Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ანონსი 10 სექტემბერი


Recommended Posts

10 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო ~შერატონ მეტეხი პალასში~ სისხლის სამართლის რეფორმაში ჩართული სახელმწიფო ინსტიტუტები და დონორი ორგანიზაციები, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის ყოველწლიურ კონფერენციაზე, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს გააფორმებენ.

 

10 სექტემბერს, 10.30 საათზე, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნლი სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი არმაზციხის არქეოლოგიურ ძეგლს მოინახულებენ.

 

10 სექტემბერს, 11.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პედაგოგებს სერტიფიკატებსა და პერსონალურ კომპიუტერებს გადასცემს.

მის: უზნაძის ქ. №52

 

10 სექტემბერს, 12.00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ნინო დადიანის პორტრეტის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: სანაპიროს ქ. #4

 

10 სექტემბერს, 12:00 საათზე, ~ქართული დასის~ საგანგებო ღონისძიებათა გეგმის ფარგლებში, სამომხმარებლო ბაზარზე ფასების ზრდის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია და სპეციალური სამთავრობო საათი გაიმართება.

პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზი

 

10 სექტემბერს, 12:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი №226

 

10 სექტემბერს, 12:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

 

10 სექტემბერს, 12:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი #438

 

10 სექტემბერს, 12:00 საათზე, კომპანია “სილქნეტი” პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: “რებრენდინგის პროცესის დასრულება და მომხმარებლისთვის ახალი სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზება”.

სასტუმრო “რედისონი”

 

10 სექტემბერს, 12:30 საათზე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს მთაწმინდის პარკში უმასპინძლებს.

 

10 სექტემბერს, 13:00 საათზე, “საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება.

სასტუმრო “რედისონი”

 

10 სექტემბერს, 13:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი #621

10 სექტემბერს, 14:00 საათზე, გორში, “ეროვნული ფორუმის” გორის ოფისში, პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი მელაშვილი და “ეროვნული ფორუმის” შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსი სოსო ვახტანგიშვილი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: “ეროვნული ფორუმის” მიერ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით შიდა ქართლში განხორციელებული აქტივობები და საშემოდგომო გეგმები.

მის: სტალინის ქ. #24

 

10 სექტემბერს, 14:00 საათზე, ~შერატონ მეტეხი პალასში~ ~საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის~ პრეზენტაცია გაიმართება.

 

10 სექტემბერს, 14.00 საათზე, ,,სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ხელმძღვანელი ეკა ბესელია პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: “საკონსტიტუციო რეფორმა”.

მის: გამრეკელის ქ. #19

 

10 სექტემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო ~რედისონში~ საინვესტიციო და დეველოპერული კომპანია “დექსუსსა~ და კომპანია ~ცენტრ პოინტ ჯგუფს” შორის ხელშეკრულება გაფორმდება.

 

10 სექტემბერს, 14:00 საათზე, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან ახალგაზრდული ორგანიზაციები ე.წ. პოლიტპატიმრების მხარდამჭერ აქციას გამართავენ.

 

10 სექტემბერს, 14:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

 

10 სექტემბერს, 16:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

 

10 სექტემბერს, 16:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი #221

 

10 სექტემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” გაიმართება პრესკონფერენცია, რომელზეც ოფიციალურად გაკეთდება განცხადება ბანკ `კონსტანტას~ კაპიტალში პირველი უცხოელი აქციონერის შემოსვლის თაობაზე.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...