planetanews Posted September 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 10, 2010 http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01696/roy_hodgson2_1696633c.jpg როი ჰოჯსონი ლივერპულის ფანებს მოუწოდებს არ მიაქციონ ყურადღება პრემიერ ლიგიაში “წითლების” პოზიციას მანამ, სანამ მინიმუმ 10 თამაში არ იქნება ჩატარებული. 3 თამაშში მხოლოდ 4 ქულის აღების შემდეგ მერსისაიდელები სატურნირო ცხრილის შუაში იმყოფებიან, თუმცა როი მიმართავს ყველა გულშემატკივარს ნაადრევი კომენტარებისგან შეიკავონ თავი.“ვიცი რამდენი ქულა გვაქვს, თუმცა არ ვიცი თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს შედეგი ასე ადრე.” თქვა ჰოჯსონმა. “ჩემი აზრით სატურნირო ცხრილი არაფერზე არ მეტყველებს, სანამ 10 თამაში მაინც არ იქნება ჩატარებული. მხოლოდ ამის შემდეგ იწყებ იმაზე ფიქრს, თუ რამხელაა დაშორება შენს და შენზე წინ ან უკან მყოფ გუნდებს შორის. სწორად არ მივიჩნევ 3 თამაშის შემდეგ ნერვიულიბას.”“პრემიერ ლიგის პროგრამა დასაწყისში დიდ როლს თამაშობს, არსენალთან სახლში და მანჩესტერ სიტისთან გასვლა უკვე ვითამაშეთ. ტრავმებიც თავისთავად უარყოფით გავლნას ახდენენ კლუბზე, რომელსაც შეიძლება თავიდან არ ჰყავდეს ოპტიმალური შემადგენლობა, თუმცა მალე ეყოლება.”“ათი თამაშის შემდეგ ცხრილზეც დავიწებ ფიქრს, მანმადე კი შედეგებზე და თამაშის ხარისხზე მაქვს საფიქრალი.”ნაკრებების თამაშებმა როის ხელი შეუწყო უკეთესად მომზადებულიყო მომდევნო თამაშისთვის.“თუნდაც 1 დღით მეტი დროის ქონა ძალიან გვიწყობს ხელს,” განაცხადა მან. “ადრე დიდი პრობლემები გვქონდა ნაკრებების თამაშებთან დაკავშირებით, რადგან ჩვენი თამაში იყო შაბათს, ხოლო ფეხბურთელები თამაშობდნენ ოთხშაბათს და ხშირად პარასკევამდე არ ბრუნდებოდნენ. თამაშამდე ბიჭებთან შეხვედრა ხანდახან ვერ ხერხდებოდა.”“ამ კვირას ბიჭები ოთხშაბათს დაბრუნდნენ რამაც ხელი შეგვიწყო გვევარჯიშა ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს.”“უნდა ვუმადლოდეთ ფიფას/უეფას რადგან მათ მიიღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ნაკრებების თამაშის დროსთან დაკავშირებით. აგრეთვე უნდა ვუმადლოდეთ ელიტარულ მწვრთნელებს, ვინც ეს იდეა მიაწოდეს ბლატერს და პლატინს.” ინფორმაციის წყარო: www.liverpoolfc.tv View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts