planetanews Posted September 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 9, 2010 სასწრაფო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი ბესო წულუკიძე ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ 033-მა დღეს გამოძახება მიიღო ლილოს ბაზრობიდან და მათ დაჭრილების შესახებ აცნობეს. ადგილზე მისულმა 033-ის ჯგუფმა, ბესო წულუკიძის თქმით, დაზარალებულები ვერ აღმოაჩინა. საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, შსს -მ არ დაადასტურა ინფორმაცია ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენის შესახებ. ”ინტერპრესნიუსი”, ლილოს მოვაჭრეების მონათხრობზე დაყრდნობით, იუწყებოდა, რომ ლილოს ბაზრობაზე პანიკა ასაფეთქებელი საშუალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა. პანიკის გამო მოვაჭრეები ბაზრობის ტერიტორიის დატოვებას ცდილობდნენ, რომლის დროსაც დაზიანდა დახლები, ხოლო მოვაჭრეებმა საქონელი დაკარგეს. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts