Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge კლინტონი თავის საგარეოპოლიტიკურ გამოსვლაში აცხადებს, რომ „ამერიკისთვის ახალი მომენტი“ დადგა


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg

 

გლენ კესლერი

 

სახელმწიფო მდივანმა ჰილარი როდჰემ კლინტონმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში „ახალი ამერიკული მომენტი“ დადგა, „მომენტი, როდესაც ჩვენი მსოფლიო ლიდერობა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, იმ ფონზეც კი, როდესაც დღეს ის ხშირად იძულებულია ახალი მეთოდებით გამოვლინდეს“.   

 

თავის ხანგრძლივ გამოსვლაში საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოზე, რომელშიც ის ობამას ადმინისტრაციის საგარეოპოლიტიკურ პოზიციას იცავდა, კლინტონმა განაცხადა, რომ „ამ მომენტის გამოყენება აუცილებელია, თუმცა ის დიდ ძალისხმევას და თამამ გადაწყვეტილბებს მოითხოვს, რათა მომდევნო ათწლეულებში ამერიკის, როგორც ლიდერის პოზიციას ჩავუყაროთ საფუძველი“.   

 

კრიტიკოსთა აზრით, დღევანდელი ადმინისტრაციის დიპლომატია ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა ისეთ რთულ საკითხებში, როგორიცაა მშვიდობის დამყარება ისრაელს და პელესტინელებს შორის, ასევე ირანის მისწრაფებასთან დაკავშირებით, მიიღოს ბირთვული იარაღი. თუმცა კლინტონი საპირისპიროს ამტკიცებს და აცხადებს, რომ „კლასიკური ტრადიციული დიპლომატიის“ ძალისხმევით ამ მიმართულებებით არსებითი პროგრესის მიღწევა შესაძლებელი გახდა. მან ყველას მოთმინებისკენ მოუწოდა, ამტკიცებდა რა, რომ ადმინისტრაციის მუშაობის ნაყოფი შესამჩნევი მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ გახდება. გამოსვლის შემდეგ, აუდიტორიის კითხვებზე პასუხის დროს, კლინტონმა ირანის მთავრობაც გააკრიტიკა: „ვფიქრობ, აღარ არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, რომ ირანი რელიგიურ–იდეოლოგიური ფასადის მქონე ერთგვარ სამხედრო დიქტატურად გარაქმნის გზაზე დგას“, – განაცხადა მან. „და არ ვფიქრობ, რომ ირანის რევოლუცია, რომელმაც ირანის რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკა დააფუძნა, მსგავს შედეგს გულისხმობდა“.                

 

მისი თქმით, შეერთებული შტატები ბალანსის დაცვას ცდილობს, ღიად უჭერს რა მხარს ირანის მცდელობას დაამყაროს დემოკრატია, და არაფერს ისეთს არ აკეთებს, რაც „ზიანს მიაყენებს ან დაანგრევს ამ ქვეყნის ხალხს“.   

 

კლინტონის სიტყვა ბევრი თვალსაზირისით აღნიშნავს კლინტონის გამოსვლას ქვეყნის საგარეოპოლიტიკური ლიდერის როლში იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი ობამა მთლიანად აშშ–ს დაკოჭლებული საშინაო პოლიტიკით და ნოემბრის შუალედური არჩევნებითაა დაკავებული. მომავალ კვირას კლინტონი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება, რათა ხელი შეუწყოს პირდაპირი მოლაპარაკებების წარმართვას ისრაელს და პელესტინელებს შორის, და ოთხშაბათის სიტყვაში ის ადმინისტრაციის გეგმებზე შეერთებული შტატების მსოფლიო როლის განმტკიცების თვალსაზირისით თვითდაჯერებული საუბრობდა.   

 

რაც შეეხება ისრაელი–პალესტინის მოახლოებულ მოლაპარაკებებს, კლინტონი, მისი თქმით, „ერთგვარ მამოძრავებელ იმპულსს“ გრძნობს, რადგან „ორივე მხარე და ორივე ლიდერი აღიარებს, რომ სხვა შანსი შეიძლება აღარც გაჩნდეს“. სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ისრაელი „დემოგრაფიული, ტექნოლოგიური, იდეოლოგიური საფრთხის წინაშე დგას“, ამიტომ „მშვიდობიანი შეთანხმების გაფორმება პალესტინის საერო ადმინისტრაციასთან, რომელიც შეზღუდულია მისი ხალხის ეკონომიკური მომავალის ვალდებულებით, მას აბსოლუტურად გამართულებულად მიაჩნია, თუკი მისი მიღწევა მოხერხდება“. გარდა ამისა, კლინტონის თქმით, პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასიც შეთანხმებას „მისი არსებობის ფუნქციის მწვერვალად“ მიიჩნევს.

 

სახელმწიფო მდივნის გამოსვლაში ახალ პოლიტიკურ ინიციატივებზე ცოტა რამ ითქვა. თუმცა, წელიწადნახევარზე მეტი დროის მუშაობის შემდეგ, მან როგორც ჩანს, ხელახლა გადააფასა ის როლი, რომელსაც შეერთებული შტატები თამაშობს მსოფლიოში.

 

ერთი წლის წინ, ანალოგიურ შეხვედრაზე, კლინტონი საუბრობდა „წონასწორობის შეცვლაზე მულტიპოლარული მსოფლიოდან მულტიპარტნიორული მსოფლიოსკენ“ და ხაზს უსვამდა ადმინისტრაციის მზადყოფნას მოწინააღმდეგეებთან ნაყოფიერი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე. ამ ოთხშაბათს მისი გამოსვლის ტონი ოდნავ განსხვავებული იყო, უფრო მეტად კონცენტრირებული ამერიკელი ხალხის როლის მნიშვნელობაზე მმართველობის პრობლემებში.

 

„ეს სულაც არ არის იმ არგუმენტის გამართლების საბაბი, რომ ამერიკამ მარტო უნდა იმოქმედოს“, – განაცხადა კლინტონმა. „მსოფლიო გვიყურებს ჩვენ იმიტომ, რომ ამერიკას გააჩნია იმის შესაძლებლობები და სიმტკიცე, რომ კოლექტიური ძალისხმევის მობილიზება მოახდინოს, რაც აუცილებელია პრობლემების მოგვარებისთვის გლობალურ დონეზე – უშუალოდ ჩვენი ინტერესების დასაცავად, და მას შეუძლია პროგრესის მამოძრავებელი ძალა იყოს. ამაში ჩვენ კონკურენტები არ გვყავს“.

 

მან დასძინა: „შეერთებული შტატებისთვის მსოფლიოს ლიდერობა ერთდროულად არის როგორც პასუხისმგებლობა, ასევე უპრეცედენტო შესაძლებლობა“.                      

 

კლინტონმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია ცხოვრებაშიიმ იდეის რეალიზებას ახდენს, რომელის თაობაზეც მან ერთი წლის ისაუბრა და იწყებს იმის შექმნას, რასაც მან ალიანსების და ინტერესების „ახალი მსოფლიო არქიტექტურა“ უწოდა. კლინტონმა ამის თვალსაჩინო მაგალითად მოიყვანა ადმინისტრაციის წარმატებები გაეროს უშიშროების საბჭოში ირანის წინააღმდეგ საქნქციების შემოღების მხრივ, რაც დამატებით გაძლიერდა დიდი სახელმწიფოების ინდივიდუალური აქციებით. მან განაცხადა, რომ ადმინისტრაციამ სკეპტიკოსები დაამარცხა, რომლებიც ახალი სანქციების აუცილებლობას არ აღიარებდნენ და ხაზი გასუვა თავის დაინტერესებას ირანთან დიალოგით და საკუთარი ბირთვული განიარაღების საქმეში ძალისხმევის განახლებით. 

 

მან შეაქო ასევე ადმინისტრაციის მისწრაფება გააუმჯობესოს რუსეთთან ურთიერთობები. კლინტონის თქმით, აშშ–რუსეთის ურთიერთობების გაცივებამ ჯორჯ ბუშის მმართველობის ბოლო პერიოდში „შესაძლოა შთააგონა კიდეც შპიონური რომანების მწერლები და კაბინეტის სტრატეგები, თუმცა ნებიესმიერს, ვინც ოდნავ მაინც დაინტერესებულია ისეთი მსოფლიო პრობლემების მოგვარებით, როგორიცაა ბირთვული იარაღის გავრცელება, ცხადია ესმის, რომ რუსეთის და შეერთებული შტატების ერთობლივი მუშაობის გარეშე, ბევრს ვერაფერს მივაღწევთ“. 

 

კლინტონი, რომელმაც სწარაფად ჩამოთვალა ის რაც მას რუსულ–ამერიკულ ურთიერთობებში მიღწევად მიაჩნია, ძალიან მხიარულად გამოეხმაურა ახლახანს ქვეყნიდან იმ რუსი აგენტების დეპორტაციას, რომლებიც აშშ–ს ტერიტორიაზე მოქმედებდნენ: „რა თქმა უნდა, როგორც ჩვენ ამ ზაფხულს შეგვახსენეს, რომ შპიონური რომანების ავტორებს ჯერ კიდევ აქვთ მასალა მუშაობისთვის, ასე, რომ სიტუაცია წამგებიანი არ არის“.

 

მან აღიარა, რომ ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ეძებს მთელი რიგი რთული პრობლემების გადაწყვეტის გზებს. დარბაზიდან დასმულ შეკითხვაზე, კლინტონმა მოყვა სუდანში მოახლოებული რეფერენდუმის შესახებ, სადაც ნავთობით მდიდარმა სამხრეთ რაიონებმა შეიძლება ხმა მისცენ ქვეყნის დანარჩენი ნაწილისგან გამოყოფას. კლინტონმა ეს სიტუაცია აღწერა, როგორც „წამზომზე ჩართული ბომბი, რომელსაც შეიძლება განსაკუთრებული შედეგები მოჰყვეს“. 

 

კლინტონმა თქვა, რომ სამხრეთს რეფერენდუმის ჩატარებისთვის რესურსი არ აქვს, ხოლო ჩრდილოეთს ამის გაკეთება არ სურს, ვიდრე აქციის შედგებში წინასწარ არ დარწმუნებდა. მისი თქმით, ამერიკის ადმინისტრაცია არ იშურებს მთელ მის დიპლომატიურ ძალისხმევას, მაგრამ „რეალური პრობლემა მდგომაროებს იმაში, თუ რა მოხდება მაშინ, როდესაც მოხდება ის რაც გარდაუვალია, რეფერენდუმი გაიმართება და სამხრეთი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს?“

 

კლინტონმა აღიარა, რომ მას ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. „ჩვენ უნდა მოვძებნოთ რაიმე მისაღები მეთოდი, რათა დავარწმუნოთ ისინი, რომ სამხრეთის დამოუკიდებლობას მშვიდად შეხვდნენ, ხოლო სამხრეთი თავის მხრივ უნდა დავარწმუნოთ რომ, თუკი მას არ სურს მრავალწლიანი ომი, რის ფონზეც მათი სახელმწიფოებრიობის შექმნის შანსი არ არსებობს, როგორმე უნდა მოელაპარაკონ ჩრდილოეთს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მიესალმება ნებისმიერ იდეას, რომელიც ამ საკითხის 

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...