომ ანგელოზები სულები არ არიან ამიტომ წერ შემდეგს

რაც შეეხება ამას. აბრაამისთვის იმ ანგელოზებს არ უთქვიათ ჩვენ ანგელოზები ვართ რომლებმაცხორცი შევისხით და ადმაიანად მოგევლინეთო. რაა მათაცტყუილში უთვლი?

ანგელოზს ჩემო კარგო მკაცრად განსაზღვრული და კონკრეტული სხეული აქვს რითაც ის განირჩევა სხვა ანგელოზისაგან, ისევე როგორც ადამიანი თავისი გარეგნობით განირჩევა მეორე ადამიანისაგან და ამ სხეულის თვითნებურად შეცვლა რაც მას ღმერთმა შეუქმნა, ანუ ხორცის შესხმა არის ცოდვა. რაც შეეხება აბრაამთან მოსაუბრე პირებს მათ რომ უცბად ანგელოზების იარლიყი მიაკარი არც ეს არის მართებული, ანალოგიურ იარლიყს აკრავთ ხოლმე მოსესა და ელიას სულს, მოკლედ როგორც გინდატ ისე ათამაშებთ თქვენს ნებაზე ბიბლიაში ჩაწერილ მოვლენებს. არ მოგეწონათ? გადაკეთებას რა უნდა? სული გააჩნია მხოლოდ ადამიანსა და ღმერთს ანგელოზს და დემონს სული არ აქვს ძვირფასო, ამით ემსგავსება ადამიანი ღმერთს და ეს არის ჩადებული სიტყვებში შევქმნათ კაცი ჩვენს მსგავსად, ანუ მივცეთ მას ჩვენი სულისაგან, ეხლა რომ დავწერო სწორედ ამან გააბოროტა პირველი დაცემული ანგელოზი თქო, რადგან ღმერთმა მასზე უფრო კაცი შეიყვარა და ეს სიყვარული მისი სულის მიცემით დაადასტურა თქო ამას საერთოდ ვერ აღიქვავ და ამიტომ მოგწერე ადრე დარჩეს ჩვენი ცნობიერება როგორც არის, შეგპირდი აღარ გიპასუხებ თქო, მაგრამ გამომიწვიე ამიტომ გაგეცი პასუხი, ახლა კი მართლა წერე და იკითხე ეს დანაშაული კი არ არის, სიტყვის და აზრის ( მათ შორის მცდარის ) გამოთქმის თავისუფლებაა ქვეყანაში, პუბლიკა მოგეძებნება, თუ სათანადო პუბლიკას ვერ იპოვი ახალი ნიკების დარეგისტრირება შეგიძლია, რათა საკუთარ აზრებს თვითონ დაუკრა ტაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქვე მინდა დავამატო ბატონო აზრი, რომ აბრაამს და ლოტს რომ გამოეცხადნენ ხორციელი სხეულით ანგელოზები იქ არ იყო იმის მტკიცება რომ ანგელოზი ხარო თუ ადამიანიო, დარწმუნებული ვარ აბრაამს რომ ეთქვა თქვენ ანგელოზი ხომ არ ხართო ის სამი ანგელოზი ეტყოდა რომ კი ნამდვილად ანგელოზი ვარო და არ მოიტყუებოდა

ბატონო ლაშა, აბრაამს თავად უფალი გამოეცხადა სამი კაცის სახით, ხოლო ლოტთან ანგელოზები მივიდნენ და ეს სამი კაცი არ არიან ის ანგელოზები რომლებიც ლოტთან მივიდნენ, იმიტომ რომ ლოტთან ორი ანგელოზი მივიდა, ეხლა აზრს რომ ვკითხოთ განმარტავს რომ სწორედ ის კაცები იყვნენ ოღონდ მესამე გზაში ავად გაუხდათ და ლოტამდე ორმა მათგანმა მიაღწიაო, მაგრამ სიმართლე და სინამდვილე როგორიცაა ამას ბიბლია გადმოგვცემს და გთხოვთ გადაამოწმოთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლევანიკომ გკითხა სად წერია რომ ფიზიკურ სხეულში აღდგა და იმავე დღეს და ორშაბათს ღმერთთან იმყოფებოდაო. შენ კიდე ატყუებ ისევ. შენს მიერ მითიტებულ არცერთ მუხლში არ წერია ორშაბათს ღმერთთან იმყოფებოდა და ხორციელად აღდგაო.

