Jump to content
Planeta.Ge

ბიბლია როგორ ავხსნათ მასში მოყვანილი აზრები სწორად?


Recommended Posts

ბევრი ადამიანი მინახავს რომლის თვალსაზირისიც ასეთია: "ყველა თავისებურად ხსნის ბიბლიას"

მე თვქენი ფორუმელების თვალსაზრისი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით: როგორ შეიძლება ბიბლიაში მოყვანილი აზრები ახსნა სწორად?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 187
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ბევრი ადამიანი მინახავს რომლის თვალსაზირისიც ასეთია: "ყველა თავისებურად ხსნის ბიბლიას"

მე თვქენი ფორუმელების თვალსაზრისი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით: როგორ შეიძლება ბიბლიაში მოყვანილი აზრები ახსნა სწორად?

 

 

ეგ (ჩვენმა ერთერთმა თანაფორუმელმა) გუზინკამ თავისებურად იცის, მარა თავიდან ალბათ ვერ გაბედავს თავისი აზრი რომ გაგვიზიაროს. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წმინდა მამების განმარტებები უნდა წავიკითხოთ რომელიც სულიწმინდით მოქმედებდნენ Edited by lasha kakauridze
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წმინდა მამების განმარტებები უნდა წავიკითხოთ რომელიც სულიწმინდით მოქმედებდნენ

lasha kakauridze

 

"წმინდა მამების" განმარტებები ურთიერთ საწინააღმდეგოა. სული წმინდა კი ურთიერთსაწინააღმდეგოს არაფერს იძლევა. რადგან "წმინდა მამების" ნაწერები და განმარტებები ერთმანეთისგან განსხვავებული და წინააღმდეგობრივია, ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვიტყვით რომ ისინი სული წმინდით მოქმედებდნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

ნამდვილად გეთანხმები მე გეუბნები ბიბლიის მუხლების ახსნაზე და არა წმინდა მამების მიერ დაწერილი რაღაც ლიტერატურის ახსნას

და თემიდან ნუ გადავალთ

 

ანუ ვამბობ რომ ჩვენ როგორ განვმარტოტ სწორად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

"წმინდა მამების" განმარტებები ურთიერთ საწინააღმდეგოა. სული წმინდა კი ურთიერთსაწინააღმდეგოს არაფერს იძლევა. რადგან "წმინდა მამების" ნაწერები და განმარტებები ერთმანეთისგან განსხვავებული და წინააღმდეგობრივია, ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვიტყვით რომ ისინი სული წმინდით მოქმედებდნენ.

 

ამას შენ ფიქრობ რომ ასეა თორემ რამოდენიმე მილიონობით ადამიანი გვეუბნება რომ სულიწმინდით მოქმედებნნენ, შენ დაგიჯერო თუ რამოდენიმე ასეულ მილიონ კაცს?

Edited by lasha kakauridze
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha kakauridze

 

1. მე ერთადერთ არ ვარ ვინც ამას ამბობს და ვინც ასე ფიქრობს.

2. მთავარი ის კი არაა ვინ რას ფიქრობს, არამედ რეალური ფაქტები უნდა მიიღო მხედველობაში.

3. მე არ მითქვამს მე დამიჯერე და სხვებს არათქო.

 

 

იმ ფაქტს, რაც ზემოთ აღვნიშნე, მილიარდობით ადმაინმა რომ თქვას მასე არააო, ფაქტს ვერ შცვლის. სიმართლეს უნდა უსწორებდეს ადმაიანი თვალს და არა იმას, თუ რას ფიქრობს უმრავლესობა.

 

I საუკუნეში ქრისტეს უმრავლესობა დევნიდა და უმრავლესობამ არ მიიღო ის. მაგრამ ეს არ ნიშნავდა რომ იესო არ იყო მესია.

 

ასე რომ "ეკლესიის მამების" ურთიერთ გამომრიცხავი ახსნები, მხოლოდ იმის დასტურს წარმოადგენს რომ ისინი ღვთის წმინდა სულით არ ხსნიდნენ ბიბლიის ამა თუ იმ მონაკვეთს. შესაბამისად, უმრავლესობამ რომც თქვას გინდა თუ არა წმინდა სულით ხსნიდნენო, ფაქტებს გვერდს ვერ აუვლიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

მე ერთადერთ არ ვარ ვინც ამას ამბობს და ვინც ასე ფიქრობს.

ჰა რამდენი იქნები მაქსიმუმ 10 მილიონი (ათეისტებზე არ მაქვს საუბარი) ვისაც ჯერა მილიარდები არიან

მთავარი ის კი არაა ვინ რას ფიქრობს, არამედ რეალური ფაქტები უნდა მიიღო მხედველობაში.

როცა რამოდენიმე მილიარდი ადამიანი ასე ფიქრობს უკვე რეალური ფაქტია რადგან ამდენი ხალხი ვერ მოტყუვდება და შეუძლებელია რომ ვერ შეემჩნიათ წმინდა მამების სხვადასხვა აზრს

მე არ მითქვამს მე დამიჯერე და სხვებს არათქო.

არც ვაპირებ რომ დაგიჯერო

I საუკუნეში ქრისტეს უმრავლესობა დევნიდა და უმრავლესობამ არ მიიღო ის. მაგრამ ეს არ ნიშნავდა რომ იესო არ იყო მესია.

ეგ სხვა რამეა მე დღევანდელ სტატისტიკაზე გელაპარაკები

სე რომ "ეკლესიის მამების" ურთიერთ გამომრიცხავი ახსნები, მხოლოდ იმის დასტურს წარმოადგენს რომ ისინი ღვთის წმინდა სულით არ ხსნიდნენ ბიბლიის ამა თუ იმ მონაკვეთს. შესაბამისად, უმრავლესობამ რომც თქვას გინდა თუ არა წმინდა სულით ხსნიდნენო, ფაქტებს გვერდს ვერ აუვლიან

ფაქტი ის არის მილიარდი ადამიანი რომ წმინდა მამების განმარტებების სწამთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

შენი ფაქტი მხოლოდ ის არის რომ წმინდა გიორგი მთაწმინდელმა "არც ძემ" ამოიღო ბიბლიიდან. ეგეც საეჭვოა რა ბიბლიას ხელმძღვანელობ იქნებ მაგან დაამატა და გამოაკლო? მე ხომ არ ვიცი? ეგ არ არის ფაქტი და არგუმენტი, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ თუ წმ. გიორგი მთაწმინდელმა მათეს 24:36 გაბედა და ამოიღო "არც ძემ" მაშინ მარკ 13:32 ანალოგიურს იზამდა ამიტ სინაარსი არ იცვლება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს ბევრი მინახავს რომ ჩააჯინდება ერთ ბიბლიურ მუხლს და ამტკიცებს იმას რომ ვთქვათ ღმერთი იეჰოვა არაა ან იმას რომ მამა ძე და სულიწმინდა ერთია მაგრამ ისინი მხოლოდ ერთი ბიბლიური მუხლიდან ამტკიცებენ ამას რომელიც კიდევ ამას ზუსტად არ ამბობს მაგრა მათ არ სურთ სხვა ბიბლიური მუხლების წაკითხვა. რატომ? იმიტომ რომ სხვა ბიბლიური მუხლის ამოკითხვისას სულ სხვა რამეს დავინახავთ რომ ის სწავლება რომელსაც პიროვნება ამტკიცებს მეორე ბიბლ;იური მუხლის შეთავსებით გამოდის რომ ის ცდება. ასევე ისინი კონტექსტს არ კიტხულობენ და ისე გამოაქვთ რომელიმე მუხლიდან დასკვნები არადა კონტექსი რო წაიკითხო მაშინ სულ სხვა აზრს გამოიტანს.

როგორ გამოვიკვლიო ბიბლია სწორად? როგორ და ბიბლიის აზრი რომ დავინახოთ მთლიანი ბიბლია უნდა წავიკითხოდ და ერთი ჩვენთვის მოსაწონი დოგმატის დამამტკიცებელ მუხლს არ უნდა დავჯერედეთ არამედ ის მუხლი ბიბლიის რომელ თავშიცაა ის თავი ბოლომდე უნდა წავიკითხოდ და ამით გამოვიტანთ სწორ დასკვნას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

შენი ფაქტი მხოლოდ ის არის რომ წმინდა გიორგი მთაწმინდელმა "არც ძემ" ამოიღო ბიბლიიდან.

lasha kakauridze

 

ფაქტები იმდენი მაქვს რომ მთელი ჩემი ცხოვრების ნახევარი რომ დავუთმო მის აქ შენთვის გადმოცემას, ნამდვილად არ მეყოფოდა.

მეორეც, ვინც არ უნდა იყოს, ეკლესიის მიერ "წმინდანად" გამოცხადებული ცოდვილი ადამიანი, ყველასთვის მოსაწონი პიროვნება თუ მეცნიერი, არავის არ აქვს უფლება ბიბლიიდან რაიმეს ამოღების. გიორგი მთაწმინდელმა მხოლოდ ეგ მუხლი კი არ გადმოგცად დამახინჯებულად, არამედ სხვა უამრავი, ძალიან ძალიან ბევრი მუხლი, რომელსაც "მართლმადიდებლები" კითხულობთ წირვისა და ლოცვის დროს. უბრალოდ ამ თემაში ზოგიერთი ფაქტიც რომ დავდო, ძალიან შორს წავალთ და თემას გადავუხვევთ. თემიდან გადახვევა რომ არ მოგვივიდეს და ნიკას გახსნილ თემას პატივი ვცეთ, ახლო მომავალში ცალკე თემას გავხსნი, სადაც რამოდენიმე კონკრეტულ ფაქტს მაინც დავწერ თუ როგორ გადააკეთა "მართლმადიდებელმა" ეკლესიამ წმინდა წერილი (ანუ ბიბლია). ამ თემაში იმიტომ ვახსენე ეს ყველაფერი რომ შენს პოსტზე მეპასუხა. სხვა მხრივ კი ჩემი აზრი ბიბლიის ახსნასთან დაკავშირებით, უკვე დავწერე, რომ ე.წ. "ეკლესიის მამები" ვერ ხსნიან ბიბლიას სწორად. ამის მარტივ მიზეზად ის დავასახელე რომ ისინი ერთმანეთის მიერ ახსნილ ბიბლიის მონაკვეთებს სხვადასხვა ნაირად მარტავენ და ეს "განმარტებები" ერთმანეთის გამომრიცხავია. ამ დროს, თითოეულ მათგანზე, თქვენი რელიგიური მიმდინარეობა აცხადებს რომ წმინდა სულით განმარტავენო. ისიც მოკლედ დავწერე რომ თუ წმინდა წერილის წმინდა სულით განმარტავს ვინმეები, მაშინ მათი ახსნა, ერთმანეთს არ უნდა უპირისპირდებოდეს. მარტივია ხომ? ამას ვამბობდი მე.

 

ეგეც საეჭვოა რა ბიბლიას ხელმძღვანელობ იქნებ მაგან დაამატა და გამოაკლო? მე ხომ არ ვიცი?

შენ რომ არ იცი, ეს ისედაც ჩანს პოსტებიდან ლაშა; მე არ ვხელმძღვანელობ ერთი რომელიმე კონკრეტული ბიბლიის თარგმანიდან. :) ნებისმიერ თარგმანს ვადრი უძველეს ხელნაწერებს, რომელიც საყოველთაოდაა აღიარებული როგორც წმინდა წერილის დედნისეული ტექსტი. მაგალითად, ასეთ სამეცნიერო გამოცემას (არ ვიცი თუ გაგიგია) ქვია "ვესტკოტისა და ჰორტის სამეცნიერო კრიტიკული გამოცემა". სხვა სამეცნიერო (ერთერთი უახლესი) გამოცემაა ნესტლე-ალანდის ბერძნული ტექსტი, სადაც მთაწმინდელის მიერ ამოგდებული ეგ სიტყვები (არც ძემ) წერია. ამ დროს შენ მწერ:

 

ეგ არ არის ფაქტი და არგუმენტი,

 

მაშ რაღაა არგუმენტი და ფაქტი თუ ეს არაა... :TAT:

 

ამასთან ერთად მწერ:

 

თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ თუ წმ. გიორგი მთაწმინდელმა მათეს 24:36 გაბედა და ამოიღო "არც ძემ" მაშინ მარკ 13:32 ანალოგიურს იზამდა ამიტ სინაარსი არ იცვლება

მთელ ბიბლიას ხომ არ ამოიღებდა არა? რაღა შერჩებოდა ხელში თუ ყველგან ყველა მუხლს ამოიღებდა? არაფერი.

 

ახლა ნიკას თხოვნით თემას დავუბრუნდეთ თუ წინააღმდეგი არ ხარ. ნიკას გვწერს:

 

აზრი

ნამდვილად გეთანხმები მე გეუბნები ბიბლიის მუხლების ახსნაზე და არა წმინდა მამების მიერ დაწერილი რაღაც ლიტერატურის ახსნას

და თემიდან ნუ გადავალთ

 

ანუ ვამბობ რომ ჩვენ როგორ განვმარტოტ სწორად

 

ნიკას შენიშვნას მივიღებ და შევეცდები თემიდან აღარ გადავუხვიო და შენც გთხოვო. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 5 months later...

ფაქტები იმდენი მაქვს რომ მთელი ჩემი ცხოვრების ნახევარი რომ ..............

 

მგონი ეს თემა ზუსტად შეესაბამება აღდგომის შემდეგ იესო ქრისტეს სხეულის რაობის დადგენისკენ მიმართულ ჩვენს დისკუსიას.

მე ჩემი მოსაზრება უკვე დავწერე როგორი სხეული გააჩნდა მას აღდგომის შემდგომ და რატომ, ბიბლიიდან მოყვანილი მოვლენებით დავასაბუთე, ახლა თქვენ გელოდებით ბატონო გამიმხილეთ თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით.

Edited by Morfius
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი მოსაზრება უკვე დავწერე როგორი სხეული გააჩნდა მას აღდგომის შემდგომ და რატომ, ბიბლიიდან მოყვანილი მოვლენებით დავასაბუთე,

Morfius

 

გადმოიტანე ბიბლიიდან მოყვანილი მოვლენების შენეული განმარტებები ამ თემაშიც რომ მკითხველისთვისაც იყოს გასაგები შენი შეხედულებების საფუძველი. შემდეგ მე ჩემს ბიბლიურ მოსაზრებას გაგიზიარებ.

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გადმოიტანე ბიბლიიდან მოყვანილი მოვლენები ამ თემაში რომ მკითხველისთვისაც იყოს გასაგები შენი შეხედულებების საფუძველი. შემდეგ მე ჩემს ბიბლიურ მოსაზრებას გაგიზიარებ.

ბიბლიის მიხედვით ჩვენ ვიგებთ შემდეგს:

1. როდესაც იესოს სთხოვენ სასწაულებრივ ნიშანს იმის დასტურად რომ ის არის აღთქმული მესია იგი პასუხობს შემდეგს, დაანგრიეთ ეს ტაძარი და მე სამ დღეში აღვადგენ მას, როგორც მოგვიანებით განიმარტა მისი სიტყვები ის გულისხმობდა თავის სხეულს და არა იერუსალიმში მეფე სოლომონის მიერ 46 წელიწადს ნაშენებ ტაძარს.

2. რომაელებმა ქრისტეს საფლავს იუდეველი მღვდელთმსახურების მოთხოვნით დაუყენეს მცველები რათა მათი თქმით იესოს მოწაფეებს არ მოეპარათ მისი სხეული და შემდეგ არ ეთქვათ აღდგაო.

3. როდესაც მარიამი და მართა მივიდნენ სამარხში რათა ნელსაცხებლებით მიეგოთ პატივი იესოს სხეულისთვის, სამარხზე მიყუდებული ლოდი გადაგორებული დახვდათ, ხოლო სამარხი ცარიელი გამოცხადებულმა ანგელოზმა კი მიუგო მათ რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის?

3. იესო უკრძალავს მარიამს მიკარებას და ეუბნება არ შემეხო ვინაიდან ჯერ არ ავსულვარ მამასთან.

4. იესო ეცხადება მოციქულებს და თომას სთავაზობს მისი ხელის მტევნების ნალურსმევში ჩაყოს თითი იმისდა დასარწმუნებლად რომ ნამდვილად აღსდგა მკვდრეთით.

5. მკვდრეთით აღდგომის სხვა მაგალითების დროს იესო ფიზიკური სხეულით აღადგენდა მათ მაგ: ლაზარე

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ვაკეთებ შემდეგ დასკვნას რომ იესო აღსდგა მკვდრეთით, სწორედ იმ ფიზიკური სხეულით რაც მას მოკვდინებამდე ჰქონდა, ამით აიხსნება მისი სხეულის საფლავიდან გაუჩინარება და ანგელოზის სიტყვები რად ეძებთ მკვდრების შორის ცოცხალს, ამის შემდგომ იესო ამავე სხეულით ხვდება მამასთან სადაც ის გარდაქმნის ფიზიკურ სხეულს სრულყოფილ სულიერ სხეულად, რომელსაც აქვს მსგავსება იმ ფიზიკური სხეულისა რაც იესოს მოკვდინებამდე გააჩნდა, შემდეგ ეცხადება მოციქულებს და თომას ნებას რთავს მისი სხეული შეამოწმოს ნალურსმევში თითის ჩაყოფით ბოლოს კი მაღლდება ზეცად. ჩემს სიტყვაში ამაღლება ალბათ ეს ამაღლება იგულისხმეთ მე ვსაუბრობდი სხვა თემაზე როდესაც ქრისტე ამბობს რომ არ შემეხო ვინაიდან ჯერ არ ავსულვარ მამასთან ეს ნიშნავს რომ მას ჯერ არ მიუღია ის სრულყოფილი სულიერი სხეული ხოლო როდესაც თომას თითით შეხების უფლებას აძლევს ეს ნიშნავს იმას რომ უკვე ნამყოფია მამასთან რომელმაც მისი ფიზიკური სხეული გარდაქმნა თქვენს მიერ ნახსენებ სულიერ სხეულად მაგრამ მოსაზრება იმისა რომ ქრისტეს მიწიერი სხეული უბრალოდ სადღაც გაქრა და პირდაპირ სულიერი სხეული მიიღო არასწორედ მიმაჩნია ზემოთთქმულის გამო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Morfius

 

ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენების არასწორად აღქმის და ბიბლიაში ჩაწერილი ცნობების არასწორად გაგების საფუძველზე ფიქრობ, რომ იესო იმ ფიზიკური სხეულით აღადგინა ღმერთმა, რომელი სხეულიც მიალურსმეს და წამებით მოკლეს. ახლა შევეცდები აგიხსნა, რომ ცდები და ამას საკამათოდ არ ვწერ, უბრალოდ ფაქტი აღვნიშნე. შენ არ ხარ ერთადერთი რომელიც მასე ფიქრობს. დღეს, ისევე როგორც წარსულში, ზოგი (და ასეთები მრავალია) სწამს, რომ ქრისტე ხორციელი სხეულით აღდგა და ამაღლდა ზეცაში და მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომელიც ზემოთ პოსტში მიუთითე, ანუ რომ აღდგენის შემდეგ მისი სხეული სამარხში აღარ იყო (მარკოზი 16:5-7). აღდგენის შემდეგ იესო ხორციელი სხეულით ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, რათა დაემტკიცებინა, რომ ცოცხალია. ერთხელაც მან მოციქულ თომას შესთავაზა, რომ ხელი ჩაეყო მისი ფერდის ჭრილობაში, რათა ერწმუნა, რომ იესო ნამდვილად აღდგენილი იყო (იოანე 20:24–27). მაგრამ ეს არ ცხადყოფს, რომ ქრისტე აღდგენილი იქნა იმავე სხეულით, რომელშიც მოკვდა. თუ რატომ, ახლავე მოგახსენებ.

 

 

ბიბლია გასაგებად ამბობს: "ქრისტეც ხომ ერთხელ მოკვდა ცოდვების გამო, მართალი უმართლოთა გამო. . . მოკლულ იქნა ხორცში, მაგრამ გაცოცხლდა სულში" (1 პეტრე 3:18). ხორცისა და სისხლის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ ზეცაში ცხოვრება. ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგენილთა შესახებ ბიბლია ამბობს: "ითესება მშვინვიერი [ანუ ფიზიკური] სხეული და აღდგება სულიერი სხეული. . . ხორცსა და სისხლს არ ძალუძს ღვთის სასუფევლის დამკვიდრება" (1 კორინთელთა 15:44–50). ნათელია, რომ ზეცაში ცხოვრება შეუძლიათ მხოლოდ სულიერ პიროვნებებს სულიერი სხეულით. ახლა რაც შეეხება იმას, თუ რა დაემართა იესოს ხორციელ სხეულს. როგორც შენთვითონაც აღნიშნე, სამარხი ცარიელი დახვდათ იესოს მოწაფეებს, რადგანაც ღმერთმა არ დატოვა იესოს სხეული სამარეში. ღმერთი ასე იმიტომ მოიქცა, რომ შესრულებულიყო ბიბლიაში დაწერილი სიტყვები. წაიკითხე ფსალმუნი 15:10; საქმეები 2:31. ამიტომ, ღმერთმა მართებულად მიიჩნია, რომ იესოს სხეულისთვის გაეკეთებინა იმის მსგავსი რამ, რაც გაუკეთა მოსეს სხეულს (მეორე რჯული 34:5, 6). გარდა ამისა, სხეული რომ სამარხში დარჩენილიყო, იესოს მოწაფეები ვერ გაიგებდნენ, რომ ის მკვდრეთით იქნა აღდგენილი, რადგან მათ იმ დროს ჯერ კიდევ სრულად არ ესმოდათ ბევრი რამ. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მოციქულ თომას შეეძლო იესოს ფერდის ჭრილობაში ხელის ჩაყოფა, არ მიუთითებს, რომ იესო იმავე სხეულით იყო მკვდრეთით აღდგენილი, რომლითაც აწამეს. იესო უბრალოდ ხორცს ისხამდა ისე, როგორც ამას წარსულში აკეთებდნენ ანგელოზები. მან თომას დასარწმუნებლად გამოიყენა ჭრილობიანი სხეული. იესო ეჩვენებოდა, ანუ ეცხადებოდა მათ, როგორც ნამდვილი ადამიანი, რომელსაც შესწევს ჭამისა და სმის უნარი, იმ ანგელოზების მსგავსად, რომლებსაც ერთხელ აბრაამი გაუმასპინძლდა (დაბადება 18:8; ებრაელთა 13:2).

 

 იმ დროს, როცა იესო თომას გამოეცხადა იმ ფიზიკური სხეულის მსგავსი სხეულით, რომლითაც მოკვდა, ის მოწაფეებთან მოვლინების დროს ასევე სხვა ფიზიკურ სხეულებსაც ღებულობდა. მაგალითად მარიამ მაგდალელს იესო მებაღე ეგონა. სხვა შემთხვევებში მისი მოწაფეები მაშინვე ვერ სცნობდნენ მას. ხოლო როდესაც იცნობდნენ, ეს ხდებოდა არა მისი გარეგნობის, არამედ ამა თუ იმ გამონათქვამის ან მოქმედების საფუძველზე ყურადღებით წაიკითხე იოანეს 20:14–16; 21:6, 7 და ლუკას 24:30, 31.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...