Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ”წმინდა წყვდიადი” მომავალი პატიმრებისთვის


Recommended Posts

”წიგნში აღწერილია 15 კაცი რომლებსაც პატიმრობის დროს შევხვდი”, –ამბობს ლევან ბერძენიშვილი, ავტორი წიგნისა ”წმინდა წყვდიადი”, რომლის პრეზენტაციაც 9 სექტემბერს გაიმართა.

 

წიგნში აღწერილია 1984-87 წლებში ბერძენიშვილის პატიმრობა, როცა ის სასჯელს ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდის მუხლით იხდიდა. ” მე ვიჯექი პოლიტიკურ ზონაში ჟე ხა 385/35, მოლდოვეთის დუბრავლაგი, ძალიან ცნობილი პოლიტიკური ზონა, სულ ოთხი იყო ასეთი საბჭოთა კავშირში” .

 

პრეზენტაცია წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” გაიმართა. ”წმინდა წყვდიადი” ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა. წიგნის ყიდვის მსურველთა გარკვეული ნაწილი წიგნის გარეშე დარჩა, რადგან მაღაზიაში არსებული 80 ეგზემპლარი ჯერ კიდევ პრეზენტაციის დაწყებამდე გაიყიდა.

 

წიგნის წერა ლევან ბერძენიშვილმა 2009 წლის 23 მარტიდან დაიწყო. ”ასე ზუტად იმიტომ მახსოვს, რომ ამ დღეს საავადმყოფოში მოვხვდი”,- ამბობს ლევან ბერძენიშვილი- ”არც ერთი სიტყვა ძალით არ წამირთმევია ჩემი თავისთვის. საერთოდ, წერა არ მიყვარს, ქართველები სოკრატული მოდგმის ხალხი ვართ, არც მამარდაშვილს არ უყვარდა, ისიც ლაპარაკობდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიგრძენი, რომ უნდა დამეწერა. ამ წიგნში არ არის სამწერლო ჩუქურთმები, ალბათ შევძლებდი, მაგრამ არ ვაკადრე ამ ხალხს.”

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...