 

ამდენი ტყუილი რა ოხრობაა კაცო.

 

მეორეც, ორშაბათს კი არ აღდგა იესო, არამედ კვირას. კვირის ბოლო დღე (ანუ მეშვიდე დღე, როცა უნდა დაესვენათ ყველა საქმისგან) იყო შაბათი. კვირა იწყებოდა შაბათის მომდევნო დღის კვირით! ეგეც არ იცი "პფორესორ". არადა გასულპოსტებში გვიწერდი, პროფესორის ხარისხი მაქვსო და ელემენტარული რამ არ გცოდნია.

ძვირფასო თანაფორუმელებო, გარდა იმისა რომ ბატონი აზრი ბიბლიურ პერსონაჟებს თავის ნებაზე ათამაშ-არბენინებს, აღმოჩნდა რომ კვირის დღეებსათ თავად უგონებს ახალ სახელებს და ვადებსა და ჟამს თვითნებურად განმარტავს თან ამ ფონზე, ცილს მწამებს თითქოს მასწავლის კიდეც რაღაცას რაც მისი თქმით ჩემთვის აქამდე უცნობი იყო, სინამდვილე კი შემდეგია:

იუდეველებისთვის ერთი კვირა ანუ შვიდი დღე შემდეგნაირად გამოიყურება: 1ერთშაბათი(ანუ ჩვენი კალენდრით ორშაბათი და არა კვირა, როგორადაც ამას მისტერ აზრი წარმოაჩენს)2. ორშაბათი (ანუ ჩვენი კალენდრით სამშაბათი)3. სამშაბათი (ანუ ჩვენი კალენდრით ოთხშაბათი) 4. ოთხშაბათი (ანუ ჩვენი კალენდრით ხუთშაბათი)5. ხუთშაბათი (ანუ ჩვენი კალენდრით პარასკევი) 6. ექვსშაბათი, მას იუდეველები პარასკევსაც უწოდებენ (ანუ ჩვენი კალენდრით შაბათი) და 7. შაბათი (ანუ ჩვენი კალენდრით კვირა)

კვირის მეშვიდე დღეს, რომ შაბათს უწოდებდნენ იუდევლები(რასაც ჩვენ კვირას ვეძახით) ამას ცხადყობს ბიბლიაში ჩაწერილი შემდეგი სიტყვები უფლისა: გამოსვლა თავი 20 მუხლები 9-10

9. ექვსი დღე იმუშავე და აკეთე შენი ყველა საქმე.

10. ხოლო მეშვიდე დღე უფლის, შენი ღმერთის შაბათია.

მგონი ყველამ კარგად დაინახა რომ რასაც ჩვენ ( მათ შორის ბატონი აზრიც კვირას უწოდებს) სინამდვილეში ეს დღე ანუ მეშვიდე დღე შაბათად იწოდება.

ეხლა განვმარტავ რატომ მივწერე იუზერ ლევანიკოს (რომელიც როგორც შემდგომ აღმოვაჩინე იგივე აზრი ყოფილა) "ორშაბათი" და სანამ სიტყვა ორშაბათს ვიტყოდი წინ სიტყვები ჩვენი კალენდრით მივუწერე (მაგრამ სიტყვებსა და მის მნიშვნელობას რომ მისტერ აზრი ყურადღებას არ აქცევს ამაში უკვე დავრწმუნდი).

სახარება იოანესი თავი 19 მუხლი 31

31. შაბათს(ჩვენი კალენდრით კვირას) რომ გვამები ჯვარზე არ დარჩენილიყო, რადგან პარასკევი იყო( ჩვენი კალენდრით შაბათი ანუ კვირის მეექვსე დღე) და ის შაბათი დიდი დღე იყო (უფლისათვის წმინდა მეშვიდე დღე) იუდეველებმა სთხოვეს პილატეს წვივები დაემტვრიათ და ჩამოეღოთ.

ეხლა რა ჩანს ამ ციტატიდან რომელიც მე მოვიყვანე:

1. იესო ჯვარს აცვეს კვირის მეექვსე დღეს, რომელსაც იუდევლები ექვსშაბათს იგივე პარასკევს უწოდებენ, ხოლო ჩვენი კალენდრით ეს კვირის მეექვსე დღე შაბათად იწოდება.

2. მომდევნო დღე არის იუდეველებისთვის შაბათად წოდებული, ჩვენთვის კვირად წოდებული ანუ მეშვიდე დღე და ამიტომ არ ისურვეს იუდეველებმა უფლისთვის წმინდა მეშვიდე დღეს გვამები ჯვარზედ დარჩენილიყო და

3. იესოს ჯვარცმიდან სამი დღე რომ გადათვალოთ მიიღებთ ჩვენი კალენდრით ორშაბათ დღეს, იუდეველებისთვის ერთშაბათს, სწორედ ეს მივწერე იუზერ ლევანიკოს როდესაც ვთქვი სიტყვა ჩვენი კალენდრით ორშაბათს და ნაცვლად იმისა, რომ მისტერ აზრს დაკვირვებით წაეკითხა ჩემი პასუხი და სიტყვების მნიშვნელობისთვის მიექცია ყურადღება, ჩვეულებისამებრ მოიგონა იუდეველებისთვის კვირის პირველი დღის აღმნიშნავი ტერმინი "კვირა", მაშინ როდესაც იუდეველები ამ დღეს კვირის პირველ დღედ ერთშაბათად მოიხსენიებდნენ, აღტკინდა და ჩემს შესახებ, ჩვეულებისამებრ გაავრცელა ცილისმწამებლური დამცინავი და ცინიკური ხმები, შაბათ კვირაში კი ვინ ვერ ერკვევა ამ პოსტის შემდეგ თავად განსჯის მკითხველი, ადრე დავუწერე მისტერ აწრს, რომ შესწავლილი მაქვს ადამიანთა მრავალი ფსიქოლოგიური ტიპაჟი და ის იმ კატეგორიას განეკუთვნება რომელთანაც საუბარი ჩემთვის მიუღებელია. რატომ? იმიტომ რომ ლამაზად შეფუთულ აბურდულ ტყუილს დაახეთქებს და შემდეგ 2 საათი მიაქვს ჩემი ძვირფასი დროისა ეს ტყუილები ვასწორო აი ამიტომ არ მსურს ორჯერ ორი რომ ოთხია მაგის მტკიცება და ამ პიროვნებასთან დისკუსია, მაგრამ მაინც მიწვევს, იძახის რომ გავურბი, მთელი ამ უნიჭო მატრაბაზობის არსი ბიბლიაში გაუთვიცნობიერებელი ადამიანის დაბნევაა, მაგრამ მისტერ აზრს ავიწყდება ის რასაც ასე აქტიურად იგდებს მასხარად " მე რელიგიათმცოდნე ვარ"

Edited by Morfius
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Morfius

ბატონო ლაშა, აბრაამს თავად უფალი გამოეცხადა სამი კაცის სახით, ხოლო ლოტთან ანგელოზები მივიდნენ და ეს სამი კაცი არ არიან ის ანგელოზები რომლებიც ლოტთან მივიდნენ, იმიტომ რომ ლოტთან ორი ანგელოზი მივიდა, ეხლა აზრს რომ ვკითხოთ განმარტავს რომ სწორედ ის კაცები იყვნენ ოღონდ მესამე გზაში ავად გაუხდათ და ლოტამდე ორმა მათგანმა მიაღწიაო, მაგრამ სიმართლე და სინამდვილე როგორიცაა ამას ბიბლია გადმოგვცემს და გთხოვთ გადაამოწმოთ.

 

მორფიუს ყურადღებით ვკითხულობდი შენი და აზრის დიალოგს ამ თემაში, მინდა გითხრა რომ მშვენივრად ჩამოყალიბებული.......

 

ხოლო რაც შეეხება აბრაამს თუ ვინ გამოეცხადა, ვიცი რომ უფალი იყო რადგან აბრაამიც ამას მოწმობდა "უფალი ვიხილეო", უბრალოდ ბატონ აზრს ველაპარაკები თავისივე განმარტებებით, მე უფრო ყურადღება გავამახვილე იესოს და მის მოციქულებთან დიალოგს რომელიც ეუბნებოდა რომ არ ვარ სულიო ხოლო ბატონი აზრი კი ამის დასამტკიცებლად აბრაამის და ლოტის მაგალითი მოყავს რომ რამენაირად ჩემი აზრები და შეხედულებები გააქარწყლოს და ამიტომ მოვიყვანე ეს მაგალითი და დარწმუნებულიც ვარ აბრაამიც და ლოტმაც იცოდა თუ ვისთან ქონდათ კავშირი და ერთი სიტყვაც კი არ დაუძრავთ ამის შესახებ...

 

გაიხარე და დიდი მადლობა შესწორებისათვის.......ძაან მაინტერესებს რა აღმსარებლობის ბრძანდებით თუმცა შენი ნებააა თუ გინდა არ თქვა :)

Edited by lasha kakauridze
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბოდიშს გიხდით შეურაცხმყოფელი გამოთქმისთვის

Morfius

 

რადგან ბოდიში მოიხადე, ვიმედოვნებ რომ მსგავსი სახის შეურაცხმყოფელი პოსტებისგან თავს შეიკავებ მომავალში.

 

 

რაც შეეხება აბრაამს თუ ვინ გამოეცხადა, ვიცი რომ უფალი იყო რადგან აბრაამიც ამას მოწმობდა "უფალი ვიხილეო"... დარწმუნებულიც ვარ აბრაამიც და ლოტმაც იცოდა თუ ვისთან ქონდათ კავშირი და ერთი სიტყვაც კი არ დაუძრავთ ამის შესახებ.

lasha kakauridze

 

შენ და მორფიუსს შეიძლება ერთი აზრი გაქვთ, მაგრამ ეგ სავსებით არ ნიშნავს რომ სწორი აზრი გაქვთ. აბრაამის მაგალითი იმიტომ მოგიყვანეთ ორივეს, რომ დაგენახათ ის ფაქტი, რომ ანგელოზები, რომლებიც სულებად არიან შექმნილნი, შეეძლოთ ხორცი შეესხათ (ისევე როგორ ეს იესომ გააკეთა) და ადამიანებს გამოცხადებოდნენ ადმაიანურ (ხორციელ) სხეულში. აბრაამზე რომ ამბობ სიტყვა არ დაუძრავსო, როგორ დაძრავდა, როცა არ იცოდა რომ ის მამაკაცები, რომლებსაც გაუმასპინძლდა, ხორცშესხმული ანგელოზები იყვნენ. :)

 

 

გაიხარე და დიდი მადლობა შესწორებისათვის.......ძაან მაინტერესებს რა აღმსარებლობის ბრძანდებით თუმცა შენი ნებააა თუ გინდა არ თქვა :)

მალავს თავის აღმსარებლობას. :yes: რაც მისი უფლება თავისთავად. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...