planetanews Posted September 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 10, 2010 http://d.yimg.com/eur.yimg.com/ng/sp/empics/5164857ბირმინგემი ბოლო 16 თამაშია საკუთარ მოედანზე დაუმარცხებელია. შეძლებს კი როი ჰოჯსონი, დაარღვიოს ეს სტატისტიკა და დაამარცხოს “ბირმ. სიტი” კვირას სანტ ენდრიუსის არენაზე???.. გთავაზობთ უკანასკნელ სტატისტიკას. ბირმინგემიდან “ლივერპულმა” 15-ჯერ შეძლო 3 ქულის წამოღება, 21- ჯერ დამარცხდა და 13 შეხვედრა ფრედ დასრულდა. ეს არც თუ ისე სახარბიელო შედეგია გრანდისთვის. გასულ წელს “ლივერპულსა” და “ბირმინგემს” შორის ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა. ბირმინგემში მეტად დაძაბული შეხვედრა გამოდგა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი სტივენმა დააწინაურა საკუთარი გუნდი, მაგრამ ბირმინგემის ცენტრალურმა ლიამ რინგველმა ზუსტად 9 წუთში წონასწორობა აღადგინა და შეხვედრა 1-1 დასრულდა. ენფილდზეც იგივე სცენარით დაიწყო მატჩი. პირველი გოლი კვლავ ლივერპულის ფეხბურთელმა დევიდ ნგოგმა გაიტანა, ლივერპული კარგად თამაშობდა, თითქოსდა ეს მატჩი მათი სასურველი ანგარიშით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ კრისტიან ბენიტესმა და კამერონ მერსესაიდელთა ოცნობა დაამსხვრიეს. ანგარიში 1-2 იყო და შეხვედრის მიწურულს სტივენ ჯერარდმა თერთმეტმეტრიანი უნაკლოდ შეასრულა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2-2. შეხვედრა, რომელიც კვირას გაიმართება, მეტად მნიშვნელოვანია როგორც ჰოჯსონისთვის, ასევე ლივერპულის თითოეული ფეხბურთელისტვის. როი ჰოჯსონი შეეცდება გააკეთოს ის, რაც ვერ მოახერხა რაფამ გასულ წელს. მოტივაცია და მონდომება დიდია, რაც ალბათ შედეგზეც აისახება !!! იმფორმაციის წყარო: liverpoolfc.tv View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts