planetanews Posted September 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 10, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_figaro1.jpg პიერ ავრილი რუსეთი კავკასიის ამ რეგიონს მისთვის გამოყოფილი მასშტაბური ფინანსური დახმარების გაფლანგვაში ადანაშაულებს რუსეთ-საქართველოს ომიდან ორი წლის შემდეგ, მას მერე რაც რუსეთმა სამხრეთ-ოსეთის ანექსია მოახდინა, მოსკოვსა და მის პროტეჟეს, სამხრეთ-ოსეთის პრეზიდენტ ედუარდ კოკოითს შორის ურთიერთობა გამწვავდა. კოკოითს მისი ძლიერი მფარველები ტერიტორიის რეკონსტრუქციისთვის გამიზნული ფონდების გაფლანგვაზე თვალის დახუჭვასა და ზედმეტი დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში ადანაშაულებენ. სამი თვის განმავლობაში კოკოითი რუსეთის დედაქალაქს უკვე მესამედ სტუმრობს ორდღიანი ვიზიტით. მანამდე სამხრეთ-ოსეთის დაფინანსების მთავარმა წყარომ, რუსეთის რეგიონალური განვითარების სამინისტროს პირველმა პირმა, მისი სტუმარი გააფრთხილა: „მართალია რეკონსტრუქციის პროგრამა სრულად დაფინანსდა, თუმცა ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების მიმდინარეობაზე, სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს“ – განაცხადა ვიქტორ ბასარგინმა და სამხრეთ-ოსეთის სამართალდამცავ ორგანოებს სიტუაციაში გარკვევა მოსთხოვა. ორი წლის განმავლობაში, კავკასიის ამ რეგიონში მოსკოვმა 660 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა, სადაც მხოლოდ 30 000 ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ შედეგი ფაქტიურად შეუმჩნეველია. 2 000 ჯარისკაცი ერთ დროს საქართველოში ინტეგრირებული, მაგრამ საქართველოსა და მის პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ღია კონფლიქტში ჩართული სამხრეთ-ოსეთი, 2008 წელს ძალის გამოყენებით იქნა დაპყრობილი. მას შემდეგ მისი და მეორე რეგიონის, აფხაზეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა, ვენესუელამ, ნიკარაგუამ და წყნარი ოკეანის პატარა კუნძულმა ნაურუმ აღიარა. დღეს აქ 2 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია დისლოცირებული და რეგიონის თავდაცვის, ეკონომიკური განვითარების, ფინანსთა მინისტრები და განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრი ვადიმ ბროვსტევი იქ მოსკოვის მიერაა წარგზავნილი. კოკოითი ამ ხალხს დამნაშავეებად მიიჩნევს, განსაკუთრებით ბროვსტევს. „დანაშაულზე ყველა პასუხისმგებლია. რუსეთს რომ ერთი წლის წინ საპარლამენტო არჩევნებამდე ეს თაღლითობები არ დაეფარა, დღეს ნორმალური პარლამენტი გვექნებოდა, რომელიც სიტუაციის გააკონტროლებას შესძლებდა“ – სინანულით აღნიშნავს სამხრეთ-ოსეთის ოპოზიციური პარტიის „სამშობლოს“ ხელმძღვანელი ვიაჩესლავ გობოზოვი, თუმცა მოსკოვისთვის სამხრეთ-ოსეთის პოლიტიკის სტაბილურობა, რომელიც ადუღებული კავკასიის გულშია და „მტრის“, საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე მისი ლიდერის წარმომავლობა. „კოკოითს დიდი გავლენა აქვს სამხრეთ-ოსეთის სახელმწიფო აპარატში და არჩევნებს სრულად აკონტროლებს. თუ მოსკოვი მის შეცვლას შეეცდება, რეგიონის დესტაბილიზაციის პროცესს ვერავინ შეაჩერებს“ – ამბობს ალექსეი მაკარკინი, პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის ექსპერტი. ბოლო დროს საქართველო მოსკოვს იმაში ადანაშაულებს, რომ ამ უკანასკნელმა სამხრეთ-ოსეთში S-300 რაკეტები განათავსა, თუმცა ინფორმაციას ორივე მხარე უარყოფს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts